განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
080100119002987664
დავის ტიპი
223 (1) 2
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/421-15

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ციცინო მოსიძემ

ალექსანდრე ხაჭაპურიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორ - დ---------------

განსასჯელ - ა--------------------- (მონაწილეობის გარეშე)

ადვოკატ - ლ-------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა--------------------- მიმართ - დაბადებულის 1----–-–-------------ს, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის ქ. ქუთაისში, გ------–---------------ში, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ამ-------------------- წარედგინა ბრალდება კანონიერი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------ შ--–--- ძე ს------------ მისივე მოთხოვნით ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. იგი ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგინდა შემდეგი გარემოებები:

 

წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო 2006 წლის 25 აპრილს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი: ქ. ქუთაისში გ------–---------------ში მცხოვრები ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ ა------ შ--–--- ძე ს------------ ზედმეტ სახელად ,,ს--------ა’’, რომელიც არის ნასამართლევი, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით დამნაშავეთა სამყაროში, ახდენს ,,საქმის გარჩევას’’, აქტიურ მონაწილეობას იღებს დანაშაულის მომზადებასა და განხორციელებაში.

 

იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსს 2006 წლის 28 აპრილს პატაკით მიმართა ამავე სამმართველოს მეორე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. მანაგაძემ მასზედ, რომ ქ. ქუთაისში, გ------–---------------ში მცხოვრები, 1--- წელს დაბადებული ა------ შ--–--- ძე ს------------ ზ/ს ,,ს--------ა’’ არის კრიმინალური სამყაროს ლიდერი ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’. ის რამდენიმეჯერ ნასამართლევია, არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს დანაშაულის მომზადებასა და განხორციელებაში.

 

2006 წლის 20 ივნისს ა------ შ--–--- ძე ს------------ ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით. ხოლო ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 2006 წლის 19 ივლისს.

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილით ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე ა--------------------- (დაბ. 0--------- წ.) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2002 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 9 აპრილამდე არ დაფიქსირებულა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით ირკვევა, რომ ა------ ს------------ (დაბ. 0--------- წ. ან 0--------- წ.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისათვის აღნიშნულ პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ მოუმართავს. რაც შეეხება ა--------------------- უცხო ქვეყნის მოქალაქეობის საკითხს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

 

2015 წლის 24 აპრილის ოქმით ინტერნეტ საიტების დათვალიერების შესახებ დადგენილია, რომ იმ----------------–----------------------------------------------------------------–--------------------------------–----------------------------–-------–---------–---–--, სპეციალისტის ზ----------------–---–-- და თარჯიმნის მ------------------- მონაწილეობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 26 ივნისი) 287-289-ე, 333-334-ე, 338-339-ე მუხლების საფუძველზე, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N8806040 საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი კომპიუტერით მოახდინა ინტერნეტ საიტების დათვალიერება, კერძოდ ინტერნეტ საიტზე - საძიებო ველში ა--------------------- სახელის და გვარის რუსული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილ იქნა რუსეთის ფედერაციაში დაკავებული ,,კანონიერი ქურდის’’ ა------ შ--–--- ძე ს------------ს 50 წამიანი ვიდეო, რომელშიც არის შემდეგი შინაარსის დიალოგი:

 

მამაკაცის შეკითხვა: გვარი სახელი, მამის სახელი

ს------------ს პასუხი: ს------------ ა------ შ--–--- ძე

მამაკაცის შეკითხვა: დაბადების წელი, თვე და რიცხვი

ს------------ს პასუხი: 1----–-–-------------

მამაკაცის შეკითხვა: დაბადებული

ს------------ს პასუხი: ქალაქი ქუთაისი

მამაკაცის შეკითხვა: საქართველო?

ს------------ს პასუხი: დიახ

მამაკაცის შეკითხვა: რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ?

ს------------ს პასუხი: რუსეთის ფედერაციის

მამაკაცის შეკითხვა: რომელი წლიდან?

ს------------ს პასუხი: 1987 წლიდან

მამაკაცის შეკითხვა: სად ცხოვრობთ მოსკოვში?

ს------------ს პასუხი: გაურკვევლად ისმის ხმა

მამაკაცის შეკითხვა: მოსკოვის ოლქში?

ს------------ს პასუხი: დიახ

მამაკაცის შეკითხვა: ქუჩა

ს------------ს პასუხი: კ---–-------

მამაკაცის შეკითხვა: სახლი

ს------------ს პასუხი: 2--

მამაკაცის შეკითხვა: ხართ თუ არა კანონიერი ქურდი

ს------------ს პასუხი: არაკორექტული შეკითხვააა

მამაკაცის შეკითხვა: ესე იგი არ უპასუხებთ ამ კითხვას

მამაკაცის შეკითხვა: უბრალოდ ხართ თუ არა კანონიერი ქურდი?

სოფრომაზის პასუხი: არაკორექტული შეკითხვაა და ასეთ კითხვებს არ ვუპასუხებ.

 

აღნიშნული ვიდეო სპეციალისტის მიერ გადატანილი იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც დაერთო მოცემული სისხლის სამართლის საქმეს.

 

აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებულ იქნა საიტი www.primecrime.ru , სადაც საიტის მისამართზე http://www.primecrime.ru/news/2007-09-20 3572/ საიტზე საძიებო ველში ა--------------------- სახელის და გვარის რუსული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილ იქნა რუსულ ენაზე არსებული ინტერნეტ სტატია ,,კანონიერ ქურდის’’ ა------ შ--–--- ძე ს------------ს თაობაზე, შემდეგი შინაარსის:

 

„ა------ ს------------ - ავადმყოფობას ებრძვის: სამშობლოში დეპორტაციის წინ ქართველი კანონიერი ქურდი საავადმყოფოს საწოლზე აღმოჩნდა.

რუსი სამართალდამცავები სერიოზულად არიან შეშფოთებული იმით, რომ ქართველმა მხარემ გარკვეული პერიოდის წინ შეწყვიტა თავისი მოქალაქეების მიღება, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. არანაკლებ ხარისხით აღნიშნული შეეხება ორ კანონიერ ქურდს, რომლებიც ამ წლის დასაწყისიდან იმყოფებიან ქალაქ მოსკოვის შს მთავარი სამმართველოს სპეციალურ მიმღებ-გამანაწილებელში, ადმინისტრაციული დეპორტაციის მოლოდინში.

 

მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთის შსს-ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლების მიერ დაკავებული გავლენიანი ქუთაისელი კანონიერი ქურდები თ------------------–---–- მეტსახელად მ----- და რ-----------–--- მეტსახელად მ--------, იურიდიული თვალსაზრისით აღმოჩნდნენ ჩიხში. იმდენად რამდენადაც რუსეთის ტერიტორიაზე მათი რეგისტრაცია ცნობილი იქნა უკანონოდ და მიიღო გადაწყვეტილება მათი სახელმწიფო საზღვრებს გარეთ იძულებით გაგზავნის შესახებ. თუმცაღა საქართველოც უარს აცხადებს მიიღოს თავისი ვაჟიშვილები, იმდენად რამდენადაც ისინი უკვე დიდი ხანია აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები. სხვათაშორის სამშობლოში დაბრუნება სადაც კანონიერ ქურდებთან შეურიგებელი ბრძოლა საკანონდებლო ნორმა არის, არ შედის თვით დაკავებულთა გეგმებშიც, როგორც პრაიმკრაიმისათვის გახდა ცნობილი ამჟამად ქართველები თავიანთი ადვოკატების საშუალებით, ცდილობენ მიაღწიონ მესამე ქვეყანაში დეპორტაციას.

 

თუ კი ს------–---–- და უ----–--------- თბილისის №7 სპეც საპყრობილის კედლებში აღმოჩენა საკმაოდ მოჩვენებითი პერსპექტივაა, სხვა ორი ქართველი კანონიერი ქურდისათვის მშობლიური სახელმწიფოს წნეხის ქვეშ მოყოლის რისკი საკმაოდ რეალურია. საუბარია გ---------------–------ მეტსახელად გ---- და ახლახანს დაკავებულ ა------ ს------------ზე, მეტსახელად ს--------ა, რომლებმაც თავიანთი ზემოთდასახელებული კოლეგებისაგან განსხვავებით არამარტო დაარღვიეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის წესები, არამედ ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო ძებნაში, საქართველოს სსკ-ის 223 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგებლობას კანონიერი ქურდობისათვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კრიმინალურ გენერალს ბრალად ედება ერთიდაიგივე დანაშაული, ა------ ს------------ იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. 50 წლის ქუთაისელი არის ძველი ქურდული გვარდიის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელი. მოსკოვში, სადაც ს--------ა დაფუძნდა, 90 წლების დასაწყისიდან ის სათავეში ჩაუდგა, ქუთაისურ ქურდულ ოჯახს. მისი უახლოესი კავშირების რიცხვში არის ქართული ორგანიზებული დანაშაულის პატრიარქი, კანონიერი ქურდი გ------------------, მეტსახელად ჩ------. ოპერატიული მონაცემებით ს------------ ასევე კარგ დამოკიდებულებაშია ქუთაისური ქურდული კლანის ხელმძღვანელ ტ------–----------ნ.

 

ს--------ა ბოლოს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2000 წელს, მშობლიურ ქუთაისში ნარკოტიკული სიმთვრალის ზემოქმედების ქვეშ ის აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომლების თვალთახედვაში და ისევე, როგორც 1998 წლის დეკემბერს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა მას აღმოუჩინეს მცირეოდენი ჰეროინის დოზა, მან მოახერხა თავი აერიდებინა რეალური სასჯელისათვის. ამის შემდეგ კანონიერი ქურდი ფაქტიურად მიუწვდომელი იყო სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მანამ სანამ გასული წლის აგვისტოში საქართველოს შსს-მ არ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ქურდული სამყაროს კუთვნილების გამო.

 

ახლანდელი მოსკოვში დაკავებას ს------------სათვის შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დრამატული გაგრძელება. თუ კი ს--------ა აღმოჩნდება ქართული მართლმსაჯულების წინაშე, მას ელის შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს საკმაოდ რეალური პერსპექტივაა. მაგალითისათვის ციმბირში ფართოდ ცნობილი კანონიერი ქურდი მ----------–---–- მეტსახელად ჟ----–-----, ამა წლის თებერვალში დეპორტირებული, მიიღო 12 წელი, ხოლო გ----------------- მეტსახელად ყ----–-- გადაგზავნილი ოთხი თვით ადრე კი რვა. ალბათ წინათგრძნობა სამშობლოში ახლო მომავალში გამგზავრების შესახებ ნეგატიურად აისახა ს------------ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დედაქალაქის მილიციის წყაროს ცნობით ამჟამად ს--------ა დაწვა ციხის საავადმყოფოში მოსკოვის №1-ში ,,მარტსოვს კაიტიშინაზე.’’

 

იმავე საიტზე აღმოჩენილ იქნა ა--------------------- ფოტო, რომელზეც ის გამოსახულია სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად, აღნიშნულ სურათებზე სხვადასხვა პირებს გაკეთებული აქვთ კომენტარები, რომელთა შინაარსით ფოტოზე გამოსახული პირები არიან კანონიერი ქურდები, კომპიუტერის და პრინტერის გამოყენებით ზემოხსენებული სტატია და ფოტოსურათები ამობეჭდილი იქნა 05 ფურცელზე და დაერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

აღნიშნულის შემდეგ საიტზე საძიებო ველში ა--------------------- სახელის და გვარის რუსული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილ იქნა ინტერნეტ სტატია ,,კანონიერ ქურდის’’ ა------ შ--–--- ძე ს------------ს - ზედმეტსახელად ს--------ას თაობაზე, რომელშიც მითითებულია როგორც მისი დაბადების წლის მონაცემი - 1--- წელი, ასევე ქურდულ ოჯახში მისი გაწევრიანების 1--- წელი, იმავე გვერდზე აღმოჩენილ იქნა 05.03.2011 წლით დათარიღებული რუსულენოვანი სტატია შემდეგი შინაარსის:

 

„05.03.2011 - ქართველი კანონიერი ქურდები ციხის ნაცვლად თურქეთში აღმოჩნდებიან.

რუსული სამართალდამცავების ინიციატივაა თავიდან მოიცილონ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში გაგზავნის გზით, სიხარულით იქნა მხარდაჭერილი საქართველოში მათი კოლეგების მიერ - იუწყება კვირის არგუმენტები. შეგახსენებთ, რომ როდესაც ს----–---–- მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოში მთელი მსოფლიოს დასანახად კანონიერ ქურდებს გამოუცხადეს ომი, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი 223, რომელითაც დასჯადია ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან მის გარეშე. დასჯადია ასევე კანონიერი ქურდებისათვის ხელის შეწყობა სასჯელი ხუთ წლამდე ვადით და ქონების კონფისკაციით. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მთელი მსოფლიოს მაშტაბით არის 40-დან 100-მდე ქართველი კანონიერი ქურდი - შეგვატყობინა შსს-ში ჩვენმა წყარომ. ჩვენ ქვეყანაში ჩვენ მათ გამოვუვლინეთ ყალბი პასპორტები და დავიწყეთ მათი საქართველოში გაგზავნა, დაე იქ მოიხადონ სასჯელი. აღმოჩნდა რომ ამ ანტიკორუფციულ სახელმწიფოში ყველაფერი არც ისე ლამაზად არის როგორც აცხადებს მისი ხელმძღვანელობა. დიახ, ქურდებს აქ ელიან, მაგრამ უფრო მეტად ელიან მათგან ფულს. როგორც შედეგი №7 საპყრობილის ნაცვლად რომელიც ქურდებისათვის გამოყვეს საქართველოში ისინი აღმოჩნდებიან თავისუფლებაში. ჩვენი ინფორმაციით ისინი სახელმწიფოში დადიან ძვირფასი უცხოური წარმოების ავტომობილებით დაცვით და საკმაოდ მყუდროდ გრძნობენ თავს. ამჟამად ელოდებიან ტ------–-------ს (ტ-----) ესპანეთიდან, რომელიც თავის სამშობლოში გასამართლებულია დაუსწრებლად. დიახ ის თვითონაც სულმოუთმენლად ელის როდის ჩაისუნთქავს თავისუფლების ჰაერს. რუსეთიდან გაგზავნილი პირველი ქურდები იყვნენ ვინმე გ------–--- (ზედმეტსახელი გ----), ა------ ს------------ (ზედმეტსახელი ს--------ა), ბ--------------- (ზედმეტსახელი რ----–----), რომლის მამა ასევე იყო კანონიერი ქურდი, საერთო ჯამში დაახლოებით ათი კაცი. ამდენად იმის მაგივრად, რომ საქართველოში მოეხადათ სასჯელი უმეტესი მათგანი აღმოჩნდა ... თურქეთში, (საქართველოში კი სასჯელის მოხდა მიმდინარეობს). იქ ისინი ხსნიან ოფიციალურ ბიზნეს: კაფეებს, რესტორნებს, ტურსააგენტოებს, სასტუმროებს. სინამდვილეში კი არც თავიანთ ძირითად საქმიანობას ივიწყებენ - ხელმძღვანელობენ კრიმინალურ დაჯგუფებებს, ჯიბის და ბინების ქურდობებს, ყაჩაღობებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურების უზრუნველყოფას. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ დაგვიდასტურეს არამარტო შსს-ში არამედ ასევე კრიმინალური სტრუქტურებში“ - აღნიშნავს გამომცემელი.

 

აღნიშნულის გარდა აღმოჩენილი იქნა ინტერნეტ სტატია შემდეგი შინაარსის:

 

„22.06.2011 - ნოსტრადამუსი -კანონიერი ქურდები იდეისათვის სხეულის ნაწილებს კარგავენ.

ქურდულ კლანებს შორის არსებული არაერთწლიანი დაპირისპირება სულ უფრო გასაოცარ ფორმებს იღებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო პრაიმკრაიმისათვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ესენტუკში ყოფნისას 54 წლის ქუთაისელმა კანონიერმა ქურდმა ა------ ს------------მ, მეტსახელად ს--------ამ, პირადი ურთიერთობების გარკვევას მეორე კანონიერ ქურდს 34 წლის ჯ--------------------, მეტსახელად ბ------ს, მოაჭამა ცხვირი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში მსგავსი გარჩევებისას 37 წლის კანონიერ ქურდს კ------------–----, მეტსახელად შ--–------ს, რომელმაც უარი განაცხადა ეღიარებინა მისი სოხუმელი მოგვარის ქურდული უფლებამოსილება, დანით დაუსერეს სახე, რითაც ერთი თვალი დააკარგვინეს. ზოგიერთი მონაცემებით ბ---------- ერთი კვირა იმყოფებოდა სტუმრად ს------------სთან, მანამ სანამ საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში არ შეუჩნდა მას შეკითხვებით მისი პოლიტიკური სიმპატიების შესახებ. ცნობილია რომ ს--------ა რბილად რომ ვთქვათ არ იზიარებს დ---------- შეხედულებას და დგას განცალკევებულ ქურდების რიგში, ბ------ კი, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნია რუსეთის სამხრეთში, პირიქით ყველანაირად ცდილობს დაიმსახუროს პატრიარქის (დ----------) კეთილგანწყობა. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის შვილიშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ეს არ იყო ბ---------- ხელით შეხების პირველი შემთხვევა. საკმარისია გავიხსენოთ როგორ მიაყენა სხეულის დაზიანება ბ----------მ 2004 წელს ნოვოროსიისკის შს სამმართველოს გამომძიებელს, რის სანაცვლოდაც მხოლოდ 30 ათას მანეთიანი ჯარიმით გადარჩა. რაც არ უნდა იყოს, ს------------ს არ დაუმალავს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება უ-------- მიმართ, ბ----------მ კი ისარგებლა ამითი მასთან ჩხუბის დაწყების მიზნით. ასაკში სხვაობის გამო ს--------ამ, ვერ შეძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია ბ--------------, რომელმაც ორჯერ მოასწრო მოწინააღმდეგეზე დარტყმა, რითაც აღნიშნული იატაკზე წააქცია. შეახსენა რა, რომ პატიოსანი ორთაბძოლაში ბ----------ს ვერ დაამარცხებდა, ა------მა იხმარა ეშმაკობა. დამალა რა ხელები ზურგს უკან თითქოსდა აღარ სურდა ჩხუბის გაგრძელება, ს--------ამ მოადუნა ბ------ ყურადღება, რა დროსაც კბილებით ჩაწვდა მის ცხვირს და მოაჭამა იგი ხრტილთან ერთად, მიუხედავად იმისა რომ ს------------მ ბ------ მისცა მისი მოჭმული ცხვირის წაღების უფლება, ამ ორ ქურდს შორის ურთიერთობა გადაიზარდა უფრო სერიოზულში. არაა გამორიცხული რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარეს გამოჩნდნენ ახალი მოქმედი პირები. ამბობენ რომ ბ----------, რომელიც ოპერაციის შემდეგ იმყოფება ანაპის ერთ-ერთ კლინიკაში, უკვე მიიღო თავისი მფარველების მხარდაჭერა და მუშაობს შურისძიების გეგმაზე.

 

ნივთიერი მტკიცებულებად ცნობის და საქმეზე დართვის შესახებ 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №8806040 საქმეზე ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს 2015 წლის 24 აპრილს ინტერნეტ საიტების დათვალიერების შედეგად მოპოვებული CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია რუსეთის ფედერაციაში დაკავებული კანონიერი ქურდის ა--------------------- ამსახველი 50 წამიანი ვიდეო, ა---------------------, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის - კანონიერი ქურდის თაობაზე საჯარო ინფორმაციის ამსახველი ინტერნეტ სტატიები და ფოტომასალა სულ 08 ფურცელზე, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ----------------–---–-- ჩვენებით ირკვევა, რომ ის 2015 წლის მდგომარეობით მუშაობდა შ-----------------------------–----------------–--------------------–----------------------------–-. ეს დეპარტამენტი იყო სამინისტროს დაქვემდებარებაში და ტერიტორიულად მდებარეობდა თბილისში, მაგრამ თვითონ როგორც წარმომადგენელი, იყო ქუთაისში, ჯ-----–---–----- ნომერში, ს--------------–-–--- შენობაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის უწყებას ეხმარებოდა და ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, რომ ამოუღიათ ჩანაწერები, როგორც დანაშაულის შემთხვევის ადგილებზე ასევე ინტერნეტ სივრციდანაც, ხოლო კონკრეტულ შემთხვევებს ვერ იხსენებს. სასამართლო სხდომაზე მოწმეს წარედგინა 2015 წლის 24 აპრილის ინტერნეტ საიტების დათვალიერების ოქმი, რომელზე ხელმოწერასაც მოწმე ადასტურებს, რომ მისია, მაგრამ აქვე განმარტავს, რომ ვიდეო ჩანაწერების ამოღებიდან დიდი დრო არის გასული და ვერ იხსენებს თუ რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს. მოწმის განმარტებით, ვიდეო ჩანაწერების ამოღების შემდეგ ისინი გადაჰქონდათ CD დისკზე, ილუქებოდა და ერთვოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებდა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ------------------- ჩვენებით ირკვევა, რომ ის იქნა მოწვეული პოლიციის შენობაში, რომელიც მდებარეობდა ჯ-----–---–-- ქუჩაზე და რუსულიდან ათარგმნინეს ვიდეოები, რომელიც შეეხებოდა ა--------------------- საქმეს. თარგმნის შემდეგ კი მ------------------- ეს დაადასტურა ხელმოწერით, ხოლო რა საიტებიდან იყო ეს ვიდეოები ამოღებული მოწმე ვერ ასახელებს, რადგან მას შემდეგ დიდი დრო არის გასული, ასევე არ ახსოვს ამ ვიდეოების შინაარსიც. 2015 წლის 24 აპრილის ინტერნეტსაიტების დათვალიერების ოქმის წარდგენის შემდეგ მოწმემ დაადასტურა, რომ მასზე ნამდვილად მისი ხელმოწერაა. მან ასევე დაადასტურა მის მიერ 2015 წლის 24 აპრილს გამოძიებაში მიცემულ ჩვენების სისწორე, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საიტზე აღმოჩენილი იქნა 50 წამიანი რუსულენოვანი ვიდეო, რომელიც მის მიერ იქნა გადათარგმნილი, ხოლო ვიდეოში გამოსახული იყო ა------ შ--–--- ძე ს------------, სადაც მას რუსულ ენაზე უსვამდნენ შეკითხვებს და ისიც რუსულად პასუხობდა, საუბრის შინაარსი მ------------------- მიერ იქნა გადათარგმნილი და შეტანილ იქნა დათვალიერების ოქმში, ვიდეო კი გადმოწერილ იქნა დისკზე, აღნიშნულის შემდეგ კი „პრაიმ კრაიმ რუს“ გვერდზე ნაპოვნი იქნა ინტერნეტ სტატია ა--------------------- თაობაზე, რომელიც მ------------------- მიერ იქნა გადათარგმნილი და შეტანილი ოქმში, ასევე ნაპოვნი იქნა ა--------------------- ორი ფოტო, რომელზეც ის გამოსახული იყო სხვა პირებთან ერთად, ასევე სტატიაც და ფოტოებიც ამობეჭდილი იქნა და დაერთო ოქმს. აღნიშნულის შემდეგ კი საიტზე „ომეპტა სს“ ნაპოვნი იქნა კანონიერ ქურდ ა--------------------- შესახებ ინტერნეტ სტატიები, რომელიც ასევე რუსულ ენაზე იყო და ისინიც მ------------------- მიერ იქნა ქართულად გადათარგმნილი და შეტანილ იქნა დათვალიერების ოქმში. აღნიშნული სტატიებიც ამობეჭდილი იქნა საიტებიდან და დაერთო ოქმს. ამ გვერდებზე ინფორმაციების ძებნა ხორციელდებოდა რუსული ალფავიტით ა--------------------- სახელით და გვარის შეტანით, რადგან საიტები იყო რუსულ ენაზე. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გამომძიებლის მიერ იქნა შედგენილი ოქმი და მ------------------- და ზ----------------–---–-ა, როგორც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი, ხოლო შენიშვნები ოქმზე არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ---------–-–--–-–---–-- ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ის 2006 წელს დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო პოლიციაში გამომძიებლის მიერ. დაკითხვისას მას ჰკითხეს იყო თუ არა ა------ ს------------ კანონიერი ქურდი, რომელიც მან დაადასტურა, მაგრამ დღეის მდგომარეობით აღარ ახსოვს თუ ვისგან გახდა ცნობილი მისთვის ეს გარემოება. ამასთან განმარტა, რომ ეს მისი ოჯახის წევრების მხრიდან არ გამხდარა ცნობილი მისთვის. დღეის მდგომარეობით თუ რა სტატუსით სარგებლობს ა------ ს------------, მოწმეს ინფორმაცია არ გააჩნია. მოწმის განმარტებით, როდესაც ის ეკითხებოდა მის მეუღლეს და ბიძამისს, ისინი ეუბნეოდნენ, რომ ა------ ს------------ არ იყო კანონიერი ქურდი. მოწმე მ---------–-–--–-–---–-- აღნიშნა, რომ ა------ ს------------ ბოლოს 2003 წლის ივნისში თუ ივლისში ნახა ნიკეაზე. მოწმის განმარტებით, ის ქორწილის მეორე დღეს გაემგზავრა თბილისში და მის შემდეგ ა------ ს------------ აღარ უნახავს, რადგან ქორწილის შემდეგ ის წავიდა რუსეთის ფედერაციაში. მოწმე ასახელებს ა--------------------- სანათესაო წრეს, მაგრამ ვერ ასახელებს კრიმინალური სამყაროდან ვისთან ჰქონდა კონტაქტი ამ--------------------. ასევე ვერ ასახელებს ამჟამად რა სტატუსი აქვს ამ--------------------.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დ---------–----- ჩვენებით ირკვევა, რომ ა------ ს------------ არის მისი მოსაზღვრე მეზობელი და ცხოვრობდა მის გვერდით. მოწმის განმარტებით, როდესაც ის წავიდა რუსეთის ფედერაციაში, ა------ ს------------ იმ დროისთვის იყო სკოლის მოსწავლე, ხოლო 1970 წელს როდესაც დაბრუნდა რუსეთის ფედერაციიდან, ა------ ს------------ რა ასაკის იყო არ ახსოვს. ასევე არ იცის იყო თუ არა ა------ ს------------ ნასამართლევი; ასევე არ იცის თუ რა ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ჰქონდა თუ არა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში მის მიმართ დასმული იყო კითხვა, იცნობდა თუ არა ა------ შ--–--- ძე ს------------ს, რაზეც უპასუხა, რომ დაახლოებით 1956 წელს მათ სამეზობლოში ჩამოსახლდა ს------------ შ--–--- ოჯახი, რომელსაც ჰყავდა მეუღლე ა-–---------- ს------------, რომელიც იყო გ----------------–---–----–-. მას ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი: ვ-–- და ა------ ს------------ები. მოწმის განმარტებით, ა------ ს------------ სკოლაში სწავლობდა წარჩინებით. 1964 წელს მან ჩააბარა ლენინგრადის საინჟინრო ინსტიტუტში, რის შემდეგაც მას ა------თან შეხება ჰქონდა მხოლოდ არდადეგების პერიოდში. ხოლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მისთვის ეტაპობრივად გახდა ცნობილი, რომ ა------ ს------------ დაპატიმრებული იქნა, ხოლო რისთვის - მისთვის ეს გარემოება დღემდე უცნობია. 70-იანი წლების ბოლოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა------ ს------------ აღიარეს კანონიერ ქურდად, რომლის განმარტებაც მისთვის უცნობია, პირადად ამ--------------------თან კი ურთიერთობა არ ჰქონია, ასაკობრივი სხვაობის გამო. ხოლო რაც შეეხება მის ოჯახს იცნობს კარგად და აქვთ მეზობლური ურთიერთობა. ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ვ-–- ს------------სთან, რომელიც მის სამეზობლოში ცხოვრობს დამოუკიდებელ ოჯახად, ხოლო ა------ ს------------ ბოლოს ფიზიკურად როდის ნახა არ ახსოვს, მაგრამ ამბობს რომ დაახლოებით იქნება 10 ან 12 წელი გასული, მას შემდეგ რაც ის ნახა. მის მეუღლეს და შვილებს იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდებოდა ხოლმე ზაფხულობით. დღეის მდგომარეობით კი ა------ ს------------ სად იმყოფება მისთვის უცნობია, მაგრამ მისი მამიდან - შ--–-- ს------------დან იცის, რომ ა------ ს------------ იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, მისი სამუშაოდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე მისთვის უცნობია ა------ ს------------ ახდენდა თუ არა კრიმინალურ გარჩევებს ან წარმოადგენდა თუ არა ავტორიტეტს ამ სამყაროში. მოწმე დ---------–---- სასამართლო პროცესზე დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და განსხვავებული პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ვ-–- ს------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მისი ძმა ა------ ს------------ ცხოვრობდა ქუთაისში გ------–---------------ში, მშობლებთან ერთად. მოწმე ვერ იხსენებს თუ რომელ წელს დაოჯახდა ა------ ს------------ მ-------–-------- 1981 თუ 1982 წელს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მათ ჰყავთ ოთხი შვილი და რვა შვილიშვილი. მოწმის განმარტებით, ამჟამად მათი სამი შვილი გათხოვილია და ცხოვრობენ ქუთაისში, მაგრამ არიან რუსეთის მოქალაქეები. მათი ვაჟიც და რძალიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ რუსეთში. ვ-–- ს------------ს განმარტებით, მისი ძმა არის რამდენჯერმე ნასამართლევი და მას სასჯელი სასჯელაღსრულებს დაწესებულებაშიც აქვს მოხდილი. მოწმის განმარტებით, მისთვის არაფერი არ არის ცნობილი მისი ძმის კრიმინალური სტატუსის შესახებ. თვითონაც დაუსვამს მისი ძმისთვის კითხვა, იყო თუ არა ის კანონიერი ქურდი, რომელზეც ა--------------------- პასუხი იყო უარყოფითი. მან ეს კითხვა მის ძმას დაუსვა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, კერძოდ 2007 წელს. მოწმის განმარტებით, ამჟამად მისი ძმა ოჯახით ცხოვრობს რუსეთში და მასთან კომუნიკაციას ამყარებს ტელეფონის მეშვეობით და ისიც ძალიან იშვიათად. ბოლოს მასთან კონტაქტი ტელეფონის მეშვეობით 2007 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ვ-–- ს------------ ამ-------------------- აღარ დაკავშირებია. მოწმის განმარტებით, მის ძმას მის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და ის არასოდეს დახმარებია მას და მისი ოჯახის წევრებს ფულადი თანხით. მან ასევე განაცხადა, რომ მისი ძმა არის არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქე. ის არც დედ-მამის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა საქართველოში.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული რ-------------–---- ჩვენებით ირკვევა, რომ ის 2005-2006 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისში ში---------------------------–--------–-–----------------------–---–---------------------------------–-------------------ე. მოწმის განმარტებით, ის შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდა 1984 წლიდან 2010 წლამდე, ხოლო პ---–-–-----------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე იმუშავა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გაუქმებამდე. გაუქმების შემდეგ შეიქმნა უბნის ინსპექტორ გამომძიებლების სამსახური, რის გამოც ის ინსპექტორიც იყო და გამომძიებელიც. მის სამოქმედო ტერიტორიაში შედიოდა საფიჩხიის მიმდებარე ტერიტორია, ძირითადად კ-–----–---–-- ქუჩა, 2--------, პ------–--------, ტ------–--, გ--–-----, და საერთოდ მთელი უბანი. ა------ შ--–--- ძე ს------------ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მათ მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის მეშვეობით იცოდნენ, რომ ის იყო კანონიერი ქურდი და სარგებლობდა ამ სტატუსით. მოწმის განმარტებით, მას კავშირი ჰქონდა ბალახვანში მყოფ კანონიერ ქურდებთან, კერძოდ ტ------–-----–------------ და მ------------, რომლებიც ამჟამად გარდაცვლილები არიან. მოწმე ვერ იხსენებს ამ-------------------- ჰყავდა თუ არა ოჯახი, მაგრამ განმარტა, რომ ა--------------------- მამა ძალიან განიცდიდა მისი შვილის ქმედებებს. ა--------------------- ადგილსამყოფელი იყო რუსეთი. ა------ ს------------ კანონიერი ქურდი გახდა 80-იან წლებში, მოწმის განმარტებით, მას ბრალდებულთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და იცნობდა მხოლოდ შეხედულებით, რადგან ის მასზე უფროსი იყო და ასევე იშვიათად იყო საქართველოშიც, ხოლო ვინც საქართველოში იყო, მათ კარგად იცნობდა. ამ-------------------- 90-იან წლებში ნარკოტიკული საშუალების გამოყენებისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი. მას არ გააჩნია ინფორმაცია ა--------------------- მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ხ----------------- ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს ქუ-------------–-----------------–--------–-–----------------------–------------------------------------–--------------------. საფიჩხიის ტერიტორიაზე ის მუშაობს 2005 წლიდან და მის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედიოდა ყველა მოსახლის აღწერა, სრულწლოვანი იქნებოდა ეს თუ არასრულწლოვანი და ასევე ძებნილების ყველა მონაცემების აღწერა და პერიოდულად საცხოვრებელ სახლებში მათი გადამოწმება. მოწმის განმარტებით, ა------ შ--–--- ძე ს------------ ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო გ------–---------------ში, ხოლო ეს ტერიტორია შედიოდა მის სამოქმედო ტერიტორიაში, ამიტომ როდესაც ა------ ს------------ზე ძებნა გამოცხადდა, მას ევალებოდა მისი საცხოვრებელი სახლის შემოწმება. როდესაც მიდიოდა მის სახლში, მას იქ ხვდებოდნენ ა--------------------- მშობლები, რომლებსაც აწერინებდა ხელს შედგენილ ოქმებზე, რადგან ა------ ს------------ იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში თავის ოჯახთან ერთად და არ ჩამოსულა საქართველოში დაახლოებით 2005 წლის შემდეგ. მოწმის განმარტებით, 70-იანი წლებიდან ა------ ს------------ ცნობილია, როგორც კანონიერი ქურდი, რომელიც სარგებლობს ავტორიტეტით ქურდულ და დამნაშავეთა სამყაროში, იყო ქურდული ტრადიციების მატარებელი და მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში. მისი ოჯახის შესახებ მისთვის ცნობილია, რომ ამ-------------------- ჰყავს მეუღლე, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი. ქალიშვილები არიან საქართველოში გათხოვილები და ცხოვრობენ საქართველოში, ხოლო ვაჟიშვილი ცხოვრობს რუსეთში. ის იცნობდა ა--------------------- მამას შ--–-- ს------------ს, რომელიც იყო ომის მონაწილე. მას შ--–-- ს------------ ჰყავს ორჯერ ნანახი, პირველად, როდესაც ა------ ს------------ზე გამოცხადდა ძებნა და ყადაღა დაედო თავის სახლს, შ--–-- ს------------მ წერილი მისწერა ბელორუსიის პრეზიდენტს ლ----–------ და ასევე საქართველოს პრეზიდენტ მ-----–------–---–-, რომ იყო ბრესტის ზავის მონაწილე და იყო ბელორუსიის საპატიო მოქალაქე და ითხოვდა მის სახლზე არსებული ყადაღის მოხსნას. მოწმის განმარტებით, ამ წერილებმა იტრიალეს და მოხვდნენ ისევ მათთან. ამ წერილის საფუძველზე ის მივიდა შ--–-- ს------------ს სახლში და შედგენილ იქნა სათანადო ოქმები. იმ დროისთვის ა------ ს------------ ისევ რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა, მისი ზედმეტ სახელი იყო „ს--------ა“. მოწმის განმარტებით, ამჟამად ა--------------------- საცხოვრებელ სახლში არავინ არ ცხოვრობს. ადრე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ამ სარემონტო სამუშაოებს ვინ აფინანსებდა, მისთვის უცნობია. როდესაც მან ნახა ა--------------------- ძმა, მან უთხრა, რომ სახლს აკეთებდა მისი ინიციატივით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული გ-------------- ჩვენება (არ იმყოფება საქართველოში), რომლის თანახმად ირკვევა, რომ 1995 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოში, საიდანაც 2000 წელს წამოვიდა პირადი განცხადების საფუძველზე და მუშაობა გააგრძელა ი---------------------–----------------------------------------------------–--ში, სადაც იმუშავა 2007 წლის ივლისის თვემდე და ისევ დაბრუნდა წყალტუბოს და ხონის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილებაში. 2006 წლის დასაწყისში კრიმინალური პოლიციის სამმართველოში ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობის პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ქუთაისში გ------–---------------ში მცხოვრები ა------ შ--–--- ძე ს------------, ზედმეტ სახელად „ს--------ა“ იყო კანონიერი ქურდი. დაუზუსტებელი ინფორმაციით ის უკონტროლო საზღვრების გადაკვეთით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული იყო საქართველოში და შეხვედრას ახდენდა დამნაშავეთა სამყაროს საქართველოში მყოფ პირებთან. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ა------ ს------------ იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი; ასევე ცნობილი გახდა, რომ კანონიერ ქურდ ა------ ს------------ზე შექმნილი იყო საინფორმაციო საქმე მისი კავშირების დადგენის მიზნით, თუ ვისთან შეიძლება ყოფილიყო საქართველოში მყოფი ა------ ს------------, იმ შემთხვევაში თუ ის მართლა იმყოფებოდა საქართველოში, ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოდან მის მიერ გამოთხოვილ იქნა ა------ ს------------ზე შექმნილი საინფორმაციო საქმე, რითაც დაადგინეს, რომ ე.წ კანონიერი ქურდს ამ-------------------- ჰყავს პენსიონერი მამა - შ--–-- რ-–------ ძე ს------------, მცხოვრები ქ. ქუთაისი გ------–---------------ში, მეუღლე - მ----------–-- ასული ს------------, მცხოვრები გ------–---------- N59, შვილები კ----, ს---------- და ს--- ს------------ები. აქედან კ---- ს------------ არის ქ. ქუთაისში ბ-------------- N4/10-ში მცხოვრები მ---------–-–--–-–---–-- მეუღლე და ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვი; ასევე ს------ ს------------ არის ქ. ქუთაისში გი--------------- ქუჩა N8-ში მცხოვრები დ---------------- მეუღლე. ჩვენების თანახმად, ე.წ. კანონიერ ქურდ ამ-------------------- ჰყავს ძმა ვ-–- ს------------, რომელიც ცხოვრობს ქ. ქუთაისში გ------–---------- N17-ში თავის ოჯახთან ერთად, სიმამრი - კ-----------------–----ე, მცხოვრები ქ. ქუთაისში გ------–----------ზე. საქმის შესწავლით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ა------ ს------------ ზ/ს „ს--------ა“ რამოდენიმეჯერ არის ნასამართლევი, კერძოდ 1974 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 150-ე მუხლით, 1--- წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2071 -ე მუხლით, 1979 წელს 2191 მუხლით, 1983 წელს 154-ე მუხლით, ხოლო 2005 წლის 05 აპრილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ იქნა 150 ლარით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის. მოწმე გ-------------- წინაშე დასმული იყო კითხვა, კერძოდ, განემარტა კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდი ა------ შ--–--- ძე ს------------ ზ/ს „ს--------ა“ როდის და სად აღიარეს კანონიერ ქურდად, რაზეც გ-------------- უპასუხა, რომ კანონიერი ქურდის აღიარება ხორციელდება საიდუმლოდ, ამდენად თუ როდის აღიარეს ა------ ს------------ ე.წ. კანონიერ ქურდად მისთვის დაზუსტებით უცნობია, მაგრამ მისთვის ა--------------------- პიროვნების შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ის კანონიერ ქურდად აღიარეს 70-იან წლებში, რამაც მის ოჯახს მოუტანა მატერიალური უზრუნველყოფა. ე.წ. კანონიერ ქურდ ა--------------------- მამის შ--–-- ს------------ს და ძმის ვ-–- ს------------ს სახელზე რეგისტრირებულია არაერთი სამეწარმეო ობიექტი.

 

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ა--------------------- (დაბ. 0---------წ.) პასპორტი 51#1------, გაცემული 2003 წლის 21 ივნისს, რომლის მოქმედების ვადაა 21.06.2008 წლამდე. პასპორტში მოთავსებულია საქართველოს ვიზა, გაცემის დარიღი: 16.07.03წ. მოქმედების ვადა: 03.08.03წ. საქართველოში ყოფნის ვადა: 14 დღე.

 

წარმოდგენილი პასპორტით და მოწმე მუ------–-–--–-–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2003 წლის ივლისში ა------ ს------------ ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ ქუთაისში.

 

მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო და მიმდინარეობდა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681 და 1682 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, გაებათილებინათ მეორე მხარის მტკიცებულებები, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა ა--------------------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. კერძოდ:

 

როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) ჩვენებებიდან ირკვევა, მათ გააჩნიათ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია ა--------------------- კანონიერი ქურდობის შესახებ და განსასჯელის მიერ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე ინფორმაცია არა აქვთ, რაც დაადასტურებდა ამ პიროვნების კანონიერ ქურდობას. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, თუ იგი არ იქნა სათანადოდ შემოწმებული და რეალიზებული მისი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, რომლის შედეგად დადგინდებოდა მისი ნამდვილობა, ვერ შეიძენს მტკიცებულებით მნიშვნელობას, რამდენადაც საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ამგვარი ინფორმაციის მიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად, მართებულად ვერ ჩაითვლება.

 

ოპერატიული ინფორმაციის ავტორიც (წყარო) საზოგადოების წევრია, რომელიც შესაძლოა არასწორ ინფორმაციას ფლობდეს, ეყრდნობოდეს ან ავრცელებდეს, ამიტომ არის საჭირო მისი გადამოწმება და არა თავიდანვე უტყუარ ფაქტად მიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კოსტოვსკი (kostovski) ნიდერლანდების წინააღმდეგ (განაცხადი #11454/85), დაასკვნა, რომ გამოძიების ეტაპზე ანონიმური ინფორმატორის გამოყენება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას არ არღვევს, მაგრამ სასამართლო განხილვის ეტაზე ჩვენებები, რომელიც ემყარება ანონიმურ ინფორმატორს, ვერ ჩაითვლება იმ საკმარის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შეიძლება პირის მსჯავრდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 44).

 

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დანაშაულად გამოცხადდა 2005 წლის 20 დეკემბრის შესწორების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ბრალად შეერაცხება მხოლოდ ამ ცვლილების (დამატების) ამოქმედების შემდეგ განხორციელებული იმ ქმედებისათვის, რომლის კრიმინალიზაციაც მოახდინა სისხლის სამართლის კოდექსმა, ანუ პირი ქურდული სამყაროს წევრობისათვის ან/და კანონიერი ქურდობისათვის დაისჯება მხოლოდ 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ (და არა მანამდე) ჩადენილი იმ ქმედებისათვის, რის გამოც მას დაუდასტურდება ქურდული სამყაროს წევრობა ან/და კანონიერი ქურდობა.

 

ვინაიდან ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრა 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას... უკუძალა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის სად, როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა კანონიერ ქურდად აღიარებული ა------ ს------------. ბრალდება შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით და საბრალდებო დასკვნაში მიუთითა, რომ „ა------ შ--–--- ძე ს------------ მისივე მოთხოვნით ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში (მხარეთა კამათი) მოიშველია მოწმეების ხ----------------- და გ-------------- ჩვენებები, რომ ა------ ს------------ 70-იანი წლებიდან არის კანონიერი ქურდი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2003 წლის შემდეგ ა------ ს------------ საქართველოში არ შემოსულა. დადგენილია, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე ა--------------------- მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2002 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 9 აპრილამდე არ დაფიქსირებულა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით ირკვევა, რომ ა------ ს------------ (დაბ. 0--------- წ. ან 0--------- წ.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პასპორტით 51#1------ დასტურდება, რომ ა------ ს------------ (დაბ. 0---------წ.) არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. წარმოდგენილი პასპორტით და მოწმე მუ------–-–--–-–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2003 წლის ივლისში ა------ ს------------ ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, თავისი შვილის ქორწილში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2002-2003 წლებში, ან თუნდაც 70-იანი წლებიდან აღიარებული რომ ყოფილიყო კანონიერ ქურდად და ემოქმედა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, ეს საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ ა------ ს------------ 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ დასჯილიყო კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლიც დაადასტურებდა ა--------------------- კანონიერ ქურდად აღიარების ფაქტს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა------ ს------------ ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში. მაგრამ სასამართლო სხდომზე დაკითხული მოწმეები და გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ა--------------------- კავშირებს ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე, ვერ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ის ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში.

 

ინტერნეტსაიტების ; www.primecrime.ru-ს და დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციას რაც შეეხება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საიტების დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დაუშვებელად მიაჩნია გაურკვეველ ინტერნეტგვერდებზე განთავსებული არასანდო და არაავთენტიკური ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

განსასჯელის საუარესოდ სისხლის სამართლის კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება იკრძალება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომლის მიხედვით „არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. ამასვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული სამართლის მიხედვით, იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დღევანდელი საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა დენადი დანაშაული არ არის და იგი განგრძობადი დანაშაულია, რამდენადაც ქმედების შემადგენლობა მიბმულია ამ ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანიზებისას სხვადასხვა აქტიური მოქმედებების ჩადენასთან, ამიტომ თუ ამგვარი ქმედებების ჩადენა ხდებოდა იმ დროს (რაც მოცემულ შემთხვევაშიც არ დასტურდება), როცა ქმედების კრიმინალიზაცია ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, დღეს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დაუშვებელია. აუცილებელია პირს ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანოზებისას ერთი ქმედება მაინც ჰქონდეს ჩადენილი აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაციის შემდეგ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვებერი (Veeber) ესტონეთის წინააღმდეგ #2 (განაცხადი #45771/99), იმსჯელა სისხლის სამართლის კანონის უკუქცევით ძალაზე განგრძობადი და დენადი დანაშაულების კონტექსტში, კერძოდ, განგრძობადი დანაშაულის შემთხვევაში პირი პასუხს აგებს იმ სისხლის სამართლის კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე (2003 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტები 34-39).

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე მტკიცებულებას აფასებს თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. მე-4 ნაწილის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ა--------------------- ბრალეულობაში.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამდენად კანონიერი ქურდის ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან სხვა პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვაში ან ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად.

 

ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას, ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებზე, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ან წესებს, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ქურდული სამყაროს მართვას, იგი გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში და ასე შემდეგ, კანონიერმა ქურდმა შეიძლება მართოს არა მარტო ქურდული სამყარო, არამედ პირთა გარკვეული სხვა ჯგუფიც, რომლებსაც არ უღიარებიათ ქურდული სამყარო და არც მისი წევრები არიან, მაგრამ შეიძლება საშველად მიმართეს ,,კანონიერ ქურდს“ ან კანონიერ ქურდი იძულებისა და მუქარის გამოყენებით ახერხებს მათ მართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა სასამართლოსთვის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განსასჯელის მიერ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვას ან/და ორგანიზებას. იმისათვის, რომ დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კანონიერი ქურდობისათვის, უნდა დადგინდეს, რომ იგი მოქმედებდა (მართავდა ან/და ორგანიზებას უწევდა პირთა წრეს) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. საკმარისად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება თავის თავს უწოდებს კანონიერ ქურდს ან პირთა გარკვეული ჯგუფი მას უწოდებს კანონიერ ქურდს. არც ისაა გადამწყვეტი, თუ მას ქურდული სამყაროს გარდა საზოგადოებაც იცნობს ,,კანონიერი ქურდის’’ სახელით, არამედ იმისთვის, რომ სახეზე იყოს ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის ნიშნები, მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მიხედვით აუცილებელია, პირს დაუმტკიცდეს პირთა გარკვეული წრის მართვა ან/და ორგანიზება, რაც პასუხისმგებლობის საკითხის დადგომისათვის აუცილებელი. მართვა და ორგანიზება კონკრეტულ მოქმედებებს გულისხმობს, რაც მტკიცების საგანს შეადგენს და მისი მტკიცება უნდა იტვირთოს ბრალდების მხარემ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ა--------------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით, არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. იგი დაფუძნებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე, მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ასევე გაურკვეველ ინტერნეტსაიტებზე განთავსებულ არასანდო და არაავთენტიკურ ინფორმაციაზე, რაც რა თქმა უნდა არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით (მტკიცებულებათა არარსებობა) არ დადასტურდა განსასჯელ ა--------------------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 502-ე, 504-ე, 510-511-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა------ ს------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ა--------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განემარტოს გამართლებულ ამ-------------------- რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ვ-–- შ--–--- ძე ს------------ს, დაბ: 1----–-–---------–---, - ქ. ქუთაისში, თ------------ ქ. N3-ში მდებარე შპს ,,ფ----------’’-ის უძრავ ქონებას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ა------ შ--–--- ძე ს------------ს, დაბ: 1--- წლის 4--------ს ქონებას, კერძოდ - ქ. ქუთაისში, გ------–---- ქ. N14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ნაკვეთს.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- ს------------ს, დაბ: 1----–-–----------- - ქ. ქუთაისში, ა---–-------------------–--. N2-ში მდებარე შპს ,,ნ----------’’ (ბენზოგასამართ სადგურს და სასურსათო მაღაზიას) უძრავ ქონებას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ ა------ შ--–--- ძე ს------------ს სახელით (ან სახელზე) მისი ან მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების: მეუღლის - მ------------- ასული ს------------სა და შვილების: ს-------------, კ---- და ს--- ს------------ების (მცხოვრები - ქ. ქუთაისი, გ------–---------------ში), ძმის - ვ-–- შ--–--- ძე ს------------ს, ძმის მეუღლის - ლ--–---------------ს------------ს, ძმიშვილების - ზ---- და ქ--------- ს------------ების (მცხოვრები - ქ. ქუთაისი, ა------–-----–-------- N46/25, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ------–---------- N17-ში), სიძეების - მ----------------------–-–--–-–---–-- (მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ბ-------------- N4/10-ში), დ--------------ს ძე ქ--------- (მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ--–-------------- N8-ში), სიმამრის - ჯ---------–------, სიდედრის - ლ---------------ს, ცოლის ძმის - კ----------------------- ძე ძ--–------ (მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ------–---------- N59-ში) სახელზე შემოსულ ყველა სახის წერილს, დეპეშას, რადიოგრამას, ბანდეროლს, ამანათს, საფოსტო კონტეინერს ან კავშრიგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ შეტყობინებას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- რ-–------ ძე ს------------ს საკუთრებაში არსებულ ქ. ქუთაისში წ-------------- და ს---–--------------–-------- N1/66-ში არსებულ არასაცხოვრებელ ფართს (პურფუნთუშეულის საამქრო).

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ვ-–- შ--–--- შე ს------------ს, დაბ: 1----–-–---------–--ს, სახელზე რეგისტრირებულ ქ. ქუთაისში, თ------------------ N23-ში მდებარე შპს ,,ფ----------’’-ის უძრავ ქონებას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- რ-–------ ძე ს------------ს, დაბ: 1----–-–-----------, სახელზე რეგისტრირებულ ქ. ქუთაისში, ა---–----------------------- მე-3 შეს. N2ა-ში მდებარე შპს ,,ნ--------ს’’ უძრავ ქონებას (ბენზოგასამართი სადგური და სასურსათო მაღაზია).

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ა------ შ--–--- ძე ს------------ს, დაბ: 1--- წლის 4--------ს ქონებას - საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი რეგისტრირებული შ--–-- რ-–------ ძე ს------------ს სახელზე, დაბ: 1----–-–-----------, მდებარე ქ. ქუთაისი, გ------–---- ქ. N14-ში.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი CD-R დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე