მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება
სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი · სსკ 223
თავი XXX — დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის „უკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას (გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.
2. ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და ჩააბარა ამ შენიშვნის პირველ ნაწილში აღნიშნული საგანი (მისი ფლობის შემთხვევაში), თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4981 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის
კანონი №3699 - ვებგვერდი, 29.06.2015წ.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე
სასჯელილიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.06.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-160-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2024
ჰ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი გ-ის ფ-ი რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, 315b მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 69a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დატოვება ნებართვის გარეშე;
საქმე №ბს-319(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2022
…წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის პროკურატურის 2006 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით (საქმეზე #061933) ნ.ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182- ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქმე №43აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2021
…2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი: 1. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ე. კ., - დაბადებული წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 29 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქმე №2კ-355აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2021
ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 19,…
საქმე №2კ-81აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2018
ხ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 223-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (სამი ეპიზოდი;
საქმე №69აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2017
საქმე №2კ-1-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.01.2017
საქმე №2კ-8-I-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2016
საქმე №210აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2013
საქმე №638აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2013
საქმე №30აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.08.2013
საქმე №2კ-1850-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2013
საქმე №2კ-1544-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.04.2013
საქმე №2კ-1435-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2013
საქმე №2კ-1024-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2013
საქმე №2კ-689-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2013
საქმე №2კ-450აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2010
საქმე №7I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2010
საქმე №2კ-1118აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2008
საქმე №388საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2008
საქმე №2კ-932აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2006
საქმე №2კ-368აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.04.2006
საქმე №2კ-103კოლ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2005
საქმე №ბს-1427-88-გ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2005
საქმე №2კ-67კოლ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2003
საქმე №2კ-94კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2002
საქმე №2კ-67დად.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2000
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 223, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-223/