1. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
გ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1629 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.114
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2221. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება 1. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1629 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.114 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება