განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
010100107216100
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე საქმე №1/ბ-592-2016 წელი

№010100107216100

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

4 იანვარი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატების – გ--–- ნ-----–--–---–ის, გ-- ტ---–--–---–ის, პ----- ბ---–----ის, ვ-–- ხ---------–---–ის, მ-----– მ------ის, ვ----– კ-------–---–ის,დაზარალებულის – ნ----- ი----ის,მსჯავრდებულის – დ----- ხ--–--–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა ა--–-- ა--–--ის, დ----- ხ--–--–ის, ა------ კ-----–---–--ისა და სხვათა ბრალდების №------ სისხლის სამართლის საქმე.

ა--–-- ა--–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბათუმ-ში, გოგებაშვილის ქუჩის №-/24-ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,323-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 25,323-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

დ----- ხ--–--–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–---------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქ-ტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2007 წლის 18 იანვრის რედაქცია), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 161-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 226-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ა------ კ----–---–--ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ხ--–----------------------------–----------------ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წელს მოქმედი რედაქცია) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით.

იმავე განაჩენით მსჯავრდებული არიან:

ი----- გ--------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ქ. ქ------–---–--------–-----–---------------ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის რედაქციით) (03 ეპიზოდი), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) (02 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 158-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქ-ტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორრე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

ჯ----– გ--------ე, დაბადებული 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, უმაღ-ლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ქ. ბ------–---------–---–----------------ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქ-ცია), 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) არ დაენიშნა სასჯელი გარდაცვალების გამო.

ე-–------ ჯ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ქ. ქ------–---–----------------–-----–---------------ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), (ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების ეპი-ზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) არ დაენიშნა სასჯელი გარდაცვალების გამო.

aRwerilobiTi nawili:

1.ბრალდების არსი:

1.1 ა--–-- ა--–--ეს საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

განზრახ მკვლელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლში აღნიშ-

ნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე.

მანვე, ჩაიდინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახუ-რებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო სამსახურის მოთხოვნის სა-წინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალა-დობითა და იარაღის გამოყენებით;

მანვე, ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია.

მანვე, ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა.

მანვე, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რითაც მან არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებს და კანონიერ ინ-ტერესებს, ჩადენილი სისტემატურად, პირადი მოტივით, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედება.

მანვე, ჩაიდინა თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობა.

მანვე, მოხელემ და სახელმწიფო-პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა, ჩაიდინა სამსახუ-რებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმ-წიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

მანვე, იყო რა სახელმწიფო მოხელე, ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრუ-ლებლობა.

მანვე, ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჭინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.

მანვე, მოსახლეობის დაშინებისა და ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად, ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, ესე იგი აფე-თქება, რამაც შექმნა ადამიანების სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიური ინტერესები და რამაც სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

1. 2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა------ კ----–---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამ-სახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვე-ვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

მანვე, ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რა დროსაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის.

 

მანვე, ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებით.

 

1.3 საბრალდებო დასკვნის თანახმად, დ----- ხ--–--–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია.

 

მანვე, ჩაიდინა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა.

 

მანვე, ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერ-თვის დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რამაც არსებითად და-აზიანა მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუ-ფურად და არაერთგზის.

 

მანვე, ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სატრანსპორტო საშუალე-ბის წინააღმდეგ, ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის.

 

მანვე, ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომ-ლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

მანვე, ჩაიდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ასეთ მოქმედებაში აქტიური მონა-წილეობა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რამაც გამოიწვია ტრან-სპორტის და ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მანვე, ჩაიდინა ადამიანის დევნა, სიტყვის, აზრის, მრწამსის, მის პოლიტიკურ, საზოგა-დოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამიწვია.

 

მანვე, ჩაიდინა შეკრების, მანიფესტაციის მოწყობის და მასში მონაწილეების უფლების გან-ხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ძალადო-ბითა და ძალადობის მუქარით, რამაც გამოიწვია მასობრივი არეულობა.

 

2. საბრალდებო დასკვნის მიხედვით ა--–-- ა--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2.1.1. ნ------- ი----ის ეპიზოდი

 

1991 წელს, ა--–-- ა--–--ე დაინიშნა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე - ა---------------------------------–----------------------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებ-ლად. 1991 წლის 29 აპრილს ა--–-- ა--–--ე, ა---------------------------------–-------–-–-------ის მინისტრთან ა------- ჯ----თან ერთად, იმყოფებოდა თავის სამუშაო კაბინეტში, ა----------------------------------–--ის უზენაესი საბჭოს შენობაში, რომლის დაცვას ახორციე-ლებდნენ ა---------------------------------–--ის შ--------------- სამინისტროს საკუთრე-ბის დაცვის პოლიციის თანამშრომლები: მ---- დ-------ე და ა-–---- ც--–--ე. მათ გარდა შენობაში არავინ არ იმყოფებოდა.

 

1991 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, ა---------------------------------–----------------------ს შენობაში, ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში, შევიდა საქართველოს მაშინდელი მ---------------------------ის პირველი მოადგილე მ------- ო-----ე, რომელსაც თან ახლდა პირადი დაცვის ორი წევრი - ნ------- ბ-------–---–ი, ვ-–-------- ი-–---–ი და მძღოლი-კ--- ო---–---–ი. შესვლისთანავე მ------- ო-----ე დარჩა ა--–-- ა--–--ის სამუშაო კაბინეტში, ხოლო პირადი დაცვის ორივე წევრი და მძღოლი, ჩაის დასალევად, გავიდნენ ა--–-- ა--–--ის მოსასვენებელ ოთახში. დაახლოებით 15-20 წუთში უზენაეს საბჭოს შენობაში, ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში, შევიდა ა---------------------------------–----------------------ს თავმჯდომარის მოადგილე ნ------- ი----ე, თავის ქალიშ-ვილთან ნ----- ი----ესთან ერთად. ნ------- ი----ეს თან ჰქონდა „კალაშნიკოვის“ კონსტრუქ-ციის №------ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. კაბინეტში შესვლისთანავე მან სიტ-ყვიერი პროტესტი გამოხატა ა--–-- ა--–--ისა და მისი გარემოცვის მიერ საქართველოს სა-ზიანოდ განხორციელებული პოლიტიკური კურსის გამო და საქართველოს მოღალატეები უწოდა ოთახში მყოფ პირებს, რის შემდგომ რამდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლის შედეგად ფეხის არეში სხეულის დაზიანება მიიღო მ------- ო-----ემ. ნ------- ი----ის მხრიდან ხელმეორედ სროლების აღკვეთის მიზნით, ა------- ჯ----მა „ბრაუნინგის“ და ა--–-- ა--–--ემ მაკაროვის სისტემის №---- მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან რამდენიმეჯერ ესროლეს ნ------- ი----ეს და მიაყენეს მას სხეულის დაზიანებები გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის სახსრის არეში. დაჭრილი ნ------- ი----ე შეტრიალდა და დაიწყო გასვლა ა--–-- ა--–--ის მისაღები ოთახიდან. კარებთან მას დაუვარდა ავტომატუ-რი ცეცხლსასროლი იარაღი. ოთახიდან გასულ დაჭრილ და უიარაღო ნ------- ი----ეს უკან გაჰყვა ა--–-- ა--–--ე, აიღო ნ------- ი----ის მიერ კარებთან დაგდებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, უკნიდან რამდენიმეჯერ ესროლა დაჭრილ ნ------- ი----ეს, რის შედეგადაც ნ------- ი----ემ და-ზიანებები მიიღო კეფის არეში და მარჯვენა ბეჭის ძვლის მიდამოებში, რამაც განაპირობა მისი სიკვდილი.

ბრალდების ამ ეპიზოდში მისი ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

 

2.1.2. თ------ ა-----ის ეპიზოდი:

 

ა) ა-----ის და სხვათა ეპიზოდი.

ა--–-- ა--–--ის ა---------------------------------–--ის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარედ და შემდგომში ა-------------------------–--------------ად მუშაობის პერიოდში, ა-----------------------ი რესპუბლიკის უ–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ესთან და ა-----------------------ი რესპუბლიკის უ–-–------ის მინისტრის პირველ მოადგილესთან გ------- კ--------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ა---------------------------------–--ის სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში, ხანგრძლივი პერიოდის განმავ-ლობაში სასჯელს უკანონოდ იხდიდნენ მსჯავრდებულები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ცნობილი იქნენ დამნაშავედ, 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებუ-ლი მუხლებით. კერძოდ:

 

- დ----- ა-----ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწი-ლით, 78-ე მუხლით და 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მას მიესაჯა სასჯელის განსა-კუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა, რაც შემდგომში შეეცვალა საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის მოხდა და-იწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;

 

-აწ/გარდაცვლილი თ----- ა-----ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მას მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკ-ვდილით დასჯა, რაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით შეეცვალა 20 წლით თავი-სუფლების აღკვეთით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1993 წლის 4 სექტემბრიდან;

 

- მ------ მ------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით. საჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერე-ბული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;

 

- ი---- შ-----------ი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და სას-ჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;

 

- თ----- ჯ--------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 78-ე მუხლით. საჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღ-კვეთა, აქედან პირველი ოთხი წელიწადი საპყრობილეში მოხდით. სასჯელის მოხდა დაი-წყო 1995 წლის 8 იანვრიდან;

 

- ჯ---- ხ---------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით. საჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. აქედან პირველი ოთხი წელიწადი საპყრობილეში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;

- დ----- ჯ----- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით. საჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. აქედან პირველი ხუთი წელიწადი საპყრობილეში მოხდით, ხოლო დანარჩენი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა და-იწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;

 

- ა----- ზ----------- - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და სას-ჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;

გარდა დასახელებული მსჯავრდებულებისა, აღნიშნულ იზოლატორში, ამავე დროს, კა-ნონის დარღვევით სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა სასამართლოების განაჩენებით დამ-ნაშავედ ცნობილი შემდეგი პირები:

 

– თ------ ა-----ე - მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 961-ე მუხლით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 8 წლით თავისუფ-ლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1993 წლის 4 ოქტომბრიდან;

 

- ჯ----– ბ-–-----ე - მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1999 წლის 1 თებერვ-ლიდან;

 

– მ----- ც-------ე- მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252 მუხლის მე-3 ნაწილით და 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1999 წლის 1 თებერვლიდან;

 

– ე----- მ----–--ე - მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1998 წლის 7 აგვისტოდან;

 

მიუხედავად იმისა, რომ ა--–-- ა--–--ისათვის, როგორც ა----------------------------------–--ის უმაღლესი თანამდებობის პირისათვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო-ების გადაწყვეტილების შესახებ, ა---------------------------------–--ის უ–-–------ის მი-ნისტრთან ი----- გ--------ესთან და ამავე სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგი-ლესთან გ------- კ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით იმ დროს მოქმედი შრომა-გას-წორების კოდექსის მე-14 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სისტემატურად, პირადი მოტივით და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით, გადაამეტა სამსახურებრივ უფ-ლებამოსილებას, განზრახ არ შეასრულა სასამართლოების გადაწყვეტილებები, არ გაა-კონტროლა დასახელებული მსჯავრდებულების სასჯელის მოსახდელად განაჩენით გან-საზღვრული შესაბამის რეჟიმის კოლონიებში გადაყვანა და დატოვა ისინი საპყრობილის რეჟიმში მანამდე, სანამ აწ გარდაცვლილი თ----- ა-----ე 1999 წლის დეკემბერში არ გაა-თავისუფლეს ვადამდე, მძიმე ავადმყოფობის საფუძველზე, ჯ----– ბ-–-----ე 1999 წლის დეკემბერში და მ----- ც-------ე 2000 წლის თებერვალში არ გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადამდე პირობითად, ხოლო დ----- ა-----ე, მ------ მ-------, თ----- ჯ--------ე, დ----- ჯ-----, ჯ---- ხ---------ი, ე----- მ----–--ე, ა----- ზ-----------, ი---- შ-----------ი და თ------ ა-----ე კი დატოვა პატიმრობაში წლების განმავლობაში. ამასთანავე, ასეთი განზრახი მოქმედებებით, რომელიც აშკარად გასცილდა ა--–-- ა--–--ისათვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, შეუ-რაცხყო დ----- ა-----ის, მ------ მ-------ს, თ----- ჯ--------ის, დ----- ჯ-----ს, ჯ---- ხ---------ის, ა----- ზ-----------ს, აწ გარდაცვლილი თ----- ა-----ის, ე----- მ----–--ის, მ----- ც-------ის, ჯ----– ბ-–-----ის, ი---- შ-----------ის და თ------ ა-----ის პირადი ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა, როგორც მათ უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ემუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით).

 

ბ) შეწყალებული ა-----ის პატიმრობაში დატოვების ეპიზოდი.

საქართველოს პ------------მა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულებით შე-იწყალა 1757 მსჯავრდებული, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში. მსჯა-ვრდებულთაგან ერთი პირი თ------ ა-----ე, როგორც ცნობილი იყო სასჯელს იხდიდა ა---------------------------------–--ის უ–-–------ის სამინისტროს საგამოძიებო იზოლა-ტორში. აღნიშნული შეწყალების განკარგულების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ა---------------------------------–--ის უ–-–------ის სამინისტროს, ა-------------------------–--ის ხელმძღვანელ ა--–-- ა--–--ეს და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო თ------- ა-----ის შეწყალების შესახებ, როგორც ა---------------------------------–--ის უმაღ-ლესმა თანამდებობის პირმა, ა---------------------------------–--ის უ–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ესთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად, პირადი მოტივით და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით გადაამეტა სამსახუროებრივ უფლებამოსი-ლებას და თ------ ა-----ე დატოვა პატიმრობაში. ასეთი განზრახი მოქმედებით, რომელიც აშკარად გასცილდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო თ------ ა-----ის პირადი ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს და ცალკეულ მოქალაქის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. ამავდროუ-ლად, ა--–-- ა--–--ემ, ი----- გ--------ესთნ და ამ უკანასკნელის პირველ მოადგილესთან, გ------- კ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, დაარღვია იმ დროს მოქმედი საქართ-ველოს შრომა-გასწორების კოდექსის 106-ე და 109-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც თ----- ა-----ეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 1999 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

 

1999 წლის 6 ოქტომბერს ა---------------------------------–--ის უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პ------------ის 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულების მოქმედება თ------ ა-----ის შეწყალების შესახებ, ხოლო 1999 წლის 11 ნოემბერს კი ამავე სასამართლომ ბათილად სცნო აღნიშნული განკარგულება და თ------ ა-----ე დატოვებუ-ლი იქნა პატიმრობაში სასჯელის მოხდამდე.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქ-ციით), 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით პატიმრობიდან გათავისუფლე-ბული თ------ ა-----ის პატიმრობაში დატოვების ეპიზოდი.

ა---------------------------------–--ის პროკურატურაში 1999 წლის 6 დეკემბერს თ------ ა-----ის მიმართ აღიძრა №------ სისხლის სამართლის საქმე და 1999 წლის 11 დეკემბერს იგი მიცემული იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, იმ დანა-შაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.133-ე და 19.78-ე მუხლებით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება. 2000 წლის 7 მარტს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა ა---------------------------------–--ის უმაღლეს სასამართლოში.

2000 წლის იანვრიდან, ა---------------------------------–--ის საგამოძიებო იზოლატორს ეწოდა დროებითი ყოფნის იზოლატორი.

2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, თ------ ა-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.78-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) და ამჟამად მოქმედი 24.143-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაში მოხდით. 2001 წლის 29 იანვარს საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატამ განჩინებით გააუქმა აღნიშნული განაჩენი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტის საფუძველზე წარმოებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და განჩინებაში კატეგორიუ-ლად მიუთითა თ------ ა-----ის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დროებითი ყოფნის იზოლატორიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თა-ნამდებობის მქონე პირებისათვის, ა--–-- ა--–--ისათვის და ი----- გ--------ისათვის ცნო-ბილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მათ კვლავ გადაამეტეს თავიანთ სამ-სახურებრივ უფლებამოსილებას არაერთგზის და არ შეასრულეს სასამართლოს გადაწ-ყვეტილება, რითაც შეურაცხყეს თ------ ა-----ის პირადი ღირსება და რამაც გამოიწვია მისი უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.

 

ამავდროულად, ა--–-- ა--–--ემ, ი----- გ--------ესთან და ამ უკანასკნელის პირველ მო-ადგილესთან, გ------- კ-------–---–თან და ამავე სამინისტროს დროებითი ყოფნის იზო-ლატორის უფროსთან ვ-–-------- მ----–---–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დაარღვია 2000 წლის 1 იანვრიდან მოქმედებაში შესული „პატიმრობის შესა-ხებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი, თ------ ა-----ე კვლავ დატოვა პატიმრობაში, რითაც ამ უკანასკნელს არაერთგზის უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება სამ წელზე მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე თ------ ა-----ე 2004 წლის 9 აპრილს არ იქნა გათავისუფლე-ბული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის განაჩენის საფუძველზე. ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე-საქართველოს სახელმწიფოს მიერ, დაზარალებულ თ------ ა-----ეზე ანაზღაურებული იქნა, ა--–-- ა--–--ის, ი----- გ--------ის და გ------- კ-------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანი - 370.000 (სამას სამოცდაათი) ათასი ლარის ოდე-ნობით, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 333-ემუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვე-პუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ემუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედ ირედაქცია), 143-ემუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

2.1.3. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, ხიდების დანაღმვისა და ტერაქტების ეპიზოდები.

ა) უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ეპიზოდი.

საბრალდებო დასკვნით ა--–-- ა--–--ის დანაშაულებრივი ქმედებები ბრალდების ამ ნა-წილში გამოიხატა შემდეგში:

1991-2004 წლებში ა---------------------------------–----------------------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ა---------------------------------–----------------------ს თავმჯდომარისა და აჭარის ა-------------------------–--------------ის თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ა--–-- ა--–--ემ, თავისთვის და მისი ნათესაურ-კლანურ გარემო-ცვისთვის ფინანსური გამორჩენის და საზოგადოებრივ - პოლიტიკური უპირატესობის მიღების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებ-ლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, განიზრახა ა-------------------------–--ის მასობ-რივი ინფორმაციის საშუალებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ერთპიროვნული მმართველობა.

თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის გაადვილებისა და ამისათვის პირობების შესაქმნელად, ა--–-- ა--–--ემ ბოროტად გამოიყენა ხელისუფლებისა და სამსა-ხურებრივი მდგომარეობა, 1993 წლის 14 მარტის №---- დადგენილებით შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება - ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი, რომელიც არ შედიოდა საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შე-მადგენლობაში და რომელსაც ხელმძღვანელობდა პირადად, რის უფლებაც მას არ გააჩნდა და რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებ-ლობას განეკუთვნება.

ა--–-- ა--–--ემ ა---------------------------------–--ის ტერიტორიაზე თავისი ძალაუფ-ლების შენარჩუნების, ერთპიროვნული მმართველობის გაძლიერების, ავტონომი----- რესპუბლიკის იზოლაციის მიზნით, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მისი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის არ დასაშვებად, 1993 წელს, მის მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების გამოძიებით დაუდგენელ წევრების მეშვეობით, მოახდინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე არსებული სახიდე გადასასვლელის დანაღმვა, რის შემდგომ ყოველწლიურად 2004 წლის 02 მაისამდე ახდენდა დანაღმული ტერიტორიის შემოწმებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განახლებას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე სრული საზოგადოებრივ-პოლიტიკური უპირატესობის მისაპოვებლად მან ადრე შექმნილი ”ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი” რაზმის ბაზაზე, 1999 წლის 6 თებერვლის №-- დადგენილებით ცალკე დანაყოფად შექმნა, დააფინანსა და სათანადო დონეზე უზრუნ-ველყო უკანონო შეიარაღებული ფორმირება-№---- სამხედრო ნაწილი, რომელიც საჭი-როების შემთხვევაში ასრულებდა მის უკანონო დავალებებსა და ბრძანებებს.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში ა--–-- ა--–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილითადა მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბ) ხიდების დანაღმვის ეპიზოდი.

2004 წლის თებერვლის თვეში, ქ. ბ------–--------------------ს ქუჩაზე განთავსებულ ა-----------------------ს ადმინისტრაციულ შენობაში, ა--–-- ა--–--ემ, მის მიერვე გამოცხადებუ-ლი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, უკანონო შეიარაღებული ფორმირე-ბა №---- სამხედრო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------ს უბრძანა, სენაკი-ფოთი-სარფის საა-ვტომობილო გზის 65-ე კილომეტრზე, მდინარე ჩოლოქზე გამავალ სტრატეგიული მნიშ-ვნელობის მქონე ობიექტთან-ხიდთან, ა---------------------------------–--ის ადმინის-ტრაციულ საზღვარზე, განელაგებინა 180 შეიარაღებული ჯარისკაცი, 8 ერთეული ჯავ-შანტრანსპორტიორი, 4 საზენიტო დანადგარი და სხვა შეიარაღება, საქართველოს ცენ-ტრალური ხელისუფლების მხრიდან ა--–-- ა--–--ის დანაშაულებრივი ქმედებების აღკვე-თის არ დასაშვებად, რათა აცილებულიყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ა---------------------------------–--ის ტერიტორიაზე შესვლა.

2004 წლის 14 მარტს, საქართველოს პ------------ი მ-----– ს----–---–-, პირადი დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების თანხლებით, თბილისიდან გაემგზავრა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მოსახლეობასთან შესახვედრად.

ა--–-- ა--–--ის ორგანიზებით, საქართველოს პ------------ის მ-----– ს----–---–-სა და მისი თანმხლები პირების ა-------------------------–--ის ტერიტორიაზე გადაადგილე-ბისათვის ხელის შეშლის მიზნით, მდინარე ჩოლოქის ხიდთან განხორციელდა რამოდე-ნიმე ასეული მოქალაქის თავმოყრა, იქვე განთავსდა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარა-ღებული მოქალაქეთა უკანონო რაზმი და უკანონო შეიარაღებული ფორმირება სამხედრო ნაწილ №-----ს ჯარისკაცები, რომლებმაც განალაგეს მოძრაობის დამაბრკოლებელი ბეტო-ნის ფილები და ლითონის კონსტრუქციები. იმავე დღეს ა--–-- ა--–--ის განკარგულებით, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელობის მიერ, ზღვის აკვატორიაში, ჩოლოქის ხიდის სიახლოვეს, გაიგზავნა ტყვიამფრქვევებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი კატარღა პ-106, რითაც უკანონოდ გადაკეტილი იქნა ა-------------------------–--ის ადმინისტრაცი-ული საზღვარი.

ა--–-- ა--–--ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2004 წლის 14 მარტს, დილის შვიდ საათზე ჩოლოქის ხიდთან მისულ საქართველოს პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს არ მიეცათ ა---------------------------------–--ის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში ა--–-- ა--–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ემუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

გ) ტერაქტების ეპიზოდი

ა--–-- ა--–--ემ აჭარის ა-------------------------–--------------ის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მოსახლეობის დაშინების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით ორგანიზება გაუკეთა არაერთ ტერორისტული აქტს. კერძოდ:

2004 წლის მარტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შ--------------- მინისტრთან ჯ----– გ--------ესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შ--------------- მინისტრის მოადგილე ე-–------ ჯ--------ესთან, უკანონო შეიარაღებულ ფორმირება-№---- სამხედ-რო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------სთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის იმ დროინდელ მინისტრთან ი----- გ--------ესთან შეთანხმე-ბით, ამ უკანასკნელის სპეციალური რაზმის ყოფილი წევრის გ------- ა--------ის, უკანონო შეიარაღებული ფორმირება - №---- სამხედრონაწილის საინჟინრო საწყობის გამგე გ------ ბ---–----ისა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების დახმარებით, ორგანიზება გაუკე-თა სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრზე მდინარე ჩოლოქზე გამავალი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის-ხიდის, „ტმ-62“ ტიპის ტანკსა-წინააღმდეგო ნაღმებითა და ”ტროტილის” ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმვის განახლებას, რის შემდგომაც 2004 წლის 02 მაისს ა--–-- ა--–--ემ გასცა შესაბამისი სიტ-ყვიერი განკარგულება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის იმ დროინდელ მინისტრ ი----- გ--------ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შ--------------- მინისტრ ჯ----– გ--------ის და ამ უკანასკნელის ყოფილ მოადგილე ე-–------ ჯ--------ის ბრძანებით ა--–-- ა--–--ის დაქვემდებარებაში მყოფმა უკანონო შეიარა-ღებული ფორმირების წევრმა პ----- ა-----ემ იმავე დღეს 13 საათზე მოახდინა ხსენებული ხიდის აფეთქება, რამაც გამოიწვია 1819028 (ერთი მილიონ რვაასცხრამეტი ათას ოცდარვა) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოს-პობისა და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი, არსებითად დაირღვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

2004 წლის მარტში, ა---------------------------------–--ის შ--------------- მინისტრთან ჯ----– გ--------ესთან, ა---------------------------------–--ის შ--------------- მინისტრის მოადგილე ე-–------ ჯ--------ესთან, უკანონო შეიარაღებულ ფორმირება-№---- სამხედ- რო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------სთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმ-წიფო უ–-–------ის იმ დროინდელ მინისტრთან ი----- გ--------ესთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის სპეციალური რაზმის ყოფილი წევრის გ------- ა--------ის, უკანონო შეიარა-ღებული ფორმირება - №---- სამხედრო ნაწილის საინჟინრო საწყობის გამგე გ------ ბოლ-ქვაძისა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების დახმარებით ორგანიზება გაუკეთა საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე მდინარე ჩო-ლოქზე გამავალი ქაქუთის ხიდის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის - ხიდის, „ტმ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვას, 2004 წლის 02 მაისს კი დანაღმვის განახლებას, რის შემდგომაც 2004 წლის 02 მაისს ა--–-- ა--–--ემ გასცა შესაბამისი სიტყვიერი განკარგულება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უ–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შ--------------- მინისტრ ჯ----– გ--------ის და ამ უკანასკნელის ყოფილ მოადგილე ე-–------ ჯ--------ის ბრძანებით, ა--–-- ა--–--ის დაქვემდებარებაში მყოფმა უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრმა პ----- ა-----ემ 14 და 16 საათებზე მოახდინა ხსენებული ხიდის ორჯერ აფეთქება, რამაც გამოიწვია 438544 (ოთხასოცდათვრამეტი ათას ხუთასორმოცდაოთხი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიური ინტერესი, არსებითად დაირღვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

 

2004 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის იმ დროინდელ მინისტრთან ი----- გ--------ესთან შეთანხმებით, ამ უკანას-კნელის სპეციალური რაზმის ყოფილ წევრ გ------- ა--------ის და გამოძიებით დაუდგე-ნელი სხვა პირების დახმარებით, ორგანიზება გაუკეთა ქ------–--------------------------ში დასასვენებელი სახლი „ო------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის სანაპირო ზოლის „ტმ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვას, რომლებზედაც 2004 წლის 21 აგვისტოს დაახლოებით 18 საათზე და 30 წუთზე აფეთქდა სანაპიროზე მოძრავი ვაზ-2121 მოდელის სახელმწიფო №-------- და უაზ-469 მოდელის სახელმწიფო №--------- ავტომანქანები. აფეთქების შედეგად ქ------–--------------------------ში მცხოვრებებმა დ-------- კ----–--ემ, ვ------–-- ზ-------ემ, გ------- ნ---------ემ და ჯ----– ს---------ემ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ქ------–--------------------------ში მცხოვრებმა ა–---- ს-------–---მა და ქალაქ თბილისში მცხოვრებმა ვ----------- ე----------მა მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქ------–--------------------------ში მცხოვრებმა ნ-------- შ------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და უაზ-469 მოდელის სახელმწიფო №--------- ავტომანქანის დაზიანების შედეგად განიცადა 4.000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის მატერიალური ზიანი, ხოლო ქ------–--------------------------ში მცხოვრებმა ვაზ-2121 მოდელის სახელმწიფო №-------- ავტომანქანის მფლობელმა ზ------ კ-–-----ემ კი - 1200 (ათას ორასი) ლარის ოდე-ნობის მატერიალური ზიანი.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში ა--–-- ა--–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 25,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 25,323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

2.2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა------ კ----–---–--ის მიერ ჩადენილი დანა-შაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ა------ კ----–---–--ე 2000 წლის 5 თებერვლიდან 2006 წლის 6 მაისამდე მუშაობდა რა აჭა-რის ავტონომიური რესპუბლიკის უ–-–------ის სამინისტროს ა------------–----–---------------–-------------ის თანამდებობაზე და იყო საჯარო მოხელე, 2000-2001 წლებში, ორგანი-ზებული ჯგუფის წევრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უ–-–------ის მინისტრის ი----- გ--------ის და ამავე სამინისტროს ა------------–----–--------------–---------------------------–--ის პირველი ქვეგანყოფილების უფროს მ-------- შ-----–--ესთან ერთად, განი-ზრახა საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, გამოეყენებინა სამსახურებრივი მდგომარეობა და უფლებამოსი-ლება ბოროტად და მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის, მიეთვისებინა აჭარის ავტონო-მიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენო-ბით თანხები.

 

თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ი----- გ--------ის სიტ-ყვიერი დავალებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ა------ კ----–---–--ემ და მ-------- შ-----–--ემ სხვადასხვა დროს, ოპერატიული და სხვადასხვა სამსახურებრივი ხარჯები-სათვის ხელზე მიიღეს აჭარის ავტონომიურის რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს კუთვნილი შემდეგი თანხები:

 

2----–-–---------------0 სალაროს გასავლის ორდერით 9500 (ცხრა ათას ხუთასი) ლარი, 2----–-–--------------------- სალაროს გასავლის ორდერით 72200 (სამოცდა თორმეტი ათას ორასი) ლარი, 2----–-–----------------- სალაროს გასავლის ორდერით 189500 (ასოთხმოცდაცხრა ათას ხუთასი) ლარი და 2----–-–------------–----- სალაროს გასავლის ორდერით 10000 (ათი ათასი) ლარი, 2----–-–------------–----- სალაროს გასავლის ორდერით 244895 (ორასორმოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი, 2----–-–------------–----- სალაროს გასავლის ორდერით 10000 (ათი ათასი) ლარი, 2----–-–-------------- სალაროს გასავლის ორდერით 12437 (თორმეტი ათას ოთხასოცდაჩვიდმეტი) ლარი, 2----–-–--------------- სალაროს გასავლის ორდერით 41203 (ორმოცდაერთი ათას ორასსამი) ლარი, 2----–-–---------------- სალაროს გასავლის ორდერით 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი, 2----–-–--------------- სალაროს გასავლის ორდერით 4680 (ოთხიათას ექვსასოთხმოცი) ლარი, 2----–-–--------------- სალაროს გასავლის ორდერით 10000 (ათი ათასი) ლარი, 2----–-–---------------- სალაროს გასავლის ორდერით 10000 (ათი ათასი) ლარი, 2----–-–--------------- სალაროს გასავლის ორდერით 20750 (ოცი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, 2----–-–---------–-------- სალაროს გასავლის ორდერით 20000 (ოციათასი) ლარი, 2----–-–---------–-------- სალაროს გასავლის ორდერით 12445 (თორმეტი ათას ოთხასორმოცდახუთი) ლარი და 2----–-–---------–-------- სალაროს გასავლის ორდერით 12345 (თორმეტი ათას სამას ორმოცდახუთი) ლარი, სულ 709955 (შვიდასცხრა ათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი) ლარი, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევ-რების, ა------ კ----–---–--ის, ი----- გ--------ის და მ-------- შ-----–--ის მიერ მართლსა-წინააღმდეგოდ მითვისებული იქნა.

თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების დასაფარად, ი----- გ--------ის ორგანიზებით, ჯგუფის წევრებმა ა------ კ----–---–--ემ და მ-------- შ-----–--ემ ანგარებით ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, რაც გამოიხატა მასში, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს ბუღალტერიაში წარადგინეს მათ მიერ წინა რიცხვით შედგენილი, 2001 წლის 10 აგვისტოთი, 2001 წლის 20 აგვისტოთი და 2001 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი შესყიდვის აქტები, თითქოსდა აღნიშნული თან-ხით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უ–-–------ის სამინისტროსათვის მათ მიერ კერ-ძო პირისაგან და შ.პ.ს. „კ----------საგან“ შეძენილი იქნა 400260 ლარის ღირებულების სპეციალური სახის ძირითადი საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასა-ლა, თუმცა ხსენებულ პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–-------ის სამინისტროში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ შესყი-დულა.

აღნიშნული ქმედებით ა------ კ----–---–--ემ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი არაერთგზის ბოროტად გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებულ ჯგუ-ფის წევრებთან - მ-------- შ-----–--ესთან და ი----- გ--------ესთან ერთად მართლსაწინა-აღმდეგოდ მიითვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები 709 955 (შვიდასცხრა ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და სახელ-მწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ამრიგად, ა------ კ----–---–--ემ 2000-2001 წლების პერიოდში მ-------- შ-----–--ესთან და ი----- გ--------ესთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ სულ მიითვისა აჭარის ავტონომიუ-რი რესპუბლიკის სახელმწიფი უ–-–------ის სამინისტროს კუთვნილი თანხა 709 955 (შვიდასცხრა ათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი) ლარი.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში ა------ კ----–---–--ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის ,,ა” პუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია); 182-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია);

 

2.3 საბრალდებო დასკვნის მიხედვით დ----- ხ--–--–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექ-ტემბრის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ა--–-- ა--–--ე, შეიქმნა უკანონო შეიარაღებული ფორმი-რება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსა-ხური. ამავდროულად დამტკიცდა ხსენებული ფორმირების დროებითი დებულება, რომ-ლის მე-3 მუხლის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს პრეზიდიუ-მის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. პრე-ზიდიუმის დაცვის სამსახურის უფროსი უშუალოდ ექვემდებარებოდა ა--------------------------–----------------------ს თავმჯდომარეს და ა---------------------------------–--ის უ–--–------ის მინისტრს, ამავდროულად ზემოთაღნიშნული უკანონო შეიარაღებული ფორმი-რების უფროსად დაინიშნა დ----- ხ--–--–ი, რომელიც ხსენებულ სამუშაოზე მუშაობდა 1998 წლის ნოემბრის თვემდე. მოგვიანებით ხსენებული ფორმირების ბაზაზე ჩამოყა-ლიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაცვა. 2004 წლის 28 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ა--–-- ა--–--ის №-- ბრძანე-ბულებით, დ----- ხ--–--–ი დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ს----–-–-----------------------–-------------ად, სადაც მუშაობას აგრძელებდა 2004 წლის 5 მაისამდე. მო-ცემული შეიარაღებული ფორმირება არ შედიოდა საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და მას პირადად ხელმძღვანელობდა ა--–-- ა--–--ე, აღ-ნიშნული რაზმი კი საჭიროების შემთხვევაში ასრულებდა ამ უკანასკნელის უკანონო დავალებებსა და ბრძანებებს.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში დ----- ხ--–--–ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქარ-თველოს 2381–ე მუხლით (1960 წლის რედაქციით), 223 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

2002 წლის შემოდგომის პერიოდში, დ----- ხ--–--–ი, დაუკავშირდა ამერიკული კომპანია „პ----------------------–ის“ საქართველოში დისტრიბუტორულ ფირმის, შეზღუდული პა-სუხისმგებლობის საზოგადოება „ა----“-ის ბათუმის ფილიალის დირექტორის მოადგილეს, ნ---- ხ--–--–ს და სთხოვა, რომ მის მიერ მიყვანილი სომხეთში მცხოვრები მოქალაქეე-ბისათვის ნ---- ხ--–--–ს მიეყიდა კომპანიის მიერ წარმოებული და საქართველოში შემო-ტანილი საქონელი, რაზედაც ეს უკანასკნელი დაეთანხმა.

 

2003 წლის აპრილში, ზემოთხსენებულ ამერიკული კომპანიის მიერ სომხეთში გახსნილი იქნა დისტრიბუტორული ფირმის სომხეთის ფილიალი, რის გამოც ნ---- ხ--–--–ის მიერ ზემოთხსენებულ სომეხ კლიენტებს უარი ეთქვა ფირმის პროდუქციის შემდგომში მიყიდ-ვის ოპერაციის გაგრძელების თაობაზე.

 

2003 წლის აპრილში, ზუსტი თარიღი დაუდგენელ--, დ----- ხ--–--–ი თავის მეგობრებ-თან, ე-–------ ბ-----------თან და თ----- ფ------სთან ერთად მივიდა შეზღუდული პასუ-ხისმგებლობის საზოგადოება „ა----“-ის ოფისში ნ---- ხ--–--–თან და მოსთხოვა მას გაეგ-რძელებინა ურთიერთობა სომეხ კლიენტებთან, რაზედაც ამ უკანასკნელის მხრიდან უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენებულმა დ----- ხ--–--–მა, იმ საბაბით, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----“-ს მისი ავტორიტეტის გამო არ ჰყავდა შემწუხე-ბელი და საქმიანობას დაუბრკოლებლად ახორციელებდნენ მისი მფარველობით, მოსთხო-ვა მისთვის შემდგომში გადაეხადათ ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი, რაზედაც დ----- ხ--–--–მა ნ---- ხ--–--–ის მხრიდან კვლავ უარი მიიღო.

 

ხსენებული წინადადების მიცემიდან რამდენიმე დღეში, დ----- ხ--–--–ი და ე-–------ ბ------------ი ისევ ეწვივნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----“-ს და ფირ-მის ოფისში ამჯერად შეხვდნენ ფირმის დირექტორს, გ------ გ------ს, ასევე მის მოადგი-ლეს, ნ---- ხ--–--–ს. მათ, მუქარით მოსთხოვეს სომეხი პარტნიორებისათვის ხუთი ავტო-მანქანით გადაზიდულ საქონელში ფული, თითოეულზე 500 (ხუთასი) ა.შ.შ. დოლარი ან ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ შეუქმნიდნენ პრობლემებს და ვეღარ გააგრძელებდნენ მუშაობას. აღნიშნული მუქარით დაშინებულმა გ------ გ------მ და ნ---- ხ--–--–მა, რათა ფირმის მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ, გამომძალველებს შეპირდნენ, რომ დისტრიბუ-ტორი ბათუმის ფილიალი მათ გადაუხდიდა 2500 (ორი ათას ხუთას) ა.შ.შ. დოლარს, სომხეთის რესპუბლიკაში გადაზიდული ხუთი ავტომანქანა საქონლის ანგარიშიდან და ასეთი შეთანხმებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

 

რამოდენიმე დღეში, ნ---- ხ--–--–ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დ----- ხ--–---–- და შეთანხმებული თანხის გადასცემად დაიბარა დ----- ხ--–--–ის სახლთან მ--–------– ე.წ. „ოფისში“. დანიშნულ დროს ნ---- ხ--–--–ი მივიდა მითითებულ ადგილზე და გადასცა მას ზემოთაღნიშნული თანხა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ა.შ.შ. დოლარი.

დ----- ხ--–--–ი, არ დასჯერდა გამოძალულ თანხას და მან ე-–------ ბ-----------თან, თ----- ფ------სთან ერთად, ჯგუფურად, მოსთხოვა ნ---- ხ--–--–ს, რომ მას სისტემატიურად გადაეხადა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი, რაზედაც ნ---- ხ--–---–მა უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ რამოდენიმე დღეში ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ კვლავ ეწვივნენ ნ---- ხ--–--–ს ფირმის ოფისში და განუცხადეს, რომ მის ფირმას სომეხი კლიენტებისათვის მიყიდული ჰქონდათ არა ხუთი, არამედ შვიდი ავტო-მანქანა საქონელი, რაზედაც დამატებით მოსთხოვეს 1000 (ათასი) ა.შ.შ. დოლარის გადა-ცემა.

იმ მიზნით, რომ ხსენებულ პირებს საბოლოოდ დაენებებინათ ფირმისათვის თავი, ნ---- ხ--–--–მა მათ დამატებით გადასცა მოთხოვილზე მეტი - 1500 (ათას ხუთასი) ა.შ.შ. დოლა-რი.

 

დ----- ხ--–--–ი, ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ ისევ არ დასჯერდნენ რა ნ---- ხ--–--–ისაგან გამოძალულ თანხას, კვლავ აგრძელებდნენ მუქარას და ფულის დამატებით მოთხოვნას დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, რის შემდეგაც შეზღუდული პა-სუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს დირექტორი გ------ გ------ და მისი მოადგილე ნ---- ხ--–--–ი იძულებულები გახდნენ დაეხურათ შ.პ.ს. „ა----ი“-ს ბათუმის ფილიალი, მუ-ქარის ასრულების და ფიზიკური განადგურების შიშით, 2003 წლის ივლისში გასცლოდნენ ა---------------------------------–--ას და დროებით საცხოვრებლად ოჯახებით გადასუ-ლიყვნენ ქალაქ თბილისში.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დ------ ხ--–--–მა, ე-–------ ბ-----------მა, თ----- ფ------მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირ-მა, წინასწარი შეთანხმებით, ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის ჯანმრთელობი-სათვის, განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის და დიდი ოდენობით აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ:

2003 წლის 12 ნოემბერს, დ----- ხ--–--–ი, ე-–------ ბ-----------ი და ორგანიზებული ჯგუ-ფის გამოძიებით დაუდგენელი კიდევ ერთი წევრი მივიდნენ ქ. ბ------–-------ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან, სადაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს სავაჭრო აგენტის ასისტენტებს, გ------- ს--------–--ეს და ვ------- ჩ----ეს მაღაზია „მ----------ში“ შეჰქონდათ საქონელი. დ----- ხ--–--–მა და ე-–------ ბ-----------მა ფირმის ფილია-ლის ზემოთ აღნიშნული მუშაკები და მათთან ერთად მყოფი დაქირავებული მძღოლი, ქ. ბათუმში მცხოვრები მ------ მ----–--ე, ძალადობის გამოყენების მუქარით, საქონლით და-ტვირთული ავტომანქანით, რომლის საჭესთანაც დაჯდა მათთვის უცნობი პირი, იძულე-ბით მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის ე.წ. „ოფისთან“, რის შემდეგაც მუქარითვე, მართლსა-წინააღმდეგოდვე წაართვეს ავტომანქანა და მასზე მოთავსებული ფირმის კუთვნილი საქონელი, რის შემდეგ ისინი გამოუშვეს, რითაც მათ უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულე-ბინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მეორე დღეს, მძღოლს, მ------ მ----–--ეს დაუბრუნეს მართლსაწინააღმდეგოდ წართმეული ავტომან-ქანა, 1282 ლარის ღირებულების საქონელი კი მიისაკუთრეს.

 

2003 წლის 2 დეკემბერს, დ----- ხ--–--–მა, ე-–------ ბ-----------მა და დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელმა კიდევ ერთმა წევრმა, ქ. ბ------–-----------–---–ის ქუ-ჩაზე არსებულ მაღაზია „ბ-------სთან“ უთვალთვალეს და შენიშნეს შეზღუდული პასუ-ხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს სავაჭრო წარმომადგენელი, ფირმის სავაჭრო აგენ-ტის ასისტენტი გ------- ს--------–--ე და დაქირავებული ავტომანქანის მძღოლი გ------ ვ---–----ე ამ უკანასკნელის ავტომანქანითა და მასზე არსებული ფირმის საქონლით. ძალ-----ბის გამოყენების მუქარით ავტომანქანის საჭესთან დაჯდა ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი წევრი, რის შემდეგ ხსენებული პირები იძულებით გადაიყვანეს დ----- ხ--–--–ის სახლთან, სადაც მათ კვლავ არაერთგზის, ძარცვის გზით, წაართვეს ფირმის კუთვნილი საქონელი, ხოლო მძღოლს გ------ ვ---–----ეს დაუბრუნეს ამ უკანასკნელზე ძარცვის გზით მართლსაწინააღმდეგოდ წართმეული ავტომანქანა, 2691 ლარის ღირებუ-ლების საქონელი კი მიისაკუთრეს. რითაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლე-ბა, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

2003 წლის 8 დეკემბერს, ზემოთხსენებული, ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელმა წევრებმა კვლავ უთვალთვალეს და შენიშნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს სავაჭრო წარმომადგენლები მ------ ბ-–----ე და ვ------- ჩ----ე, რომლებსაც ამჯერადაც ნაქირავები ავტომანქანით ფირმის კუთვნილი საქონელი მიტანილი ჰქონდათ ქ. ბ------–------–---ის ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ჯიხურ-თან. მათთან მივიდა დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი წევრი, რომელმაც მ------ ბ-–----ეს და ვ------- ჩ----ეს უთხრა, რომ მიუხედავად დ----- ხ--–--–ის მხრიდან მათი არაერთი გაფრთხილებისა, ისინი მაინც ბედავდნენ და საქონელს უკეთებდნენ რეალიზაციას, რის შემდეგ ამავე ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელ სხვა წევ-რებთან ერთად, მ------ ბ-–----ე, ვ------- ჩ----ე და დაქირავებული ავტომანქანის მძღო-ლი ძალის გამოყენების მუქარით იძულებით მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის სახლთან არსე-ბულ ე.წ. „ოფისთან“, სადაც დ----- ხ--–--–მა, ორგანიზებული ჯგუფის გამოძიებით დაუ-დგენელ წევრებთან ერთად, მუქარის გამოყენებით მათ წაართვა შეზღუდული პასუხის-მგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს კუთვნილი 2163 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც მიისაკუთრეს, ხოლო მძღოლს დაუბრუნეს ამ უკანასკნელზე ძარცვის გზით მართლსაწინააღმდეგოდ წართმეული ავტომანქანა, რითაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედე-ბის თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრუ-ლებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში დ----- ხ--–--–ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქარ-თველოს სსკ 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ „გ“„დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2007 წლის 18 იანვრის რედაქციით)

 

2003 წლის 13 დეკემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს სა-ვაჭრო აგენტის ასისტენტებს, რ-------- ბ-------ეს, რ---- ჩ---–--ს და ვ------- ჩ----ეს ფირმის საქონელი შეჰქონდათ ქ. ბ------–----------–---–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. სა-ქონლის ნაწილის მაღაზიაში გადატვირთვის შემდეგ, აღნიშნული სავაჭრო ობიექტიდან გამოსულებს დახვდა მათთვის უცნობი პირი, რომელმაც მათ მუქარით უთხრა, რომ მიუხედავად დ----- ხ--–--–ის არაერთი გაფრთხილებისა, ისინი მაინც ბედავდნენ და საქონელს უკეთებდნენ რეალიზაციას, რის გამოც დაემუქრა, რომ მოვიდოდა თვითონ დ----- ხ--–--–ი თავისი ხალხით და მათ პასუხს აგებინებდა. რ-------- ბ-------ე, რ---- ჩ---–-- და ვ------- ჩ----ე შეეცადნენ გაცლოდნენ იქაურობას, მაგრამ ორგანიზებული ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელმა ზემოთხსენებულმა წევრმა ძალის გამოყენების მუქარით მოუსპო მათ გაქცევის საშუალება. ამ დროს აღნიშნულ ადგილზე ავტომანქანით მივიდა ამავე ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი მეორე წევრი, ვინმე „ზ----“, რომელიც ძალის გამოყენების მუქარით დაჯდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს კუთვნილ, „გაზელის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, გვერდზე დაისვა რ-------- ბ-------ე, ხოლო რ---- ჩ---–-- აიძულეს დამჯდარიყო მათი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანაში და ისინი მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის ე.წ. „ოფისთან“, სადაც იმყოფებოდა დ----- ხ--–--–ი და მათთვის უცნბი, დაახლოებით 5-6 პირი, რომლებმაც მათ მუქარის გამოყენებით წაართვეს „გაზელის“ მარკის 1668 ლარის ღირებულების ავტომანქანა, სახელმწიფო ნომ-რით ა–----- და მასზე მოთავსებული ფირმის კუთვნილი, 783 ლარის ღირებულების საქო-ნელი მიისაკუთრეს, რითაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში დ----- ხ--–--–ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ „გ“ და „დ“ ბვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ბ“ ქვე-პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

2003 წლის 23 დეკემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ი“-ს ბათუ-მის ფილიალის წარმომადგენლებს: ზ----- ს---------ეს, ა------- ბ-----ეს, შ----- კ-------ეს, ასევე ფირმის დაქირავებულ მძღოლებს, ა------- ბ--–-------ს და ვ-–-------- მ-----------ს, იმავე დღეს თურქეთიდან შემოყვანილი და ქ. რიზეში შეძენილი, სარფის საბაჟოზე განბა-ჟებული „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ხუთი ავტომანქანა უნდა გადაეყვანათ ქ. თბილისში. აღნიშნული ავტომანქანებიდან სამი ეკუთვნოდა ამერიკული კომპანიის აზერბაიჯანის ფილიალს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ე------–----“-ს, ხოლო ორი ავტომანქანა კი – თბილისის სათაო ოფისს.

 

დაახლოებით 13 საათზე, ზემოთხსენებულ პირებს, სარფის საბაჟოს საზღვრიდან 150-200 მეტრის მოშორებით დახვდა ორგანიზებული ჯგუფი დ----- ხ--–--–ის, ე-–------ ბ------------ის, თ----- ფ------ს და ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი ორი წევრის შემადგენ-ლობით, რომლებმაც მუქარის გამოყენებით აღნიშნული პირები ჩამოსვეს ავტომანქანე-ბიდან, თვითონ მიუსხდნენ მათ საჭეებს, აშკარა დაუფლებით გაიტაცეს ისინი და მართლ-საწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც ამერიკული კომპანის საქართველოს დისტრიბუ-ტორ ფირმას, შ.პ.ს. „ა----ს“, მისი ორი ავტომანქანის გატაცებით მიაყენეს 28700 ევროს შესაბამისი მატერიალური ზიანი, ხოლო ამერიკული კომპანიის აზერბაიჯანის ფილიალს, შ.პ.ს. „ე------–----“-ს, 43050 ევროს მატერიალური ზიანი, რითაც ხსენებულ პირებს უკანო-ნოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამო-ყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარ-მოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზე-მოქმედება.

 

ამრიგად, შ.პ.ს. „ა----ი“-ს კუთვნილი საქონელის, „გაზელის“ მარკის ავტომანქანის და „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ორი ავტომანქანის ძარცვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების ხუთი დანაშაულებრივი ეპიზოდით, აღნიშნული ფირმისათვის სულ მიყენე-ბული იქნა 8549 ლარისა და 28700 ევროს შესატყვისი თანხის მატერიალური ზარალი, ხო-ლო შ.პ.ს. „ე------–----“-ზე, სამი ერთეული „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ავტომანქანის ძარც-ვის გზით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით მიყენებულია 43050 ევროს მატე-რიალური ზიანი, რაც დ----- ხ--–--–მა, ე-–------ ბ-----------მა, თ----- ფ------მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

 

ბრალდების ამ ეპიზოდებში დ----- ხ--–--–ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

2004 წლის 20 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა „კ-----ს“ აქტივისტები, გ------- ჩ--------ი, ჯ---- რ-–---ე, ვ-–-------- მ------–--ე, მ------ ს--------–--ე, ა-----– ჩ------, მ--- ს------ე, ლ-- ქ------, გ------ გ--–-ძე, მ--–---- ქ-------ე და სხვები, გაერთიანებული ოპოზიციის „ჩ-----------ს“ წევრებთან ერთად, ქ. ბ------–---------------------------–------------ს ქუჩების გადაკვეთის ადგილთან მდებარე სკვერში, მართავდნენ მშვიდობიან მანი-ფესტაციას, ა---------------------------------–--ის ხელმძღვანელობის გადადგომისა და ა--–-- ა--–--ის რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლის მოთხოვნით, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, მანიფესტაციის მონაწილენი ახორციელებდნენ მათთვის საქართველოს კონს-ტიტუციით მინიჭებულ უფლებას, სიტყვის, აზრის, მრწამსის, თავისუფალი შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის შესახებ, რა დროსაც იქ მივიდნენ ა----------------------------------–--ის ხელისუფლების მხარდამჭერი პირები და მათი წარმომადგენელები, ი-----–- შ-----–--ე, დ----- ბ-----------ი, ლ-–- ჩ-----ე, ბ--- გ-------–---–ი, უკანონო შეიარაღებული ფორმირების, ა---------------------------------–--ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სპეცრაზმელები და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, რომელთა ჯგუფური ქმედე-ბის ხელმძღვანელობასა და ორგანიზებას ახორციელებდნენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ს----–-–-----------------------–-------------ი დ----- ხ--–--–ი და ა---------------------------------–--ის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ტ------– ხ--–--–ი, ეს უკანასკნელები დასახელებულ და სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ხელს უშლიდნენ მანიფესტანტებს მათთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებაში. დ----- ხ--–--–ის უშუალო მითითებითა და მისივე უშუალო მონა-წილეობით სპეცრაზმელებმა დაიწყეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა დარბევა, ფიზიკური ძალის, ხელკეტებისა და სხვათა საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც დაზიანდნენ აქციის მონაწილენი, ხოლო მათგან მ------ ს--------–--ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დ----- ხ--–--–ის უკანონო ქმედებას შედეგად მოჰყვა ადამიანების დევნა სიტყვის, აზრის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, უკანონოდ ხელი შეეშალა შეკრებისა და მანიფესტაციის მოწყობას, მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებას, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა და გამოიწვია მნიშნელოვანი ზიანი.

ბრალდების ამ ეპიზოდებში დ----- ხ--–--–ის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 161-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 226-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება:

 

ა--–-- ა--–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (პირ-ველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის პირველ ნაწილზე (პირველი ეპი-ზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმე-ტად წარდგენილი.

ა--–-- ა--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).

 

დ----- ხ--–--–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 223-ე მუხლის მეორე ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) 156-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ა------ კ----–---–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

ა------ კ----–---–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2002 წელს მოქმედი რედაქცია) და ცნობილი იქნა დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

4. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: პროკურორმა რ----- შ----ემ, დაზარალებულმა ნ----- ი----ემ და მისი ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა ვ----– კ-------–---–მა; მსჯავრდებულ ა--–-- ა--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ს----–--მ; მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ-----– მ------ემ და ვ-–- ხ--------–---–მა; მსჯა-ვრდებულ ა------ კ----–---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ,აპელანტი, პროკურორი რ----- შ----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს:

1. ა--–-- ა--–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) და მისთვის 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღ-კვეთის განსაზღვრას, რომლის 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქარ-თველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირდების შემდეგ სასჯელად 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთის განესაზღვრას, ხოლო დანარჩენ ნაწილში ა--–-- ა--–--ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

2. ა------ კ----–---–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაი-სამდე მოქმედი რედაქცია), 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მისთვის სასჯელის განსაზღვრას შესაბამისად: 1)საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელის ზომად 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებუ-ლი დანაშაულისათვის – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთი განსაზღვრას, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელის ზომად 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთი განსაზღვრას, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შე-სახებ “ საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელის ზომად 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ა------ კ----–---–--ესათვის 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

 

აპელანტი, დაზარალებული ნ----- ი----ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ-----– კ-------–---–ი თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ა--–-- ა--–--ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლიდან იმავე კოდექსის 104-ე მუხლის მესამე და მეექვსე პუნქტებზე (სსკ 1960 წლის რედაქცია) და მისთვის 15 (თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ასევე ითხოვენ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებას და ა--–-- ა--–--ისათვის მორალური ზიანის სახით 2 000 000 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

აპელანტი, მსჯავრდებულ ა--–-- ა--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ---- ს----–-- თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩე-ნის გაუქმებას, ა--–-- ა--–--ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას. მოთხოვნას ასა-ბუთებს შემდეგი მოტივირებებით:

 

– სასამართლოს არ უნდა დაედგინა განჩენი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გა-დაცილებით ჩადენილად, რადგან ა--–-- ა--–--ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რის გამოც იგი გამართლებული უნდა იქნეს.

– ა--–-- ა--–--ე გამართლებულ უნდა იქნეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგა-ნიზების/შექმნისა და ხელმძღვანელობის შესახებ ბრალდების ნაწილში. ამ სამხედრო ფორმირებების მიერ ჩატარებულ წვრთნებს ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, რაც გამორიცხავს ამ ფორმირების შექმნის უკანონობას.

– გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს ა--–-- ა--–--ის მიმართ ტერორისტული აქტე-ბის ბრალდების ნაწილშიც, რადგან საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით არ დას-ტურდება, რომ ხიდების დანაღმვის, ასაფეთქებელი მოწყობილებების განახლებისა და შემდგომ ობიექტების აფეთქების განკარგულება პირადად ა--–-- ა--–--ის მიერ იყო გაცე-მული.

– უკანონო და დაუსაბუთებელია განაჩენი ა--–-- ა--–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით დამნაშავედ ცნობის ნაწილში (თ. ა-----ისა და სხვათა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გადა-ყვანის ეპიზოდი), რადგან მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების სათანადო დაწესებუ-ლებაში მოთავსების საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენდა ა--–-- ა--–--ის თნამდებობ-რივ კომპეტენციას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულთა არ გადა-ყვანა აჭარის ა/რ-ის უშიშროების იზოლატორიდან სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ა--–-- ა--–--ის მოთხოვნისა და სხვა პირებთან მისი შეთანხმებული მოქმედებით ხდებოდა.

 

აპელანტი, მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები მ-----– მ------ე და ვ-–- ხ--------–---–ი თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ დ----- ხ--–--–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ბრალდების ყველა ეპიზოდში. მიაჩნიათ, რომ საქმეში არ არსებობს დ----- ხ--–--–ის ბრალის მადასტუ-რებელი მტკიცებულებები.

 

აპელანტი, მსჯავრდებულ ა------ კ----–---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა------ კ----–---–--ის გამართლე-ბას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით (სსკ 2002 წლის რედაქ-ცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. მხარეთა პოზიციები სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით:

 

– სააპელაციო სასამართლო სხდომაზე:

სახელმწიფო ბრალმდების მხარდამჭერმა პროკურორმა, მხარი დაუჭერა მის მიერ წარ-მოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილებას.

 

– დაზარალებულმა ნ----- ი----ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა ა--–-- ა--–--ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლიდან იმავე კოდექსის 105-ე მუხლზე (სსკ 1960 წლის რედაქცია) და მისთვის 15 (თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

– მსჯავრდებულ ა--–-- ა--–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--–- ნ-----–--–----–მა და გ-- ტ---–--–---–მა ითხოვეს ა--–-- ა--–--ის მიმართ გამამართლებელი გა-ნაჩენის გამოტანა.

 

– აპელანტებმა, მსჯავრდებულმა დ----- ხ--–--–მა და მისი ინტერესების დამცველმა ად-ვოკატებმა მ-----– მ------ემ და ვ-–- ხ--------–---–მა ითხოვეს დ----- ხ--–--–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

– აპელანტმა, მსჯავრდებულ ა------ კ----–---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ---–----ემ ითხოვა ა------ კ----–---–--ის გამართლება საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 342-ე მუხლით (სსკ 2002 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

samotivacio nawili:

 

6. გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნათა საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკი-ცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულთა ქმედებების კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარცეს უცვლელი, ამასთან გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები.

 

ნ------- ი----ის ეპიზოდი.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ა--–-- ა--–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულ ნ----- ი----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1991 წლის მარტის თვეში ა--–-- ა--–--ე დაინიშნა ა-----------------------------------------ის მოვალეობის შემსუ-ლებლად, ხოლო მამამისი - ნ------- ი----ე, მის მოადგილედ. 1991 წლის 22-23 აპრილს ა--–-- ა--–--ემ გამართა ანტიეროვნული მიტინგები, რამაც დაძაბა ურთიერთობა ა--–-- ა--–--ესა და ნ------- ი----ეს შორის.

1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მოხდა მიწისძვრა და საჩხერეს შეექმნა დიდი პრობ-ლემები. ქუთაისში შეიქმნა საგანგებო შტაბი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებ-ლად და დახმარების მიზნით გვარდიაც იქნა გამოძახებული. გაემართნენ მანქანით ქუთა-ისში. საჭესთან იჯდა ნ------- ი----ე, მანქანაში ისხდნენ აგრეთვე თვითონ (ნ----- ი----ე) და გ------ მ-------. უეცრად, ნ-------მა მოუხვია ლ----ის ქუჩაზე და მივიდა უზენაესის შენობასთან. მამის ამ საქციელმა რა თქმა უნდა გააკვირვა, რადგან მიდიოდნენ ქუთაისში. დაინახა, რომ უზენაესის შენობაში ამ დროს შევიდნენ ბ---- ბ------–---–ი და ა----- ს---------ე. ნ-------ი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო თვითონ მაკაროვის სისტემის იარაღით და ეცვა გვარდიის ფორმა. შენობაში რომ შევიდნენ ბ---- ბ------–---–მა ნ-------ს უთხრა, არ შეხვიდე ა--–-- ა--–--ესთანო. ნ-------მა კი უპასუხა არავინ გამომყვეს, მე და ნ----- შევალთო და ჰაერში გაისროლა. შევიდნენ ა--–-- ა--–--ის ოთახში. ერთდროულად მოხდა სროლები და ნ-------ის სიტყვები - „თქვე მოღა-ლატეებოო“. ავტომატურად გადგა გვერდით, მის წინ იყო ა--–-- ა--–--ე, ო-----ე - იატაკ-ზე, ხოლო ჯ----ი იდგა ხელმარცხნივ კარისკენ. ერთ მომენტში ნ-------მა შეწყვიტა სროლა და უკუსვლით გავიდა ოთახიდან. მას ფეხდაფეხ მიჰყვა ა--–-- ა--–--ე პისტოლეტით ხელში და გაეკიდა სიტყვებით - „შე ძაღლიშვილოო“. იგი მიუახლოვდა ნ-------ს, სწვდა პერანგშიდა ჩაახალა სახესთან. ამ დროს ნ-------ს სისხლი მოსდიოდა, ავტომატი ხელში ეჭირა, მაგრამ ლულა ჭერისკენ ჰქონდა მიმართული. ა--–-- ა--–--ე რაღაცნაირად წაბორ-ძიკდა ნ-------თან ჭიდაობის დროს. ნ-------ს კარებთან ხელიდან დაუვარდა ავტომატი და უკან სვლით გავიდა მისაღები ოთახიდან მდივნის ოთახში. ა--–-- ა--–--ემ აიღო იარაღი და განიარაღებული ნ------- ი----ის მიმართ განახორციელა გასროლები, თუმცა მოხვდა თუ არა მამამისს გასროლილი ტყვიები, არ იცის, ვერ დაინახა. ამის შემდეგ ა--–-- ა--–--ე მიუახლოვდა მას (ნ----- ი----ეს) იარაღმომარჯვებული, მაგრამ ა------- ჯ----მა ხელი აუკრა იარაღზე, მას კი (ნ.ი----ეს) კაბურიდან ამოუღო (ა.ჯ----მა) იარაღი და უთხრა გასუ-ლიყო ოთახიდან. გამოსვლისას, სიბნელის გამო ფეხი წამოკრა მამის – ნ------- ი----ის გვამს და წაიქცა. წამოდგა და დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა.

(ტ. 39. ს/ფ106-116).

 

მოწმის სახით დაკითხული ა------- ჯ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1991 წელს მუშაობდა ა---------------------------------–--ის სახელმწიფო უ–-–------ის კომიტეტის თავმჯდომარედ. 1991 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა ა----------------------------------------------------------ის მოვალეობის შემსრულებლის ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში, სადაც განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს. გარდა ა--–-- ა--–--ისა, მასთან ერთად იმყოფებო-და საქართველოს მ--------------------------------------------ლი მოადგილე მ------- ო-----ე. დაახლოებით 02 საათსა და 15 წუთზე იქ მყოფ პირთა ყურადღება მიიქცია ქუჩიდან სროლის ხმამ. თვითონ და ა--–-- ა--–--ე მივიდნენ ფანჯარასთან და გადაიხე-დეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს. განაგრძეს საუბარი, თუმცა მალევე, დაახლოებით 10 წამში, გაიგონა შენობაში შემოსასვლელი კაბინეტის მისაღებიდან, კერძოდ სამდივნო-დან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. ხმა იმდენად დიდი იყო, რომ აფეთქებას მიამსგავსა და წავიდა კარის მიმართულებით, რათა გაეგო, თუ რა ხდებოდა. 2-3 მეტრის გავლის შემდეგ კარებში შემოვიდნენ ნ------- ი----ე, რომელსაც მარჯვენა ხელში, ნახევრად მოხრილ მდგომარეობაში ეჭირა ავტომატი ჭერისკენ მიმართული ლულით, ხოლო მარცხენა ხელი მიდებული ჰქონდა ჯიბეზე, და მისი ქალიშვილი, რომელიც ჩაცმუ-ლი იყო ეროვნული გვარდიის ფორმაში და ქარქაშში, მაცხენა მხარეს ედო პსმ-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. ნ------- ი----ემ გაიხედა ა--–-- ა--–--ის მხარეს და დედის გინებით, კერძოდ „თქვენი და თქვენი უფროსების დედაო“ ავტომატის ჯერით გაისროლა ოთახის ცენტრისკენ. ამ ფაქტის გამო ძლიერ აღელვებული და გაოგნებული იყო (ა.ჯ----ი) და ზემოთაწეული გაშლილი ხელებით წავიდა ნ------- ი----ისაკენ სიტყვებით „რას აკე-თებ ნ-------“. ამ მომენტში მან შეწყვიტა სროლა, მაგრამ კვლავ გააგრძელა ოთახის ცენ-ტრისკენ იატაკიდან 50-60 სანტი-მეტრის სიმაღლეზე რიგით გასროლა. შენიშნა, რომ მის ზურგს უკან მ------- ო-----ემ სკამი ისროლა ნ------- ი----ის მიმართულებით თვითონ კი წაიქცა. იფიქრა, რომ მ.ო-----ე იყო მოკლული და სასწრაფოდ ამოეფარა შემოსასვლელი კარების მარცხენა ფრთას, თან ამოიღო „ბრაუნინგის“ სისიტემის ცეცხლსასროლი იარაღი და გაისროლა ნ. ი----ის მიმართულებით, რათა დაეჭრა იგი. როდესაც კარების ფრთას ამოფარებული ისროდა ნ.ი----ის მიმართულებით, ნ------- ი----ემ კვლავ გაისროლა ოთახის ცენტრის მიმართულებით 3-4-ჯერ. შენიშნა, რომ ა--–-- ა--–--ემაც რამდენჯერმე გაისროლა ნ------- ი----ის მიმართულებით, თან სირბილით წავიდა მისკენ. ნ------- ი----ე უკუსვლით გავიდა ა--–--ის სამუშაო ოთახიდან, ხოლო ა--–-- ა--–--ე გაჰყვა მას. მათ იგი ვეღარ ხედავდა, თუმცა კვლავ ესმოდა სროლის ხმა მდივნის ოთახიდან. იგი ნ----- ი----ის პირისპირ აღმოჩნდა, ოთახში აღარავინ იყო. ნ----- ი----ეს ამოუღო იარაღი კაბურადან და უთხრა იქედან წასულიყო. ნ----- ი----ე გავიდა ოთახიდან და ამ დროს შემოვიდა ა--–-- ა--–--ე, რომელსაც კისრის მარცხენა მხრიდან სდიოდა სისხლი. ფეხში იყო დაჭრილი იყო მ------- ო-----ეც. დერეფნიდან მოესმა ქალის კივილის ხმა მამა მომიკლესო. დერფანში გასასვლელ კართან შენიშნა ძირს დაგდებული ავტომატი, რომელიც აიღო, გაიხედა დერეფანში, სადაც დაინახა როგორ მირბოდა დერეფნის მიმართულებით ნ----- ი----ე, სადაც ნ------- ი----ის გვამი იყო. არ იცის თუ ვინ მიაყენა ნ.ი----ეს დაზიანებები ზურგის არეში.

(ტ. 23; ს/ფ 123-127; 135-145)

 

მოწმის სახით დაკითხული მ------- ო-----ის ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინს-ტანციის სასამართლოში) დადგენილია, რომ 1991 წლის 30 აპრილს ა--–-- ა--–--ესთან და ა------- ჯ----თან ერთად იმყოფებოდა ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში. მას ახლდა დაც-ვის რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა ისინი გავიდნენ ა--–--ის სამუშაო ოთახიდან. ცო-ტა ხანში გარედან გაიგონა გასროლის ხმა. ა--–-- ა--–--ემ თქვა ალბათ მოგეჩვენაო, რად-გან საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს. ცოტა ხანში გასროლა განმეორდა, ამჯერად შენობის შიგნით. რამდენიმე წამში ვიღაცამ წიხლით შემოანგრია კარები და იცნო ნ------- ი----ე, რომელსაც მარცხენა ხელში ეჭირა ავტომატიური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მარ-ჯვენა ხელში პატარა იარაღი მან შეაგინა იქ მყოფებს დედის მისამართით და ისროლა პატარა იარაღიდან. ამავდროულად თვითონაც გაისროლა სკამი ნ------- ი----ისაკენ, რის შემდეგაც ნ------- ი----ემ ისროლა მისი მიმართულებით ავტომატიდან. სროლის შედეგად დაიჭრა ორივე ფეხში და ტყვია კიდევ რომ არ მოხვედროდა, ჩაწვა სკამებს შორის. დაინახა თუ როგორ ესროლა ა------- ჯ----მა სამჯერ ნ------- ი----ეს. სროლის შედეგად ნ.ი----ე დაიჭრა. ჰქონდა თუ არა ა--–--ეს იარაღი და ესროდა თუ არა ნ.ი----ეს, არ დაუნახავს. მხოლოდ გაიგონა, რომ ა.ჯ----ი ეუბნებოდა ნ----- ი----ეს, გადაეცა მისთვის იარაღი. გა-დასცა თუ არა იარაღი ნ----- ი----ემ ა.ჯ----ს, არც ეს დაუნახავს. თავი რომ წამოწია, დაი-ნახა, რომ დაჭრილი ნ. ი----ე გადიოდა ოთახიდან. მას უკვე ხელში იარაღი არ ეჭირა. აბა-შიძე და ჯ----ი მიყვებოდნენ უკან, გინებით. მისაღებ ოთახშიც ისმოდა სროლები. რო-გორც შემდეგ ჯ----მა უთხრა, ა--–-- ა--–--ეს რამდენჯერმე უსვრია დაჭრილი ი----ისათ-ვის ი----ის მიერ დაგდებული იარაღიდან. ოთახში რომ შემოვიდა ა--–-- ა--–--ე, ყელის არეში იყო დაჭრილი. რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება, მისთვის უცნობია. როდესაც საავადმყოფოში წაიყვანეს, დაინახა, რომ კორიდორში დასვენებული იყო ნ------- ი----ის გვამი. მისი დაცვის წევრები და მძღოლი სროლის დროს იმ ოთახში არ იმყოფებოდნენ. დაცვის წევრები გადამხტარან ა--–--ის მოსასვენებელი ოთახიდან, ხოლო მძღოლი ჩაკე-ტილა ოთახში. შემთხვევის დღეს, პირადად მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. სროლის შედეგად დაზიანებული ჰქონდა ორივე ფეხი. პირველადი დახმარება აღმოუჩი-ნეს ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში სასწრაფო დახმარების ექიმებმა. მისი ვარაუდით ნ------- ი----ე იყო ნასვამ მდგომარეობაში. ეს დასკვნა გამოიტანა იქიდან, რომ იგი ძლივს იკავებდა იარაღს ხელში.

(ტ.23 ს/ფ 348-351; 455-456)

 

მოწმე ალი ც--–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 1990 წლიდან მუშაუბდა ა------------------------ს დაცვის სამსახურში რიგით მილიციელად. 1991 წლის 29 აპრილიდან 30 აპრილამდე მორიგეობდა საბჭოს შენობაში და იმყოფებოდა პირველ სართულზე მდებარე საკონტროლო პუნქტში. აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში 29 აპრილიდან გახსნილი იყო შტაბი, სადაც მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის და-სახმარებლად მოჰქონდათ სხვადასხვა საშუალებები. დაახლოებით ღამის 24 საათზე, პრეზიდიუმის თავმჯდომარის, ა--–-- ა--–--ის კაბინეტში თათბირზე თავი მოიყარეს ა--–-- ა--–--ემ, ა------- ჯ----მა, მ------- ო-----ემ და სხვა პირებმა, თუმცა თათბირის შემ-დეგ მხოლოდ ეს სამი პირი დარჩა, სხვები კი წავიდნენ. დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე უზენაეს საბჭოში ავტომანქანით მოვიდა ნ------- ი----ე თავის ქალიშვილთან ერ-თად. ნ------- ი----ეს ხელში ეჭირა ავტომატი. უბრძანა არ განძრეულიყვნენ და კიბეებზე ავიდნენ. კიბის ბოლო უჯრედზე იქნებოდა ასული, როდესაც გაიგონა ავტომატიდან ერთ-ჯერადი გასროლის ხმა. შემდეგ დაახლოებით სამჯერ გაიგონა ავტომატიდან ორ-ორჯერ გასროლის ხმა. წამების შემდეგ კი ავტომატის ჯერის ხმა. პრეზიდიუმის თავმჯდომარის ოთახიდან გაიგონა აგრეთვე პისტოლეტიდან დაახლოებით 7ჯერ გასროლის ხმა. დაახ-ლოებით ერთ წუთში შეამჩნია, რომ მეორე სართულიდან ჩამორბოდა ნ------- ი----ის შვილი კივილით „მოკლეს, მოკლესო“. მას შემოეხვივნენ ნ------- ი----ის დაცვის წევრები და რომ გაიგეს ნ-------ი მკვდარი იყო, დაიწყეს სროლები ჭერისა და იატაკის მიმართუ-ლებით, შემდეგ კი გავიდნენ გარეთ. მათი წასვლიდან დაახლოებით 15 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თვითონაც ავიდა ზევით და დერეფანში დაინახა ნ------- ი----ის გვამი, რომელიც სისხლიანი იყო. დაჭრილები იყვნენ ა--–-- ა--–--ე და და ნ------- ო-----ე.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი, ტ.41)

 

მოწმე ნ------- ბ-------–---–ის ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში) დადგენილ--, რომ მუშაობდა საქართველოს მთავრობის დაცვის სამსახურში. 1991 წლის 29 აპრილს მ---------------------------ის პირველ მოადგილეს მ------- ო-----ეს გაყვნენ ბათუმში. მასთან ერთად იყო ვ-–-------- ი-–---–ი და მძღოლი. მ------- ო-----ე შევიდა საბჭოს შენობაში, ხოლო დაცვის წევრები დარჩნენ მანქანაში. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, მ.ო-----ის თხოვნით თვითონაც ავიდნენ ზემოთ და მოსასვენებელ ოთახ-ში იმყოფებოდნენ, სადაც სვამდნენ ჩაის. 5-10 წუთში გაიგონეს 2 გასროლის ხმა. კარების გაღებისთანავე მათ დაინახეს ნ------- ი----ე, რომელიც იძახდა საქართველოს ღალატს არა-ვის ვაპატიებო, შეიგინა და 2-3-ჯერ ისროლა. რადგან მათი მიმართულებით ისროდა, იძუ-ლებულნი გახდნენ გადამხტარიყვნენ ფანჯრიდან. ზემოდან კი ისევ ესმოდათ სროლის ხმები. როდესაც კვლავ შევიდნენ შენობაში, დერეფანში დაინახეს ნ------- ი----ის გვამი. ამასობაში სასწრაფო დახმარებაც მოვიდა. წაიყვანეს საავადმყოფოში, ფანჯრიდან გადახ-ტომისას ფეხის დაზიანების გამო გადაუღეს რენდგენის სურათები და კვლავ დააბრუნეს უკან. შემდეგ კი მ------- ო-----ესთან ერთად გადაიყვანეს ა---------–-–-------------------ის შენობაში. შემთხვევის დროს მას თან ჰქონდა სატაბელო მაკაროვის სისტემის №---- იარაღი, თუმცა არც მას და არც ვ-–-------- ი-–---–ს გასროლა არ უწარმოებიათ. იარაღი არ ჰქონიათ არც მძღოლს კ--- ო---–---–ს და არც მ------- ო-----ეს.

(ტ.23 ს/ფ 195-197)

 

მოწმე ბ--------- ბ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1991 წელს მუშაობდა ხ--–-------------------------------ად. 1991 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 02 საათზე, ის მივიდა აჭარის უზენაეს საბჭოში თათბირზე. როდესაც უზენაესის შენობასთან მივიდა, დაინახა, რომ ეზოსთან გაჩერდა ,,ვოლგის” მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ა-----------------------------------------ის მოადგილე ნ------- ი----ე, მისი ქალშვილი ნ----- ი----ე და გ------ მ-------. ისინი შემოვიდნენ ლეონიძის ქუჩის მხრიდან. ნ------- ი----ე შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და მათ მიმართა, რომ საქარ-თველოს ღალატს არავის აპატიებდა. მოადგილესთან, ბ------ ს---------ესთან ერთად შეე-ცადა (ბ--------- ბ------–---–ი) შეეჩერებინა ნ------- ი----ე და ცდილობდნენ აჰყოლოდ-ნენ მეორე სართულზე, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან ნ-------მა განახორციელა გასროლე-ბი და მათაც მიუშვირა იარაღი, რის გამოც დაბრუნდნენ პირველ სართულზე. ცოტა ხანში მეორე სართულიდან მოესმა პისტოლეტის, შემდეგ კი ავტომატის ხმა. ამას შემდეგ მოჰყვა დერეფნიდან გასროლების ხმაც. ავიდა მეორე სართულზე და ა--–-- ა--–--ის სამდივნოს შესასვლელთან დაინახა კიბის მიმართულებით, პირქვე დამხობილი ნ------- ი----ის გვამი, რომელსაც ზურგის არეში ჰქონდა ნატყვიარები. კიბის ბაქანზე მან დაინახა ა--–-- ა--–--ე, რომელმაც თქვა ,,ძალით მოგვაკვლევინა თავიო”.ამის შემდეგ დაბრუნდა პირველ სართულზე, გვარდიის რამდენიმე თანამშრომელს გამოართვა იარაღი. ერთ-ერთისათვის იარაღის გამორთმევის დროს მოხდა უნებლიე გასროლა, რის გამოც ფეხში დაიჭრა.

(ტ.41 პირველი ინსტანციის სასამართლო სხომის ოქმი).

 

მოწმე მ---- დ-------ემ დაკითხვისას აჩვენა, რომ 1991 წელს მუშაობდა ა----------------–----- დაცვის პოლიციაში და 1991 წლის 29-30 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ა------------------------ს ადმინისტრაციულ შენობაში ალი ც--–--ესთან ერთად. 1991 წლის 29 აპრილს ა--–-- ა--–--ესთან სამუშაო ოთახში იმყოფებოდნენ ა------------–-–--------–-–------ის კომიტეტის თავმჯდომარე ა------- ჯ----ი, საქართველოს მი-ნისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მ------- ო-----ე, რომელსაც ახლდნენ მძღო-ლი და პირადი დაცვის ორი წევრი. ალი ც--–--ესთან ერთად იმყოფებოდა დაცვის თა-ნამშრომლებისათვის განკუთვნილ ადგილას, უზენაესი საბჭოს შესასვლელში, როდესაც შენობასთან გაჩერდა ავტომანქანა და შენობაში შემოვიდნენ ა------------------------ს თავ-მჯდომარის მოადგილე ნ------- ი----ე, რომელსაც ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსას-როლი იარაღი და მისი ქალიშვილი, გვარდიის ფორმაში ჩაცმული ნ----- ი----ე, რომელსაც წელზე დაუნახა იარაღის ბუდე. ნ------- ი----ემ გააფრთხილა ის (მ---- დ-------ე) და ალი ც--–--ე არ განძრეულიყვნენ ადგილიდან და ქალიშვილთან ერთად ავიდა შენობის მეორე სართულზე. მცირე ხნის შემდეგ გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან და ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა. სროლის შეწყვეტის შემდეგ დაინახა, რომ ნ----- ი----ე ჩამორ-ბოდა კიბეებზე კივილით ,,მამა მოკლესო”. გასროლების დამთავრებიდან 10-15 წუთში, როდესაც ის და ალი ც--–--ე ავიდნენ მეორე სართულზე, დაინახა ნ------- ი----ის გვამი, რომელსაც ეტყობოდა ნატყვიარები სახისა და ზურგის არეში.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი. ტ.41)

 

მოწმე ვ-–-------- ი-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით (გამოქვეყნდა პირველი ინსტან-ციის სასამართლოში) დასტურდება, რომ 1991 წელს მუშაობდა საქართველოს რესპუბლი-კის მთავრობის დაცვაში. 1991 წლის 30 აპრილს სამთავრობო დაცვის თანამშრომელთან, ნ------- ბ-------–---–თან და მძღოლთან - კ--- ო---–---–თან ერთად ახლდა საქართველოს მ---------------------------ის მოადგილეს - მ------- ო-----ეს, რომელიც მიიყვანეს ა--–-- ა--–--ესთან შესახვედრად ა------------------------ს შენობაში. მ------- ო-----ე და კ--- ო---–---–ი იყვნენ იარაღების გარეშე, ხოლო მას და ნ------- ბ-------–---–ს ჰქონდათ ტა-ბელური იარაღები.

მ------- ო-----ე ავიდა შენობის მეორე სართულზე, ხოლო თვითონ, კ--- ო---–---–თან და ნ------- ბ-------–---–თან ერთად დარჩა ავტომანქანაში. ერთ საათში თვითონაც ავიდნენ ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში, სადაც მათ დახვდათ მ------- ო-----ე, ა--–-- ა--–--ე და უ–-–------ის კომიტეტის თავმჯდომარე ა------- ჯ----ი. მ------- ო-----ის თხოვნით გავიდნენ ა--–-- ა--–--ის მოსასვენებელ ოთახში ჩაის დასალევად. დაახლოებით 10 წუთში შემოესმათ ორჯერ გასროლის ყრუ ხმა. გააღეს კარი და დაინახა, რომ ა--–-- ა--–---ის სამუშაო ოთახში, შიგნითა მხარეს იდგა ნ------- ი----ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მან წარმოთქვა ,,საქართველოს ღალატს არა-ვის ვაპატიებო” და 3-ჯერ და მეტჯერ გაისროლა იატაკიდან 30-50 სანტიმეტრის სიმაღ-ლეზე. ამის დანახვისას კ--- ო---–---–ი დაიმალა ტუალეტში, ხოლო თვითონ და ბეკუ-რიშვილი გადახტნენ ფანჯრიდან ეზოში. მას კვლავ ესმოდა ა--–-- ა--–--ის ოთახიდან გასროლების ხმა. შემდეგ იგი ბ-------–---–თან ერთად ერთად კვლავ დაბრუნდა შენობაში. ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში შესვლამდე, დერეფანში, იატაკზე დაინახა პირქვე დამხობილი ნ------- ი----ის გვამი, რომლის თავთან იყო სისხლის გუბე. როდესაც ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში შევიდა, დაინახა ა--–-- ა--–--ე, რომელიც ყელის არეში იყო დაჭრილი, მ------- ო-----ე, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და ა------- ჯ----ი. მას და ნ------- ბ-------–---–ს ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები არ უწარმოებიათ.

(ტ.23; ს/ფ 198-204)

 

შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათე-ბით დასტურდება, რომ დაზიანებულ-- ა--–-- ა--–--ის კაბინეტის ხის ფირფიტებით და-ფარული კედელი სამუშაო მაგიდის უკან, ასევე იატაკი. ხოლო ოთახიდან ამოღებულ-- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და პისტოლეტის მასრები. დათვალიერდა ნ------- ი----ის გვამი, რა დროსაც ნ------- ი----ეს ქამარზე ჩამოკიდებულ ჩალისფერ ქარქაშში უდევს მაკაროვის სისტემის ცეცხლ-სასროლი იარაღი გ----------, 8 ცალი საბრძოლო ვა-ზნით ლულასა და მჭიდში. ხოლო პიჯაკის ჯიბეში უდევს ნაგანის სისტემის იარაღი №----, ბარაბანში მოთავსებული 7 საბრძოლო ვაზნით.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნით დადგენილია, რომ ნ------- ი----ის გვამზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები გამჭოლი, ბრმა ჭრილო-ბების სახით განლაგებული გულმკერდის, კეფის, მარცხენა ლოყის, მარცხენა მხრის სახ-სრის, მარცხენა იდაყვის სახსრის და მარცხენა მტევნის არეებში.

გვამს აღენიშნება ფილტვების, გულის, მარჯვენა პარკუჭის, მარცხენა საძილე არტერიისა და ხერხემლის არტერიის დაზიანება თანმხლები ვენების დაზიანებით, მასიური გარეგანი სისხლდენით. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების შედეგად. მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რამაც გამოიწვია სიკვდილი.

სიკვდილის უშუალო მიზეზი არის შინაგანი ორგანოების მწვავე სისხლნაკლებობა, რაც გამოწვეულია მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, ფილტვების, გულის, მარცხენა საძილე არტერიის, ხერხემლის არტერიის, თანმხლები ვენების და სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაზიანებაში.

 

გვამზე არსებულ დაზიანებებს დაჭრილობებს აქვს შემდეგი მიმართულება: ჭრილობა №1 განლაგებულია კეფის მიდამოში მარცხვნივ, არის შემავალი, გადის ახლოს კისრის მალებ-თან, აზიანებს მარცხენა გვერდით ზედაპირს და სისხლძაღვთა კონას, გამოდის პირის ღრუში მარჯვნიდან ზემოთ და ქვემო ყბების, ენის, პირის ღრუს რბილი ქსოვილების ფართო დაზიანებებით. გამოსვლისას ქმნიან რბილი ქსოვილების, კუნთების და ნიკაპის მარცხენა ნახევრის უხეშ დაზიანებებს; ჭრილობა №2 განლაგებულია ხერხემლის პროექ-ციაში ზურგის მხრიდან 128 სმ აღნიშვნით და არის შემავალი, გადის ხერხემლის არხის წინ მე-6-მე-7 კისრის მალების წინ და გამოდის რბილ ქსოვილებში, მარცხენა ლავიწის მიდამოში; ჭრილობა №3 განლაგებულია137 სმ აღნიშვნით, ხერხემლის არხის ახლოს და არის შემავალი, გადის გულმკერდის მე-2 მალის წინ, გამოსავლით მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედაპირის გავლით, ოდნავ ქვევით და საბოლოო გამოსავლით პლევრის ღრუდან მე-3-4 ნეკნთა შუა სივრცეში, იღლიის ხაზზე, ამასთანავე აზიანებს შესაბამის ნეკნებს, შესაბამის ზემოაღნიშნულ დონეზე; ჭრილობა №4 განლაგე-ბულია 134 სმ-ის დონეზე, არის შემავალი, გამოდის მარცხენა პლევრის ღრუში მე-3-მე-4 ნეკნთაშუა სივრცის დონეზე იღლიის უკანა ხაზზე მარჯვნივ, გადის მარჯვენა ფილტვის ზედა წილზე, ქვევით და საბოლოო გამოსავლით გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მე-6-7 ნეკნთა შუა სივრცეში, პარასტერნალურ ხაზზე 117 სმ; ჭრილობა №5 განლაგებულია მარ-ცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე და არის შემავალი, გადის ბეჭის ძვლის ნისკარტისებური განაზარდის შესახსრების, მარცხენა ლავიწის, მარცხენა მხრის ძვლის თავის სასახსრე ფოსოს მიდამოებში და მთავრდება ყრუდ მარცხენა ბეჭის ძვლის გარეთა კიდესთან, ზურ-გის რბილ ქსოვილებში პარავერტებრალურ ხაზზე მარცხვნივ; ჭრილობა №6 განლაგე-ბულია 120 სმ.გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირზე, მკვლავის ძვლის პროექციაში და არის შემავალი, გადის მკერდის ძვლის ქვემო მესამედზე, ოდნავ მარცხვნივ, მარჯვენა ფილტვის შუა და ქვედა წილებში და ყრუდ მთავრდება მე-7-8 ნეკნთა შუა სივრცის რბილ ქსოვილებში, ამასთან აზიანებს მე-8 ნეკნის შიგნითა კიდეებს; ჭრილობა №7 განლაგებუ-ლია მარცხენა იდაყვის სახსრის გარე ზედაპირზე, არის შემავალი, გადის რბილ ქსოვი-ლებში, ირიბად ზემოთ, საბოლოო გამოსავლით მარცხენა მხრის შუა მესამედში, ძვლის დაუზიანებლად; ჭრილობა N8 განლაგებულია მარცხენა მტევნის ზურგზე მე-3 თითის ფუძესთან, არის შემავალი და შემდგომი გამოსავლით ხელისგულზე; ჭრილობა №9 განლაგებულია მარცხენა ლოყის მიდამოში, არის შემავალი, გამოსავალი არ არის /ზუსტად დადგენა შეუძლებელია/ ფართო დაფლეთილი ჭრილობა სახის მარცხენა ნახევარზე - ქვე-და ყბაზე; დაზიანება N10, გვამს აღენიშნებოდა ღრმა ნაჭდევი მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, ზემო მესამედში, მიემართება მარცხვნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან.

 

ჭრილობებისარხების მიმართულებიდან გამომდინარე, ნ------- ი----ის გვამს დაზიანებები მიყენებული აქვს წინიდან, ზურგის მხრიდან და მარცხენა გვერდითა მხრიდან. კონკრე-ტული პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, თუ რა შესაძლო პოზიციაში იმყოფებოდა დაზარალე-ბულისადმი ის პიროვნება, რომელმაც მიაყენა დაზარალებულს ჭრილობები, ამ უკანას-კნელის სიკვდილის დადგომამდე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას არ შეუძლია.

შემავალი და გამომავალი დაზიანებების, ჭრილობის არხების თავისებურებების, შემავალი და გამომავალი ჭრილობის ზომების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ დაზი-ანებები მიყენებული იყო სხვადასხვა იარაღით.

სისხლისა და შარდის ფოტომეტრული გამოკვლევისას გამოვლენილია ეთილის სპირტი შესაბამისად 0,8 და 1,0 პრომილი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

(ტ.42; ს/ფ

 

ნ------- ი----ის გვამის გამოკვლევისა და ტანსაცმლის ფიზიკო-ტექნიკური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი კომპლექსური ექსპერტიზის №---- დასკვნით ირკვევა, რომ ნ------- ი----ის მიმართ სროლები ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან. სროლის დამატე-ბითი ფაქტორების (ალი, გაზი, ჭვართლი, დენთის დაუწვავი ნაწილაკები) მოქმედების ზონის გარეთ. (,,მაკაროვისა” და ,,ბრაუნინგის” სისტემის იარაღებისათვის ახლო მანძი-ლად ითვლება დისტანცია 80-100 სანტიმეტრამდე, ხოლო ,,კალაშნიკოვის” სისტემის მოკლელულიანი 5,45 მმ კალიბრის ავტომატებისათვის დისტანცია 100 -150 სანტიმეტ-რამდე).

- დაზიანების მიღების მომენტში ნ------- ი----ის პოზის ზუსტად განსაზღვრა ექსპერ-ტიზას არ შეუძლია. თუ მივიღებთ მხედველობაში შესასვლელი ხვრელების ლოკალიზა-ციას ი----ის სხეულისადმი სროლა წარმოებდა წინიდან, უკნიდან და მარცხენა გვერდითა მხრიდან.

- ნ------- ი----ის სხეულზე გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხრის სახსრის არეში და მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე არსებული შესავალი ხვრელები და მათ შესაბამისად ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, აგრეთვე მარცხენა ლოყაზე და მარ-ცხენა ხელის მტევნის უკანა ზედაპირზე არსებული შესავალი ხვრელები თავიანთი ხა-სიათით და ზომებით დაახლოებით ერთმანეთის მსგავსნი არიან. მათვე ემსგავსება შარვ-ლის მარჯვენა ტოტზე არსებული შესავალი დაზიანება. აქედან, გულმკერდის წინა ზედა-პირზე და მარცხენა მხრის სახსარზე არსებული ჭრილობები მიყენებულია „მაკაროვის“ სისტემის საბრძოლო ვაზნის 9მმ-იანი ჭურვებით (ისინი ამოღებული იქნა გვამიდან მისი სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დროს). მარცხენა მხრის სახსრის არეში არსებული ჭრილობამიყენებულია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი„ბრაუნინგის“ სისტემის იარაღიდან გასროლილი „მაკაროვის“ ვაზნის ჭურვით, ხოლო გულმკერდის წინა ზედაპირზე არსებუ-ლი დაზიანება შესაძლებელია განვითარებული იყოს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან გასროლილი ჭურვით.

- სხეულის უკანა ზედაპირზე, კეფის არეში არსებული შესავალი ხვრელი, აგრეთვე მარ-ჯვენა ბეჭის ძვლის მიდამოში არსებული სამი შესავალი ხვრელი და მათ შესაბამისად ტანსაცმელზე არსებული დაზიანებანი თავიანთი ხასიათით და ზომებით ასევე ერთმანე-თის მსგავსნი არიან და განვითარებული უნდა იყვნენ შედარებით უფრო მცირე კალიბრის მქონე ჭურვების მოქმედებით, შესაძლებელია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „კალაშნიკო-ვის“ სისტემის მოკლელულიანი 5,45მმ კალიბრის ავტომატიდან გასროლილი ჭურვებით.

- რაც შეეხება მარცხენა მტევნის პირველ თითზე და მარჯვენა მტევნის მე-4 თითზე არსე-ბულ შემხებ დაზიანებებს, მათი განვითარება შესაძლებელია ნებისმიერი ჭურვის მოქმე-დების შედეგად.

(ტ.23 ს/ფ 216-245)

 

ბალისტიკურიექსპერტიზის №------------- დასკვნისთანახმად:

- ექსპერტიზაზე წარდგენილი №---- პისტოლეტი მიეკუთვნება 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, რომლის ნაწილები გადაკეთებას არ განიცდიან;

- წარმოდგენილი უნომრო პისტოლეტი მიეკუთვნება ბელგიური 1922 წლის ნიმუშის „ბრა-უნინგის“ სისტემის პისტოლეტს, რომლის კალიბრია 9 მმ, მისი მჭიდე განიცდის გადა-კეთებას;

- წარმოდგენილი N------ ავტომატი მიეკუთვნება კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტო-მატს, რომლის კალიბრია 5,45 მმ;

- აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები ვარგისი არიან სროლისათვის;

- ექსპერტიზაზე წარდგენილი, (ნ------- ი----ის გვამიდან, ბეჭის ძვლის შიგნითა რბილი ქსოვილიდან ამოღებული) ტყვია (1) გასროლილია ბელგიური 9მმ კალიბრის გამოკვლე-ვაზე წარდგენილი, ბრაუნინგიდან;

- ნ------- ი----ის გვამიდან, (მე-7-8 ნეკნის პარაბერტაბელურ ხაზიდან ამოღებული) ტყვია (2) და ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახიდან ამოღებული 2(ორი) ცალი ტყვია გასროლილია ერთი და იგივე პისტოლეტიდან.

- ნ------- ი----ის გვამიდან ამოღებული ტყვია (№-) დასამუშაო ოთახიდან ამოღებული ორი ტყვია არ არის გამორიცხული გასროლილი იქნენ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაკა-როვის კონსტრუქციის №---- პისტოლეტიდან;

- ექსპერტიზაზე წარდგენილი მაკაროვის ლულის არხის კედლებზე შეინიშნება მექანიკუ-რი ზემოქმედების კვლები;

- ექსპერტიზაზე წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღებიდან ნაწარმოებია გასროლა (გას-როლები) მათი უკანასკნელი გაწმენდის შემდეგ.

(ტ23; ს/ფ 247-255)

 

ბალისტიკური ექსპერტიზის №------------ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 5,45 კალიბრის მასრები გასროლილია კალაშნიკოვის სისტემის №------ ავ-ტომატიდან. წარმოდგენილი 8 ცალი მაკაროვის მასრა გასროლილია გამოკვლევაზე წარ-დგენილი მაკაროვიდან. ვაზნის ფისტონზე არსებული საცემის კვალი დატოვებულია წარ-მოდგენილი პისტოლეტის ამჟამად არსებული საცემით.

(ტ.23 ს/ფ 262-265)

 

საქმეში არსებული №--- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ :

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ამბულატორიული ბარათის მონაცემებით ა--–-- ა--–--ეს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები: კისრის მარჯვენა ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა და გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ორი, ერთმანეთის პარალელურად განლაგებული დამწვრობითი უბნები, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთე-ლობის მოშლით, ვინაიდან აღნიშნული მოვლენები იწვევენ ჯანმრთელობის მოშლას ხან-მოკლე ვადით, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

დაზიანებების ლოკალიზაციისა და სამედიცინო ბარათში აღწერილი დაზიანების ჭრი-ლობის არხის მიმართულების მიხედვით, დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდით ზედა-პირზე და გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებულია წინიდან უკან. აღნიშნული დაზიანებების გათვალისწინებით ა--–-- ა--–--ეს შეეძლო გადაადგილება და გარკვეული მოქმედების შესრულება.

(ტ.23 ს/ფ 121-122)

 

წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული ზემოთმოყვანილი მტკიცებუ-ლებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მომხდარი ფაქტის სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები:

 

– დაზარალებულ ნ----- ი----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1991 წლის 29 აპრილს მიემართებოდა ქუთაისში მამასთან, ნ------- ი----ესთან და გ------ მ-------სთან ერთად. იგი გააკვირვა მამის საქციელმა, როდესაც მოულოდნელად გეზი შეიცვალა და შეუხვია უზენაესი საბჭოს შენობასთან.

 

– როგორც დაზარალებულ ნ----- ი----ის, აგრეთვე მოწმის სახით საქმეზე დაკითხული პირების: ა------- ჯ----ის, მ------- ო-----ის, ალი ც--–--ის, მ---- დ-------ის, ბ--------- ბ------–---–ის, ნ------- ბ-------–---–ის, ვ-–-------- ი-–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ------- ი----ეს თან ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ნ----- ი-----ეს – მაკაროვის სისტემის იარაღი. მოწმის სახით დაკითხული მ------- ო-----ე მიუთი-თებს აგრეთვე, რომ ავტომატის გარდა ნ------- ი----ეს ჰქონდა პატარა იარაღიც.

 

– როგორც დაზარალებულ ნ----- ი----ის ჩვენებით დასტურდება, ნ------- ი----ე განა-წყენებული იყო ა--–-- ა--–--ეზე მისი პოლიტიკური კურსის გამო. ეს ფაქტო---ივი გა-რემოება დასტურდება აგრეთვე მოწმეთა – ა------- ჯ----ის, მ------- ო-----ის, ალი ც---–--ის, ნ------- ბ-------–---–ის, ვ-–-------- ი-–---–ის ჩვენებებით, რომლებშიც ისინი აღწერენ, რომ ნ------- ი----ე ამბობდა საქართველოს ღალატს არავის შეარჩენდა და ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში მყოფებს მიმართა სიტყვებით „თქვე მოღალატეებო“.

 

– ა---------------------------------–----------------------ს პრეზიდიუმის შენობის დაცვის თნამშრომლების მ---- დ-------ისა და ალი ც--–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ-------- ი----ემ იარაღის მუქარით აიძულა ისინი არ განძრეულიყვნენ და არ შეეფერხებინათ.

 

– მოწმე ბ--------- ბ------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბ------ ს---------ესთან ერთად შეეცადა შეეჩერებინა კიბეებზე მიმავალი ნ------- ი----ე, მაგრამ იარაღის მუქარით და რამდენიმე გასროლით აიძულა უკან დაბრუნებულიყო.

 

– ნ------- ი----ემ რომ ჯერ კიდევ ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში შესვლამდე მოახდინა რამდენიმე გასროლა, დადასტურებულ-- ყველა მოწმის ჩვენებით. ამ ფაქტს არ უარყოფს არც დაზარალებული ნ----- ი----ე, რომელიც თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ „ბ---- ბ-------–---–მა ნ-------ს უთხრა არ შეხვიდე ა--–--თანო. ნ-------მა კი უპასუხა არავინ გა-მომყვეს, მე და ნ----- შევალთო და ჰაერში გაისროლა“.

 

აღნიშნულით სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ-------- ი----ესა და ა--–-- ა--–--ეს შორის იყო გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

– მოწმეების ა------- ჯ----ის, მ------- ო-----ის, დაზარალებულ ნ----- ი----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ. ი----ე ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში შევიდა ავტომატმომარ-ჯვებული და დაიძახა: „თქვე მოღალატეებო“, „საქართველოს ღალატს არავის შევარჩენო“ და ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა გასროლები.

 

– მოწმეების ნ------- ბ-------–---–ისა და ვ-–-------- ი-–---–ის ჩვენებებით დასტურდება აგრეთვე, რომ გაიგონეს გასროლის ხმა თავდაპირველად ოთახის გარეთ, შენობაში, ხოლო როცა გააღეს მოსასვენებელი ოთახიდან კაბინეტში გასასვლელი კარი, დაინახეს ნ------- ი----ე ავტომატით ხელში, რომელიც იძახდა „საქართველოს ღალატს არავის ვაპატიებო“ და ისროდა იარაღიდან იმ მიმართულებით, საითაც თვითონ იყვნენ და იძულებულნი გახდნენ გადამხტარიყვნენ ფანჯრიდან.

 

ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სამუშაო ოთახში სხვებთან ერთად მყოფ ა--–-- ა--–--ეს თავდაპირველად ესმის დერეფნიდან გასროლის ხმები, შემდეგ კი კარებს ფეხით აღებს ნ------- ი----ე და ავტომატმომარჯვებული, აგრეთვე შეიარაღებულ შვილთან ერთად, შე-დის შეძახილით: „თქვე მოღალატეებო, საქართველოს ღალატს არავის შევარჩენ“, ა--–-- ა--–--ეს სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ ნ------- ი----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თავდასხმას, მისი და ოთახში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის იმგვარ ხელყოფას, რაც განაპირობებდა მის უფლებას დაეცვა საკუთარი თავი და მასთან ერთად მყოფები ცე-ცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ნ------- ი----ეზე ზიანის მიყენების გზით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა--–-- ა--–--ე შეიარაღე-ბული იყო მაკაროვის სისტემის პისტოლეტით, ხოლო ნ------- ი----ე ავტომატური ცე-ცხლსასროლი იარაღითაც, რაც უფრო მეტი საფრთხის შემცველია.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ნ----- ი----ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ნ------- ი-----ე ისროდა მხოლოდ ჭერისა და იატაკის მიმართულებით, რადგან ა------- ჯ----ისა და მ------- ო-----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ როდესაც ნ------- ი----ემ „წიხლით შემო-ანგრია“ ოთახის კარი, შეიგინა და ისროლა ოთახის კარის მიმართულებით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათე-ბით დასტურდება, რომ დაზიანებულ-- ა--–-- ა--–--ის კაბინეტის ხის ფირფიტებით და-ფარული კედელი სამუშაო მაგიდის უკან, ასევე იატაკი. ხოლო ოთახიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა (17 ც. მასრა) და პისტოლეტის მასრები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ არის აღწერილი კაბინეტის ჭერზე ცე-ცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებების აღწერილობა.

 

ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ ნ------- ი----ის მოქმედება, კერძოდ ავტომატური ცეცხლ-სასროლი იარაღიდან სროლების განხორციელება ა--–-- ა--–--ის სამუშაო ოთახში შესვ-ლისას, საფრთხეს უქმნიდა ა--–-- ა--–--ისა და ოთახში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იყო საზოგადოებრივად საშიში, იმწუთიერი რის გამოც შეიქმნა აუცი-ლებელი მოგერიების ვითარება.

 

თუცა ამავე დროს სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:

როგორც თვითმხილველი მოწმეების, აგრეთვე დაზარალებულ ნ----- ი----ის ჩვენებებით დასტურდება, ა--–-- ა--–--ე უკან გაჰყვა კაბინეტიდან უკუსვლით მიმავალ, დაჭრილ ნ-------- ი----ეს და მას შემდეგ, რაც ისინი გავიდნენ სამუშაო კაბინეტიდან, აღარ იმყოფებოდ-ნენ კაბინეტში მყოფთა მხედველობის არეში.

ამავე პირთა ჩვენებებით დასტურდება აგრეთვე, რომ გასროლების ხმა ისმოდა დერეფ-ნიდანაც, ა--–-- ა--–--ისა და მ------- ო-----ის კაბინეტიდან გასვლის შემდეგ.

მოწმეების ვ-–-------- ი-–---–ისა და ნ------- ბ-------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ გასროლები არ უწარმოებიათ, დაინახეს თუ არა ავტომატმომარჯვებული ნ------- ი----ე, რომელიც ისროდა ავტომატიდან, გადახტნენ მეორე სართულის ფანჯრიდან, ხოლო კ--- ო---–---–ი, რომელიც უიარაღო იყო, ჩაიკეტა ტუალეტში.

მ------- ო-----ე და ა------- ჯ----ი თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ როდესაც ა--–--ი შემო---უნდა სამუშაო კაბინეტში, ყელის არეში იყო დაჭრილი და მოსდიოდა სისხლი.

ა--–-- ა--–--ეს რომ ცეცხლნასროლი ჭრილობით ჰქონდა მიყენებული დაზიანება დას-ტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და აღნიშ-ნავს, რომ იმ დროს, როდესაც ნ------- ი----ე უკვე დაჭრილი იყო, მისი თავდასხმა აღარ ატარებდა იმდენად საშიშ ხასიათს და ძალთა თანაფარდობა შეიცვალა ა--–-- ა--–--ის სასარგებლოდ, ა--–-- ა--–--ის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება შკარად შე-უსაბამო იყო ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაზარალებულ ნ----- ი----ის სააპელაციო საჩივრების აპელირებას იმის თაობაზე, რომ ნ------- ი----ე იყო დაჭ-რილი, ამასთან ავტომატი დაუვარდა, განიარაღებული იყო და არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა ა--–-- ა--–--ისათვის.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ გარდა ავტომატისა, ნ------- ი----ე შეია-რაღებული იყო პისტოლეტითაც, რაც დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერე-ბის ოქმით, რომელშიც, აღწერილ-- (ნ------- ი----ის გვამს დათვალიერებისას) რომ ნ------- ი----ეს ქამარზე ჩამოკიდებულ ჩალისფერ ქარქაშში უდევს მაკაროვის სისტემის ცეცხლ-სასროლი იარაღი გ----------, 8 ცალი საბრძოლო ვაზნით ლულასა და მჭიდში. ხოლო პიჯაკის ჯიბეში უდევს ნაგანის სისტემის იარაღი №----, ბარაბანში მოთავსებული 7 საბრ-ძოლო ვაზნით. ამდენად ა--–-- ა--–--ეს სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ ნ-------- ი----ე კვლავ შეეცდებოდა ესროლა მის ხელთ არსებული სახვა იარაღებიდანაც, თუმ-ცა პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნ------- ი----ე ამ დროს იყო დაჭრილი და ა--–-- ა--–--ეს შეეძლო იგი შეეჩერებინა თუნდაც ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით და არ მიეცა იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, ამ შემთხვევაში ა--–-- ა--–---ის მოქმედება გადასცილდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

 

ზემოაღნიშნულ მოტივირებათა გამო სააპელაციო პალატა არ იზიარებს ა--–-- ა--–--ის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ა--–-- ა--–--ე მოქ-მედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სა-სამართლოს მიერ ა--–-- ა--–--ის ქმედება სწორად იქნა გადაკვალიფიცირებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).

 

აქვე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასულია საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 107-ე მუხლით ა--–-- ა--–--ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მი-ცემის ხანდაზმულობის ვადა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 1991 წლის 30 აპრილს და სისხლის სამართლის საქმე აღძრული იქნა 1991 წლის 30 აპრილს (ტ.23 ს/ფ2)

გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, 1991 წლის 7 აგვისტოს, საქარ-თველოს რესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომ-ძიებლის დადგენილებით, შეწყდა ნ------- ი----ის სიკვდილის ფაქტზე აღძრული სისხ-ლის სამართლის საქმის წარმოება. (ტ.23 ს/ფ 267-274).

 

ქ.თბილისის კრწანისი - მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 1991 წლის 07 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, საქმეზე გამოძიების განახლების მიზ-ნით.

(ტ.23 ს/ფ 305-310 )

 

ეს დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით.

(ტ.23 ს/ფ/ 327-330 )

 

საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შემდეგ ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ა--–-- ა--–--ე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული2006 წლის 02 მარტს. ხოლო 03 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.

(ტ.23 ს/ფ 415-417 )

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლი (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) სანქციის სახით ითვალისწინებს 03 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამი-სად - პირი თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავი-და:

ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;

ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;

გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან...

იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად - ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება და-ნაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახა-ლი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეუ-ლი დანაშაულისათვის.

იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი - ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზუმობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარების გამოცხადების მომენტიდან.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხ-

ლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატე-გორიას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად გასულია მისი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა - 06 წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად - სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ გასულია საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

იმავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად - ამ საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევ-ნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინა-აღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით.

 

ამდენად, იმის გამო, რომ გასულია ა--–-- ა--–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, ა--–-- ა--–--ე უნდა გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან სა-ქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

 

თ------ ა-----ის ეპიზოდი.

ა--–-- ა--–--ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი და არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის სააპელაციო საჩივრის პოზიცია მისი უდანაშაუ-ლოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

 

დაზარალებულმა თ------ ა-----ემ აჩვენა, რომ 1991-1993 წლებში მუშაობდა ქალაქ ბ-------------ის თანამდებობაზე. 1993 წლის 04 ოქტომბერს, ქალაქ ბ------–-----------------------------ს შენობაში, ა-----------------------------------------ის, ა--–-- ა--–--ის სამუშაო კაბინეტში, ა--–-- ა--–--ის უშუალო მითითებით იგი დააკავეს ა---------------–-–------ის სამინისტროს თანამშრომლებმა. მისი დაკავების დღესვე, ა--–-- ა--–--ის მითითებითვე დააკავეს ხ--–-------------------------------ი, მისი (თ------ ა-----ის) ძმა თ----- ა-----ე. თავდაპირველად მისი (თ------ ა-----ის) დაკავების მოტივი იყო ის გარემოება, რომ თი-თქოსდა ეს უკანასკნელი ამზადებდა ა----------------ის ლიკვიდაციას. საქმეს იძიებდა ა---------------–-–------ის სამინისტრო და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმ-რობა. გამოძიების დროს თ------ ა-----ეს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 96 პრიმა მუხლით და მიუსაჯეს პატიმრობა. 1994 წლის 28 ნოემბერს სასამართლომ მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მოხდით. თავად მისი (თ------ ა-----ისა) და მისი ნათესავების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მისი გადაყვანა არ ხდებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. 1995 წლის იანვრის თვის პირველ რიცხვებში, შეხვდა (თ------ ა-----ეს) ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე, რა დროსაც მის (ა-----ის) კითხვაზე „რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს უკანონო ჯირითი ჩვენზე“, ისოებ გ--------ემ უპასუხა „თქვენ ა--–-- ა--–--ეს უღალატეთ და ბ----მ თქვა, სანამ ციხის კედლები არ დადნება იქ დარჩებიანო“. მაიჩნია, რომ იყო ა--–-- ა--–--ის პირადი პატიმარი და დიდი მცდელობის მიუხედავად პირადად ვერ შეხვდა ა--–-- ა--–--ეს. ამ უკანასკნელთან ა------------------------ს ეზოში, შეხვედრა მოახერხა მისმა (თ------ ა-----ის) მეუღლემ - გ---–----- ა-----ემ, როცა მათი შვილი - დ----- ა-----ე გატაცებული იყო. ა--–-- ა--–--ემ, შვილის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა გ---–----- ა-----ეს, ხოლო თ------ და თ----- ა-----ეებზე მიუთითა „მოღალატეები“ ციხეში უნდა იყვნენო. მისი და მისი ძმის (თ------ და თ----- ა-----ეების) მიმართ ა--–-- ა--–--ის პირად დაინტერესებაზე პრივატულ საუბარში მიუთითებდა აჭარის ა.რ. უ–-–-------ის მინისტრის მოადგილე გ------- კ-------–---–ი და ეუბნებოდა „კი ვიცი უკანონო პატიმარი ხარ, მაგრამ ა--–-- ა--–--ის, „ბ----ს“, ბრძანებაა არ გაგიშვათო“. მისი ახლობ-ლების მხრიდან ხშირად იყო მცდელობა ა--–-- ა--–--ესთან შუამავლების მეშვეობით ურთიერთობის გარკვევის, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან იყო პასუხი, რომ ვერავინ გახდებოდა იმის გარანტი, რომ გათავისუფლებული თ------ და თ----- ა-----ეები არ დაადგებოდნენ ა--–-- ა--–--ის მიმართ შურისძიების გზას.

1999 წლის აგვისტოს თვეში, მან (თ------ ა-----ემ) დაიწყო შიმშილობა და წერილით მი-მართა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, რათა მისი სისხლის სამართლის საქ-მე განეხილა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 1999 წლის 01 ოქტომბერს იგი შეიწ-ყალა საქართველოს პრეზიდენტმა. მიუხედავად აღნიშნულისა, ა--–-- ა--–--ის ბრძანების შესაბამისად, რჩებოდა პატიმრად. მისი მეუღლეს - გ---–----- ა-----ეს მისი გათავისუფ-ლების გადაწყვეტილების ერთი გზემპლარი მიტანილი იქნა ა---------–-–------ის სამინის-ტროში, მიუხედავად ამისა მისი გათავისუფლება არ მოხდა. ა---------------–-–------ის სამინისტროს იზოლატორის უფროსი ვ-–-------- მ----–---–ი, კითხვაზე თუ რატომ არ ხდებოდა მისი გათავისუფლება პასუხობდა, რომ ეს სცილდებოდა მის ძალებს და როცა დაავალებდა ხელმძღვანელობა გაათავისუფლებდა. ასევე იგნორირება ხდებოდა მისი მოთხოვნის, გადაეყვანათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

1999 წლის ნოემბერში, აჭარის ა.რ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა საქართველოს პრე-ზიდენტის გადაწყვეტილება თ------ ა-----ის შეწყალებაზე. აჭარის ა.რ. უმაღლესი სასა-მართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. მიუხედავად ამისა იგი კვლავ დატოვეს პატიმრობაში.

1999 წლის 6 დეკემბერს, ა---------------------------------–--ის პროკურატურაში მის (თ------- ა-----ის) მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, წარედგინა ბრალი ბანდიტიზ-მის ფაქტზე და სასამართოლომ შეუფარდა პატიმრობა. 2000 წლის 2 ოქტომბრისგანაჩენით, აჭარის უმაღლესმა სასამართლომ თ------ ა-----ე დამნაშავედსცნო და მიუსაჯა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თ------ ა-----ე სასჯელაღსრულების დაწესებუ-ლებაში კვლავ არ გადაიყვანეს. 2001 წლის 29 იანვარს საკასაციო საჩივრის საფუძველზე სა-ქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განჩინებით გააუქმა აღნიშნული განაჩენი და წარმოებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, სისხ-ლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და განჩინე-ბაში კატეგორიულად მიუთითა ა---------------------------------–--ის სახელმწიფო უ–-–------ის დროებითი ყოფნის იზოლატორიდან თ------ ა-----ის დაუყოვნებლივ გათა-ვისუფლების შესახებ, მიუხედავად ამისა ის კვლავ დატოვეს პატიმრობაში.

2004 წლის 9 აპრილს იგი (თ------ ა-----ე) გათავისუფლებული იქნა ადამიანის უფლე-ბათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის განაჩენის საფუძველზე. ამავე განა-ჩენით საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა 155000 ევროსა და ჯარიმის გადახდის დაგ-ვიანებისათვის 10 000 ლარის გადახდა, რაც ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს მიერ მას ანაზღაურებული აქვს. თ------ ა-----ის ჩვენებით, მის უკანონო პატიმრობაში ბრალი მი-უძღვის ა----------------------ს ა--–-- ა--–--ეს, უ–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ეს და ა---------------–-–------ის სამინისტროს იმჟამინდელ ხელმძღვანელ პირებს.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ----- ი---–---–მა აჩვენა, რომ ა-----------------------------ს ყოფილი თავმჯდომარე ა--–-- ა--–--ე იყო მისი დეიდაშვილი. 1993 წლის ოქტომ-ბერში, მისი მეუღლე თ----- ა-----ე მუშაობდა ხ--–-------------------------------ის თანამ-დებობაზე. ამავე პერიოდში, თ----- ა-----ე ა-------------–- სამინისტროს მუშაკებმა დაა-კავეს თითქოსდა ა----------------ზე, ა--–-- ა--–--ეზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე და აიყვანეს პატიმრობაში. პირველი სამი თვე იგი მოთავსებული ჰყავდათ აჭარის შს სამინისტროს იზოლატორში, შემდგომ გადაიყვანეს ა---------------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში. თ----- ა-----ისთვის ა--–-- ა--–--ეზე თავდასხმის ბრალი აღარ წარუდგე-ნიათ და ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით, აჭარის უმაღლესმა სასამართლომ 1993 წელს მიუსაჯა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 1996 წელს მისი მეუღლე თ----- ა-----ე მეორედ გაასამართლეს და მიუსაჯეს დახვრეტა, რაც 1997 წელს შეიცვალა 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით. თ----- ა-----ე ა---------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში იმყოფებოდა 1994 წლიდან 1999 წლის ნოემბრის ბოლომდე. ხსენებულ იზოლატორში ხშირად ხვდებოდა თ----- ა-----ეს, რომელსაც სურვილი ჰქონდა გადაეყვა-ნათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, თუმცა მისი მოთხოვნა, აჭარის იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ იგნორირებული იყო. თ-----ი იჯდა სამარტოო საკანში, სადაც ფან-ჯარაც დახურული ქონდა. საკანში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ის დაავადდა სიმსივნით და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. როცა თ-----ი დაავადდა, მიმართა (ნ----- ი---–---–მა) ა---------------–-–------ის მინისტრის მოადგილე გ------- კ-------–---–ს, რათა გადაეყვანათ ციხის საავადმყოფოში, მაგრამ ამ უკანასკნელმა განუც-ხადა: „ჩოლოქს იქეთ ვერ გადაიყვანთ, მტრები ჰყავს და მისი ლიკვიდაცია მოხდებაო“.

თ----- ა-----ე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1991 წლის 11 დეკემბერს, 10 დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. ის თავს დაზარალებულად ცნობს ა----------------------ის ა--–-- ა--–--ის, უ–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ის და ა---------------–-–------ის სამინისტროს იმ-ჟამინდელი ხელმძღვანელი პირების უკანონო ქმედებების გამო, რის შედეგადაც გარდა-იცვალა მისი მეუღლე თ----- ა-----ე.

 

დაზარალებულმა ა----- ზ-----------მ აჩვენა, რომ ის დაპატიმრებული იქნა 1995 წელს, ხოლო 1996 წელს სასამართლო განაჩენით მიესაჯა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა ა---------------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში. მასთან ერთად ამავე იზოლატორში სასჯელს იხდიდნენ მის მიმართ არსებულ სისხლის სამართ-ლის საქმეზე ბრალდებული პირები: თ----- ა-----ე, თ------ ა-----ე, დ----- ა-----ე. მას სურვილი ჰქონდა, რომ გადაეყვანათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და სიტყვიე-რად ითხოვდა გადაყვანას, რაც არ სრულდებოდა. გადაყვანის მიზნით მიმართავდა იზო-ლატორის უფროსს ვ-–-------- მ----–---–ს, ა---------------–-–------ის მინისტრის მო-ადგილე გ------- კ-------–---–საც, ეს უკანასკნელი მას პასუხად ეუბნებოდა, რომ მისი გა-დაყვანა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაკავშირებული იყო ხიფათთან, ვი-ნაიდან გადაყვანის დროს შესაძლებელია მომხდარიყო მისი ლიკვიდაცია და ამიტომ ჯობდა დარჩენილიყო იზოლატორში. ხსენებულ იზოლატორში ყოფნის დროს 3 -ჯერ ან 4- ჯერ შეხვდა (ა----- ზ-----------ს)ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე, რომელიც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა მასზე და აიძულებდა თ------ ა------ის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ამავდროულად ეუბნებოდა რომ სასჯელაღსრულებით და-წესებულებაში გადაყვანა ზედმეტი იყო და ციხეში ამოალპობდა. 1995 წლის იანვარში, ი----- გ--------ის კაბინეტში, პირისპირ შეხვდა ა-----------------------------ს თავმჯდო-მარე ა--–-- ა--–--ე. შეხვედრა მოხდა ამ უკანასკნელის ინიციატივით და მანაც (ა--–-- ა--–--ემ) სთხოვა დახმარება თ------ ა-----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაში, დახმარე-ბის შემთხვევაში კი დაპირდა ისეთ კეთიდდღეობას, რასაც მამაც ვერ გაუკეთებდა.

1997 წელს დაეღუპა (ა----- ზ-----------ს) ოჯახის წევრები. ამ პერიოდში მას უკვე მეორედ შეხვდა ა--–-- ა--–--ე, რაც მასზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ისახავდა მიზ-ნად.

2004 წლის აპრილის თვეში, ხსენებული იზოლატორიდან გათავისუფლდა ვადამდე ადრე პირობითად. ა----- ზ-----------ს ჩვენებით მისი პატიმრობა შედიოდა ა--–-- ა--–--ის ინტერესებში და მისი გადაყვანა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო.

 

დაზარალებულმა დ----- ა-----ემ აჩვენა, რომ1995 წლის სექტემბერში გაასამართლეს ვ-–- გ--------ის განზრახ მკვლელობისათვის და მიუსაჯეს დახვრეტა, რაც 1997 წელს შე-ეცვალა 20 წლიანი პატიმრობით. 9 წელი და 4 თვე მოიხადა ა---------------–-–------ის იზო-ლატორში. მას სურვილი ჰქონდა გადაეყვანათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, მაგრამ ა-----------------------ს თავმჯდომარეს ა--–-- ა--–--ესა და ა---------------–-–------ის მინისტრს ი----- გ--------ეს არ სურდათ მისი გაშვება იზოლატორიდან, ხო-ლო მათი სურვილის გარეშე მისი გადაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მან არა-ერთხელ დაწერა განცხადება ა--–-- ა--–--ისა და ი----- გ--------ის სახელზე სასჯელაღ-სრულებით დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, თუმცა მისი მოთხოვნა არ სრულდე-ბოდა. მისი ა---------------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში დატოვების ინიციატორი იყო ა--–-- ა--–--ე, რასაც ასრულებდა ი----- გ--------ე.

 

დაზარალებულების დ----- ჯ-----ს, ჯ---- ხ---------ის, ე----- მ----–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არსებობდა სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენები სასჯელის კონკრეტული რეჟიმის სასჯელაღსრუულების დაწესე-ბულებაში მოხდის შესახებ, დაკავების დღიდან სასჯელს იხდიდნენ ა---------–-–------ის სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში, რომელსაც შემდგომ ეწოდა დროებითი დაკავე-ბის იზოლატორი. მათ არასოდეს მიუმართავთ იზოლატორის უფროსისთვის, ან ა---------–-–------ის მინისტრის მოადგილისთვის გ---- კ-------–---–ისთვის, რომ არ გადაეყვა-ნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და დაეტოვებინათ აღნიშნულ იზოლატორში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა--–-- ფ------მ აჩვენა, რომ 1992-1995 წლებში იყო საქართვე-ლოს პარლამენტის წევრი, ხოლო 1996-2001 წელს ა-----------------------------ს დეპუტატი. 1997-2001 წლებში იყო ა--------------------–იის საბჭოს წევრი, იუსტიციის საბჭოს თავ-მჯდომარე კი იყო ა-----------------------ს თავმჯდომარე ა--–-- ა--–--ე. 1999 წელს, სა-ქართველოს პ------------მა, სხვა პატიმრებთან ერთად შეიწყალა ა---------------–-–------ის იზოლატორში მყოფი თ------ ა-----ე. აღნიშნული შეწყალების აქტი გააუქმა აჭარის ა.რ. უმაღლესმა სასამართლომ და თ------ ა-----ე დატოვა პატიმრობაში. შემდგომში აჭარის ა.რ. პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თ------ ა-----ის მიმართ, რომე-ლიც წარიმართა აჭარის ა.რ. უმაღლეს სასამართლოში, თ------ ა-----ის მიმართ გამოიტა-ნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მისაჯეს პატიმრობა. აჭარის ა.რ. უმაღლეს სასამართლოს აღნიშნული განაჩენი გაუქმებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ და განჩინებაში მითითებული იქნა თ------ ა-----ის დაუყოვნებლივ განთავისუფლების თაობაზე. ის (ა--–-- ფ------) რამოდენიმეჯერ შეხვდა ა--–-- ა--–--ეს, ურჩევდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება, რომ თ------ ა-----ის პატიმრობაში დატოვება უკანონობა იყო, რაზედაც ა--–-- ა--–--ე პასუხობდა, რომ აღნიშნული საკითხი მისი გადასაწყვეტი იყო და ჰქონდა პრინციპული პოზიცია თ------ ა-----ის პატიმრობაში დატოვების შესახებ. 2001 წელს, ა--–-- ა--–--ე გამოვიდა აჭარის ტელევიზიით და განაცხადა, რომ ის არ გაათავისუფლებდა თ------ ასა-ნიძეს პატიმრობიდან. ა--–-- ა--–--ეს ჰქონდა უკმაყოფილება თ------ და თ----- ა-----ე-ებთან და მიაჩნდა, რომ ამ უკანასკნელებს მისი ძალ-----ბრივი გზით დამხობა სურდათ. თ------ ა-----ის გათავისუფლება ა--–-- ა--–--ის ნებართვის გარეშე აჭარის ა.რ. არცერთ შესაბამის სტრუქტურას არ შეეძლო, ამასთან თ------ ა-----ე სასჯელს იხდიდა ა---------------–-–------ის სამინისტროში, სადაც უ–-–------ის მინისტრი იყო ა--–-- ა--–--ის ცო-ლისძმა – ი----- გ--------ე, ხოლო მის გარეშე გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-------–---–მა აჩვენა, რომ 1993 წელს მუშაობდა ა---------------–-–------ის სამინისტროში კონსტიტუციური დაცვის განყოფილებაში. 1994 წლის მარტის თვიდან - ა---------------–-–------ის მინისტრის მოადგილედ. 1998 წელს და-ინიშნა ა---------------–-–------ის მინისტრის პირველ მოადგილედ. მისი მუშაობის პე-რიოდში ა---------------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში სასჯელს იხდიდა თ------ ა-----ე. მას თ------ ა-----ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანასთან და-კავშირებით საუბარი ჰქონდა ა---------------–-–------ის მინისტრთან ი----- გ--------ესთან, რომლის პასუხი იყო, რომ თ------ ა-----ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გა-დაყვანასთან დაკავშირებით ყველანაირ საკითხზე პასუხისმგებლობას პირადად იღებდა და სხვა პირებს ამ საკითხთან არანაირი შეხება არ უნდა ქონოდათ. ი----- გ--------ე იყო ა---------------–-–------ის მინისტრი, პირველი პირი და ის ღებულობდა ყველანაირ გადა-წყვეტილებას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- მ----–---–მა აჩვენა, რომ 1995-2004 წლებში მუშაობდა ა---------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში, ჯერ მოადგილედ, ხოლო 1996 წლიდან - უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა დაკავებულების მიღება, მათი მო-თავსება, მოვლა - პატრონობა და ოპერატიული საქმიანობა. მისი მუშობის პერიოდში იზოლატორს ზედამხედველობდნენ ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე და ამ უკანასკნელის მოადგილე გ------- კ-------–---–ი. აღნიშნულ იზოლატორში, გარდა დროებით დაკავებული პირებისა, მოთავსებული იყვნენ სასამართლო განაჩენით მსჯავრ-დებული პირები - თ------ ა-----ე, თ----- ა-----ე, დ----- ა-----ე, მ------ მ-------, თ----- ჯ--------ე, ჯ---- ხ---------ი, დ----- ჯ-----, ი---- შ-----------ი, ა----- ზ-----------, ჯ----– ბ-–-----ე, მ----- ც-------ე, ე----- მ----–--ე. განაჩენით მსჯავრდებული პირების იზოლა-ტორში მოთავსება იყო უკანონო, თუმცა მათი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს წყვეტდა უშუალოდ ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე და ა---------------–-–------ის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ის იყო ფორმა-ლურად იზოლატორის უფროსი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება მის ძალებს აღემატე-ბოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ა-----ემ აჩვენა, რომ1993 წლის 02 ოქტომბერში, ა-----------------------ში მთავრობის სხდომაზე, ა--–-- ა--–--ის სამუშაო კაბინეტში, თითქოსდა ა-----------------------ს თავმჯდომარეზე თავდასხმისათვის დააპატიმრეს მისი ძმები თ------ და თ----- ა-----ეები, იმავე წლის 09 ოქტომბერს დააკავეს თვითონაც და გაათავისუფლეს დაკავებიდან 40 დღის შემდეგ. თ------ ა-----ეს მისაჯეს 08 წელი თა-ვისუფლების აღვეთა, ხოლო თ----- ა-----ეს - 08 წელი და 06 თვე თავისუფლების აღკვე-თა. გასამართლების შემდგომ ისინი არ გაჰდაყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულე-ბაში, რის გამოც მათ დაიწყეს განცხადებების წერა სხვადასხვა ინსტანციებში, მოითხოვ-დნენ პატიმრების გადაყვანას, მაგრამ განცხადებები უპასუხოდ რჩებოდა. 1999 წელს სა-ქართველოს პ------------მა შეიწყალა თ------ ა-----ე, თუმცა ის მაინც არ გაათავისუფლეს და დატოვეს პატიმრობაში. უფრო მეტიც, თ------ ა-----ეს დამატებით წაუყენეს ახალი ბრალი და მიუსაჯეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გააუქმა საქართველოს უზე-ნაესმა სასამართლომ. თ----- ა-----ე პატიმრობიდან გაანთავისუფლეს 1999 წლის ნოემ-ბერში ავადმყოფობით, ხოლო თ------ი- 2004 წლის 09 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევ-როპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ხსენებული პირების დაპატიმ-რების, ა---------------–-–------ის იზოლატორში ყოფნის და სასჯელაღსრულებით დაწესე-ბულებაში მათი არგადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობდა ა------------------------------ს თავმჯდომარე ა--–-- ა--–--ე, რომელიც ფიქრობდა, რომ თ------ და თ----- ა-----ეები ცდილობდნენ მისი თანამდებობის და მისთვის წარმოადგენდნენ საფრთხეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ტ-------ემ აჩვენა, რომ 1998 წლის აგვისტოს თვეში მუშაობა დაიწყო საქართველოს შს სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპა----ა-მენტის შტაბის უფროსად. 1999 წლის 02 ოქტომბერს საქართველოს შს სამინისტროს სასჯელაღსრულებით დეპა----ამენტის თავმჯდომარის დავალებით, ორ თანამშრომელთან ერთად ჩავიდა ქალაქ ბათუმში და ქალაქ ბათუმის №- საგამოძიებო იზოლატორში მიიტანა საქართველოს პ------------ის მიერ შეწყალებულ პირთა სია. №- იზოლატორში ის შეხვდა ამავე იზოლატორის უფროსს, ე-–------ ჯ--------ეს და მის მოადგილეს, ი----- დ----------ს. შეწყალებულ პირთა სიის წაკითხვის შემდგომ აღნიშნულ სიაში თ------ ა-----ის სახელისა და გვარის წაკითხვის შემდგომ ე-–------ ჯ--------ემ განაცხადა, რომ ხსენებული პირი სასჯელს იხდიდა ა---------------–-–------ის სამინისტროს იზოლატორში და მისი გათავისუფლების დოკუმენტაციას გადაცემდა ა---------------–-–------ის სამინის-ტროს.

1999 წლის ოქტომბერში, ის კვლავ ჩავიდა ქალაქ ბათუმში, თ------ ა-----ის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეხვდა აჭარის შს მი-ნისტრს, №- იზოლატორის უფროსს, თუმცა შეხვდა ა---------–-–------ის მინისტრის მო-ადგილე გ---- კ-------–---–ს, რომელმაც მას გადასცა აჭარის სასამართლოს გადაწყვეტი-ლება, სადაც მითითებული იყო თ------ ა-----ის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს პ------------ის 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- დასტურდება, რომ თ------ ა-----ე შეწყალებულ იქნა. (ტ.14. ს/ფ.19-20)

 

საქმეში არსებული, ა----------- უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 06 ოქტომბრის განჩი-ნებით შეჩერდა საქართველოს პ------------ის 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგუ-ლების მოქმედება მსჯავრდებულ თ------ ა-----ის შეწყალების შესახებ საქმის არსები-თად განხილვამდე.

(ტ.15, ს/ფ 124-125)

 

საქმეში არსებული, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ა. ბ--–---–----–ის 1999 წლის №----- წერილით ირკვევა, რომ პროკურორის მოადგილე ა. ბ--–---–---–ი მიმართავს ა---------------------------------–--ის პროკურორის მოვალეობის შემსრულე-ბელს გ--- ა--–--ეს, რათა დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები საქართველოს პ------------ის მიერ 1999 წლის 01 ოქტომბერს შეწყალებული 28 მსჯავრდებულის, მათ შორის თ------ ა-----ის გასათავისუფლებლად, რომლებიც კვლავ იმყოფებიან პატიმრობაში.

(ტ.35, ს/ფ 21-23, ტ.14.ს.ფ. 21-23)

 

საქმეში არსებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 6 ოქტომბრის განჩი-ნება საქართველოს პ------------ის 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულების მოქმე-დების შეჩერების შესახებ.

ასევე გაუქმდა აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 11 ნოემბრის გადაწყვე-ტილება საქართველოს პ------------ის 1999 წლის 01 ოქტომბრის №---- განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე.

(ტ.15, ს/ფ 154-160)

 

საქმეში არსებული, საქართველოს სახალხო დამცველის ნ--- დ----------ის 2001 წლის 31 იანვარს №------ წერილით ირკვევა, რომ სახალხო დამცველმა მიმართა აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკის უ–-–------ის სამინისტროს მინისტრს ს. გ--------ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 იანვრის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და თ. ა-----ის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.

(ტ.15, ს/ფ 105)

 

საქმეში არსებული, საქართველოს პ------------ის ე--------- შ-----------ის 2003 წლის 19 მარტის წერილით ირკვევა, რომ პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზე-ნაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა--–-- ა--–--ეს მიმართავს თხოვნით თ------ ა-----ის პა-ტიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

(ტ.20, ს/ფ 287)

 

საქმეში არსებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 8 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებული იყო უზრუნველეყო უახლოეს დღეებში თ------ ა-----ის გათავისუფლება და საქართვე-ლოს სახელმწიფოს დააკისრა 15000 ევროს გადახდა თ------ ა-----ის სასარგებლოდ.

(ტ.15, ს/ფ 350-410)

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს, რომ ა--–-- ა--–--ემ, პირადი მოტივით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, განზრახ არ შეასრულა სასამარ-თლოს გადაწყვეტილებები, არ გააკონტროლა უ–-–------ის იზოლატორში მოთავსებული მსჯავრდებულების, სასჯელის მოსახდელად, განაჩენით განსაზღვრულ, შესაბამისი რეჟი-მის კოლონიებში გადაყვანა. მიუხედავად თ------ ა-----ის მიმართ არსებული შეწყალე-ბის განკარგულებისა, უკანონოდ დატოვა იგი პატიმრობაში და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. ასეთი განზრახი მოქმედებებით, რომელიც აშკარად გასცილდა ა--–-- აბა-შიძისათვის კანონით მინიჭებულ უფლებასა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო თ------- ა-----ისა და სხვა პირთა ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა როგორც მათ უფლე-ბებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე სახელმწიფო ინტერესებს.

 

უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის, ხიდების დანაღმვისა და ტერაქტების ეპიზოდები.

ა--–-- ა--–--ის მიერ ბრალდების ამ დანაშაულებრივი ეპიზოდების ჩადენა სააპელაციო პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი მტკიცებულებებით

 

1993 წლის 14 მარტის №---- დადგენილებით დასტურდება, რომ აჭარის ა-------------------------–--------------ის - ა--–-- ა--–--ის მიერ შეიქმნა ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი.

 

აჭარის ავტონომიური რესეპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ა--–-- ა--–--ის 1999 წლის 6 თებერვლის №-- დადგენილებით დასტურდება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1993 წლის 14 მარტის დადგენილებით შექმნილი ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სწრაფი რეაგირების რაზმის ბაზაზე შეიქმნა და დაფინანსდა შეიარაღებული ფორმირება - №---- სამხედრო ნაწილი.

 

დასტურდება, რომ 1997 წლის 21 ნოემბერს ა--–-- ა--–--ემ დააფუძნა „მ–-------------–--------------------------------------ის ფონდი“.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, იზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 2000 წლის 04 ივლისის №--- ბრძანებულებით დასტურდება, რომ აჭარის ა.რ. 2000 წლის სა-ხელმწიფო ბიუჯეტის ჭარბი შემაოსავლები (საგადასახადო და არასაგადასახადო) მი-მართული უნდა ყოფილიყო „მ–-------------–--------------------------------------ის (აჭა-რის ა-------------------------–--------------ის) ფონდში“.

(ტ.11 ს/ფ 176)

 

„მ–-------------–--------------------------------------ის“ ფონდიდან, ა--–-- ა--–--ის გან-კარგულებებით, ხდებოდა №---- სამხედრო ნაწილის დაფინანსება, კერძოდ:

2000 წლის 19 სექტემბრის №-- განკარგულებით №---- სახედრო ნაწილს გამოეყო 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი. (ტ4 ს/ფ 272)

2000 წლის 2 ოქტომბრის №-- განკარგულებით - 160 000 ლარი (ტ4 ს/ფ 293).

2000 წლის 16 ნოემბრის №-- განკარგულებით - 160 000 ლარი (ტ4 ს/ფ 340).

2001 წლის 01 ოქტომბრის №--- განკარგულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გადაერიცხა 13185 ლარი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უისტიციის დეპარტამენტის უფროსოს მოადგილის №------- წერილით დასტურდება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპატამენტში არ არის რეგისტრირებული ,,ა---------------------------------–--ის მ–-------------–---------------------------------------ის ფონდი.

(ტ.5 ს/ფ 271)

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსულებლის 2005 წლის 06 ივნისის №----- წერილით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ არის რეგისტრირებული ,,ა---------------------------------–--ის მ–-------------–---------------------------------------ის ფონდი. (ტ.5 ს/ფ 272)

 

ა---------------------------------–--ის მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარ-ების ფონდის საქმიანობის თემატური შემოწმების შესახებ 2005 წლის 16 სექტემბრის №------- აქტით დასტურდება, რომ ფონდი, როგორც იურიდიული პირი არ იყო რეგის-ტრირებული, არ გააჩნდა იურიდიული მისამართი, არ ჰყავდა დირექტორი და მთავატრი ბუღალტერი.

(ტ.11 ს/ფ 11-25)

 

მოწმე დ----- ც----ის ჩვენებით ა. ა--–--ის მმართველობის პერიოდში, 1994 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა აჭარის სამხედრო კომისარიატში. 1990 წლის დასაწყისში შეიქმნა სწრა-ფი რეაგირების რაზმი, „ო-----ის“ სახელწოდებით, შემდეგ ნაწილს დაერქვა ბანდიტზმის და ტერორიზმის წინაამღმდეგ ბრძოლის სპეც. დანიშნულების რაზმი, შემდგომში სამ-ხედრო ნაწილი №----, რომელიც ფინანსდებოდა ადგილობივი ბიუჯეტიდან. აღნიშნული სამხედრო ნაწილი არ შედიოდა საქართველოს ცენტრალური ძალოვანი სრუქტურის შე-მადგენლობაში და იყო უკანონო სამხედრო ფორმირება, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვა-ნელობდა ა----------------ი ა--–-- ა--–--ე. სამხედრო კომისარიატებიდან აღნიშნულ ნა-წილში ჩარიცხვა არ ხდებოდა, ისინი კონტიგენტს თავად ირჩვედნენ, ბოლოს კომისა-რიატში იგებდნენ, რომ პიროვნება ჩარიცხული იყო ხსენებულ სამხედრო ნაწილში და კომისარიატში მიჰქონდათ სიები. №---- სამხედერო ნაწილში ჯარისკაცების შერჩევა ხდე-ბოდა ადგილზე, რაშიც კომისარიატი ვერ ერეოდა, შესაბამისად ა.ა--–--ის ზეპირი განკარ-გულების საფუძველზე პირები, რომლებიც მსახურობდნენ ზემოთაღნიშნულ ფორმირე-ბებში, ღებულობდნენ სამხედრო კომისარიატები გასცემდნენ სამხედრო ბილეთს, რაც უკა-ნონო იყო, თუმცა ა--–-- ა--–--ის მხრიდან რეპრესიების შიშით სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, გარდა ამისა ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე არწმუნებდა (დ----- ც----ეს), რომ მოხდებოდა ხსენებული სამხედრო ნაწილის ლეგალიზება.

 

მოწმე თ------ ქ-----ს ჩვენებით დადგენილ--, რომ მუშაობდა აჭარის ა.რ. სამხედრო კომისარიატში. სამხედრო ნაწილი 7--- დისლოცირებული იყო ხ--–----------------------------–-----–--ში. ამ ნაწილის ხელმძღვანელები სხვადასახვა დროს იყვნენ ლ---- ფ------, მ------ კ----------–-, ნ-------- ბ-–----ე, ი----- ნ---------ი. სამხედრო ნაწილ 7----ში წვევამდელთა გაწვევა ხდებოდა სამხედრო კომისარიატის გვერდის ავლით, სამხედრო ძალებში გაწვევის დაწყებამდე. წვევამდელთა შემოწმება ხდებოდა ა---------–-–------ის სამინისტროში. წვევავმდელთა სიები შემდეგ იგზავნებოდა კომისარიატში, სადაც იქმნე-ბოდა სამხედრო ბილეთები. სამსახურის დამთავრების შემდეგ ისინი დგებოდნენ აღრი-ცხვაზე პირველი კატეგორიის რეზერვში სამხედრო კომისარიატებში. აღნიშნული სამხედ-რო ნაწილი იყო დახურული და სამხედრო კომისარიატისათვის უცნობი იყო მათ საქმია-ნობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი, მათ შორის ისიც კი თუ რამდენი ჯარისკაცი მსახურობდა ამ ნაწილში.

 

მოწმე ლ----- დ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ხ---–--ს რაიონის სამხედრო კომისრად. სამხედრო ნაწილ 7----ში წვევამდელთა გაწვევა ხდებოდა სამხედრო კომი-სარიატის გვერდის ავლით, სამხედრო ძალებში გაწვევის დაწყებამდე. სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ ხდებოდა მათი სიების გადმოგზავნა სამხედრო კომისარიატში. ისინი უძლიურნი იყვნენ უზრუნველეყოთ წვევამდელთა მოძიება და გამოცხადება სამხედრო კომისარიატში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სამხედრო ნაწილი 7--- საქართვე-ლოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არ შედიოდა. ის იყო აჭარის ა.რ. მეთაუ-რის პირდაპირ დაქვემდებარებაში. რეალურად უკანონო შეიარარებული ფორმირება იყო. ამ ნაწილის ხელმძღვანელები სხვადასახვა დროს იყვნენ ლ---- ფ------, მ------ კანისტრა-ლე, ნ-------- ბ-–----ე, ი----- ნ---------ი. სამხედრო ნაწილი ფინანსდებოდა აჭარის ა.რ. ად-გილო---ივი ბიუჯეტიდან.

 

მოწმე მ------ მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ხ--–-----------------------------–----–--- შტაბის უფროსად. სამხედრო ნაწილი №---- იყო უკანონო შეიარაღე-ბული ფორმირება. ამის შესახებ იცოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც. სამხედრო ნაწილ 7----ში წვევამდელთა გაწვევა ხდებოდა სამხედრო კომისარიატის გვერ-დის ავლით, სამხედრო ძალებში გაწვევის დაწყებამდე. შემდეგ ხდებოდა წვევამდელთა ფიზიკური, მორალური, ინტელექტუალური შემოწმება. დაახლოებით 50-60%-ის არჩევა ხდებოდა შემდგომი სახედრო სამსახურისთვის. კომისარიატში იგზავნებოდა მზა სიები. სამხედრო ნაწილი ემორჩილებოდა ა----------------------- მეთაურს ა--–-- ა--–--ეს. საქარ-თველოს თავდაცვის მინისტრს სამხედრო ნაწილი არ ემორჩილებოდა. სამხედრო ნაწილი ფინანსდებოდა აჭარის ა.რ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან. რაიმე ნორმატიული აქტი ან მითითება ამ სამხედრო ნაწილში გაწვევასთან დაკავშირებით ხ--–----------------------------------------------ში არ შესულა.

ყოველთვის წინააღმდეგი იყო ჳმ------ მ-------ე) ამ სამხედრო ნაწილში წვევამდელთა გაწვევის. იბარებდა მათ მშობლებს და უხსნიდა, რომ ეს ნაწილი იყო არაკანონიერი ფორმირება, გამოეყვანათ შვილები ამ ფორმირებიდან და გაეწვიათ კანონიერ სახელმწიფო ფორმირებაში. მისი მოწოდებების თაობაზე ცნობილი გახდა ი----- ნ---------ისათვის და აწარის ა.რ. ხელმძღვანელობისათვის და მის წინააღმდეგ დაიწყო დევნა. ემუქრებოდნენ აჭარიდან გასახლების და იძულებული იყო გარკვეული პერიდი დამალულიყო.

 

მოწმე ლ---- ს--–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1999 წელს, როგორც წვევამდელმა დაიწო სამხედრო სამსახური, ხ--–----------------------------–-----–--ში განთავსებულ №---- სამხედრო ნაწილში. 2001 წელს დაამთავრა სავალდებულო სამსახური, ხოლო სამ-ხედრო ბილეთი გადასცა ხსენებული სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსმა უ–---- ქ--------ემ. სამხედრო ბილეთის მიღების შემდგომ, ხსენებულ სამხედრო ნაწილში, კონტრაქ-ტის საფუძველზე გააგრძელა მუშაობა, სადაც მუშაობდა 2004 წლამდე. მათი სამხედრო ნაწილი ემორჩილებოდა ა----------------------სა--–-- ა--–--ეს, რომელიც წარმოადგენდა მათთვის მთავარსარდალს. სამხედრო ნაწილს გააჩნდა მძიმე ტექნიკა, საფრენი აპარატები, სხვადასხვა შეიარაღება, ნაწილის დროშას წარმოადგენდა აჭარის ა.რ. დროშა, ხოლო სამ-ხედრო შენაერთის ფუნქცია იყო ა--–-- ა--–--ისა და მისი ხელისუფლების დაცვა. ის 2004 წელს, სხვა ჯარისკაცებთან ერთად, ერთხელ იმყოფებოდა ჩოლოქის ხიდთან, აჭარის მხა-რეს განლაგებული იყო მძიმე ტექნიკა, მათი დანიშნულება იყო ჩოლოქის ხიდზე არ შემო-ეშვათ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები, მათი მხრიდან ძალით შემოს-ვლის მცდელობისას მიღებული ჰქონდათ ცეცხლის გახსნის ბრძანება.

 

მოწმე თ---------- მ--–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1999-2000 წლებში, სამხედ-რო სავალდებულო სამსახური გაიარა ხ--–----------------------------–-----–--ში განთავსე-ულ სამხედრო ნაწილ №-----ში. ხსენებულ სამხედრო ნაწილში ყოფნის დროს ის იყო სნაიპერთა ასეულის მეთაური და სერჟანტის სამხედრო წოდება მიენიჭა ა----------------ის ა--–-- ა--–--ის ბრძანებით. სამხედრო ნაწილის მეთაური იყო ლ---- ფ------, ინსტრუქ-ტორი - რუსი გენერალი ი----- ნ---------ი, ხოლო მთავარსარდალი ა--–-- ა--–--ე. №---- სამხედრო ნაწილს გააჩნდა ორი დროშა, თვით ნაწილის და აჭარის ა.რ. რესპუბლიკის. სამ-ხედრო ნაწილი შექმნილი იყო აჭარის ა.რ. რესპუბლიკის ინტერესების დასაცავად და ა-------------------------–--ის სახსრებიდან ხორციელდებოდა მათი დაფინანსება.

 

მოწმე მ--–---- ც--–--ემ აჩვენა, რომ 2002 -2003 წლებში მუშაობდა ანტიტერორისტული ბატალიონის უ-------------------–-დ შეიარარებისა და ტექნიკის დარგში, ხოლო შემდგომ მის ლიკვიდაციამდე ქ-------------------------------ად. სამხედრო ნაწილი არ შედიოდა არცერთი ზალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მათ-თან და ემორჩილებოდა ა----------------ს - ა--–-- ა--–--ეს. 2003 წლის 15 დეკემბერს დაიბარა ანტიტერორისტული ბატალიონის მეთაურმა, გენერელმა ი----- ნ---------მა და ბატალიონის საწყობიდან გადასცა სხვადასხვა სახის აღჭურვილობა.

 

მოწმის სახით დაკითხული ბ---- ჩ------ის, ა-------- კ-----------ის, ბ------- შ-------ის, გ------ ლ--------ის, ი-----–- გ------–-–---–ის, ვ-–- ა------–--ის, პ----- ხ--–--–---–ის, გ------ შ------ის, ს----–-- ჩ---–--ის, რ---–----- დ----ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი სხვადასხვა დროს გამოძახებულნი იყვნენ და მსახურობდნენ სამხედრო ნაწილ 7----ში, თუმცა მათთვის უცნობი იყო, რომ ეს ნაწილი იყო უკანონო და არ შედიოდა საქართელოს ძალოვანი სტრუქტურების შემადგენლობაში.

 

მოწმე გ------ ნ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა №---- სამხედრო ნაწილში, მ---------–------------------–------------------------------ად. ხსენებულ სამხედრო ნაწილს, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სურსათის შესაძენად თანხები გამოიყოფოდა ა. ა--–--ის განკარგულების საფუძველზე. დაფინანსება იყო მხოლოდ ავტონომიური რეს-პუბლიკის სახსრებიდან. სამხედრო ნაწილის კვება დღეში ჯდებოდა 3000-5000 ლარამდის. ისინი დაფინანსებას უშუალოდ იღებდნენ აჭარის ა.რ. სამთავრობო დაცვის ბუღალტერიი-დან. მისი მუშაობის პერიოდში, სამთავრობო დაცვის უფროსები იყვნენ ა--–-- ა--–--ის სიძე მ------ კ----------–- და დ----- ხ--–--–ი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავდა ა----------------------ი ა--–-- ა--–--ე.

 

მოწმე მ------ თ----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1997 წელს გაიწვიეს აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე განთავსებულ სწრაფი რეაგირების რაზმში, სადაც გაიარა სამხედრო სავალ-დებულო სამსახური, შემდეგ კი 1999 წლიდანდარჩა სამხედრო სამსახურში, ამასთან სწრა-ფი რეაგირების სამსახური გადაკეთდა №---- სამხედრო ნაწილად. ის ჯერ მუშაობდა ათეულის, შემდეგ ოცეულის, ბოლოს კი სადაზვერვო განყოფილების უფროსად. მისი ხელფასი შეადგენდა 200 ა.შ.შ. დოლარს. აღნიშნული სამხედრო ნაწილი არ შედიოდა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში, ხოლო მთავარსარდლები იყვნენ ა--–-- ა--–--ე და ი----- გ--------ე. მ------ თ----------ეს უმცროსი ლეიტენატის წოდება მინიჭებული ჰქონდა ა--–-- ა--–--ის მიერ, რის თაობაზეც აცნობა რუსმა გენერალმა ი----- ნ---------მა. სამხედრო ნაწილში შედიოდა 500 ჯარისკაცი. სამხედრო ნაწილს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ რუსი გენერალი ი----- ნ---------ი, ა--–-- ა--–--ის იტალიე-ლი სიძე მ------ კ----------–-. სამხედრო ნაწილს გააჩნდა მძიმე ტექნიკა, საზენიტო დანად-გარები, შვეულმფრენები. მ------ თ--------ის სადაზვერვო ჯგუფის მოვალეობაში შე-დიოდა ახალწვეულების შემოწმება და ანკეტების შედგენა, რაც იგზავნებოდა ა---------–-–------ის სამინისტროში და თანხმობის მიღების შემდეგ ხდებოდა ახალწვეულების მიღება. იყვნენ პირებივინც წინააღმდეგობაში იყვნენ აჭარის იმჟამინდელ ხელისუფლე-ბასთან. შესაბამისად აღნიშნული გარემოება მათი სამხედრო ნაწილში მიღების დამაბ-რკოლებელი გარემოება იყო.

 

მოწმე რ----- რ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1998 წლის ოქტომბრის თვიდან 2004 წლის 11 მაისამდე მუშაობდა ა-------–---------------------------------------–-----------------–--ის) უფროსად, პარალელურად მუშაობდა აჭ-----------------–-–-----------------------–-------–---–----- სამსახურის უფროსად. მის სამსახურებრივ საქმიანობაში შედიოდა აღნიშნული დაცვის სამსახურის მუშაობის ინფორმაციული უზრუნველყოფა. 1993 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნა სწრაფი რეაგირების რაზმი. აღნიშნული რაზ-მი 1999 წელს გადაკეთდა №---- სამხედრო ნაწილად. ხსენებულ სამხედრო ფორმირებებს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ლ---- ფ------, მ------ კ----------–- ასევე რუ-სეთის არმიის ყოფილი ოფიცრები: ი----- ლ----–--- და ი----- ნ---------ი. აღნიშნული სამ-ხედრო ფორმირებები არ შედიოდნენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შემადგენ-ლობაში და ემორჩილებოდნენ ა--------------------–----------ს ა--–-- ა--–--ეს. მათი დანიშ-ნულება იყო ა--–-- ა--–--ის რეჟიმის დაცვა ყველანაირი ფორმით, მათ შორის ძალისმიერი გზით. აღნიშნულ სამხედრო ნაწილში ბოლო პერიოდში მსახურობდა 600-მდე ჯარისკაცი და სამხედრო მოსამსახურე, ისინი შეიარაღებული იყვნენ მძიმე ტექნიკით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და სხვადასხვა შეიარაღებით. ხსენებული სამხედრო ნაწილის წვრთნებს ხშირად ესწრებოდა ა-------------------------–--------------ი ა--–-- ა--–--ე. ნაწილი ითვლებოდა ელიტურად და ის ფინანსდებოდა აჭარის ა.რ. სახელმწიფო სახსრებიდან. 2004 წლის 02 მაისამდე, ა----------------------ი ა--–-- ა--–--ე ხშირად იბარებდა თავის სამუშაო კაბინეტში და ითხოვდა ინფორმაციის მოპოვებას იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფები აჭარაში შემოსვლას. ის ამ საკითხით ხშირად ინტერესდებოდა და ჰქონდა ამ კუხით შიში. 2004 წლის 02 მაისს, ა----------------------თან ა--–-- ა--–--ესთან შესახვედრად დაიბარა (რ----- რ-------ე) ამ უკანასკნელის მდივანმა თ------ გ--------ემ. ა--–-- ა--–--ის მისაღებში, მასთან შესახვედრად გამოვიდა ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე, რომელმაც განუცხადა, ა----------------ის ა--–-- ა--–--ის გადაწყვეტილებით, მათ მიერ აფეთქებული იყო ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. ამ გარემოებას გარკვეული რეაქციები მოყვებოდა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან. აინტერესებდა არსე-ბობდა თუ არა დარჩენილი რაიმე შემოვლითი გზები, რითაც შეეძლოთ საქართველოს ძალოვანი შენაერთებს ავტონომიურ რესპუბლიკაში შემოსვლა.

 

მოწმე ლ---- ფ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 1998 წელს, ა----------------------ის, ა--–-- ა--–--ის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სამხედრო ნაწილ №-----ს მეთაურად, სადაც მუშაობდა 2001 წლამდე. შემდგომში გაათავისუფლეს და 2004 წლის იანვრის ბო-ლოს ხელახლა დაინიშნა ამ ნაწილის მეთაურად. სამხედრო ნაწილი №---- არ შედიოდა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შემადგენლობაში, უშუალოდ ექვემდებარებოდა ა-----------------------------------------ეს ა--–-- ა--–--ეს, რომელიც სამხედრო მოსამსახუ-რეებს ანიჭებდა წოდებებს. სამხედრო ნაწილი ფინანსდებოდა აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან. მისი მუშაობის პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა 500-600 წვევამ-დელმა. ასევე სამხედრო ნაწილში მუშაობდნენ კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეები. სამხედრო ნაწილს გააჩნდა როგორც ავტომატური ცეცხლსას-როლი იარაღები, ასევე მძიმე ტექნიკა, ბრონეტრანსპორტიორები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღ-მები, 8-10 სამხედრო ვეტმფრენი და სხვა. ლ---- ფ------ს მუშაობის პერიოდში, 1999-2000 წლებში, ხსენებულ სამხედრო ნაწილში, ა---------------–-–------ის მინისტრის ი----- გ--------ის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შტანილი იქნა 4-5 კონტეი-ნერი ტყვია წამალი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. სამხედრო ნაწილს სხვადას-ხვა დროს ხელმძღვანელობდნენ რუსი გენერალი ი----- ნ---------ი, ა--–-- ა--–--ის იტა-ლიელი სიძე მ------ კ----------–- და სხვები. 2004 წლის მა----ის თვეში, ა-----------------------ს შენობასთან, ა-------–-----------მა, სამხედრო შტაბის უფროსმა ჯ----– გ--------ემ მას განუცხადა, რომ საკითხი შეთანხმებული იყო ა---------------- ა--–-- ა--–--ესთან და სამხედრო ნაწილ N-----ს შემადგენლობიდან, გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან, 170 კაცი გაეგზავნა ჩოლოქში, ხოლო 70 კაცი ქაქუთში სამხედრო შეიარაღებით. ხსენებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ მოხალისეები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა კომენდან-ტი, ა-------------–- მინისტრის მოადგილე ე-–------ ჯ--------ე. სამხედრო ნაწილ N-----ს ჩოლოქზე მეთაურობდა აღნიშნული სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი უ–---- ქათა-მაძე. 2004 წლის მარტის თვეში, ა-----------------------------ში, ა--–-- ა--–--ემ ჩაატარა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ა.რ უ–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე, ა---------------–-–------ის მინისტრის მოადგილე გ------- კ-------–---–ი, ა-------------–- მინისტრის მოადგილე დ----- ბ-------ძე და 25 ბატალიონის უფროსი რ----- დ------ე. თათბირზე ა--–-- ა--–--ემ განაცხადა, რომ ის ახალი დაბრუნებული იყო ქალაქ მოსკოვი-დან, მისი ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მობილიზირებული ჰყავდა შეიარაღებული ძალები, ისინი შეეცდებოდნენ აჭარაში შემოსვლას და უნდა გან-ხორციელებულიყო ა-------------------------–--ის ადმინისტრაციული საზღვრების გამაგ-რება. თათბირის დამთავრების შემდგომ ა--–-- ა--–--ემ, ცალკე კაბინეტში დარჩენა უბრ-ძანა მას (ლ---- ფ------ს) და პირად საუბარში აუხსნა, საქართველოს ძალოვანი სტრუქტუ-რების აჭარაში შემოსვლის ყველაზე მაღალი ალბათობა არსებობდა ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდებიდან. ხსენებული ხიდები იყო დანაღმული, თუმცა საჭირო იყო გადამოწმებულიყო მათი დანაღმვის მდგომარეობა. დანაღმვა უნდა განახლებულიყო და შედეგები პირადად ეცნობებინა მისთვის (ა--–-- ა--–--ისათვის). აღნიშნული საუბრის შემდგომ, მისი (ლ---- ფ------ს) დავალებით, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების განახლება უზრუნველყო სამხედ-რო ნაწილ N-----ს საინჟინრო სამსახურის უფროსმა გ------ ბ---–----ემ. დანაღმვის განახ-ლებიდან 2 დღის შემდეგ, ლ---- ფ------მ, ხიდების დანაღმვის მზადყოფნის შესახებ აცნო-ბა ა--–-- ა--–--ეს, რა დროსაც მას ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ყოფილიყვნენ მუდ-მივ მზადყოფნაში, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დამდგარიყო ხსენებული ხიდების აფეთქების საჭიროება, ამასთან პერიოდულად დანაღმული ხიდების მდგომა-რეობაზე ინფორმაცია მიეწოდებინათ ა---------------–-–------ის მინისტრ ი----- გ---------ისა და ა-------------–- მინისტრ ჯ----– გ--------ისათვის. მისთვის ცნობილ--, რომ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება განხორციელდა ა----------------ის ა--–-- ა--–--ის, ა---------–-–------ის მინისტრის ი----- გ--------ის, შს მინისტრის ჯ----– გ--------ისა და შს მინისტრის მოადგილე ჯ----– გ--------ის ბრძანებების საფუძველზე, რაც განახორციელა სამხედრო ნაწილ 7----ს ჯარისკაცმა პ----- ა-----ემ, რომელმაც თავის მხრივ უშუალო დავალება მიიღო სამხედრო ნაწილ 7----ს შტაბის უფროს უ–---- ქათამა-ძისა და საინჟინრო სამსახურის უფროს გ------ ბ---–----ისაგან.

 

მოწმე პ----- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1997-2000 წლებში მუშაობდა ა----------------ის ა--–-- ა--–--ის დაცვაში, ხოლო 2001-2002 წლებში მუშაობდა სამხედრო ნაწილ N-----ში, საინჟინრო ათეულის უფროსად. 2004 წლის იანვრის თვეში აჭარის შს მინისტ-რის ჯ----– გ--------ის რეკომენდაციით და უშუალო წარდგენით, კვლავ დაიწყო მუშაობა სამხედრო ნაწილ №-----ში, გამნაღველის პოზიციაზე, ის ჯ----– გ-----ემ ნაწილის ხელმძღვანელობას წარუდგინა, როგორც მისი დისშვილი და სანდო პიროვნება. 2004 წლის წლის აპრილის თვის ბოლოს ა-------–-----------ის დავალებით შეამოწმა ჩოლოქის ხიდის დანაღმვის მდგომარეობა, რის შესახებაც მოახსენა ჯ----– გ--------ეს და განუცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. 2004 წლის აპრილის თვეში, ჩოლოქში, ყაზარმაში მას შეხვდა ჯ----– გ--------ე, რომელმაც პ----- ა-----ეს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა აეფეთქებინა ჩოლოქის ხიდი. 2004 წლის 02 მაისს, პ----- ა-----ემ, სამხედრო ნაწილ N-----ს შტაბის უფროსის უ–---- ბ---–----ისა და საინჟინრო სამსახურის უფროსის გ------ ბ---–----ის დავალებით ააფეთქა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები, რომლებმაც თავის მხრივ დავალებები ხიდის აფეთქებაზე მიიღეს ა----------------ის ა--–-- ა--–--ისა და ა-------–----------- ჯ----– გ--------ისაგან. მისთვის, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებამდე, უ–---- ქ-------ისა და ჯ----– გ--------ისაგან, ჩოლოქში ყოფნისას ცნობილი იყო, რომ დანაღმული იყო დაბა ჩაქვში, სასტუმრო ო------ს მიმდებარე ტერიტორია, რათა ზღვის მხრიდან აღკვეთილიყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქ-ტურების შემოსვლა. ხიდების აფეთქების შემდეგ ქაქუთში მას შეხვდნენ ჯ----– გ--------ე და უ–---- ქ-------ე, რომლებმაც განუცხადეს, რომ ხიდების აფეთქება კარგი ნამუშევარი იყო.

 

მოწმე ზ------ მ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2004 წლის მაისის დასაწყისში მუშაობდა სამხედრო ნაწილ 7----ს ოპერატიულ მუშაკად. 2004 წლის მარტის თვეში ხსენებული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები განლაგდნენ ჩოლოქის ხიდთან. იმავე წლის აპრილის თვეში ის გადაიყვანეს ქაქუთის ხიდთან. ამ დროს ხიდი დანაღმული იყო და მას იცავდნენ ხსენებული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები. ამ პერიოდში, მან გაიცნო განაღმ-ვის სპეციალისტი, ხსენებული სამხედრო ნაწილის საინჟინრო ნაწილის უფროსის მოადგი-ლე პ----- ა-----ე. 2004 წლის 02 მაისს, დღის პირველ ნახევარში აფეთქებული იქნა ჩოლო-ქის ხიდი, რის შემდეგაც ქაქუთის ხიდთან, უაზის მარკის ავტომანქანით, პ----- ა-----ემ 2-3 ჯარისკაცთან ერთად მიიტანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. შემდგომ პ----- ა-----ემ განაცხადა ხელმძღვანელობის დავალებით ხიდი უნდა აფეთქდესო და ააფეთქა ქაქუთის ხიდი. პირველი აფეთქება არ აღმოჩნდა საკმარისი ხიდის სრულად დასანგრევად, რის გამოც მან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით კვლავ დანაღმა ხსენებული ხიდი და მეორედაც ააფეთქა, რამაც მისი სრული ნგრევა გამოიწვია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა უ–---- ქ-------ემ აჩვენა, რომ1997 წლიდან 2004 წლის მაი-სამდე მუშაობდა 7--- სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსად და ექვემდებარეობდა ა----------------ს, რომელიც იყო მთავარსარდალი და ასრულებდა მის ბრძანებებს. სამხედრო ნაწილი №---- არ შედიოდა საქართველოს ძალოვან სტრუქტურების შემადგენლობაში და ფინანსდებოდა აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან, მათი ფუნქცია იყო აჭარის ავტონომიური რსეპუბლიკის ხელისუფლების დაცვა. სამხედრო ნაწილში 750-800 სამხედრო მოსამსა-ხურე მსახურობდა, ისინი შეიარაღებული იყვნენ მძიმე ტექნიკით, საზენიტო დანადგა-რებით, საფრენი აპარატებით და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობით. 2000 წლიდან, რუსი გენერლის, ი----- ნ---------ის ჩამოსვლის შემდგომ, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები დანაღმული იყო, განაღმვის განახლებაში მონაწილეობას ღებულობდა სამხედრო ნაწილი №-----ს საინჟინრო სამსახურის უფროსი გ------ ბ---–----ე. 2004 წლის მარტის თვის ბოლოს, N---- სამხედრო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------ს ბრძანებით, ა----------------------ის ა--–-- ა--–--ის უშუალო დავალებით, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდებთან გან-ლაგდა ხსენებული სამხედრო ნაწილი, ჩოლოქზე 200 ჯარისკაცი, ქაქუთზე 150 ჯარისკაცი სამხედრო აღჭურვილობით, მათი მიზანი იყო არ დაეშვათ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შემოსვლა აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე. ამ დროს ა-------–-----------ის ჯე-მალ გ--------ის წარდგინებით, ჩოლოქის კომენდანტად წარდგენილი იქნა ა-------–-----------ის მოადგილე ე-–------ ჯ--------ე. ამავე პერიოდში, სამხედრო ნაწილში, ჯ----– გ--------ის მიერ სამხედრო ნაწილში წარდგენილი იქნა დანაღმვის სპეციალისტი პ----- ა-----ე, რომელიც დაახასიათა საქმის მცოდნე პირად, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ააფეთქებდა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდებს. 2014 წლის აპრილში, ჩოლქში ყოფნის დროს ა-------------–- მინისტრმა ჯ----– გ--------ემ მას განუცხადა, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში, სამხედრო ნაწილ №-----ს უნდა გაეხსნა ცეცხლი, ერთი საათის განმავლობაში ნაწილის მიერ უნდა უზრუნ-ველყოფილიყო საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შეჩერება, რის შემდგომაც მათ წინააღმდეგ მოქმედებაში ჩაერთვებოდნენ ხ--–------------------ის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის N-- პოლკის მოსამსახურეები.

2004 წლის 2 მაისს დილის 05 საათზე, ჩოლოქში მასთან მოვიდა ა-------------–-- მინისტრის მოადგილე, ჩოლქოს კომენდანტი ე-–------ ჯ--------ე, რომელმაც უ–---- ქ-------ეს დაა-ვალა ჩოლოქის ხიდის აფეთქება, უ–---- ქ-------ემ მას განუცხადა, რომ ხიდის აფეთ-ქებისათვის მისი ბრძანება არ იყო საკმარისი, რის შემდგომაც მასა და ე-–------ ჯ--------ეს შორის მოხდა კამათი. ე-–------ ჯ--------ე კამათის შემდგომ, ტელეფონით დაუკავშირდა ა-------------–- მინისტრ ჯ----– გ--------ეს და მოახსენა, რომ უ–---- ქ-------ე არ ასრუ-ლებდა მის ბრძანება, რის შემდგომაც ყურმილი გადასცა უ–---- ქ-------ეს, რომელსაც ჯ----– გ--------ემ პირადად უბრძანა, რომ ხიდების აფეთქება შეთანხმებული იყო ა--–-- ა--–--ესთან და განეხორციელებინათ ხიდების აფეთქება. უ–---- ქ-------ე დაემორჩილა ჯ----– გ--------ის ბრძანებას და ბრძანების შესრულება დაავალა გ------ ბ---–----ესა და პ----- ა-----ეს, ამ უკანასკნელმა კი იმავე დღესვე ააფეთქა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები.

 

მოწმე გ------ ბ---–----ის ჩვენების თანახმად იგი მუშაობდა №---- სამხედრო ნაწილის საინჟინრო ოცეულში, რომელიც ემორჩილებოდა ა--–-- ა--–--ეს. მისთვის ცნობილი იყო ქაქუთის და ჩოლოქის ხიდის დანაღმვის თაობაზე, რადგან გარკვეული დროის ინტერ-ვალში ახორციელებდნენ ასაფეთქებელი კაფსულების გამოცვლას. გ------ ბ---–----ის ჩვენების თანახმად ხიდების აფეთქებამდე 10 დღით პ----- ანა-----ე მიიყვანა სამსახურში ი----- გ--------ემ, როგორც სანდო პირი, რომელსაც ჩააბარა ხიდების ასაფეთქებელი პულ-ტი. 2004 წლის 02 მაისს შტაბის უფროსმა უ–---- ქ-------ემ მას მიაწოდა დავალება ხიდე-ბის აფეთქების თაობაზე, რაც გადასცა პ----- ა-----ეს, რომელმაც მიღებული ბრძანება შეასრულა და ჯერ ააფეთქა ჩოლოქის, ხოლო შემდეგ ქაქუთის ხიდი.

 

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2004 წლის 2 მაისის ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში შეკვეთილის უბანში. თბილისი-სამტრედია-ბათუმის ცენტრალური საავტომობილო გზის ჩოლოქის მონაკვეთში მდინარე ჩოლოქზე არსებულ საავტომობილო ხიდთან. ხსენებულ საავტომობილო ხიდთან მისვლამდე ხელმარცხნივ ცენტრალურ საავტომობილო გზას უერთდება ნატანები-შეკვეთილის ძველი საავტომობილო გზა, ხოლო ხელმარჯვნივ არის ზღვისკენ გამავალი ფართობი, რომელიც ეკუთვნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთეულს, სადაც არის ყაზარმა-ნაგებობები. ხიდს გადაღმა უშუალოდ იწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, სადაც განლაგებულია საბაჟო - გამშვები პუნქტი. ხსენებულ ხიდზე გავლა შეუძლებელია მისი აფეთქებისგან დაზიანების გამო. კერძოდ მთლიანად განადგურებულია ხიდის სავალი - სამოძრაო ნაწილი, ხიდის ბეტონ-კონსტრუქციები ჩაცვენილია მდინარეში, საყრდენი კონსტრუქციები გადატეხილია შუა-წელში, მდინარეზე გადასვლა შეუძლებელია წყლის სიღრმის გამო. ხიდზე შენარჩუნებუ-ლია ოზურგეთის მიმართულებით ხიდის 26 მეტრის მონაკვეთი, რომლის ბოლოში სიღრმე წყლამდე შეადგენს 5 მეტრს და ამის შემდეგ ქობულეთის მიმართულებით ჩაშლილია ხიდის დაახლოებით 30 მეტრი მონაკვეთი. დანგრეული ხიდის ბოლოში აღმართულია კედელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებიდან სიმაღლით დაახლოებით 2 მეტრი, რომლის გარშემო თავმოყრილია დაახლოებით 40 მოქალაქე და 20-მდე ავტომა-ტური იარაღით შეიარაღებული ნიღბიანი, სპეც. ფორმაში ჩაცმული პირები, აქვე რკინის ბოძზე აღმართულია დემოკრატიული აღორძინების კავშირის დროშა. აღმართულია ლითონის მილისგან დამზადებული ჯვარი. ხიდზე იმ ნაწილში, სადაც გადატეხილია სავალი ნაწილი ერთ-ერთ განივად გადებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე დამონტა-ჟებულია ასაფეთქებელი მოწყობილობანი, კერძოდ, ხიდის ხელმარცხნივ მრგვალი ფორ-მის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რომლის გაყოლებითაც უკვე ხიდის ხელმარჯვნივ დევს კიდევ სამი ცალი მეტალის ნაღმი და იქვე ტომარაში არის სავარაუდოდ ტროტილით შემზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ასაფეთქებელ მოწყობილებებთან ჩანს შავი ფერის საველე სადენი, რომელიც გრძელდება ხიდის ნანგრევებში. ხიდის დარჩენილი ნაწილის სიფართეა 8 მეტრი. მასზე დაყრილია ბეტონის ნამსხვრევები. ხიდთან მისვლამ-დე ხელმარჯვნივ, სადაც განლაგებულია ყაზარმა ნაგებობები ღია ადგილზე აყენია ორი ცალი ჯავშანტრანსპორ-ტიორი. სამ ადგილზე არის საცეცხლე წერტილი ე.წ. ქოტი, სადაც მოჩანს ტყვიამფრქვევები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ეროვნული გვარდიის საინჟინრო და ქიმიური ბატალიონის მეთაურის მოადგილე შეიარაღების და ტექნიკის დარგში გვარდიის კაპიტ-ნის კ---- გ--------ს ძე ხ-----–---–ის მიერ გაუვნებელყოფილი იქნა ერთერთი ტანკსაწი-ნააღმდეგო ნაღმი „TM-62“ ამ-ფეთქის გარეშე, რომელიც ამოღებულ იქნა და შეიფუთა ცელოფნის პარკში და დაილუქა ბეჭდით „პაკეტებისათვის ოზურგეთის პროკურატურა“.

(ტ.2, ს/ფ 3-4 )

 

2004 წლის 03 ივნისით დათარიღებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ირკვე-ვა, რომ ჩოლოქში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საგანი წარმოად-გენდა „ტმ-62-მ“ მოდელის, გამოსაყენებლად ვარგის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს.

 

დაზარალებულის სახით დაკითხულმა საქართველოს საავტომობილო გზების დე-პარტამენტის წარმომადგენელმა დ----- ლ-------ემ აჩვენა, რომ არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდე-ბი იმყოფებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე. 2004 წლის მაისის თვეში, ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქების შემდგომ საჭირო გახდა დროებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობა, რათა შენარჩუნებულიყო მოძრაობა, ხო-ლო როდესაც შემდგომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა შესაძლებლობა, 2005 წლის ზამთრიდან ხსენებულმა დეპარტამენტმა დაიწყო მუდმივი სახიდე გადასასვლელე-ბის მშენებლობა. ჩოლოქის დროებითი სახიდე გადასასვლელის მშენებლობაზე დაიხარჯა 467456 ლარი, მუდმივი სახიდე გადასასვლელის მშენებლობაზე -1351572 ლარი, ხოლო ქაქუთის დროებითი სახიდე გადასასვლელის მშენებლობაზე დაიხარჯა 98345 ლარი, მუდმივი სახიდე გადასასვლელის მშენებლობაზე კი დაიხარჯა 340199 ლარი. საბოლოოდ ორივე ხიდის აფეთქების შედეგად აუცილებელი გახდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამო-ყოფილი სახსრებით 2257572 ლარის სამუშაოების ჩატარება, რომელშიც შედის როგორც დროებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობა, ასევე ძირითადი სახიდე საშუალებების მშენებლობა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხსენებული ხიდე-ბის აფეთქებაში მონაწილე განსასჯელების მიერ მიადგა ზიანი 2257572 ლარის ოდე-ნობით და ზიანის ასანაზღაურებლად მათ მიმართ აყენებს სამოქალაქო სარჩელს 2257572 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2004 წლის 13 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთის ტერიტორიაზე არსებულ ქაქუთის გამშვებ პუნქტ-თან მდინარე ჩოლოქზე გადებულ საავტომობილო ხიდს, 2004 წლის 2 მაისს, განხორციე-ლებული აფეთქების შედეგად მიღებული აქვს შემდეგი სახის დაზიანებები, აფეთქებუ-ლია ხიდის ბურჯი, რის გამოც ხიდის მალი მთლიანად ჩაქცეულია. ხიდი გამოსულია მწყობრიდან და უვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის.

სახელმწიფოსთვის მატერიალური ზიანის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქ-ნას როგორც დროებით ხიდზე დახარჯული თანხა, ასევე ასევე ახალი ხიდის ასაშენებლად გაწეული ხარჯები (რომლის ხარჯთაღრიცხვაც ჯერ არ შედგენილა) და ის ზარალი, რომე-ლიც განიცადა ქვეყანამ ხიდის არფუნქციონირების პერიოდში, რისი განსაზღვრაც არ შე-დის ექსპერტის კომპეტენციაში. ამრიგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ჯერჯერობით განისაზღვრება 99241 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასორმოცდაერ-თი) ლარი.

(ტ.1, ს/ფ 88-89)

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გ. წ-------–ის 2005 წლის 15 სექტემბრის №---------- წერილით ირკვევა, რომ ქაქუთზე და ჩოლოქზე დროებითი და მუდმივი ხიდების მშენებლობისათვის აუცილებელი გახდა 2257572 ლარის სამუშაოების ჩატარება.

(ტ.1 ს/ფ 106-107)

 

2004 წლის 19 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების ტერიტორიაზე არსებულ ჩოლოქის გამშვებ პუნქ-ტთან მდებარე მდინარე ჩოლოქზე გადებულ საავტომობილო ხიდს, 2004 წლის მაისს განხორციელებული აფეთქების შედეგად მიღებული აქვს შემდეგი სახის დაზიანებები: აფეთქებულია ხიდის შუალედური ბურჯი, რის გამოც ხიდის მესამე და მეოთხე მალები მთლიანად ჩაქცეულია, ხიდი გამოსულია მწყობრიდან და ვარგისია შემდგომი ექსპლოა-ტაციისათვის.

სახელმწიფოსათვის მატერიალური ზიანის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქ-ნას როგორც დროებით ხიდზე დახარჯული თანხა, ასევენ ახალი ხიდის ასაშენებლად გაწეული ხარჯები (რომლის ხარჯთაღრიცხვაც ჯერ არ შედგენილა) და ის ზარალი, რომე-ლიც განიცადა ქვეყანამ ხიდის არფუნქციონირების პერიოდში, რისი განსაზღვრაც არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში. ამრიგად სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერია-ლური ზიანი ჯერჯერობით განისაზღვრება 467456 (ოთხასსამოცდაშვიდი ათას ოთხას ორ-მოცდათექვსმეტი) ლარით.

დროებითი ხიდის ასაგებად დახარჯულია 467456 (ოთხასსამოცდაშვიდი ათას ოთხას ორ-მოცდათექვსმეტი) ლარი.

(ტ.2, ს/ფ 92-93)

 

საქმეში არსებული, 2005 წლის 29 სექტემბრის ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილების თანახმად საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა ცნობილი შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების დროს ამოღებული „ტმ-62 მ“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი მარკირებით „TM-62M“, „55-360 79“, MC „529 79“ – დალუქულ მდგომარეობაში.

(ტ.2, ს/ფ 195)

 

საქმეში არსებული, 2005 წლის 3 ნოემბრის ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილების თა-ნახმად საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა ცნობილი მოცემულ საქმეზე ლაზერული დისკი მოწმე პ----- ა-----ის ჩვენების აუდიო-ვიდეო ჩანაწერით – დალუქულ მდგომა-რეობაში.

(ტ.2, ს/ფ 205)

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ა--------მა აჩვენა, რომ 1993 წლამდე მუშაობდა მუშაობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილებში, მათ შორის იყო ქალაქ ბათუმში დისლოცირებული N-- მოტომსროლელი ბატარეის მეთაური. 1993-1994 წელს მუშაობდა აჭარის ა.რ. რესპუბლიკის დაქვემდებარებაში არსებულ სწრაფი რეაგირების რაზმში, რომლის მეთაური იყო რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ა-–---------- ლ----–---. 1995 წელს, მან კვლავ მუშაობა დაიწო ა--–-- ა--–--ეზე დაქვემდებარებულ სამხედრო დაჯგუ-ფება „ო---“-ში, ჯერ ასეულის უ-------------------–-დ, შემდგომ სპეცრაზმ „ა-–-----ს ერთ-ერთი დანაყოფის უფროსად, სადაც მუშაობდა 1996 წლამდე. 1996 წელს აჭარის ა.რ. უ–-–-------ის მინისტრ ი----- გ--------ის ბრძანებით დაინიშნა ამავე სამინისტროს სპეცრაზმის უფროსად. 2004 წლის მა----ის თვეში, ი----- გ--------ემ მას უბრძანა, რომ ა----------------------ის ა--–-- ა--–--ის დავალებით, უნდა შამოწმებინა, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩოლოქისა და ქაქუთის დანაღმული ხიდები. იმავე დღესვე, შეამოწმა (გ------- ა--------მა) ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდების დანაღმვის მდგომარეობა, რომელსაც იცავდნენ „ო---“-ის ჯარისკაცები და დარწმუნდა, რომ ხიდები კარგად იყო დანაღმული, რის შემდგომაც დაახლოებით 02-03 საათზე, აჭარის შს სამინისტროში შეხვდა ი----- გ--------ეს და განუცხადა, რომ ხიდების დანაღმვის მდგომარეობა მოწესრიგებული იყო. 2004 წლის აპ-რილის თვეში, დაახლოებით 18 საათზე, ა---------------–-–------ის მინისტრ ი----- გ---------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის ბრძანებით მივიდა ა-----------------------სთან. ი----- გ--------ე შევიდა შენობაში, ხოლო თვითონ ელოდებოდა შენობის გარეთ, საიდანაც გამოსვლის შემდგომ მას ი----- გ--------ემ განუცხადა, რომ ა--–-- ა--–--ის დავალებით ინაღმებოდა დაბა ჩაქვში, ,,ო-----თან“ მდებარე ზღვის სანაპირო, და ზედამხედველობა გაეწია დანაღმვისათვის, რათა დანაღმვა განხორციელებულიყო ქვეითსაწინააღმდეგო ნაღ-მებით, ამასთანავე გაეკონტროლებინა, რომ ნაღმების ქვეშ ხაფანგი არ ყოფილიყო, რათა შემდგომში მათი ამოღება ყოფილიყო შესაძლებელი. იგი (გ------- ა--------ი) ჩავიდა ჩაქვ-ში, სადაც მუშაობდნენ შავფორმიანი პირები, რომლებმაც დაასრულეს დანაღმვა, ხოლო დანაღმვის თაობაზე, ქალაქ ბათუმში დაბრუნების შემდგომ, აცნობა ი----- გ--------ეს დაბა ჩაქვის ზღვის სანაპიროს დანაღმვის თაობაზე. 2004 წლის 02 მაისს აფეთქებული იქნა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები, ხოლო იმავე წლის 06 მაისს, მან საქართველოს უშიშროე-ბის მინისტრის მოადგილეს გ--- უ----–---ს აცნობა ჩაქვში დანაღმვის არსებობის თაო-ბაზე და მისი (გ------- ა--------ის) უშუალო დახმარებითა და მონაწილეობით განხორ-ციელდა განაღმვითი სამუშაოები, თუმცა ყველა ნაღმის აღმოჩენადა გაუვნებელყოფა ვერ მოხერხდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, გ------ შ-–-----ემ აჩვენა, რომ ცხოვრობს ქ------–--------------------------ში, „ო------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 2004 წლის აპრილის თვეში, აჭარის ა.რ. ხელისუფლების მმართველობის დროს, დაბა ჩაქვში, ო------ს მიმდებარე ტერიტორია დაინაღმა, ხაკისფერფორმიანი სამხედრო ფორმიანი პირების „ო---“-ის ჯარისკაცების მიერ, აჭარის ა.რ. იმდროინდელი ხელისუფლების დავალებით, ამასთან მოქალაქეებს დანაღმვის ადგილას ახლოს არ უშვებდნენ. აჭარის რევოლუციის შემდგომ, ახალი ხელისუფლების მიერ, მოხდა ხსენებული ტერიტორიის განაღმვა, ამოიღეს 40-50 ნაღმი. 2004 წლის 21 აგვისტოს, ხსენებულ ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება, სადაც ის, რო-გორც გამგებელი, მივიდა აფეთქებიდან 15 წუთში, რა დროსაც დაზარალებულები უკვე გადაყვანილი ყავდათ საავადმყოფოში.

 

დაზარალებულმა ნ-------- შ------–---–მა აჩვენა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს, ქობუ-ლეთის რაიონის დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროზე ნაღმზე აფეთქდა მისი კუთვნილი უაზ-469 მოდელისავტომანქანა სახელმწიფო #---------. აფეთქების შედეგად დაზიანდნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის მისი შვილი-მ-------- შ------–---–ი. ის ითხოვს ავტომანქა-ნის საფასურის დაბრუნებას და დამნაშავე პირებისაგან ითხოვს 5000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას.

 

დაზარალებულმა ვ---------- ე----------მა აჩვენა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს, ქობუ-ლეთის რაიონის დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ნ--------- შ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა ხსე-ნებული ავტომანქანა, შედეგად მან და მისმა მეგობრებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები. აფეთქების შედეგად დაკარგა ორივე ფეხი. დამნაშავე პირებისაგან, ვინც დანაღმა ხსენებუ-ლი ტერიტორია ითხოვს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1000000 ევროს ოდენობით.

 

დაზარალებულმა ა–---- ს-------–---მა აჩვენა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს, ქ------–--------------------------ში, ზღვის სანაპიროზე, მეგობრებთან ერთადიმყოფებოდა ნ-------- შ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა ხსენებუ-ლი ავტომანქანა. შედეგად მან და მისმა მეგობრებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები. აფეთ-ქების შედეგად დაკარგა მარჯვენა ფეხი და მარჯვენა თვალი, ის დამნაშავე პირებისაგან, ვინც დანაღმა ხსენებული ტერიტორია, ითხოვს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზ-ღაურებას 1000000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.

 

დაზარალებულმა მ-------- შ------–---–მა აჩვენა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს, ქ------–----ის რაიონის დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროზე, იმყოფებოდა მისი მამის – ნ-------- შ------–---–ის ავტომანქანით, მეგობრებთან - ვ------–-- ზ-------ესთან და სხვებთან ერ-თად. სულ იყვნენ 7 ადამიანი, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა ხსენებული ავტომანქანა, შედეგად მან და მისმა მეგობრებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ის დამნაშავე პირები-საგან, ვინც დანაღმა ხსენებული ტერიტორია ითხოვს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით.

 

დაზარალებულმა ვ------–-- ზ-------ემ აჩვენა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს, ქ------–--------------------------ში, ზღვის სანაპიროზე, იმყოფებოდა ნ-------- შ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა ხსენებუ-ლი ავტომანქანა. შედეგად მან და მისმა მეგობრებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები. ის დამნაშავე პირებისაგან, ვინც დანაღმა ხსენებული ტერიტორია ითხოვს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100000 ლარის ოდენობით.

 

დაზარალებულმა ზ------ კ-–-----ემ აჩვენა, რომ 2004 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 18 საათზე, ქ------–--------------------------ში, ზღვის სანაპიროზე, იმყოფებოდა დედასთან უ---- კ-–-----ესთან, მეუღლესთან ნ----- კ-–-----ესთან, შვილთან გ------- კ-–-----ესთან და ბიძასთან გ--- კ-–-----ესთან ერთად მისი კუთვნილი ვაზ-2121 მოდელისსახელმწიფო №-------- ავტომანქანაში. ამ დროს აფეთქდა უაზის მარკის ავტომანქანა, რომელიც დაეცა მათ ავტომანქანას, რა დროსაც ზ------ კ-–-----ემ და მისმა თანმხლებმა პირებმა მიიღეს სტრესი. ის, როგორც დაზარალებული, დამნაშავე პირებისაგან, ვინც დანაღმა ხსენებული ტერიტორია ითხოვს ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას 4200 ლარის ოდენობით.

 

მოწმე გ--–- უ-----–---–ის ჩვენებით, ირკვევა რომ მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპე-ციალური ქვედანაყოფის ქვეგანყოფილების უფროსად. მის სამსახურებრივ უფლე-ბამოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს პ------------ის დაცვა და ესკოერტირებისას მისი გადაადგილების უსაფრთხოება. 2004 წლის 14 მარტს, დაახლოებით 07 საათზე, იგი (გ--–- უ-----–---–ი) მის 9 თანამშრომელთან, საქართველოს პ------------ის პირად დაცვას-თან და მათი დაცვის ქვეშ მყოფ საქართველოს პ------------ მ-----– ს----–---–თან ერთად, სპეციალური სამსახურებრივი ავტომანქანებით მივიდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ ჩოლოქის გამშვებ პუნქტთან 100-150 მეტრის სიახლოვეს, რა დროსაც პ------------ის ავტომანქანა შეჩერდა. დაცვის წევრები ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან და დაიკავეს პერიმეტრი, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ ჩო-ლოქის გამშვები პუნქტი იყო ჩახერგილი, ელაგა ფილები, ასევე მოჩანდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, ნაღმმტყორცნებითა და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებუ-ლი პირები. ასევე ზღვის სანაპიროზე მოჩანდა გამაგრებული პოზიციები, სანგრები, ზღვა-ში მოჩანდა მოძრავი კატარღა. აღნიშნულმა გარემოებამ არ მისცა მათ საშუალება გადასუ-ლიყვნენ ჩოლოქის გამშვები პუნქტის მეორე მხარეს, აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე. დაახ-ლოებით 30 წუთის შემდგომ მათ მიიღეს ბრძანება და ისინი დაბრუნდნენ ქალაქ ქოთში, სასტუმრო „ა------“-ში. ქალაქ ფოთში მათ დაჰყვეს 3-4 საათი, რის შემდგომაც ისინი კვლავ გაემართნენ ჩოლოქის გამშვები პუნქტისაკენ, სადაც მათ შეძლეს მიახლოება 300-400 მეტ-რის მანძილზე და გზის შემდგომი გაგრძელება ვეღარ მოახერხეს, ვინაიდან შეკრებილი იყო ხალხის დიდი მასა და პ------------ს არ მისცეს საშუალება შესულიყო აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე.

 

მოწმე თ------ კ---–--–--ის ჩვენებით, ა--–-- ა--–--ის მართველობის პერიოდში მუ-შაობდა უ–-–------ის სამინისტროში, 1997 წლიდან 1999 წლამდე - მინისტრის მოადგი-ლედ, 2004 წლის სექტემბრამდე - საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტა-მენტის ა------------------–--------------–-------------ად. ორი სასაზღვრო რაზმი ქ------–----ის და ხელვაჩაურის სანაპირო დაცვის საზღაო დივიზიონი 2000 წელს ა----------------ის ზეპირი განკარგულებით შემოუერთდა აჭარის რეგიონალურ სამმართველოს. 1999 წლამ-დე სანამ შეიქმნებოდა საზღვრის დაცვის რეგიონალური სამმართველო, ის არსებობდა ავტონომიურად უწყვეტლივ და ემორჩილებოდა ა----------------ს. აღნიშნული რაზმები ფინასდებოდა ბიუჯეტიდან. შეერთების შემდეგ შეიარაღება და მატერიალური ფასეუ-ლობა აყვანილი არ იქნა ბალანსზე, რადგან ა--–-- ა--–--ის მიერ განმარტებული იყო, რომ ეს ქონება წარმოადგენს აჭარის ა.რ. ქონებას, მისი განკარგვა მოხდებოდა, როცა ამას ჩათვლიდა საჭიროდ აჭარის ა.რ. ხელმძღვანელობა. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმარეთველოდან, ფორმირებას - სწრა-ფი რეაგირების რაზმს, „ო-----“-ს გადაეცა კატარღა. 2000-2001 წლებში, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი განკარგულების საფუძველზე სამხედრო ნაწილ 7----ს გადაეცა სნაიპერული შაშხანები და სასწავლო სროლების ჩასატარებელი რეაქტიული მ--–------–ობა. ყველა სამხედრო ფორმირება, მათ შორის ხელვაჩაურის და ქობულეთის სასაზღვრო დაცვა, სანაპირო დაცვის საზღვაო დევიზიონთან არსებული ანტიტერორის-ტული 7----ე დაჯგუფება, შექმნილი იყო უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს გან-კარგულების საფუძველზე. 2004 წლის 14 მარტს, საქართველოს პ------------ი, თავისი ამალით არ შეუშვეს აჭარის ა.რ. ტერიტორია-ზე. ხსენებულ დღეს მას პირადად დაუკავ-შირდა ა----------------------ი ა--–-- ა--–--ე და დაავალა ერთი მცურავი საშუალება გაეგ-ზავნათ მდინარე ჩოლქის მიმართულებით. თავის მხრივ დავალება მისცა (თ------ კონცე-ლიძემ) საზღვაო დივიზიონის მეთაურს ე------ ხ------ს, რომელმაც 1 მცურავი საშუალება გაუშვა მდინარე ჩოლოქთან, სადაც ის გაჩერდა ნაპირთან ახლოს 1-2 საათი და დაბრუნდა უკან ქალაქ ბათუმში, ნავსადგომზე.

 

2004 წლის 21 აგვისტოთი დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქ------–--------------------------ში, ო------ს მიმდებარე ტერიტო-რიაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებული იყო ვაზ-2121 მოდელის სახელმწიფო №------- და უაზ-469 მოდელის სახელმწიფო №------- ავტომანქანები.

 

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2004 წლის 2 მაისის ოქმის თა-ნახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში შეკ-ვეთილის უბანში. თბილისი-სამტრედია-ბათუმის ცენტრალური საავტომობილო გზის ჩო-ლოქის მონაკვეთში მდინარე ჩოლოქზე არსებულ საავტომობილო ხიდთან. ხსენებულ საავტომობილო ხიდთან მისვლამდე ხელმარცხნივ ცენტრალურ საავტომობილო გზას უერთდება ნატანები-შეკვეთილის ძველი საავტომობილო გზა, ხოლო ხელმარჯვნივ არის ზღვისკენ გამავალი ფართობი, რომელიც ეკუთვნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთეულს, სადაც არის ყაზარმა-ნაგებობები. ხიდს გადაღმა უშუალოდ იწყება აჭარის ავ-ტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, სადაც განლაგებულია საბაჟო - გამშვები პუნქტი. ხსენებულ ხიდზე გავლა შეუძლებელია მისი აფეთქებისგან დაზიანების გამო. კერძოდ მთლიანად განადგურებულია ხიდის სავალი - სამოძრაო ნაწილი, ხიდის ბეტონ-კონს-ტრუქციები ჩაცვენილია მდინარეში, საყრდენი კონსტრუქციები გადატეხილია შუაწელში, მდინარეზე გადასვლა შეუძლებელია წყლის სიღრმის გამო. ხიდზე შენარჩუნებულია ოზურგეთის მიმართულებით ხიდის 26 მეტრის მონაკვეთი, რომლის ბოლოში სიღრმე წყლამდე შეადგენს 5 მეტრს და ამის შემდეგ ქობულეთის მიმართულებით ჩაშლილია ხიდის დაახლოებით 30 მეტრი მონაკვეთი. დანგრეული ხიდის ბოლოში აღმართულია კედელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციებიდან სიმაღლით დაახლოებით 2 მეტრი, რომლის გარშემო თავმოყრილია დაახლოებით 40 მოქალაქე და 20-მდე ავტომატური იარაღით შეიარაღებული ნიღბიანი, სპეც. ფორმაში ჩაცმული პირები, აქვე რკინის ბოძზე აღმარ-თულია დემოკრატიული აღორძინების კავშირის დროშა. აღმართულია ლითონის მილის-გან დამზადებული ჯვარი. ხიდზე იმ ნაწილში, სადაც გადატეხილია სავალი ნაწილი ერთ-ერთ განივად გადებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე დამონტაჟებულია ასაფეთქე-ბელი მოწყობილობანი, კერძოდ, ხიდის ხელმარცხნივ მრგვალი ფორმის ტანკსაწინააღმ-დეგო ნაღმი, რომლის გაყოლებითაც უკვე ხიდის ხელმარჯვნივ დევს კიდევ სამი ცალი მეტალის ნაღმი და იქვე ტომარაში არის სავარაუდოდ ტროტილით შემზადებული ასა-ფეთქებელი მოწყობილობა. ასაფეთქებელ მოწყობილებებთან ჩანს შავი ფერის საველე სადენი, რომელიც გრძელდება ხიდის ნანგრევებში. ხიდის დარჩენილი ნაწილის სიფარ-თეა 8 მეტრი. მასზე დაყრილია ბეტონის ნამსხვრევები. ხიდთან მისვლამდე ხელმარჯვნივ, სადაც განლაგებულია ყაზარმა ნაგებობები ღია ადგილზე აყენია ორი ცალი ჯავშან-ტრანსპორტიორი. სამ ადგილზე არის საცეცხლე წერტილი ე.წ. ქოტი, სადაც მოჩანს ტყვიამფრქვევები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ეროვნული გვარდიის საინჟინრო და ქიმიური ბატალიონის მეთაურის მოადგილე შეიარაღების და ტექნიკის დარგში გვარდიის კაპიტნის კ---- გ--------ს ძე ხ-----–---–ის მიერ გაუვნებელყოფილი იქნა ერთ-ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი „TM-62“ ამფეთქის გარეშე, რომელიც ამოღებულ იქნა და შეიფუთა ცელოფნის პარკში და დაილუქა ბეჭდით „პაკეტებისათვის ოზურგეთის პროკურატურა“.

(ტ.2, ს/ფ 3-4 )

 

საქმეში არსებული, 2005 წლის 29 სექტემბრის ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილების თანახმად საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად იქნა ცნობილი შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების დროს ამოღებული „ტმ-62 მ“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი მარკირებით „TM-62M“, „55-360 79“, MC „529 79“ – დალუქულ მდგომარეობაში.

(ტ.2, ს/ფ 195)

 

2004 წლის 13 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ოზურ-გეთის რაიონის სოფელ ჭანიეთის ტერიტორიაზე არსებულ ქაქუთის გამშვებ პუნქტთან მდინარე ჩოლოქზე გადებულ საავტომობილო ხიდს, 2004 წლის 2 მაისს, განხორციელე-ბული აფეთქების შედეგად მიღებული აქვს შემდეგი სახის დაზიანებები, აფეთქებულია ხიდის ბურჯი, რის გამოც ხიდის მალი მთლიანად ჩაქცეულია. ხიდი გამოსულია მწყობ-რიდან და უვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისათვის.

სახელმწიფოსთვის მატერიალური ზიანის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქ-ნას როგორც დროებით ხიდზე დახარჯული თანხა, ასევე ასევე ახალი ხიდის ასაშენებლად გაწეული ხარჯები (რომლის ხარჯთაღრიცხვაც ჯერ არ შედგენილა) და ის ზარალი, რომე-ლიც განიცადა ქვეყანამ ხიდის არფუნქციონირების პერიოდში, რისი განსაზღვრაც არ შე-დის ექსპერტის კომპეტენციაში. ამრიგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული მატერიალური ზიანი ჯერჯერობით განისაზღვრება 99241 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასორმოცდა-ერთი) ლარით.

(ტ.1, ს/ფ 88-89)

 

2004 წლის 19 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ოზურ-გეთის რაიონის სოფელ ნატანების ტერიტორიაზე არსებულ ჩოლოქის გამშვებ პუნქტთან მდებარე მდინარე ჩოლოქზე გადებულ საავტომობილო ხიდს, 2004 წლის მაისს განხორ-ციელებული აფეთქების შედეგად მიღებული აქვს შემდეგი სახის დაზიანებები: აფეთქე-ბულია ხიდის შუალედური ბურჯი, რის გამოც ხიდის მესამე და მეოთხე მალები მთლი-ანად ჩაქცეულია, ხიდი გამოსულია მწყობრიდან და ვარგისია შემდგომი ექსპლოატაციისა-თვის.

სახელმწიფოსათვის მატერიალური ზიანის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქ-ნას როგორც დროებით ხიდზე დახარჯული თანხა, ასევენ ახალი ხიდის ასაშენებლად გაწეული ხარჯები ( რომლის ხარჯთაღრიცხვაც ჯერ არ შედგენილა) და ის ზარალი, რო-მელიც განიცადა ქვეყანამ ხიდის არფუნქციონირების პერიოდში, რისი განსაზღვრაც არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში. ამრიგად სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალუ-რი ზიანი ჯერჯერობით განისაზღვრება 467456 (ოთხასსამოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოც-დათექვსმეტი) ლარით.

დროებითი ხიდის ასაგებად დახარჯულია 467456 (ოთხასსამოცდაშვიდი ათას ოთხას ორ-მოცდათექვსმეტი) ლარი.

(ტ.2, ს/ფ 92-93)

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გ. წ--------–ის 2005 წლის 15 სექტემბრის №---------- წერილით ირკვევა, რომ ქაქუთზე და ჩო-ლოქზე დროებითი და მუდმივი ხიდების მშენებლობისათვის აუცილებელი გახდა 2257572 ლარის სამუშაოების ჩატარება.

(ტ.1 ს/ფ 106-107)

 

სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ----– ს---------ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ-------- კ----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ------–-- ზ-------ემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- ნ---------ემ მი-იღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა–---- ს-------–---მა მი-იღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----------- ე----------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, ა--–-- ა--–--ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (1960 წლის რედაქციით), 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“,„გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თ/ა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

ამავე საქმეზე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და განსასჯელ ა--–-- ა--–--ეს სა-ხელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 98 229 530 ლარი.

 

ქ------–-------------ული სასამართლოს განაჩენით ლ---- ფ------ მსჯავრდებულია საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლით (1960 წლის რედაქციით), 223 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, მე-18 მუხლით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18 მუხლით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-18 მუხლით, 24 მუხლის 1-ლი ნა-წილით და 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადე-ნისთვის.

 

ქ------–-------------ული სასამართლოს განაჩენით გ------- ა--------ი მსჯავრდებულია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლით (1960 წლის რედაქციით), მე-18 მუხლით, 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18 მუხლით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-18 მუხლით და 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

ქ------–-------------ული სასამართლოს განაჩენით უ–---- ქ-------ე მსჯავრდებულია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 –ე მუხლით (1960 წლის რედაქციით), 223-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

ქ------–-------------ული სასამართლოს განაჩენით, გ------ ბ---–----ე მსჯავრდებულია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლით (1960 წლის რედაქციით), 223 მუხლის მეორე ნაწილით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე-პუნქტებით, 24 მუხლის 1-ლი ნაწილით და 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

ქ------–-------------ული სასამართლოს განაჩენით პ----- ა-----ე მსჯავრდებულია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლით (1960 წლის რედაქციით), 223 მუხლის მეორე ნაწილით, 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებით სააპელაციო პალატას უდაოდ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა--–-- ა--–--ემ ბოროტად გამოიყენა რა ხელისუფლებისა და სამსახურებ-რივი მდგომარეობა, სხავადსხვა დროს შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომ-ლებსაც ხელმძღვანელობდა პირადად. აღნიშნული შეიარაღებული ფორმირებები არ შედიოდა საქართველოს არცერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და მისი შექმნა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

 

მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დასტურდება, რომ 1993 წელს ა--–-- ა--–--ემ, მის მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების, გამოიებით დადუდგენელი წევრების მეშვეობით მოახდინა ა---------------------------------–--ის ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე არ-სებული სახიდე გადასვლელის დანაღმვა, რის შემდგომაც ყოველწლიურად, ახდენდა და-ნაღმული ტერიტორიის შემოწმებას და ასაფეთქებელი მოწყობილობების განახლებას 2004 წლის 2 მაისამდე; ა---------------------------------–--ის მთავრობის მეთაურის თანამ-დებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსახლეობის დაშინებისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით ორგანიზება გაუკეთა არაერთ ტე-რორისტულ აქტს.

 

ა------ კ----–---–--ის ნაწილში.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ა------ კ----–---–--ის ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ამასთან მის ნაწილში შეტანილი უნდა იქმეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სახელმწიფო ბრალმდებელი ა------ კ----–---–--ის ბრალდების მადასტურებლად წარმო-დგენილია შემდეგი მტკიცებულებები:

 

დაზარალებულად ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარ-მომადგენლის გ--–- ც--–--ის ჩვენება, რომელშიც იგი განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა---------–-–------ის მინისტრის ი----- გ--------ისა და ამავე სამინისტროს ადმინსტრაციის უფროსის ა------ კ----–---–--ის მიერ მითვისებული იქნა 2201667 ლარი და 30 თეთრი. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ა.რ.ფინანსთა და ეკონომიკის სამი-ნისტრო არის უფლებამოსიკლი ორგანო, რომელიც განკარგავს აჭარის ა.რ. ქონებას, რო-გორც დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი ი----- გ--------ისა და ა------ კ----–---–--ისაგან ითხოვს აღნიშნული თანხის დაბრუნებას.

(ტ.39, ს/ფ 70)

 

საქართველოს სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს ა----------------------------------–--ის მათავარი სამმართველოს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რე-ვიზიის 2004 წლის 15 დეკემბრის №---- აქტი, რომელშიც აღწერილია საქართველოს სა-ხელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს ა---------------------------------–--ის მათავარი სამ-მართველოში გამოვლენილი საფინანსო დარღვევების თაობაზე.

 

მოწმე ნ------- ჯ-------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც 1999 წლიდან მუშაობდა აჭარის ა. რ. უ–-–------ის მინისტრის მოადგილედ. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა კადრების საკითხი, სამთავრობო კვანძი, შიდა დაცვის ობიექტები. უ–-–------ის მინისტ-რის სიტყვიერი დავალებით, მისი არყოფნის შემთხვევაში შეეძლო მიეღო გადაწყვეტი-ლება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. პირველი ხელმოწერის უფლებით სარგებ-ლობდნენ ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე და თვით (ნ------- ჯიჯა-ვაძე).

აჭარის ა.რ. მინისტრთა საბჭოს 2001 წლის 06 ნოემბრის N3 გადაწყვეტილებით, აჭარის ა.რ. სახელმწიფო უ–-–------ის სამინისტროს გამოეყო 200 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტი, 420 840 ლარი. აღნიშნული თანხა ჩარიცხული იქნა „ს---–-------------------------------–-------------------ში“. 2001 წლის 07 ნოემბერს, რადგან მინისტრი იმ დროისათვის არ იმყოფე-ბოდა, მისი (ნ------- ჯ-------ის) განკარგულებითა და ხელმოწერით, ა---------–-–------ის სამინისტროს ბუღალტრის ნ---- გ-------–--ის მიერ, „ს---–-------------------------------–-------------------იდან“ გამოტანილი იქნა ხსენებული თანხა ხელზე და აყვანილი იქნა ა---------–-–------ის სამინისტროს შემოსავალში. იმავე დღესვე, ხსენებული თანხა, აჭარის უ–-–-------ის მინისტრ ი----- გ--------ესთან სიტყვიერი შეთანხმებით, ხელზე გადაცემული იქნა ამავე სამინისტროს ა------------–----–--------------–---------------------------–--ის 1-ლი ქვეგანყოფილების უფროს მ-------- შ-----–--ეზე, რაც გასავლის ორდერზე ხელმოწე-რით დაადასტურა მ-------- შ-----–--ემ. ა----------------------ის ა--–-- ა--–--ის 2002 წლის 6 ნოემბრის №-- განკარგულებით, ა---------------–-–------ის სამინისტროს სპეცაღჭურვი-ლობის შესაძენად აჭარის ა.რ. 2002 წლის ცენტალური ბიუჯეტიდან გამოეყო 219 000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალეტი 489465 ლარი, აღნიშნული თანხა 2002 წლის 02 აპრილს ა---------–-–------ის სამინისტროს ბუღალტრის ნ---- გ-------–--ის მიერ, „ს---–-------------------------------–-------------------იდან“ გამოტანილი იქნა ხსენებული თანხა ხელზე და აყვა-ნილი იქნა ა---------–-–------ის სამინისტროს შემოსავალში. იმავე დღესვე, ხსენებული თანხა, ა---------–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ესთან სიტყვიერი შეთანხმებით, ხელზე გადაცემული იქნა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს სამეურ-ნეო განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების უფროს მ-------- შ-----–--ეზე, რაც გასავლის ორდერზე ხელმოწერით დაადასტურა მ-------- შ-----–--ემ. ზემოთხსენებულ ორივე შემთხვევაში, თანხა გამოტანილი იქნა ღამის საათებში ი----- გ--------ის განკარგულებით. ბუღალტერმა ნ---- გ-------–--ემ არაერთხელ მიმართა ნ------- ჯ-------ეს და განუცხადა, რომ მ-------- შ-----–--ეს არ ჰქონდა მასთან წარდგენილი ხსენებული თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია, რის გამოც გამოიძახა მ-------- შ-----–--ე და ამ უკანასკნელთან გასაუბრე-ბის დროს მ-------- შ-----–--ემ განაცხადა, რომ ხსენებული 910 305 ლარი მის მიერ გადა- ცემული იყო ი----- გ--------ეზე, რომელიც თავად წარადგენდა ხსენებული თანხის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ამის შემდგომ, ვინაიდან ხსენებული თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია არ წარდგენილა ბუღალტერიაში, აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა (ნ------- ჯ-------ე) ი----- გ--------ეს, რომელმაც მკაცრი ტონით განუცხადა, რომ საბუ-თებს თვითონ წარადგენდა და აღნიშნულ თემაზე მისთვის აღარ მიემართა. 2003 წლის სექტემბერში მ-------- შ-----–--ის მიერ ა---------------–-–------ის სამინისტროს ბუღალტე-რიაში წარდგენილი იქნა ხსენებული 910 305 ლარის ღირებულების ხარჯვის კომისიურად შედგენილი აქტი, რომლის მიხედვითაც კერძო პირისაგან შეძენილი იყო 910 305 ლარის ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი. ბუნებრივია აღნიშნული აქტი არ შეიძლებოდა მიღებულიყო სათანადო დოკუმენტად, მაგრამ ვინაიდან მას ი----- გ--------ემ განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მისთვის აღარ მიემართა, იძულებული იყო საკუთარი ხელმო-წერით დაედასტურებინა აღნიშნული შესყიდვის აქტი, ვინაიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ი----- გ--------ის მიერ მის მიმართ შეიძლება გატარებულიყო რეპრესიული ღონისძიებები, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება. ანალოგიური ფორმით ხდებოდა კომისიური წესით შედგენილი ზოგიერთი სხვა აქტების დამტკიცებაც, შესაბამისად ზია-ნის ანაზღაურებაზეც პასუხისმგებელი ი----- გ--------ე იყო.

(ტ.25 ს/ფ 294-298: ტ.26 ს/ფ 105-107; ტ.39 ს/ფ 77-80)

 

მოწმე მ-------- შ-----–--ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც 2000 წელში დაინიშნა ა---------------–-–------ის სამინისტროს სამეურნეო განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსად. მის უფლებამოვალეობაში შედიოდა ხსენებული სამინისტროს სამეურნეო საქმიანობა და ა---------------–-–------ის მინისტრ ი----- გ--------ის სიტყვიერი დავალე-ბით ხსენებული სამინისტროს ბუღალტერიიდან ნაღდი ფულის გამოტანა და ი----- გ-----ტიძეზე გადაცემა, შემდგომ კი სათანადო დოკუმენტების გადაცემა საფინანსო განყოფილე-ბაში. ი----- გ--------ის მიერ ხშირ შემთხვევაში თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მასზე გადაცემა არ ხდებოდა, ის (ი----- გ--------ე) სიტყვიერად ავალებ-და (მ-------- შ-----–--ეს) გარკვეული სახის დოკუმენტები შეედგინა, რაც საკმარისი იქნე-ბოდა. ი----- გ--------ე მას ეუბნებოდა, რომ თანხები სჭირდებოდა ფარული ხარჯები-სათვის, თუ რა ხარჯები იყო, ეს გარემოება მისთვის უცნობი იყო. მას პირადად, არანაირ შესყიდვაში არ მიუღია მონაწილეობა. მის მიერ ყველა თანხის გადაცემა ი----- გ---------ეზე ხორციელდებოდა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის ა------ კ----–---–--ის კაბინეტში, ვინაიდან ი----- გ--------ე თავის კაბინეტში არ ადიოდა და უმეტესწილად აღნიშნულ კაბინეტში იყო. 2001-2002 წლებში, მას ა---------–-–------ის მინისტრის მოადგილის ნ------- ჯ-------ის ხელმოწერით მიღებული აქვს სულ 910 305 ლარი, რომელიც ჩამოწერილია კერძო პირისაგან იარაღის ცალმხრივი შესყიდვის აქტით, რაც არასწორი იყო, ვინაიდან მისი მონაწილეობით არანაირი იარაღი არ შესყიდულა და ი----- გ--------ის სიტყვიერი დავალებით განხორციელდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ა------ კ----–---–--ის კაბინეტში, რასაც ხელი მოაწერეს მან პირადად, ნ------- ჯ-------ემ, ნ------- თურმანიძემ და დ----- მ--–-----ემ.

რაც შეეხება ა---------------–-–------ის სამინისტროში ჩატარებული რევიზიის აქტში მი-თითებულ ოთხი შესყიდვის აქტს, 154 778 ლარის ღირებულების ცეცხლსასროლი იარა-ღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვის თაობაზე, რომელიც დამტკიცებულ-- ა---------------–-–------ის სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროს ა------ კ----–---–---ის მიერ და ხელმოწერილის მისი (მ-------- შ-----–--ის), საწყობის გამგე ი-----–- შ----ისა და ინჟინერ მ------- ე-–---ის მიერ, აღნიშნული დოკუმენტი არის ყალბი, ვინაიდან მას არანაირი იარაღის შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია და დოკუმენტი შედგენილი იქნა ი----- გ--------ის ბრძანებით ა------ კ----–---–--ის კაბინეტში, და დოკუმენტში მითითე-ბულ პირებს მოაწერინა ხელი, ამასთან განაცხადა ხსენებული შეიარაღება ა----------------ს ა--–-- ა--–--ეს აქვს შეძენილი და თანხას ვუბრუნებო. მ-------- შ-----–--ის აზრით აღნიშ-ნული დოკუმენტის შედგენა ფულის გათეთრებას ისახავდა მიზნად. მ-------- შ-----–--ემ როდესაც პროტესტი გამოხატა, ი----- გ--------ემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

(ტ.25 ს/ფ 327-329; 330-331; ტ.39 ს/ფ 318)

 

მოწმე ნ---- გ----–--ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც იგი მუშაობდა აჭარის ა.რ. უ–-–-------ის სამინისტროს ბუღალტრად. საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას სამინისტროში ხელმძღვანელობდნენ ა---------------–-–------ის მინისტრი ი----- გ--------ე და ა---------------–-–------ის მინისტრის მოადგილე ნ------- ჯ-------ე და პირველი ხელის მოწერის უფლებითაც ისინი სარგებლობდნენ.

2002 წელს ნ.ჯ-------ეზე სულ გაცემული იქნა 910 305 ლარი. ბუღალტრული დოკუმენ-ტაციის მიხედვით ნ.ჯ-------ეს ეს თანხა გადაცემული აქვს ა---------–-–------ის სა-მინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მ. შ-----–--ისათვის. 2013 წელში, როცა ჩახედა დებიტორულ დავალიანებას, მოითხოვა ან თანხის დაბრუნება, ან თანხის ჩამოწრეაზე დოკუნენტაციის წარმოდგენა, რის თაობაზეც მიმართა ნ.ჯ--------ეს და ი.გ--------ეს. ა.კ----–---–--ემ წარუდგინა კერძო პირისაგან საბრძოლო მასალის შესყიდვის აქტი, ხოლო ი.გ--------ემ უთხრა, რომ მოეხდინა თანხე-ბის ჩამოწერა ნ.ჯ-------ეზე. რადგან იარაღი რელურად შემოტანილი იყო უ–-–------ის სამინისტროში და აყვანილი იყო ბალანსზე, ამასთან აღნიშნული კეთდებოდა ა---------------–-–------ის მინისტრის ი----- გ--------ის დავალებით, მასზე წინააღმდეგობა არ გაუწე-ვია.

(ტ.25 ს/ფ 301-305; ტ.39 ს/ფ 131-134)

 

მოწმე ი-----–- შ----ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ა---------–-–------ის სამინის-ტროში მუშაობა დაიწყო 1996 წლიდან, ხოლო ბოლოს მუშაობდა საწყობის გამგედ. მას არასოდეს არანაირი იარაღის შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია. იმ შესყიდვის აქტებს, რომლებიც დამტკიცებულ-- ა------ კ----–---–--ის მიერ და რომელზეც მისი ხელმოწე-რაცაა და ნაჩვენებია, თითქოსდა შეძენილია 154 778 ლარის შეიარაღება და აღჭურვილობა, აღნიშნული შეიარაღების შეძენის თაობაზე მისთვის უცნობია და შესყიდვის აქტზე ხელი მოაწერინა ადმინისტრაციული სამმართველოს უ-------------------–-მ ზ------ ხ-------------ემ. მან არც იცოდა, რომ შესყიდვის აქტზე მოაწერა ხელი, რადგან ენდობოდა თანამ-შრომლებს და შეიძლებოდა გაცნობის გარესეც მოეწერა ხელი.

(ტ.25 ს/ფ332-333; ტ.39 ს/ფ 372-373)

 

მოწმე მ------- ე-–---ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მუშაობდა ა---------–-–------ის სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1996 წელს დაცვის განყოფილებაში, ხოლო 2000 წლიდან ამავე სამინისტროში მუშაობა გააგრძელა სამეურნეო განყოფილებაში ინჟინრად. მისი უშუალო უფროსი იყო მ-------- შ-----–--ე. მას არასოდეს არანაირი იარაღის შესყიდვაში არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო აქტზე ხელს აწერინებდნენ ზ------ ხ------------ე და ა------ კ----–---–--ე, ისე, რომ მათ შინაარსს არ იცნობდა.

(ტ.25 ს/ფ 345-346; ტ.39 ს/ფ 185-287)

 

მოწმე დ----- მ--–-----ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც 1995 წლიდან 2004 წლის აგ-ვისტომდე მუშაობდა ა---------–-–------ის სამინისტროში კომენდანტად. 2003 წლის 5 სექ-ტემბრით დათარიღებულ აქტზე, რომელიც დამტკიცებულ-- ნ------- ჯ-------ის მიერ და რომელშიც მითითებული, რომ კერძო პირისაგან შეძენილი იქნა 910 305 ლარის შეია-რაღება, ხელი მოაწერინა მ.შ-----–--ემ. მას იარაღის შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია და უცნობია რეალურად შეძენილი იქნა თუ არა ეს იარაღი.

(ტ.25 ს/ფ 306-307; ტ.41 პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი ს/ფ (ოქმის 87)

 

9. მოწმე დ----- ა--–--ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც 2000-2003 წლებში მუშაობდა ა---------------------------------ად. 2002-2003 წლებში ა---------------------------------–--ის ბიუჯეტი დამტკიცებული არ ყოფილა, რადგან ა--–-- ა--–--ე არ აწერდა ხელს და თან-ხების ხარჯვა ხდებოდა ა----------------------ის განკარგულებებით რომლის საფუძველზეც გამოიცემოდა მინისტრთა საბჭოს განკარგულება საბიუჯეტო ხარჯის გაწევის შესახებ. 2002 წელს ა---------–-–------ის სამინისტრომ მიიღო დაფინანსება 2 604 700 ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობა მისთვის უცნობია. მისთვის დიდ დისკომფორტს ქმნიდა დაუმტკიცებელი ბიუჯეტი, მაგრამ ა--–-- ა--–--ეს რამდენჯერაც კი შეახსენებდა, იგი ხელს არ აწერდა ბიუჯეტს.

(ტ.25 ს/ფ 347-349; ტ.41 ს/ფ ოქმის 81-82)

 

ბრალდების მხარის მიერ, ა------ კ----–---–--ის ბრალის მადასტურებლად საქმეში წარ-მოდგენილია აგრეთვე ა---------------------------------–--ის უ–-–------ის სამინისტროს შე-სყიდვის აქტები.

(ტ.26 ს/ფ/47-80)

 

დაცვის მხარის მიერ სასამართლო განხილვისას წარდგენილი იქნა 2015 წლის 11 დეკემ-ბრის კალიგრაფიული ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც: ხელმო-წერები განლაგებული:

შესყიდვის აქტზე, 10.08 2001 წლის (საქმე №---------, ს/ფ 53) აქტზე, 20.08.2001 წლის ((საქმე №---------, ს/ფ 72);აქტზე 10.08 2001 წლის (საქმე №---------, ს/ფ 73) და შესყიდვის აქტზე, 25.08.2001 წლის (საქმე №---------, ს/ფ 74, მარჯვენა ზედა მხარეს, გრაფებში: „უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი“ შესრულებულია არა ა------ კ----–---–--ის, არამედ სხვა პირის მიერ.(ტ.44 ს/ფ 324-332)

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო სრულად იზიარებს პირ-ველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ა------ კ----–---–--ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგან საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება, ა------ კ----–---–--ის მიერ დანა-შაულის განზრახ ჩადენა.

როგორც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი კალიგრაფიული ექსპერტიზით დასტურ-დება, ბრალდების მხარის მიერ ა------ კ----–---–--ის ბრალის მადასტურებლად წარმოდ-გენილ ოთხ სადაო აქტზე ხელმოწერები შესრულებულია არა ა------ კ----–---–--ის, არა-მედ სხვა პირის მიერ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა------ კ----–---–--ე ასრულებდა რა საჯარო მოსამ-სახურის ფუნქციას და იყო სახელმწიფო მოხელე, მისი დაუდევრობით, სათანადოდ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, არ განახორციელა კონტროლი მასზე დაქვემ-დებარებულ პირზე. ამ უკანასკნელმა კი ისარგებლა ა------ კ----–---–--ის მიერ მოვალე-ობის არაჯეროვანი შესრულებით, სხვებთან ერთად ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება რითაც შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ამდენად, ა------ კ----–---–--ის ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით დასჯადია სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასტან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსა-ხურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდე-ვარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, სა-ზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა არ იზიარებს ა------ კ-----–---–--ის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მისი უდანაშაულოდ ცნო-ბისა და გამართლების შესახებ.

 

ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში ა------ კ----–---–--ის მიმართ შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

იმ პერიოდში, რომელშიც ბრალდების მხარე ედავება ა------ კ----–---–--ეს დანაშაულის ჩადენას (2000-2001 წლები), მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებდა 02 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის მასალების მიხედვით ა------ კ----–---–--ე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 2006 წლის 16 ნოემბერს. (ტ.26 ს/ფ/170)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნ-ქტის შესაბამისად პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ არემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა------ კ----–---–--ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დროისათვის გასული იყო მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვე-პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა, რის გამოც ა------ კ----–---–--ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

 

დ----- ხ--–--–ის ნაწილში.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს დ----- ხ--–--–ის ინტერე-სების დამცველი ადვოკატების მ-----– მ------ისა და ვ-–- ხ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გა-რემოებათა გამო:

 

ა---------------------------------–----------------------ს პრეზიდიუმის 1996 წლის 18 სექ-ტემბრის დადგენილებით დასტურდება, რომ ა------------------------------ს თავმჯდომარი ა--–-- ა--–--ის მიერ შეიქმნა ა---------------------------------–----------------------ს პრე-ზიდიუმის დაცვის სამსახური. (შემდგომში ა---------------------------------–--ის სახელმ-წიფო ორგანოების დაცვის სამსახური), რომლის საქმიანობა განისაზღვრა ა----------------------------------–--ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის დებულებით.

(ტ. 32 ს/ფ 75; 76-79)

 

ა---------------------------------–--ის მეთაურის 2004 წლის 28 იანვრის №-- ბრძანებულე-ბით დასტურდება, რომ დ----- ხ--–--–ი დაინიშნა ა---------------------------------–--ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახურის უფროსად.

 

ა---------------------------------–--ის მეთაურის 2001 წლის 01 ივლისის №-- ბრძანებუ-ლებით - ,,აჭარის ავტონომიური რსეპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული შეიარა-ღებული ფორმირებების დაქვემდებარების შესახებ” დასტურდება, რომ აღნიშნული ბრძა-ნებულების პირველ ნაწილში მითითებული იყო შემდეგი: ,,აჭარის ავტონომიური რეს-პუბლიკის სტრუქტურულ ერთეულებში დისლოცირებული სამინისტროებისა და უწყებე-ბის ყველა გასამხედროებული ფორმირებები ოპერატიულად დაქვემდებარებული იქნენ ა---------------------------------–--ის სამთავრობო დაცვის უფროსზე და სამთავრობო დაც-ვის შტაბზე.”

 

ა---------------------------------–--ის მეთაურის 2002 წლის 01 ივლისის №-- ბრძანებუ-ლებით - ,,აჭარის ავტონომიური რსეპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული შეიარა-ღებული ფორმირებების დაქვემდებარების შესახებ” დასტურდება, რომ აღნიშნული ბრძა-ნებულების პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ: ,,ა---------------------------------–--ის სტრუქტურულ ერთეულებში დისლოცირებული სამინისტროებისა და უწყებების ყველა გასამხედროებული ფორმირებები ოპერატიულად დაქვემდებარებული იქნენ ა---------------------------------–--ის სახელმწიფო დაცვის უფროსზე და სახელმწიფო დაცვის შტაბზე.”

 

იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აჭარის ავტონომი----- რსეპუბლიკის სახელმწიფო ორგა-ნოების დაცვის სამსახური უშუალოდ ემორჩილებოდა ა----------------ს ა--–-- ა--–--ეს და არ ექვემდებარებოდნენ საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურს, თავის ჩვენებაში ადასტურებს მსჯავრდებული დ----- ხ--–--–იც.

 

დაზარალებულმა ნ---- ხ--–--–მა (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) აჩვენა, რომ მუშაობდა „შ.პ.ს. ა----ი“-ს დირექტორის მოადგილედ. აღნიშნული ფირმა წარ–მოადგენდა ამერიკული კომპანია „პ---------------------–ის“ დისტრიბუტორულ ფილიალს ქალაქ თბილისში. კომპანიის საქმიანობა დაკავშირებული იყო ჰიგიენური საშუალებების რეალიზაციასთან. ხსენებულ ამერიკულ ფირმას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გააჩნდა სატისტრიბუციო ფირმა სადაც მუშაობდა მისი (ნ---- ხ--–--–ის) ძმა ქ----- ხ--–--–ი. 2002 წლის შემოდგომაზე, მასთან მივიდა ა----------------ის ა--–-- ა--–--ის დაცვის უფროსი დ----- ხ--–--–ი, მეტსახელად „ქ--–------“ და განუცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული იყვნენ პირები, რომლებსაც უნდოდათ „შ.პ.ს. ა----ი“-ს პროდუქციის შეძენა, ვინაიდან ხსენებულ ამერიკულ ფირმას სომხეთში არ გააჩნდათ სადისტრიბუციო ფილი-ალი. იგი (ნ---- ხ--–--–ი) დათანხმდა დ----- ხ--–--–ის წინადადებას და ზემოთხსენებულ სომხეთის მოქალაქეებთან თანამშრომლობა გრძელდებოდა 2003 წლის აპრილის თვემდე, რის შემდგომაც მათთან საქმიანობა შეწყდა, ვინაიდან ამერიკულმა ფირმამ „პ----------------------–მა“ სომხეთში გახსნა მათი წარმომადგენლობა. მას შემდეგ, რაც სომხებთან თანამ-შრომლობა შეწყდა, მასთან ოფისში მივიდნენ დ----- ხ--–--–ი, ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ და პრეტენზია გამოთქვეს „შ.პ.ს. ა----ი“-ს მიერ მათ მიერ მიყვანილ სომხეთის მოქალაქეებთან მუშაობის შეწყვეტის გამო და მოითხოვეს სომხებთან საქმიანობის შედეგად ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების წილი, რაზედაც მან (ნ---- ხ--–--–მა) უარი განუცხადა. აღნიშნულით განაწყენებულმა დ----- ხ--–--–მა, იმ საბაბით, რომ თითქოსდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ა----"-ს მისი ავტორიტეტის გამო არ ჰყავდა შემწუხებელი და საქმიანობას დაუბრკო-ლებლად ახორციელებდა მისი მფარველობით, მოითხოვა მოგების ნაწილი. ხსენებული წინადადების მიცემიდან რამდენიმე დღეში, დ----- ხ--–--–ი და ე-–------ ბ-----------ი ისევ ეწვივნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ა----ს" და ფირმის ოფისში ამჯერად შეხვდნენ ფირმის დირექტორს, გ------ გ------ს, ასევე მის მოადგილეს, ნ---- ხ--–--–ს. მათ, მუქარით მოსთხოვეს სომეხი პარტნიორებისათვის ხუთი ავტომანქანით გადაზიდულ საქონელში ფული, თითოეულზე 500 (ხუთასი) ა.შ.შ. დოლარი ან ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვე-ვაში, დაემუქრნენ, რომ შეუქმნიდნენ პრობლემებს და ვეღარ გააგრძელებდნენ მუშაობას. აღნიშნული მუქარით დაშინებულმა გ------ გ------მ და ნ---- ხ--–--–მა, რათა ფირმის მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ, გამომძალველებს შეპირდნენ, რომ დისტრიბუტორი ბათუმის ფილიალი მათ გადაუხდიდა 2500 (ორი ათას ხუთას) ა.შ.შ. დოლარს, სომხეთის რესპუბლიკაში გადაზიდული ხუთი ავტომანქანა საქონლის ანგარიშიდან და ასეთი შეთანხმებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამოდენიმე დღეში, ნ---- ხ--–--–ს მობი-ლური ტელეფონით დაუკავშირდა დ----- ხ--–--–ი და შეთანხმებული თანხის გადას-ცემად დაიბარა დ----- ხ--–--–ის სახლთან მ--–------– ე.წ. "ოფისში". დანიშნულ დროს ნ---- ხ--–--–ი მივიდა მითითებულ ადგილზე და გადასცა მას ზემოთაღნიშნული თანხა – 2500 (ორი ათას ხუთასი) ა.შ.შ. დოლარი. დ----- ხ--–--–ი, არ დასჯერდა გამოძალულ თანხას და მან ე-–------ ბ-----------თან, თ----- ფ------სთან ერთად მოსთხოვა ნ---- ხ--–--–ს, რომ მას სისტემატიურად გადაეხადა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი, რაზედაც ნ---- ხ--–--–მა უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ რამოდენიმე დღეში ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ კვლავ ეწვივნენ ნ---- ხ--–--–ს ფირმის ოფისში და განუცხადეს, რომ მის ფირმას სომეხი კლიენტებისათვის მიყიდული ჰქონდათ არა ხუთი, არამედ შვიდი ავტომანქანა საქონელი, რაზედაც დამატებით მოსთხოვეს 1000 (ათასი) ა.შ.შ. დოლარის გადაცემა. იმ მიზნით, რომ ხსენებულ პირებს საბოლოოდ დაენებებინათ ფირმისათვის თავი, ნ---- ხ--–--–მა მათ დამატებით გადასცა მოთხოვილზე მეტი - 1500 (ათას ხუთასი) ა.შ.შ. დოლარი. დ----- ხ--–--–ი, ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ ისევ არ დასჯერდნენ რა ნ---- ხ--–--–ისაგან გამოძალულ თანხას, კვლავ აგრძელებდნენ მუქარას და ფულის დამატებით მოთხოვნას ქონების მიღების მიზნით, რის შემდეგაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ა----ი"-ს დირექტორი გ------ გ------ და მისი მოადგილე ნ---- ხ--–--–ი იძულებულები გახდნენ დაეხურათ შ.პ.ს. "ა----ი"-ს ბათუმის ფილიალი, მუქარის ასრულების და ფიზიკური განადგურების შიშით, 2003 წლის ივლისში გასცლოდნენ ა----------------------------------–--ას და დროებით საცხოვრებლად ოჯახებით გადასულიყვნენ ქალაქ თბილისში. ამის შემდგომ დ----- ხ--–--–ი განაგრძობდა ფირმაში სამუშაოდ დარჩენილი სხვა თანამშრომ-ლების შევიწროებას, რამდენიმეჯერ წაართვა მათ ქალაქში გამოტანილი საქონელი, რომე-ლიც მიჰქონდათ მაღაზიებში ჩასაბარებლად, ერთ შემთხვევაში საქონელი ავტომანქანი-ანად წაართვა.

 

ე-–------ ბ-----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 1997 წლის ივნისიდან 2000 წლამდე მუშაობდა აჭარის ა.რ. სამთავრობა დაცვიოს სამსახურში, შემდეგ კი აჭარის ა.რ. შ--------------- სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართვე-ლოს უფროსად. 2003 წლის აპრილის თვეში დ----- ხ--–--–ის თხოვნით, თ----- ფ------ს-თან ერთად მივიდნენ ბ------–------–---ის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ა----ის ” ოფისში, სადაც დახვდათ ნ---- ხ--–--–ი.

დ----- ხ--–--–სა და ნ---- ხ--–--–ს შორის მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ დ------ ხ--–--–ი, მის მიერ ფირმაში მიყვანილ სომეხ კლიენტებთან ფირმის მიერ გაწყვე-ტილი ურთიერთობის მიუხედავად, ფირმას თხოვდა მათთვის გადაეხადა მოგების წილი- თითოეული მანქანაზე 500 აშშ დოლარის ოდენობით - სულ 2500 დოლარი. ამაზე ნ---- ხ--–--–მა უარი უთხრა. მეორე დღეს დ----- ხ--–--–თან ერთად კვლავ მივიდა ფირმაში. დ----- ხ--–--–მა კვლავ მოითხოვა 5 ავტომანქანა საქონლის წილი - 2500 აშშ დოლარი. ნ----- ხ--–--–მა და გ------ გ------მ უთხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დ----- ხ--–--–ს არ ეკუთვნოდა არანაირი წილი, გადაუხდიდნენ ამ თანხას, რათა შემდგომში სალაპარაკო არ ყოფილიყო. როგორც შემდგომში მისთვის დ----- ხ--–--–ისაგან გახდა ცნობილი, ნ----ს გადაუხდია 2500 დოლარი.

მისთვის ცნობილია ისიც, რომ დ----- ხ--–--–მა შეიტყო, რომ სომეხი მოქალაქეების მიერ წაღებული იყო არა 5 ავტომანქანა, არამედ შვიდი ავტომანქანა საქონელი, როს გამოც დ------ი იყო გაბრაზებული, დაურეკა ნ---- ხ--–--–ს და უთხრა, რომ კიდევ ეკუთვნოდა 1000 დოლარი და ნ---- ხ--–--–იც დაპირდა გადახდას.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნ---- ხ--–--–ი შეხვდა მას და მისცა 1500 ამერიკული დო-ლარი დ----- ხ--–--–ისათვის გადასაცემდ. აღნიშნული თანხა გადასცა დ----- ხ--–--–ს.

ასეეთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც დ----- ხ--–--–ის თხოვნით მივიდა შპს ,,ა----ის” ოფოსში, სადაც ეზოში ლაპარაკობდნენ ნ---- ხ--–--–ი, ზ---- ხ--–--–ი და თ----- ფ------. ზ---- ხ--–--–ი ეუბნებოდა ნ----ს, რომ სანამ ქ----- ხ--–--–ი არ ჩამოვიდოდა და დ----- ხ--–--–თან არ გაარკვევდა ურთიერთობას, დ-----ის მითითებით, უნდა დაეხუ-რათ ოფოსი. ამას მოჰყვა ცოტა შეკამათება, მაგრამ მან (ე-–------ ბ-----------მა) განმუხტა სიტუაცია.

ამის შემდეგ თუ დ----- ხ--–--–ისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ შპს ,,ა----ის”საქონელი გაჰქონდათ რომელიმე მაღაზიაში, აფრთხილებდა მძღოლებს, რომ ფირმა იყო დახურული და არ მოეხდინათ საქონლის ქსელში გატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს ჩამოარ-თმევდა. ასე მოხდა ორ შემთხვევაში: მაღაზია ,,მ----------ს”-თან მინიბუსუს სისტემის ავტობუსი, რომელიც დატვირთული იყო ფირმის საქონლით, ჩამოართვა მძღოლებს, სა-ქონელი დაცალა თავის ოფისში, მანქანა სად წაიყვანა არ იცის. მეორე შემთხვევაში - მა-ღაზია ,,ბ------ში შპს ,,ა----ის” საქონელი შეჰქონდათ მიკროავტობუსიდან. დ----- ხ--–--–ი დაელაპარაკა ავტომანქანის მძღოლს, ხომ გითხარით ფირმის საქონელი ქსელში არ გაუშ-ვათო. უბრძანა საქონელი მიეტანათ ს----–--ის ქუჩაზე მდებარე მის მაღაზიაში. საქონელი მართლაც მიიტანეს დ----- ხ--–--–ის მაღაზიაში, ხოლო მიკროავტობუსი დაუბრუნეს მის პატრონს.

2003 წლის 23 დეკემბერს დ----- ხ--–--–თან ერთად იმყოფებოდა სარფის საბაჟოზე. საბა-ჟოდან გამოვიდა 5 ერთეული ახალი ,,ოტოილ-ივეკოს” მარკის ავტომანქანები, სატრანზი-ტო ნომრებით. დ----- ხ--–--–ის ბრძანებით მძღოლებმა გააჩერეს, გადმოვიდნენ ავტომან-ქანებიდან და ეს ხუთივე ავტომანქანა წაიყვანეს დ----- ხ--–--–ის სახლთან, ფ---------------------ში.

 

ანალოგიური დასტურდება გ------ გ------სა და ქ----- ხ--–--–ის ჩვენებებით.

 

დაზარალებულმა გ------- ს--------–--ემ აჩვენა, რომ 2003 წელში მუშაობდა ამერიკული კომპანია „პ----------------------–ის“ დისტრიბუტორი ფირმის „შ.პ.ს .ა----ი“-ის ბათუმის ფილ--ლში, სავაჭრო აგენტის ასისტენტის თანამდებობაზე. იმავე წლის აგვისტოში „შ.პ.ს .ა----“-ს პრობლემა შეექმნა დ----- ხ--–--–ისა და მისი მეგო---ებისაგან, ისინი ითხოვდნენ ფირმის წილში ჩაჯდომას. 2003 წლის 12 ნოემბერს, გ------- ს--------–--ესა და მის თანამ–რომელ ვ------- ჩ----ეს, მ------ მ----–--ის კუთვნილი ფორდის მარკის ნაქირავები ავტო–მანქანით ხსენებული ფირმის საქონელი შეჰქონდათ ქ.ბ------–-------ს ქუჩაზე მდებარე მა–ღაზია "მ----------ში". ამ დროს მათთან მივიდა იქვე ახლოს მდებარე მაღაზიის მფლო-ბელი გ----, რომელმაც მოითხოვა საქონლის მასთანაც შეტანა, რაზედაც უარი განუცხადეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი დ----- ხ--–--–ის ახლობელი იყო და ფულს არ იხდიდა. მცირე ხნის შემდეგ ხსენებულ მაღაზიასთან „აუდი A6“ მარკის ავტომანქანით მივიდნენ დ----- ხ--–--–ი და ე-–------ ბ-----------ი, ამ უკანასკნელებმა გ------- ს--------–--ე, ვ------- ჩ-----ე და დაქირავებული მძღოლი, მ------ მ----–--ე, ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, საქონლით დატვირთული ავტომანქანით, იძულებით მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის ე.წ. "ოფისთან", რის შემდეგაც მუქარითვე, წაართვეს ავტომანქანა და მასზე მოთავსებული ფირმის კუთვნილი საქონელი, რის შემდეგ ისინი გამოუშვეს.

 

მოწმე გ------ ბ-----------მა აჩვენა, რომ ე-–------ ბ-----------ი არის მისი ბიძაშვილი. ეს უკანასკნელი მეგო---ობდა აჭარის სამთავრობო დაცვის უფროს დ----- ხ--–--–თან. ქალაქ ბ------–-------------–--------------ში, დ----- ხ--–--–ის დედას ც---–- ფ------ს საკუთრე–ბაში გააჩნდა მინიმარკეტი, რომელიც 2001 წელში იქირავა გ------ ბ-----------მა. 2003 წელში, მას სამჯერ აქვს მიღებული საქონელი, ჰიგიენური საშუალებები, რომელიც დ----- ხ--–--–ის მიერ იყო გამოგზავნილი. ორჯერ ხსენებულ მაღაზიაში საქონელი მიიტანა დ------ ხ--–--–ის მეგობარმა ვ--–---- ჟ-------მ, რეალიზაციიდან მიღებული თანხა, პირველ შემთხვევაში 700 ლარი, მეორე შემთხვევაში 1300 ლარი გ------ ბ-----------მა პირადად გადასცა დ----- ხ--–--–ს. 2003 წლის ნოემბერ–დეკემბრის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახ–სოვს, ტელეფონით დაუკავშირდა დ----- ხ--–--–ი და დაიბარა მასთან ოფისში, სადაც მისვლის შემდგომ დ----- ხ--–--–მა განუცხადა, რომ იქვე გაჩერებულ მიკროავტობუსში არსებული საქონლის-ჰიგიენური საშუალებების რალიზაცია მოეხდინა. გ------ ბ------------ი დათანხმდა დ----- ხ--–--–ის წინადადებას და ხსენებული საქონლის რეალი-ზაციიდან მიღებული 600 ლარი გადასცა უშუალოდ დ----- ხ--–--–ს. მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, თუ რა გზებით ჰოქნდა მოპოვებული აღნიშნული საქონელი დ----- ხ--–--–ს.

 

დაზარალებულმა მ------ ბ-–----ემ აჩვენა, რომ 2002 წელს მუშაობა ამერიკული კომპანია „პ----------------------–ის“ დისტრიბუტორი ფირმის „შ.პ.ს .ა----ი“-ის ბათუმის ფილიალში, სავაჭრო აგენტის ასისტენტის თანამდებობაზე. 2003 წლის 12 ნოემბერს და 02 დეკემბერს, მათი ფირმის თანამშრომლებს გ-- ს--------–--ეს და ვ------- ჩ----ეს დ----- ხ--–--–მა და მისმა მეგობრებმა წაართვეს ფირმის საქონელი, რომელიც შეჰქონდათ ქალაქ ბათუმში არ-სებულ მაღაზიებში. 2003 წლის 8 დეკემბერს, შ.პ.ს. "ა----ი"-ს სავაჭრო წარმომადგენლებს მ------ ბ-–----ესა და ვ------- ჩ----ეს, ნაქირავები ავტომანქანით ხსენებული ფირმის კუთვნილი საქონელი მიტანილი ჰქონდათ ქ.ბ------–------–---ის ქუჩაზე არსებულ სავაჭ-რო ჯიხურთან, რა დროსაც მათან მივიდა ა----------------ის ა--–-- ა--–--ის დაცვის უფ-როსის დ----- ხ--–--–ის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომერი A------, საიდანაც გადმოვიდა დაბალი ტანის პიროვნება, როგორც შემდგომ გაიგო მისი სახელი ე-------, რომელიც მივიდა ვ------- ჩ----ესთან და უთხრა, „თქვენ ხომ გაგაფრთხილეს აღარ იმუშაოთო, რის შემდგომაც მ------ ბ-–----ე, ვ------- ჩ----ე და დაქირავებული ავტომანქანის მძღოლი იძულებით მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის სახლთან არსებულ ე.წ. ოფისთან, სადაც დ----- ხ--–--–მა და მისმა მეგობრებმა მათ მიმართ განა-ხორციელეს ფსიქიკური ზეწოლა და დ----- ხ--–--–ის მითითებით საქონელი დააცლევი-ნეს მ----- ა--–--ის ქუჩაზე მდებარე გ----ს მაღაზიაში, რომლის გვარიც არ იცის. ამის შემდგომ, დ----- ხ--–--–ისა და მისი მეგობრების მიერ 2003 წლის 13 და 23 დეკემბერს წართმეული იქნა „შ.პ.ს .ა----ი“-ის საქონელი, გაზელისა და „ოტოილ-ივეკოს“ მარკის 5 ავტომანქანა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულის სახით დაკითხულმა ვ------- ჩ----ემ.

 

დაზარალებულმა რ---- ჩ---–--მ აჩვენა, რომ 2002 წელს მუშაობა ამერიკული კომპანია „პ----------------------–ის“ დისტრიბუტორი ფირმის „შ.პ.ს .ა----ი“-ის ბათუმის ფილიალში, სავაჭრო აგენტის ასისტენტის თანამდებობაზე. 2003 წლის ზაფხულში, მათ ფირმას შეექმნა პრობლემები, ა----------------------ის, ა--–-- ა--–--ის სამთავრობო დაცვის უფროსი დ----- ხ--–--–ი, მეტსახელად „ქ--–------“ აწუხებდა „შ.პ.ს .ა----ი“-ის ხელმძღვანელობას. დ----- ხ--–--–ი და მისი მეგობრები იტაცებდნენ ხსენებული ფირმის საქონელს. 2003 წლის 13 დეკემბერს, რ---- ჩ---–--მ და მისმა თანამშრომელმა რ-------- ბ-------ემ, „შ.პ.ს .ა----ი“-ის მენეჯერის ზ----- ს---------ისაგან მიიღეს დავალება, რომ ავტომანქანა გაზელით „ხოფის“ ბაზრობიდან წამოეღოთ ფირმის საქონელი და ქალაქ ბათუმში არსებულ მაღაზიებში და-ერიგებინათ. საქონლის დარიგების პროცესში, ქ. ბ------–----------–---–ის ქუჩაზე მდება-რე მაღაზიაში საქონლის ნაწილის გადატვირთვის შემდეგ, აღნიშნული სავაჭრო ობიექტი-დან გამოსულებს დახვდა მათთვის უცნობი პირი, რომელმაც მათ განუცხადა „თქვენ ხომ გითხრეს საქონელს ნუ დაარიგებთო, ეხლა მოვლენ და მერე ვილაპარაკებთო“, რ---- ჩ---–-- და მისი თანმხლები პირი აპირებდნენ წასვლას, თუმცა ამის საშუალება ხსენებულ-მა პირმა არ მისცა, და ის ცდილობდა რ-------- ბ-------ეზე ავტომანქანის გასაღების წართ-მევას. მცირე ხნის შემდეგ, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით იქ მივიდა უცნობი პიროვნება - ზ----, რომელმაც აიძულა რ-------- ბ-------ე და რ---- ჩ---–-- მაღაზიიდან უკან გამოე-ტანათ და ავტომანქანაში დაეტვირთათ მათ მიერ მაღაზიაში შეზიდული ფირმის საქონე-ლი, რის შემდეგაც „ზ----“ ძალის გამოყენების მუქარით დაჯდა ა----ი-ს კუთვნილ, გაზე-ლის მარკის ავტომანქანის საჭესთან, გვერდზე დაისვა რ-------- ბ-------ე, ხოლო რ---- ჩ---–-- აიძულეს დამჯდარიყო მათი ბმვ-ს მარკის ავტომანქანაში და ისინი მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის ე.წ ოფისთან, სადაც იმყოფებოდა დ----- ხ--–--–ი, ე-–------ ბ-----------ი, თ----- ფ------ და მისთვის უცნობი პირები. დ----- ხ--–--–ი მათ უყვიროდა და ემუქრებო-და „რამდენჯერ გითხარით მაგ საქმეს შეეშვითო“, მისი თანმხლები პირები კი რ---- ჩაუშ-ბას და რ-------- ბ-------ეს ეუბნებოდნენ თუკი კიდევ ერთხელ დაინახავდნენ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. დ----- ხ--–--–მა და მისმა მეგობრებმა „შ.პ.ს .ა----ი“-ის კუთვნილი „გაზელის“ მარკის ავტომანქანა, შიგნით არსებული საქონლით დაიტოვეს. რ---- ჩ---–-- თავს გრძნობს დაზარალებულად, ვინაიდან მას ხსენებული შემთხვევის დროს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, მისი ნების გარეშე ჩასვეს ავტომანქანაში და მიიყვანეს დ----- ხ--–--–ის ოფისში.

2003 წლის 23 დეკემბერს, დ----- ხ--–--–მა და მისმა მეგობრებმა შ.პს. "ა----ის" წარმო–მადგენლებს, სარფის საბაჟო პუნქტში წაართვეს 5 ცალი „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ავტო-მანქანა. რ---- ჩ---–--ს ჩვენებით, დ----- ხ--–--–ს სურდა „შ.პ.ს. ა----ი“-ის ხელში ჩაგდება.

 

დაზარალებულმა ზ----- ს---------ემ აჩვენა, რომ 2003 წელს მუშაობდა ამერიკული კომპანია „პ----------------------–ის“ დისტრიბუტორი ფირმის „შ.პ.ს .ა----ში“ სავაჭრო აგენტის თანამდებობაზე. 2003 წლის 23 დეკემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ა----ი"-ს ბათუმის ფილიალის წარმომადგენლებს: ზ----- ს---------ეს, ა------- ბ-----ეს, შ----- კ-------ეს, ასევე ფირმის დაქირავებულ მძღოლებს, ა------- ბ--–-------ს და ვ-–-------- მ-----------ს, იმავე დღეს თურქეთიდან შემოყვანილი და ქ. რიზეში შეძენილი, სარფის საბაჟოზე განბაჟებული "ოტოილ- ივეკო"-ს მარკის ხუთი ავტო-მანქანა უნდა გადაეყვანათ ქ. თბილისში. აღნიშნული ავტომანქანებიდან სამი ეკუთვნოდა ამერიკული კომპანიის აზერბაიჯანის ფილიალს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ე------–----"-ს, ხოლო ორი ავტომანქანა კი – თბილისის სათაო ოფისს. დაახლოებით 13 საათზე, ზემოთხსენებულ პირებს, სარფის საბაჟოს საზღვრიდან 150-200 მეტრის მოშორებით დახვდა დ----- ხ--–--–ი, ე-–------ ბ-----------ი, თ----- ფ------ და მათი თანმხლები ორი უცნობი პირი, რომლებმაც ზ----- ს---------ე და მისი თანმხლები პირები იძულებით ჩამოსვეს ავტომანქანებიდან, თვითონ მიუსხდნენ მათ საჭეებს და გაი-ტაცეს ხუთივე ავტომანქანა. ზ----- ს---------ემ მომხდარი ფაქტის ირგვლივ აცნობა სარფის საბჟო პოლიციას, რომლებმაც თავის მხრივ აცნობეს საბაჟო პოლიციის უ-------------------–- დ-------- მ----–--ეს. მეორე დღეს დ----- ხ--–--–მა დააბრუნა "ოტოილ-ივეკო"-ს მარკის სამი ავტომანქანა, ხოლო დარჩენილი ორი ავტომანქანა დააბრუნა მოგვიანებით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- მ----–--ემ აჩვენა, რომ 2003 წელში მუშაობდა აჭარის საბაჟო სამმართველოს ტვირთების გატარებისა და გაცილების განყოფილების უ-------------------–-დ, შეთავსებით დავალებული ჰქონდა სარფის საბაჟო პუნქტის ტვირთების გადატანისა და გაცილების სამსახურის ხელმძღვანელობა. 2003 წლის 23 დეკემბერს, მას დილით ტელეფონით დაუკავშირდა ცვლის უფროსი გ------ დ----ე და განუცხადა, რომ აჭარის სამთავრობო დაცვის ყოფილმა უფროსმა დ----- ხ--–--–მა, მეგობრებთან ერთად, სარფის საბაჟო პუნქტიდან გაიტაცა „შ.პ.ს. ა----ის“ კუთვნილი „ოტო-ილ-ივეკოს“ მარკის ხუთი ავტომანქანა, ხოლო „შ.პ.ს. ა----ის“ მიერ დაქირავებული ავტო-მანქანის მძღოლები ჩამოყარეს ავტომანქანებიდანო. დ-------- ხ--–--–ი ამის შემდგომ მივიდა ქალაქ ბ------–-------------------ის ქუჩაზე არსებულ დ----- ხ--–--–ის ოფისში, სადაც დახვდა ეს უკანასკნელი და მისი ახლობლები. დ-------- მ----–--ემ დ----- ხ--–--–ს განუცხადა, რომ ხსენებულ ავტომანქანებზე თვითონ იყო პასუხისმგებელი და დ----- ხ--–--–მა ავტომანქანები წაართვა არა ნ---- ხ--–--–ს არამედ დ-------- მ----–--ეს. დ----- ხ--–--–მა დაადასტურა დ-------- მ----–--ესთან საუბრის დროს, რომ ხსენებული ავტომანქანები მისი წამოყვანილი იყო და გადამალული ჰყავდა, ამასთან ნ---- ხ--–--–თან პირადი ანგარიშები ჰქონდა. დ-------- მ----–--ემ დ----- ხ--–--–ს აუხსნა, რომ სამი ავტო-მანქანა აზერბაიჯანის საკუთრება იყო და ეს ასე მშვიდად არ დამთავრდებოდა. დ-------- მ----–--ის ჩარევით 3 ავტომანქანა დ----- ხ--–--–ს იმავე დღესვე დააბრუნებინეს, ხოლო დარჩენილი 2 ავტომანქანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდგომ დააბრუნა.

 

დაზარალებულმა ა------- ბ--–-------მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ: 2003 წელში ფირ-მა ,,ა----მა” მიიღო ახალი სატვირთო მანქანები. ნ---- ხ--–--–მა უთხრა, რომ არ ჰყოფნიდათ მძღოლები და დახმარებოდა ავტომანქანების სარფიდან ოფისში გადმოყვანაში. მას შემ-დეგ, რაც გაფორმდა საბუთები და 6 ავტომანქანა გადმოიყვანეს საბაჟოზე, ისინი გააჩერა დ----- ხ--–--–მა და მოთხოვა მანქანების დატოვება. მან განაცხადა, რომ ნ---- ხ--–--–თან საქმე გარკვეული იყო. იძულებულნი გახდნენ ავტომანქანები დაეტოვებინათ, ხოლო თვი-თონ დაბრუნდნენ ოფისში. დ----- ხ--–--–ი და მისი თანმხლები პირები შეიარაღებულნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით.

 

დაზარალებულმა ლ-- ქ------მ აჩვენა, რომ 2004 წლის 20 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა "კ-----ს" აქტივისტები, გ------- ჩ--------ი, ჯ---- რ-–---ე, ვ-–-------- მ------–---ე, მ------ ს--------–--ე, ა-----– ჩ------, მ--- ს------ე, ლ-- ქ------, გ------ გ--–-ძე, მ--–----- ქ-------ე და სხვები, გაერთიანებული ოპოზიციის „ჩ-----------ს“ წევრებთან ერთად, ქ. ბ------–---------------------------–------------ს ქუჩების გადაკვეთის ადგილთან მდებარე სკვერში, მართავდნენ მშვიდობიან მანიფესტაციას, სულ შეკრებილი იყვნენ 500-მდე მანი–ფესტანტი. მანიფესტანტების მოთხოვნა იყო ქალაქ ბათუმში ჩამოსულ ეუთოს ხელმძღვა–ნელ ვ--–----- შ------თან შეხვედრა, ხოლო აღნიშნული შეხვედრა უნდა გამართულიყო იმავე დღესვე, 15 საათზე. ოპოზიციის მიტინგის პარალელურად, ა------------------------------ს წინ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტარდებოდა აღორძინების მხარ–დამჭერთა მიტინგი, რომლებიც გაემაერთნენ ოპოზიციის მიტინგის ჩატარების ადგილის მიმართულებით, მათ წინ მიუძღვოდა ქ------–-------------ის გამგებელი ტ------– ხ--–--–ი. შ-------ის ქუჩაზე მათ შეუერთდა ა----------------------ის სამთავრობო დაცვის უფროსი დ----- ხ--–--–ი და მისი სპეცრაზმი. აღორძინების მხარდამჭერებმა ოპოზიციური მიტინ-გის მონაწილეებს შემოარტყეს რკალი. ვ--–----- შ------ის მიერ ოპოზიციის წარმომადგენ-ლებთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ დ----- ხ--–--–ი მის თანმხლებ, სამოქალაქო და შავ ფორმაში ჩაცმულ სპეცრაზმელებს მოუწოდებდა, მომიტინგეები „არ მოკლათ, ცემე-თო“, ანალოგიურ ბრძანებებს გასცემდა ტ------– ხ--–--–იც და სპეცრაზმელებმა დ----- ხ--–--–ის ხელმძღვანელობით და სამოქალაქო პირებმა ტ------– ხ--–--–ის ხელმძღვანე-ლობით დაიწყეს მანიფესტანტების ცემა. სპეცრაზმელები ისროდნენ ქვებს, ერთ-ერთი ქვა მასაც მოხვდა თავში, რის გამოც ჩავარდა პანიკაში და მ--- ს------ემ ის გაიყვანა მოშორე-ბით, სადაც გაჩერდნენ, შემდგომ ის სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც გაეწია მკურნალობა. მიტინგის დარბევა გაგრძელდა 20-30 წუთს, უფრო დიდხანს,რომ გაგრძელებულიყო ვერცერთი მანიფესტანტი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. შემდგომ მეგობრებისაგან გაიგო, რომ დაზიანებულები იყვნენ სხვა მანიფესტანტებიც. დ----- ხ--–--–ისა და ტ------– ხ--–--–ი მოქმედებების შედეგად მან განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი. დ----- ხ--–--–ის მიერ დარბევის ბრძანების გაცემის მომენტში იმყოფებოდა მისგან 7-8 მეტრის დაცილებით და კარგად გაი-გონა მისი სიტყვები, ასევე შეუძლია მისი აღწერა, ის არის საშუალოზე მაღალი აღნაგობის, ქერა თმებით, ოდნავ მელოტი კეხიანი ცხვირით და თეთრი პირისახის პიროვნება, რომ-ლსაც იცნობდა ტელევიზიით.

 

მოწმე მ--- ს------ემ აჩვენა, რომ 2004 წლის 20 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა "კ-----ს" აქტივისტები, გ------- ჩ--------ი, ჯ---- რ-–---ე, ვ-–-------- მ------–--ე, მ------ ს--------–--ე, ა-----– ჩ------, მ--- ს------ე, ლ-- ქ------, გ------ გ--–-ძე, მ--–---- ქ-------ე და სხვები, გაერთიანებული ოპოზიციის "ჩ-----------ს" წევრებთან ერთად, ქ. ბ------–---------------------------–------------ს ქუჩების გადაკვეთის ადგილთან მდებარე სკვერში მართავდნენ მიტინგს. მანიფესტანტების მოთხოვნა იყო ქალაქ ბათუმში ჩამოსულ ეუთოს ხელმძღვანელ ვ--–----- შ------თან შეხვედრა, ხოლო აღნიშნული შეხვედრა უნდა გა-მართულიყო იმავე დღესვე, 15 საათზე. ოპოზიციის მიტინგის პარალელურად, ა------------------------------ს წინ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტარდებოდა აღორ–ძინების მხარდამჭერთა მიტინგი, რომლებიც გაემაერთნენ ოპოზიციის მიტინგის ჩატარე–ბის ადგილის მიმართულებით, მათ წინ მიუძღვოდა ქ------–-------------ის გამგებელი ტ------– ხ--–--–ი, შ-------ის ქუჩაზე მათ შეუერთდა ა----------------------ის სამთავრობო დაცვის უფროსი დ----- ხ--–--–ი და მისი სპეცრაზმი. აღორძინების მხარდამჭერებმა ოპოზიციური მიტინგის მონაწილეებს შემოარტყეს რკალი. ვ--–----- შ------ის მიერ ოპო-ზიციას წარმომადგენლებთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ, დ----- ხ--–--–მა და ტ-------– ხ--–--–მა მათ თანმხლებ პირებს მოუწოდეს მომიტინგეების დარბევის თაობაზე, რის შემდეგაც დაიწყო მომიტინგეების დარბევა, დ----- ხ--–--–ი და ტ------– ხ--–--–ი უშუალოდ მონაწილეობდნენ მომიტინგეების დარბევაში და ცემაში, სპეცრაზმელები ისროდნენ ქვებს, ერთ-ერთი ქვა მოხვდა ლ-- ქ------ს თანმხლებ მ--- ს------ეს, რომელიც ჩავარდა პანიკაში და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. დ----- ხ--–--–ის მიერ მიტინგის დარბევის ბრძანების გაცემის დროს ეს უკანასკნელი მისგან მოცილებული იყო (მ--- ს------ე) 2-3 მეტრით.

 

დაზარალებულ ა-----– ჩ------ს ჩვენების (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში კანონით დადგენილი წესით) თანახმად 2004 წლის 4 თებერვალს „კ-----ს“ ოფისის დარბევისას ის არ ყოფილა. 2004 წლის 20 თებერვალს ოპოზიციური გაერთანება „ჩ-----------ს“ მიერ გაიმართა მშვიდობიანი აქცია. იმ დღეს აჭარაში ჩამოდიოდა ევროსაბჭოს გე-ნერალური მდივანი ვ--–----- შ------ი და ოპოზიციის წევრებს მასთან უნდოდათ შეხვედ-რა. აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, მაგრამ 4-5 საათისათვის ხელისუფლების მხარ-დამჭერები მათი მიმართულებით წავიდნენ, ისინი შეიარაღებული იყვნენ ცივი იარაღე-ბით, პისტოლეტებით, ხელკეტებით და ჯოხებით. აქციას მოადგა ქვით დატვირთული მანქანები და მათ დაიწყეს ქვების დაშენა. აქციის მონაწილეები ხელაწეულები თხოვდნენ დამშვიდებას, მაგრამ თხოვნამ არ გაჭრა და მათ დაიწყეს აქციის დარბევა, არ ინდობდნენ არც ქალებს და არც ბავშვებს. დარბევის აქტიური მონაწილე იყო მ----- მ----–--ე, რო-მელიც უმოწყალოდ ცემდა ბავშვებს და ქალებს, ასევე ლ-–- ჩ-----ე. მასთან ერთად იყო ასევე ბ--- გ-----–---–ი, რომელიც ხალხს ფიზიკურად გაუსწორდა. დარბევაში ასევე მონა-წილეობდა ე.წ. „შავრაზმელები“, დ----- ხ--–--–ი და ტ------– ხ--–--–ი, შავრაზმელთა სი-აში არის ასევე ი-----–- შ----–--ე, რომელიც დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. იგი ფი-ზიკურად გაუსწორდა მათ მეგობარს, რომელიც საავდმყოფოში მოხვდა. დარბევაში ასევე მონაწილეობდა დ----- ბ-----------ი. ხალხის დარბევისა და ცემის შემდეგ ისინი მიადგნენ „კ-----ს“ ოფისს და იგი გაანადგურეს და დაარბიეს. დარბევის დროს თავი შეაფარეს „დ---------------–--------ს“ ოფისს, რომლესაც ასევე მაოდგა ხუთასამდე „აღორძინების“ მხარ-დამჭერი და შავრაზმელები. მათ გაანადგურეს ჯ--–--– ქ-----ს ავტომანქანა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა გააკეთა გამაფრთხილებელი გასროლა. დაახლოებით ერთ საათში მათ დასახმარებლად მივიდა აჭარის სპეცრაზმი და თვითონ ჯ----– გ--------ე. სპეცრაზმში ერთ-ერთი ი-----–- შ----–--ე იყო, რომელიც ხალხს სასტიკად უსწორდებოდა დარბევის დროს. როდესაც ისინი ოფისს აფარებდნენ თავს, ხალხს მართავდა და მათ დარბევას მოუწოდებდა ვ-–- თ------ე, ქ--–------, ლ-–- ჩ-----ე. ამის შემდეგ ისინი ჩუმად გააპარეს სახლებში. როდესაც აქციაში მონაწილეობდა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის პოლიციის უფროსა ჯ------- ტ----ემ. მან რეზინის ხელკეტი ჩაარტყა თავისა და ტანის არეში, რითაც მიიღო სხეულის დაზიანება. ის (ჯ. ტ----ე) ასევე გაუსწორდა აქციის სხვა მონაწილეებსაც. მას ექიმისთვის არ მიუმართავს, იმკურნალა სახლში.

 

დაზარალებულ გ------- ჩ--------ის ჩვენების თანახმად 2003 წლის დეკემბრის თვიდან არის მოძრაობა „კ-----ს“ წევრი. 2004 წლის 4 თებერვალს ქ. ბ------–---–----------ს ქუჩის №---ში მდებარე „კ-----ს“ ოფისში საღამოს საათებში, როდესაც ოფისში მასთან ერთად იმყოფებოდნენ „კ-----ს“ წევრები ნ------- დ------ე, გ---- ხ-----, ი----- თ----------ე, ა----- ბ-----ე, ფ-------- ბ-----ე, რ----–-- ს--------–--ე, ლ-–- ჭ----------, ზ---- ჩ------–---–ი, მ------ ს--------–--ე და გაერთიანებული ოპოზიცია „ჩ-----------ს“ წარმომადგენელი მ------ ქ------–--ე, მათთან შევიდა უცნობი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა იყო ი------–- შ----–--ე, რომელმაც უთხრა მათ, რომ ის იქვე ცხოვრობდა და არ სიამოვნებდა ოფის-ზე გადმოფენილი „კ-----ს“ დროშის ხილვა და თვითონ ჩამოხსნიდა. იგი იყო ნასვამ მდგო-მარეობაში და როდესაც მას თან შემოჰყვნენ მისი თანამზრახველი დ----- ბ-----------ი, ვიღაც ვ--–---- და ლ-–- ჩ-----ე, იგი გადავიდა მუქარაზე. შემოჭრილთაგან ყველაზე მე-ტად აქტიურობდა და ფიზიკური განადგურებით იმუქრებოდა ქუთაისელი ვ--–----. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ---- ხ-----ს, ხოლო შემდეგ ქ------–--ეს გაარტყა ხელი. ამ ინცინდენტისას წამოდგა ს--------–--ე, რომელსაც შ----–--ემ მუცელზე იარაღი მიადო და უთხრა არ გაინძრეო. ამის შემდეგ ოფისიდან გავიდნენ ბ-----------ი, ჩ-----ე და ქუთაი-სელი ვ--–----, რომელიც მოუბრუნდა მათ და დაემუქრა, რომ მეორედ ოფისში მოსვლისას არავის გაარჩევს და ამოჟლიტავდა მათ. წასვლამდე მათ ოფისიდან გაგდეს ქ------–--ე. მან არ იცის ქ------–--ემ მიიღო თუ არა რაიმე დაზიანება, ან მიმართა თუ არა პოლიციას. ი-----–- შ----–--ე დარჩა მათთან და დაუწყო მათ წყნარი საუბრით ჭკუის დარიგება, საუბრისას მან იარაღი ამოიღო და მაგიდაზე დადო, იგი ერთი საათის შემდეგ წავიდა.

2004 წლის 20 თებერვალს ის და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ ქალაქის ცენტრში გამარ-თულ მიტინგზე. ორი საათის შემდეგ იქ მივიდნენე „აღორძინების“ მომხრეები, რომელბ-მაც წრე დაარტყეს და გაემართნენე „უაზის“ მარკის ავტომანქანისკენ, სადაც სცენა იყო. მათ იცოდნენ, რომ სცენის უკან მდებარე შენობის ეზოში იყვნენ სპეცრაზმელები და ე.წ. შავ-რაზმელები. ამიტომ მათ გააკეთეს ცოცხალი კედელი და სცენისკენ არ უშვებდნენ „აღონ-ძინების“ მომხრეებს. ერთ-ერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა მოუწოდა მათ, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას და გაეხსნათ ცოცხალი კედელი და გაეტარებინათ „აღონძი-ნების“ მომხრეები. მართლაც დაშალეს ცოცხალი კედელი და დადგნენ სცენასთან. როდე-საც „აღონძინების“ მომხრეები სცენას მოუახლოვდნენ, ამ დროს გამოცვივდნენ სპეცრაზმე-ლები და ე.წ. შავრაზმელები და დაესხნენე თავს. ისინი ამტვრევდნენ „უაზს“ და მათ აყენებდნეენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი ავიდა სცენაზე და მათ მოუწო-დებდა მეგობრობისა და მშვიდობისაკენ, მაგრამ არ დაცალეს და ხელებზე გადამტვრიეს დროშის ტარი, დაუშინეს ქვები, ასევე ესროლეს „უაზის“ სკამის საზურგე, რის შემდეგ ჩამოვარდა ავტომანქანიდან და დაეცა. როდესაც სული მოითქვა და მისი მეგობრები უკვე წასულები იყვნენ და იქ მხოლოდ „აღონძინების“ მომხრეები იდგნენ, ისინი აჩერებდნენ და ეუბნებორდნენ, რომ ეს მათ არ უნდოდათ და არც „აღორძინებას“ უჭერდნენ მხარს. ის მივიდა „ჩ-----------ს“ ოფისთან, სადაც იმყოფებოდა მისი მეგობარი გ---- გ--–-ძე და რამ-დენიმე ოპოზიციონერი. აქაც დაიწყეს მათ დარბევა, რა დროსაც მის წინ აღმოჩნდა ლ-–- ჩ-----ე, რომელმაც ხელი დაარტყა და ეუბნებოდა თუ ა--–--ე არ უყვარდა აჭარიდან წასუ-ლიყო. შემდეგ ის და ნ------- დ------ე წავიდნენ საავადმყოფოსკენ, მაგრამ იქ ვერ შევიდ-ნენ, რადგან იქ იდგა პოლიცია და შეეშინდათ. შემდეგ წავიდნენ „დ--------------–-------ის“ ოფისში, რომელიც მდებარეობდა ჯ--–--– ქ-----ს საცხორებელ სახლში. ცოტა ხანში მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ „აღორძინების“ მომხრეებმა დარბიეს „კ-----ს“ ოფისი და ეხლა მათკენ მიემართებოდნენ. მართლაც ეს ბრბო ცოტა ხანში მიადგა მათ, მაგრამ რადგან ეზო-ში ვერ შევიდნენ, დაიწყეს ქვების სროლა და გინება, გადატრიალეს ქ-----ს კუთვნილი ავტომობილი. ამ არეულობის დროს ქ-----მ გამაფრთხილებლად გაისროლა ჰაერში. 2-3 საათის შემდეგ გამოჩდნენ ნიღბიანი სპეცრაზმელები ჯ----– გ--------ის მეთაურობით. ამ სპეცრაზმელებში იცნო ი-----–- შ----–--ე (მაგრამ არ არის დარწმუნებული). ჯ----– გ-----ტიძესთან ერთად შევიდა ორი სპეცრაზმელი, რომლებიც იყვნენ უნიღბოდ და ქ-----მ იცნო ისინი და უთხრა გ--------ეს, რომ ესენი ის სპეცრაზმელები იყვნენ რომლებმაც მი-ტინგი დაარბიეს. გ--------ემ ორივე მაშინვე გაუშვა და ქ-----ს ინტრიგანი და პროვოკა-ტორი უწოდა. გ--------ემ იქ მყოფებს მიმართა, რომ სპეცრაზმელები აქედან გაიყვანდნენ და სახლში მიიყვანდა, მაგრამ როგორც კი გარეთ გაიყვანეს ისინი უთხრეს გაიქეცით თავს უშველეთო. მას შეუძლია იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მია-ყენეს, მაგრამ ვინაობა არ იცის. მისთვის უცნობია ვინ მოახდინა „კ-----ს“ ოფისის დარბევა და გაქურდვა, მაგრამ მათი დიასახლისის ქალბატონი მ-----ს გადმოცემით იცის, რომ დარბევის დროს იქვე მდგომი ი-----–- შ----–--ე მობილური ტელეფონით, მხიარული ხმით გადაცემდა ვიღაცას თუ რა ხდებოდა იქ. მას ექიმისთვის არ მიუმართავს, იმკურნალა სახლში. ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგის დარბევაში მონაწილეობდნენ ქ------–----ის იმჟამინდელი გამგებელი ტ------– ხ--–--–ი, დ----- ხ--–--–ი – ქ--–------ და სხვა პირები. დარბევის დროს შენიშნა პოლიციის მუშაკები და სპეცრაზმელები, ე.წ. „შავრაზ-მელები“. იქვე შენიშნა ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი ჯ------- ტ----ე, რომელ-საც დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

ანალოგიურად აღწერეს მიტინგის დარბევისას განვითარებული მოვლენები დაზარა-ლებულმა: ჯ---- რ-–---ემ, ვ-–-------- მ------–--ემ, მ------ ს--------–--ემ, მ--–---- ქ-------ემ, გ------ გ--–-ძემ და მოწმეებმა: თეა თ----------ემ და ნ------- დ------ემ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- ხ--–--–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დ----- ხ--–--–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ. დანარჩენ ნაწილში ბა-თუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დ----- ხ--–--–ის მი-მართ დარჩა უცვლელი.

 

ზემოათაღნიშნული მტკიცებულებებით უდაოდ დასტურდება დ----- ხ--–--–ის მიერ მის-თვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. სისხლის სამართლის საქმეში არსე-ბული საქარველოს ცენტრალური ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოთხოვილი დოკუმენ-ტაციით დასტურდება, რომ შეიარაღებული ფორმირება - ა----------------------------------–--ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახური, შემდგომში ა----------------------------------–--ის სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური, არ შედიოდა საქარ-თველოს არცერთი ძალოვანი სტრუქტურურის შემადგენლობაში, იგი ემორჩილებოდა უშუაოდ ა--–-- ა--–--ეს და არ ექვემდებარებოდა საქართველოს სამთავრობო დაცვის სამ-სახურს.

დასტურდება, რომ დ----- ხ--–--–ს არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებდა შპს ,,ა-----თან“. არ ყოფილა აღნიშნული ფირმის დამფუძნებელი, არც მისი წილის მფლობელი და არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა შპს ,,ა-----ის“ ქონებაზე. ამდენად დ----- ხ--–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები შპს ,,ა-----ის” მიმართ დაფუძნებული იყო მხო-ლოდ ანგარებაზე.

დ----- ხ--–--–ისა და მისი თანამომაწილეების მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად არსებითად დაირღვა შპს ,,ა-----ის“, მისი მფლობელებისა და თანამშრომლების უფლებები, შეფერხდა საწარმოს მუშაობა, რითაც მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წლის 20 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაბა კ------ს აქტივისტების მიერ ტარდებოდა მშვი-დობიანი აქცია, ა--- ა--–--ის გადადგომის მოტივით და ისინი მოქმედებდნენ საქარ-თველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ხოლო დ----- ხ--–--–ის უშუალო მითითებითა და მისივე უშუალო მონაწილეობით, სპეცრაზმელებმა დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია მათ მონაწილეებზე ფიზიკური ძალის, ხელკეტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც დაზიანდნენ აქციის მონაწილეები, ხოლო ერთ-ერთმა მონაწილემ - მ------ ს--------–--ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ----- ხ--–--–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

sarezolucio nawili:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწი-ლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

d a a d g i n a :

 

ა--–-- ა--–--ის, დ----- ხ--–--–ის, ა------ კ-----–---–--ისა და სხვათა ბრალდების სისხ-ლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განა-ჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

ა--–-- ა--–--ეს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მეორე ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მეორე ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის პირველ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ა--–-- ა--–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხ–ლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).

 

ა--–-- ა--–--ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხ-ლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

 

ა--–-- ა--–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქ-ცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქ-ცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,323-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 25,323-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამ-დე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სა-ხედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული–სათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესა-ხებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფ–ლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯე–ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვ–სი) თვის ვადით.

 

ა--–-- ა--–--ე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გას-ვლის გამო გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2033-ე მუხ-ლით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასა-ნიშნი სასჯელის მოხდისაგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შე-სახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე–ბის აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ სა–ქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე-ბის აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,323-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 25,323-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) (ჩოლოქის ხიდის, ქაქუთის ხიდისა და დაბა ჩაქვში ო-----თან აფეთქების ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულისათ-ვის – თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნის-ტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სას-ჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა--–-- ა--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

ა--–-- ა--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ა--–-- ა--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღი–დან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ა--–-- ა--–--ეს დაზარალებულ თ------ ა-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლა-რის გადახდა.

 

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ეს დაზარალებულ ნ----- ი----ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო სარჩელი სხვა პირთა ნაწილში დარჩეს განუხილველი.

 

ა------ კ----–---–--ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქ-ცია) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ა------ კ----–---–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2002 წელს მოქმე-დი რედაქცია).

 

ა------ კ----–---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წელს მოქმედი რედაქცია).

 

ა------ კ----–---–--ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წელს მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოხ-დისაგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

 

ა------ კ----–---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.

 

დ----- ხ--–--–ს ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 223-ე მუხლის მეორე ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაი-სამდე მოქმედი რედაქცია), 156-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

დ----- ხ--–--–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2007 წლის 18 იანვრის რედაქცია), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 150-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 161-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 226-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქ-ცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე–ბის აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველ-ზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 178-ე მუხლის მეორე ნაწილით (2007 წლის 18 იანვრის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ–როს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი–სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯე–ლის მოხდისგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე–ბის აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯე-ლის მოხდისგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე–ბის აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვა–დით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლე–ბის აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქარ–თველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფ–ლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდის-გან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სას–ჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ----- ხ--–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესა–ბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამარ–თლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- ხ--–--–ის მიმართ დანიშნული სასჯე-ლი – 02 (ორი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვე-თა და საბოლოოდ, დ----- ხ--–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფ-ლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 11 აგვისტომდე.

 

დ----- ხ--–--–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამარ–თლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 11 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

– ჩოლოქის ხიდის აფეთქების ამსახველი ვიდეოფირი დალუქული ერთ პაკეტად, დაერ-თოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

– 2005 წლის 03 ნოემბერს, მოწმე პ----- ა-----ის ჩვენების ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამ-სახველი დისკი დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

– 2005 წლის 01 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიიდან ამოღებული ა--–-- ა--–--ის სატე-ლევიზიო განცხადებების ამსახველი ვიდეოფირი დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლისსაქმეს მისი შენახვის ვადით.

– 2005 წლის 12 სექტემბერს, ტელეკომპანია ”რ----------”-დან ამოღებული ა--–-- ა--–--ის სატელევიზიო ინტერვიუების ამსახველი ვიდეოფირი დალუქული ერთ პაკეტად, დაერ-თოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

– 2005 წლის 09 მარტს, ტელეკომპანია ”რ----------”-ის ოფისიდან, №--- სისხლის სამარ-თლის საქმეზე ამოღებული, ნ------- ი----ის განზრახ მკვლელობის გარემოებებთან დაკავ-შირებული ვიდეოფირი, სადაც ასახული იყო 2006 წლის 03 მარტს პროგრამა ”კ--------ში” გასული სიუჟეტი, დალუქული ერთ პაკეტად დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

– 2004 წლის 30 სექტემბერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული რეზინის ნაწილები, ანაწმენდები ბამბის ტამპონებზე და ლითონის ნაწილების ანაწმენდე-ბი ბამბის ტამპონებით, ზედ არსებული ნიტრონაერთების კვლებით, განადგურდეს საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

– 2004 წლის 12 ოქტომბერს, ექსპერტიზის მიერ დათვალიერებული დაზარალებულ დ--------- კ----–--ის ტანისამოსი, დალუქული ერთ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლო-ბელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

– 2004 წლის 06 ოქტომბერს, ექსპერტიზის მიერ დათვალიერებული დაზარალებულ ვ-------–-- ზ-------ის ტანისამოსი, დალუქული ერთ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

– 2004 წლის 14 ოქტომბერს, ექსპერტიზის მიერ დათვალიერებული დაზარალებულ მანუ-ჩარ შ------–---–ის ტანისამოსი, დალუქული ერთ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

- 2004 წლის 19 ოქტომბერს, ექსპერტიზის მიერ დათვალიერებული დაზარალებულ ჯე-მალ ს---------ის ტანისამოსი, დალუქული ერთ პაკეტად, დაუბრუნდეს კანონიერ მფლო-ბელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

სახელმწიფო ბრალმდებელის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენა-ესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მსჯავრდებულ ა--–-- ა--–--ეს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 (ერთი) თვის ვადა-ში: დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან სააპელა-ციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო სა-ჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

თავმჯდომარე: marine imerliSvili

 

მოსამართლეები: Teimuraz svaniZe

 

maka gorgoZe