განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№10241-13 2 აპრილი, 2013 წელი
ე-ი თ.- 1024-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ე-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ თ. ე-ს შორის.
თ. ე-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 223–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. ე-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით, რეალურად მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
თ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 ივნისიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა- პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ე-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე თ. ე-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და 6 თვე – შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.
თ. ე-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ე-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელება სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილ დანაშაულზე და იმავე კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე – გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოტივაციას სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის გამოყენების თაობაზე, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული“. ასევე იზიარებს იმავე კანონის მე-17 და მე-18 მუხლების გამოყენების კანონიერებას, რომლებშიც აღნიშნულია: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის თანახმად: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“, ხოლო მე-18 მუხლში კი ნათქვამია: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“.
რაც შეეხება თ. ე-ის მიერ ნასამართლობის არმქონობის პერიოდში სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილ ქმედებას, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, პალატას მიაჩნია, რომ მასზე უნდა გავრცელდეს არა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16, არამედ – იმავე კანონის მე-3 მუხლი.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული თ. ე-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის პირობითი მსჯავრისა და 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ე-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული თ. ე-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის პირობითი მსჯავრისა და 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი