განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№6891-13 20 მარტი, 2013 წელი
ქ-ე მ, 6891-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ზ. ლ-ს
მსჯავრდებულ - მ. ქ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 10 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 12 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით, 78-ე მუხლით - 15 წლით, 2381-ე მუხლით - 10 წლით, 961-ე მუხლის პირველი ნაწილით - 10 წლით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-7 პუნქტებით - 14 წლით, 2063-ე მუხლით - 3 წლით, 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით გამასწორებელი სამუშაო, 211-ე მუხლით - 2 წლით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება სსკ-ის 2381-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველ ნაწილზე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 1 თვის ვადით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 3 წელი და 3 თვე და საბოლოოდ მ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 1 თვისა და 29 დღის ვადით და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 7 თვისა და 29 დღის ვადით. მ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 16 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთ მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის დადგენილებით პირობითად ჩათვლილი და საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენზე რეალურად მოსახდელად დამატებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 3 თვის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 5 თვისა და 7 დღის ვადით.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლისა და 1 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 9 თვისა და 22 დღის ვადით. ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 5 თვისა და 7 დღის ვადით.
მსჯავრდებულ მ. ქ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. ქ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის, 9 თვისა და 21 დღის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ქ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2381-ე მუხლით, 961-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-7 პუნქტებით, 2063-ე მუხლით, 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 211-ე მუხლით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს მოხდილად (მ. ქ-ე სასჯელს იხდის 1995 წლის 4 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის განკარგულებით მას მოუხდელი სასჯელი გაუნახევრდა. იგი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის დადგენილებით პირობით ვადამდე გათავისუფლდა 3 წლითა და 3 თვით ადრე).
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 1 თვის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 9 თვესა და 22 დღეს.
მასვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 3 თვის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელს, 5 თვესა და 7 დღეს. საბოლოოდ ამ განაჩენით მ. ქ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 წლისა და 4 თვის მოუხდელი ნაწილი (მოიხადა 4 წელი, 5 თვე და 1 დღე) - 1 წელი, 9 თვე და 29 დღე და მსჯავრდებულ მ. ქ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლით, 11 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2011 წლის 11 თებერვლიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ქ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2381-ე მუხლით, 961-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-7 პუნქტებით, 2063-ე მუხლით, 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 211-ე მუხლით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 1 თვის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს, 9 თვესა და 22 დღეს.
მასვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 3 თვის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელს, 5 თვესა და 7 დღეს. საბოლოოდ ამ განაჩენით მ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვროს 8 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 10 სექტემბრიდან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 წლისა და 4 თვის მოუხდელი ნაწილი (მოიხადა 4 წელი, 5 თვე და 1 დღე) - 1 წელი, 9 თვე და 29 დღე და მსჯავრდებულ მ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით, 11 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 11 თებერვლიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე