დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100107216100
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №81აპ-18 ქ. თბილისი
ა--–--- ა--–--, 81აპ-18 28 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის, დაზარალებულ ნ----- ი-----ს, მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ-–- ხ--------–---–-სა და მ-----– მ-------ს, მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ--–- ნ-----–--–---–-სა და გ-- ტ---–--–---–-ს, მსჯავრდებულ ა------ კ----–---–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენზე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნის თანახმად:
ა--–-- ა--–---ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირების უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობითა და იარაღის გამოყენებით; უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენაში, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, რითაც მან არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს და ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ჩადენილი სისტემატურად, პირადი მოტივით, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედება; თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებისა და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში; მანვე, მოხელემ და სახელმწიფო-პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; მანვე, როგორც სახელმწიფო მოხელემ, ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა; თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის; მოსახლეობის დაშინებისა და ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად, ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, ესე იგი აფეთქებაში, რამაც შექმნა ადამიანების სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და რამაც სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ნ------- ი-----ს ეპიზოდი
1991 წელს ა--–-- ა--–--- დაინიშნა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე - ა-------------ს უ---------------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. 1991 წლის 29 აპრილს ა--–-- ა--–--- ა-------------ს უ–-–-------- მ-------- ა------- ჯ----თან ერთად იმყოფებოდა თავის სამუშაო კაბინეტში - ა-------------ს უ---------------ს შენობაში, რომელსაც იცავდნენ ა-------------ს შ------ ს------- ს------------ს ს------------ დ-–--- პ---–-–--- თანამშრომლები - მ---- დ-------- და ა-–---- ც--–---. მათ გარდა შენობაში არავინ იმყოფებოდა.
1991 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე, ა-------------ს უ---------------ს შენობაში, ა--–-- ა--–---ს სამუშაო ოთახში, შევიდა საქართველოს მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მ------- ო------, რომელსაც ახლდა პირადი დაცვის ორი წევრი - ნ------- ბ-------–---–-, ვ-–-------- ი-–---–- და მძღოლი კ--- ოსიაშვილი. შესვლისთანავე მ------- ო------ დარჩა ა--–-- ა--–---ს სამუშაო კაბინეტში, ხოლო პირადი დაცვის ორივე წევრი და მძღოლი ჩაის დასალევად გავიდნენ ა--–-- ა--–---ს მოსასვენებელ ოთახში. დაახლოებით 15-20 წუთში უზენაეს საბჭოს შენობაში, ა--–-- ა--–---ს სამუშაო ოთახში, შევიდა ა-------------ს უ---------------ს თავმჯდომარის მოადგილე ნ------- ი----- ქალიშვილთან - ნ----- ი-----სთან ერთად. ნ------- ი-----ს თან ჰქონდა „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის №------ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. კაბინეტში შესვლისთანავე მან სიტყვიერი პროტესტი გამოხატა ა--–-- ა--–---სა და მისი გარემოცვის მიერ საქართველოს საზიანოდ განხორციელებული პოლიტიკური კურსის გამო და საქართველოს მოღალატეები უწოდა ოთახში მყოფ პირებს, რის შემდგომ რამდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა მის ხელთ არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლის შედეგად მ------- ო------მ სხეულის დაზიანება მიიღო ფეხის არეში. ნ------- ი-----ს მხრიდან ხელმეორედ სროლების აღკვეთის მიზნით, ა------- ჯ----მა „ბრაუნინგის“ და ა--–-- ა--–---მ მაკაროვის სისტემის №----, მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რამდენიმეჯერ ესროლეს ნ------- ი-----ს და მიაყენეს მას სხეულის დაზიანებები გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის სახსრის არეში. დაჭრილი ნ------- ი----- შეტრიალდა და დაიწყო გასვლა ა--–-- ა--–---ს მისაღები ოთახიდან. კარებთან მას დაუვარდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ოთახიდან გასულ, დაჭრილ და უიარაღო ნ------- ი-----ს უკან გაჰყვა ა--–-- ა--–---, აიღო ნ------- ი-----ს მიერ კარებთან დაგდებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, უკნიდან რამდენიმეჯერ ესროლა მას, რის შედეგადაც ნ------- ი-----მ დაზიანებები მიიღო კეფის არეში და მარჯვენა ბეჭის ძვლის მიდამოებში, რამაც განაპირობა მისი სიკვდილი.
· თ------ ა------ს ეპიზოდი:
ა) ა------სა და სხვათა ეპიზოდი
ა--–-- ა--–---ს ა-------------ს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარედ და შემდგომში ა--------------- რ-------–---- მეთაურად მუშაობის პერიოდში, ა-------------ს უ–-–-------- მ-------- ი----- გ---------სა და უ–-–-------- მ--------ის პირველ მოადგილე გ------- კ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- ს------------ს საგამოძიებო იზოლატორში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სასჯელს უკანონოდ იხდიდნენ მსჯავრდებულები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ, 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლებით, კერძოდ:
დ----- ა------ - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 78-ე მუხლითა და 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა, რაც შემდგომში შეეცვალა საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
აწ/გარდაცვლილი თ----- ა------ - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა, რაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 4 სექტემბრიდან;
მ------ მ------- - საქართველოს სსკ-ის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
ი---- შ------------ - საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
თ----- ჯ--------- - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 78-ე მუხლით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან პირველი ოთხი წელიწადი საპყრობილეში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
ჯ---- ხ---------- - საქართველოს სსკ-ის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. აქედან პირველი ოთხი წელიწადი საპყრობილეში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან.
დ----- ჯ----- - საქართველოს სსკ-ის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. აქედან პირველი ხუთი წელიწადი საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
ა----- ზ----------- - საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
გარდა დასახელებული მსჯავრდებულებისა, აღნიშნულ იზოლატორში, ამავე დროს, კანონის დარღვევით სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა სასამართლოების განაჩენებით დამნაშავედ ცნობილი შემდეგი პირები:
თ------ ა------ - მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 961-ე მუხლით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1993 წლის 4 ოქტომბრიდან;
ჯ----– ბ-–------ - მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 252 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1999 წლის 1 თებერვლიდან;
მ----- ც-------- - მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 252 მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1999 წლის 1 თებერვლიდან;
ე----- მ----–--- - მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1998 წლის 7 აგვისტოდან;
მიუხედავად იმისა, რომ ა--–-- ა--–---სათვის, როგორც ა-------------ს უმაღლესი თანამდებობის პირისათვის, ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილების შესახებ, ა-------------ს უ–-–-------- მ-------- ი----- გ---------სა და ამავე ს------------ს მ--------ის პირველ მოადგილე გ------- კ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, იმ დროს მოქმედი შრომა-გასწორების კოდექსის მე-14 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სისტემატურად, პირადი მოტივითა და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, განზრახ არ შეასრულა სასამართლოების გადაწყვეტილებები, არ გააკონტროლა დასახელებული მსჯავრდებულების სასჯელის მოსახდელად განაჩენით განსაზღვრული შესაბამისი რეჟიმის კოლონიებში გადაყვანა და დატოვა ისინი საპყრობილის რეჟიმში მანამ, სანამ აწ გარდაცვლილი თ----- ა------ 1999 წლის დეკემბერში არ გაათავისუფლეს ვადამდე, მძიმე ავადმყოფობის საფუძველზე, ჯ----– ბ-–------ 1999 წლის დეკემბერში და მ----- ც-------- 2000 წლის თებერვალში არ გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადამდე პირობითად, ხოლო დ----- ა------, მ------ მ-------, თ----- ჯ---------, დ----- ჯ-----, ჯ---- ხ----------, ე----- მ----–---, ა----- ზ-----------, ი---- შ------------ და თ------ ა------ კი დატოვა პატიმრობაში წლების განმავლობაში. ამასთანავე, ასეთი განზრახი მოქმედებებით, რომელიც აშკარად გასცილდა ა--–-- ა--–---სათვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, მან შეურაცხყო დ----- ა------ს, მ------ მ-------ს, თ----- ჯ---------ს, დ----- ჯ-----ს, ჯ---- ხ----------ს, ა----- ზ-----------ს, აწ გარდაცვლილი თ----- ა------ს, ე----- მ----–---ს, მ----- ც--------ს, ჯ----– ბ-–------ს, ი---- შ------------სა და თ------ ა------ს პირადი ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა როგორც მათ უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, ასევე ს----–-–----- ინტერესებს.
ბ) შეწყალებული ა------ს პატიმრობაში დატოვების ეპიზოდი
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულებით შეიწყალა 1757 მსჯავრდებული, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში. მსჯავრდებულთაგან ერთი - თ------ ა------, როგორც ცნობილი იყო, სასჯელს იხდიდა ა-------------ს უ–-–-------- ს------------ს საგამოძიებო იზოლატორში. აღნიშნული შეწყალების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ა-------------ს უ–-–-------- ს------------ს, ა--------------- რ-------–---- ხელმძღვანელ ა--–-- ა--–---ს და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო თ------ ა------ს შეწყალების შესახებ, როგორც ა-------------ს უმაღლესმა თანამდებობის პირმა, ა-------------ს უ–-–-------- მ-------- ი----- გ---------სთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად, პირადი მოტივითა და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თ------ ა------ დატოვა პატიმრობაში. ასეთი განზრახი მოქმედებით, რომელიც აშკარად გასცილდა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო თ------ ა------ს პირადი ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს და ცალკეულ მოქალაქის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. ამავდროულად, ა--–-- ა--–---მ, ი----- გ---------სა და ამ უკანასკნელის პირველ მოადგილე გ------- კ-------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, დაარღვია იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომა-გასწორების კოდექსის 106-ე და 109-ე მუხლების მოთხოვნები და 1999 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით თ------ ა------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
1999 წლის 6 ოქტომბერს ა-------------ს უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულების მოქმედება თ------ ა------ს შეწყალების შესახებ, ხოლო 1999 წლის 11 ნოემბერს კი ამავე სასამართლომ ბათილად ცნო აღნიშნული განკარგულება და თ------ ა------ დატოვა პატიმრობაში სასჯელის მოხდამდე.
გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით პატიმრობიდან გათავისუფლებული თ------ ა------ს პატიმრობაში დატოვების ეპიზოდი.
ა-------------ს პროკურატურაში 1999 წლის 6 დეკემბერს თ------ ა------ს მიმართ აღიძრა №------ სისხლის სამართლის საქმე და 1999 წლის 11 დეკემბერს იგი, ბრალდებულის სახით, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 19,133-ე და 19,78-ე მუხლებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება. 2000 წლის 7 მარტს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა ა-------------ს უმაღლეს სასამართლოში.
2000 წლის იანვრიდან ა-------------ს საგამოძიებო იზოლატორს ეწოდა დროებითი ყოფნის იზოლატორი.
2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თ------ ა------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,78-ე მუხლითა (1960 წლის რედაქცია) და 24,143-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივრის საფუძველზე 2001 წლის 29 იანვრის განჩინებით გააუქმა აღნიშნული განაჩენი და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და განჩინებაში კატეგორიულად მიუთითა თ------ ა------ს დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ა-------------ს ს----–-–----- უშიშროების დროებითი ყოფნის იზოლატორიდან.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელეებისა და ს----–-–------პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებისათვის - ა--–-- ა--–---სა და ი----- გ---------სათვის ცნობილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მათ კვლავ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას არაერთგზის და არ შეასრულეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც შეურაცხყვეს თ------ ა------ს პირადი ღირსება და რამაც გამოიწვია მისი უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
ამავდროულად, ა--–-- ა--–---მ, ი----- გ---------სთან, ამ უკანასკნელის პირველ მოადგილე გ------- კ-------–---–სა და ამავე სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორის უფროს ვ-–-------- მ----–---–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დაარღვია 2000 წლის 1 იანვრიდან მოქმედებაში შესული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი, თ------ ა------ კვლავ დატოვა პატიმრობაში, რითაც ამ უკანასკნელს არაერთგზის უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება სამ წელზე მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე თ------ ა------ 2004 წლის 9 აპრილს არ გათავისუფლდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის განაჩენის საფუძველზე. ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფომ დაზარალებულ თ------ ა------ს აუნაზღაურა ა--–-- ა--–---ს, ი----- გ---------სა და გ------- კ-------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანი - 370000 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, ხიდების დანაღმვისა და ტერაქტების ეპიზოდები
ა) უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ეპიზოდი
1991-2004 წლებში ა-------------ს უ---------------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ა-------------ს უ---------------ს თავმჯდომარისა და ა-------------ს მეთაურის თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ა--–-- ა--–---მ, თავისთვის და მისი ნათესაურ-კლანური გარემოცვისთვის ფინანსური გამორჩენისა და საზოგადოებრივ - პოლიტიკური უპირატესობის მიღების მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, განიზრახა ავტონომიური რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ერთპიროვნული მმართველობა.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის გაადვილებისა და ამისათვის პირობების შესაქმნელად, ა--–-- ა--–---მ ბოროტად გამოიყენა ხელისუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობა, 1993 წლის 14 მარტის №---- დადგენილებით შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება - ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი, რომელიც არ შედიოდა საქართველოს არცერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და რომელსაც ხელმძღვანელობდა პირადად, რის უფლებაც მას არ გააჩნდა და რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება.
ა--–-- ა--–---მ ა-------------ს ტერიტორიაზე თავისი ძალაუფლების შენარჩუნების, ერთპიროვნული მმართველობის გაძლიერებისა და ა--------------- რ-------–---- იზოლაციის მიზნით, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მისი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის არდასაშვებად, 1993 წელს, მის მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების გამოძიებით დაუდგენელ წევრების მეშვეობით, მოახდინა ა-------------ს ადმინისტრაციული საზღვრის - ჩ---–----ს გამშვებ პუნქტზე არსებული სახიდე გადასასვლელის დანაღმვა, რის შემდგომ ყოველწლიურად 2004 წლის 2 მაისამდე ამოწმებდა დანაღმულ ტერიტორიას და ახდენდა ასაფეთქებელი მოწყობილობების განახლებას.
ა-------------ს მთელ ტერიტორიაზე სრული საზოგადოებრივ-პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად, ა--–-- ა--–---მ ადრე შექმნილი ,,ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი” რაზმის ბაზაზე, 1999 წლის 6 თებერვლის №-- დადგენილებით, ცალკე დანაყოფად შექმნა, დააფინანსა და სათანადო დონეზე უზრუნველყო უკანონო შეიარაღებული ფორმირება №---- სამხედრო ნაწილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ასრულებდა მის უკანონო დავალებებსა და ბრძანებებს.
ბ) ხიდების დანაღმვის ეპიზოდი
2004 წლის თებერვალში, ქ. ბ------ში, კ. გ-------------ს ქუჩაზე განთავსებულ ა------ უ---------------ს ადმინისტრაციულ შენობაში, ა--–-- ა--–---მ, მის მიერვე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, №---- უკანონო შეიარაღებული ფორმირების სამხედრო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------ს უბრძანა, ს---------------------ს საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრზე, მდინარე ჩ---–---ზე გამავალ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტთან - ხიდთან, ა------ ა--------------- რ-------–---- ადმინისტრაციულ საზღვარზე, განელაგებინა 180 შეიარაღებული ჯარისკაცი, 8 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 4 საზენიტო დანადგარი და სხვა შეიარაღება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ა--–-- ა--–---ს დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის არდასაშვებად, რათა აცილებულიყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ა-------------ს ტერიტორიაზე შესვლა.
2004 წლის 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მ-----– ს----–---–-, პირადი დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების თანხლებით, თბილისიდან გაემგზავრა ა------ ა-------------- რ-------–---ში, მოსახლეობასთან შესახვედრად.
ა--–-- ა--–---ს ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის მ-----– ს----–---–-სა და მისი თანმხლები პირების ა--------------- რ-------–---- ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ხელის შეშლის მიზნით, მდინარე ჩ---–----ს ხიდთან განხორციელდა რამდენიმე ასეული მოქალაქის თავმოყრა, იქვე განთავსდა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული მოქალაქეთა უკანონო რაზმი და უკანონო შეიარაღებული ფორმირების №-----ის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები, რომლებმაც განალაგეს მოძრაობის დამაბრკოლებელი ბეტონის ფილები და ლითონის კონსტრუქციები. იმავე დღეს, ა--–-- ა--–---ს განკარგულებით, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ა------ რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელობამ, ზღვის აკვატორიაში, ჩ---–----ს ხიდის სიახლოვეს, გაგზავნა ტყვიამფრქვევებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი კატარღა პ-106, რითაც უკანონოდ გადაიკეტა ა--------------- რ-------–---- ადმინისტრაციული საზღვარი.
ა--–-- ა--–---ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2004 წლის 14 მარტს, 07.00 საათზე ჩ---–----ს ხიდთან მისულ საქართველოს პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს არ მიეცათ ა-------------ს ტერიტორიაზე გადაადგილებისა და თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.
გ) ტერაქტების ეპიზოდი
ა--–-- ა--–---მ, ა-------------ს მეთაურის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსახლეობის დაშინებისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით, ორგანიზება გაუკეთა არაერთ ტერორისტულ აქტს, კერძოდ:
2004 წლის მარტში, ა-------------ს შ------ ს------- მ-------- ჯ----– გ---------სთან, ა------ ა--------------- რ-------–---- შ------ ს------- მ--------ის მოადგილე ე-–------ ჯ---------სთან, №---- უკანონო შეიარაღებული ფორმირების სამხედრო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------სა და ა-------------ს ს----–-–----- უშიშროების იმდროინდელ მინისტრთან - ი----- გ---------სთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის სპეციალური რაზმის ყოფილი წევრის - გ------- ა---------ს, №---- უკანონო შეიარაღებული ფორმირების სამხედრო ნაწილის საინჟინრო საწყობის გამგე გ------ ბ---–-----სა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების დახმარებით, ორგანიზება გაუკეთა ს---------------------ს საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრზე, მდინარე ჩ---–---ზე გამავალი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის-ხიდის „ტმ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებითა და ,,ტროტილის” ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმვის განახლებას, რის შემდგომაც, 2004 წლის 2 მაისს ა--–-- ა--–---მ გასცა შესაბამისი სიტყვიერი განკარგულება და ა-------------ს ს----–-–----- უშიშროების იმდროინდელ მინისტრ ი----- გ---------ს, ა-------------ს შ------ ს------- მ-------- ჯ----– გ---------სა და ამ უკანასკნელის ყოფილ მოადგილე ე-–------ ჯ---------ს ბრძანებით, ა--–-- ა--–---ს დაქვემდებარებაში მყოფმა უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრმა პ----- ა------მ იმავე დღეს 13 საათზე მოახდინა ხსენებული ხიდის აფეთქება, რამაც გამოიწვია 1819028 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი, არსებითად დაირღვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
2004 წლის მა----ში, ა-------------ს შ------ ს------- მ-------- ჯ----– გ---------სთან, ა-------------ს შ------ ს------- მ--------ის მოადგილე ე-–------ ჯ---------სთან, №---- უკანონო შეიარაღებული ფორმირების სამხედრო ნაწილის მეთაურ ლ---- ფ------სა და ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- იმ დროინდელ მ------------ ი----- გ---------სთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის სპეციალური რაზმის ყოფილი წევრის - გ------- ა---------ს, უკანონო შეიარაღებული ფორმირება - №---- სამხედრო ნაწილის საინჟინრო საწყობის გამგე გ------ ბ---–-----სა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების დახმარებით, ორგანიზება გაუკეთა ს-------------------------------–----ს საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე მდინარე ჩ---–---ზე გამავა-–- ქ-------ს ხიდის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის - ხიდის „ტმ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვას, 2004 წლის 2 მაისს კი დანაღმვის განახლებას, რის შემდგომაც 2004 წლის 2 მაისს ა--–-- ა--–---მ გასცა შესაბამისი სიტყვიერი განკარგულება და ა-------------ს უ–-–-------- მ-------- ი----- გ---------ს, ა-------------ს შ------ ს------- მ-------- ჯ----– გ---------სა და ამ უკანასკნელის ყოფილი მოადგილის - ე-–------ ჯ---------ს ბრძანებით, ა--–-- ა--–---ს დაქვემდებარებაში მყოფმა უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრმა პ----- ა------მ 14 და 16 საათზე მოახდინა ხსენებული ხიდის ორჯერ აფეთქება, რამაც გამოიწვია 438544 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროება და ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფოს სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი, არსებითად დაირღვა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
2004 წლის აპრილის ბოლო რიცხვებში ა--–-- ა--–---მ, ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- იმდროინდელ მ------------ ი----- გ---------სთან შეთანხმებით, ამ უკანასკნელის სპეციალური რაზმის ყოფილი წევრის - გ------- ა---------სა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების დახმარებით, ორგანიზება გაუკეთა ქ------–----ს რაიონის დაბა ჩ---ში დასასვენებელი სახლი „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის სანაპირო ზოლის „ტმ-62“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმვას, რომლებზედაც 2004 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე აფეთქდა სანაპიროზე მოძრავი ვაზ-2121 მოდელის სახ.№------- და უაზ-469 მოდელის სახ.№------- ავტომანქანები. აფეთქების შედეგად ქ------–----ს რაიონის დაბა ჩ---ში მცხოვრებმა დ-------- კ----–---მ, ვ------–-- ზ--------მ, გ------- ნ----------მ და ჯ----– ს----------მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ქ------–----ს რაიონის დაბა ჩ---ში მცხოვრებმა ა–---- ს-------–---მა და ქ. თ---–--ში მცხოვრებმა ვ----------- ე----------მა მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქ------–----ს რაიონის დაბა ჩ---ში მცხოვრებმა ნ-------- შ------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და უაზ-469 მოდელის სახ.№------- ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიადგა 4000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი, ხოლო ქ------–----ს რაიონის დაბა ჩ---ში მცხოვრებმა ვაზ-2121 მოდელის სახ.№------- ავტომანქანის მფლობელ ზ------ კ-–------ს კი - 1200 ლარის მატერიალური ზიანი.
ა------ კ----–---–---ს ბრალი დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რა დროსაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის; სამსახურებრივ სიყალბეში, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენაში, ჩადენილი ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა------ კ----–---–--- 2000 წლის 5 თებერვლიდან 2006 წლის 6 მაისამდე მუშაობდა რა ა-------------ს უ–-–-------- ს------------ს ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და იყო საჯარო მოხელე, 2000-2001 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან - ა-------------ს უ–-–-------- მ--------ის ი----- გ---------სა და ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს სამეურნეო განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროს მ-------- შ-----–---სთან ერთად, განიზრახა საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, ბოროტად გამოეყენებინა სამსახურებრივი მდგომარეობა და უფლებამოსილება და მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის, მიეთვისებინა ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- ს------------ს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები.
თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ი----- გ---------ს სიტყვიერი დავალებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - ა------ კ----–---–---მ და მ-------- შ-----–---მ სხვადასხვა დროს, ოპერატიული და სხვადასხვა სამსახურებრივი ხარჯებისათვის ხელზე მიიღეს ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- ს------------ს კუთვნილი შემდეგი თანხები: 2000 წლის 10 მაისის №20 სალაროს გასავლის ორდერით - 9500 ლარი, 2000 წლის 22 დეკემბრის №29 სალაროს გასავლის ორდერით - 72200 ლარი, 2001 წლის 31 იანვრის №1 სალაროს გასავლის ორდერით - 189500 ლარი და 2001 წლის 27 აპრილის №2 სალაროს გასავლის ორდერით - 10000 ლარი, 2001 წლის 12 აპრილის №1 სალაროს გასავლის ორდერით - 244895 ლარი, 2001 წლის 27 აპრილის №2 სალაროს გასავლის ორდერით - 10000 ლარი, 2001 წლის 4 მაისის №3 სალაროს გასავლის ორდერით - 12437 ლარი, 2001 წლის 11 მაისის №4 სალაროს გასავლის ორდერით - 41203 ლარი, 2001 წლის 18 მაისის №5 სალაროს გასავლის ორდერით - 30000 ლარი, 2001 წლის 22 მაისის №6 სალაროს გასავლის ორდერით - 4680 ლარი, 2001 წლის 8 ივნისის №7 სალაროს გასავლის ორდერით - 10000 ლარი, 2001 წლის 15 ივნისის №8 სალაროს გასავლის ორდერით - 10000 ლარი, 2001 წლის 20 ივნისს №9 სალაროს გასავლის ორდერით - 20750 ლარი, 2001 წლის 10 ივლისის №10 სალაროს გასავლის ორდერით - 20000 ლარი, 2001 წლის 18 ივლისის №11 სალაროს გასავლის ორდერით - 12445 ლარი და 2001 წლის 31 ივლისის №12 სალაროს გასავლის ორდერით - 12345 ლარი, სულ 709955 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - ა------ კ----–---–---მ, ი----- გ---------მ და მ-------- შ-----–---მ.
თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების დასაფარად, ი----- გ---------ს ორგანიზებით, ჯგუფის წევრებმა - ა------ კ----–---–---მ და მ-------- შ-----–---მ ანგარებით ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, რაც გამოიხატა იმაში, რომ ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- ს------------ს ბუღალტერიაში წარადგინეს მათ მიერ წინა რიცხვით შედგენილი, 2001 წლის 10, 20 და 25 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი შესყიდვის აქტები, თითქოსდა აღნიშნული თანხით ა-------------ს უ–-–-------- ს------------სათვის კერძო პირისა და შპს „კ----------სგან“ შეიძინეს 400260 ლარის სახის სპეციალური ძირითადი საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, თუმცა ხსენებულ პერიოდში ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- ს------------ში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ შესყიდულა.
აღნიშნული ქმედებით ა------ კ----–---–---მ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი არაერთგზის ბოროტად გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან - მ-------- შ-----–---სა და ი----- გ---------სთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ა-------------ს ს----–-–----- უ–-–-------- ს------------ს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 709955 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამრიგად, ა------ კ----–---–---მ 2000-2001 წლების პერიოდში მ-------- შ-----–---სა და ი----- გ---------სთან ერთად მართლსაწინააღმდეგოს მიითვისა ა-------------ს სახელმწიფი უ–-–-------- ს------------ს კუთვნილი თანხა - 709955 ლარი.
დ----- ხ--–--–ს ბრალი დაედო უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში; უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში; გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რამაც არსებითად დააზიანა მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად და არაერთგზის; ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ძალადობითა და ისეთი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ასეთ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რამაც გამოიწვია ტრანსპორტისა და ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ადამიანის დევნაში, სიტყვის, აზრის, მრწამსის, მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; შეკრების, მანიფესტაციის მოწყობასა და მასში მონაწილეების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც გამოიწვია მასობრივი არეულობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-------------ს უ---------------ს პ-------------ს 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერდა ა-------------ს უ---------------ს თავმჯდომარე ა--–-- ა--–---, შეიქმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება - ა-------------ს უ---------------ს პ-------------ს დაცვის სამსახური. ამავდროულად დამტკიცდა ხსენებული ფორმირების დროებითი დებულება, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად, ა--------------- რ-------–---- უ---------------ს პ-------------ს დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა ა--------------- რ-------–---- უ---------------ს თავმჯდომარე. პ-------------ს დაცვის სამსახურის უფროსი, უშუალოდ ექვემდებარებოდა ა--------------- რ-------–---- უ---------------ს თავმჯდომარეს და ა-------------ს უ–-–-------- მ--------ს, ამავდროულად ზემოაღნიშნული უკანონო შეიარაღებული ფორმირების უფროსად დაინიშნა დ----- ხ--–--–-, რომელიც ხსენებულ სამუშაოზე მუშაობდა 1998 წლის ნოემბრამდე. მოგვიანებით, ხსენებული ფორმირების ბაზაზე ჩამოყალიბდა ა-------------ს ს----–-–----- ორგანოების დაცვა. 2004 წლის 28 იანვარს, ა-------------ს მეთაურის ა--–-- ა--–---ს №-- ბრძანებულებით, დ----- ხ--–--–- დაინიშნა ა-------------ს სახელმწიფო ორგანოების დაცვის უფროსად, სადაც მუშაობას აგრძელებდა 2004 წლის 5 მაისამდე. მოცემული შეიარაღებული ფორმირება არ შედიოდა საქართველოს არცერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და მას პირადად ხელმძღვანელობდა ა--–-- ა--–---, აღნიშნული რაზმი კი საჭიროების შემთხვევაში ასრულებდა ამ უკანასკნელის უკანონო დავალებებსა და ბრძანებებს.
2002 წლის შემოდგომაზე დ----- ხ--–--–- დაუკავშირდა ამერიკული კომპანია „-----------------------–-ს“ საქართველოში დისტრიბუტორული ფირმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა-----ს“ ბ-------- ფილიალის დირექტორის მოადგილე ნ---- ხ--–--–ს და სთხოვა, რომ მის მიერ მიყვანილი სომხეთში მცხოვრები მოქალაქეებისათვის ნ---- ხ--–--–ს მიეყიდა კომპანიის მიერ წარმოებული და საქართველოში შემოტანილი საქონელი, რაზედაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.
2003 წლის აპრილში, ზემოხსენებულმა ამერიკულმა კომპანიამ სომხეთში გახსნა დისტრიბუტორული ფირმის სომხეთის ფილიალი, რის გამოც ნ---- ხ--–--–მა ზემოხსენებულ სომეხ კლიენტებს უარი უთხრა ფირმის პროდუქციის შემდგომში მიყიდვის ოპერაციის გაგრძელებაზე.
2003 წლის აპრილში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დ----- ხ--–--–- თავის მეგობრებთან - ე-–------ ბ-----------თან და თ----- ფ------სთან ერთად მივიდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა-----ს“ ოფისში ნ---- ხ--–--–თან და მოსთხოვა მას გაეგრძელებინა ურთიერთობა სომეხ კლიენტებთან, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. აღნიშნულით განაწყენებულმა დ----- ხ--–--–მა, იმ საბაბით, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ს“ მისი ავტორიტეტის გამო არ ჰყავდა შემწუხებელი და საქმიანობას დაუბრკოლებლად ახორციელებდნენ მისი მფარველობით, მოსთხოვა, მისთვის შემდგომში გადაეხადათ ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი, რაზედაც დ----- ხ--–--–მა ნ---- ხ--–--–-ს მხრიდან კვლავ უარი მიიღო.
ხსენებული წინადადების მიცემიდან რამდენიმე დღეში, დ----- ხ--–--–- და ე-–------ ბ-----------ი ისევ ეწვივნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა----ს“ და ფირმის ოფისში ამჯერად შეხვდნენ ფირმის დირექტორ გ------ გ------ს, ასევე მის მოადგილე ნ---- ხ--–--–ს. მათ მუქარით მოითხოვეს სომეხი პარტნიორებისათვის ხუთი ავტომანქანით გადაზიდულ საქონელში ფული, თითოეულზე 500 აშშ დოლარი ან ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ შეუქმნიდნენ პრობლემებს და ვეღარ გააგრძელებდნენ მუშაობას. აღნიშნული მუქარით დაშინებული გ------ გ------ და ნ---- ხ--–--–-, რათა ფირმის მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ, გამომძალველებს შეჰპირდნენ, რომ დისტრიბუტორი ბ-------- ფილიალი მათ გადაუხდიდა 2500 აშშ დოლარს სომხეთის რესპუბლიკაში გადაზიდული ხუთი ავტომანქანა საქონლის ანგარიშიდან და ასეთი შეთანხმებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
რამდენიმე დღეში ნ---- ხ--–--–ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დ----- ხ--–--–- და შეთანხმებული თანხის გადასაცემად დაიბარა საკუთარ სახლთან მოწყობილ ე.წ. „ოფისში“. დანიშნულ დროს ნ---- ხ--–--–- მივიდა მითითებულ ადგილზე და გადასცა მას ზემოაღნიშნული თანხა - 2500 აშშ დოლარი.
დ----- ხ--–--–-, არ დასჯერდა გამოძალულ თანხას და მან ე-–------ ბ-----------თან და თ----- ფ------სთან ერთად, ჯგუფურად, მოსთხოვა ნ---- ხ--–--–ს, რომ მას სისტემატიურად გადაეხადა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ნაწილი, რაზედაც ნ---- ხ--–--–მა უარი განუცხადა. აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე დღეში ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ კვლავ ეწვივნენ ნ---- ხ--–--–ს ფირმის ოფისში და განუცხადეს, რომ მის ფირმას სომეხი კლიენტებისათვის მიყიდული ჰქონდა არა ხუთი, არამედ შვიდი ავტომანქანა საქონელი, რაზედაც დამატებით მოსთხოვეს 1000 აშშ დოლარის გადაცემა.
იმ მიზნით, რომ ხსენებულ პირებს საბოლოოდ დაენებებინათ ფირმისათვის თავი, ნ---- ხ--–--–მა მათ დამატებით გადასცა მოთხოვნილზე მეტი - 1500 აშშ დოლარი.
დ----- ხ--–--–-, ე-–------ ბ-----------ი და თ----- ფ------ ისევ არ დასჯერდნენ რა ნ---- ხ--–--–-საგან გამოძალულ თანხას, კვლავ აგრძელებდნენ მუქარას და ფულის დამატებით მოთხოვნას დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, რის შემდეგაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ა-----ს“ დირექტორი გ------ გ------ და მისი მოადგილე ნ---- ხ--–--–- იძულებულები გახდნენ, დაეხურათ შპს „ა-----ს“ ბ-------- ფილიალი, მუქარის ასრულებისა და ფიზიკური განადგურების შიშით, 2003 წლის ივლისში გაცლოდნენ ა------ ა--------------- რ-------–---ს და დროებით საცხოვრებლად ოჯახებით გადასულიყვნენ ქ. თ---–--ში.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - დ----- ხ--–--–მა, ე-–------ ბ-----------მა, თ----- ფ------მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა წინასწარი შეთანხმებით, ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, ძალადობითა და ისეთი ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის ჯანმრთელობისათვის, განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის არაერთგზის და დიდი ოდენობით აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:
2003 წლის 12 ნოემბერს, დ----- ხ--–--–-, ე-–------ ბ-----------ი და ორგანიზებული ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი კიდევ ერთი წევრი მივიდნენ ქ. ბ------ში, ე---ს ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან, სადაც შპს „ა-----ს“ სავაჭრო აგენტის ასისტენტებს - გ------- ს--------–---სა და ვ------- ჩ-----ს მაღაზია „მ----------ში“ შეჰქონდათ საქონელი. დ----- ხ--–--–მა და ე-–------ ბ-----------მა ფირმის ფილიალის ზემოაღნიშნული მუშაკები და მათთან ერთად მყოფი დაქირავებული მძღოლი, ქ. ბ------ში მცხოვრები მ------ მ----–---, ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, საქონლით დატვირთული ავტომანქანით, რომლის საჭესთანაც დაჯდა მათთვის უცნობი პირი, იძულებით მიიყვანეს დ----- ხ--–--–-ს ე.წ. „ოფისთან“, რის შემდეგაც მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ წაართვეს ავტომანქანა და მასში მოთავსებული ფირმის კუთვნილი საქონელი, რის შემდეგ ისინი გამოუშვეს, რითაც მათ უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მეორე დღეს, მძღოლს - მ------ მ----–---ს დაუბრუნეს მართლსაწინააღმდეგოდ წართმეული ავტომანქანა, 1282 ლარის ღირებულების საქონელი კი მიისაკუთრეს.
2003 წლის 2 დეკემბერს, დ----- ხ--–--–მა, ე-–------ ბ-----------მა და დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელმა კიდევ ერთმა წევრმა, ქ. ბ------ში, ბ-------–---–-ს ქუჩაზე არსებულ მაღაზია „ბ-------სთან“ უთვალთვალეს და შენიშნეს შპს „ა-----ს“ სავაჭრო წარმომადგენელი, ფირმის სავაჭრო აგენტის ასისტენტი გ------- ს--------–--- და დაქირავებული ავტომანქანის მძღოლი გ------ ვ---–----- ამ უკანასკნელის ავტომანქანითა და მასზე არსებული ფირმის საქონლით. ძალადობის გამოყენების მუქარით, ავტომანქანის საჭესთან დაჯდა ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი წევრი, რის შემდეგ ხსენებული პირები იძულებით გადაიყვანეს დ----- ხ--–--–-ს სახლთან, სადაც მათ კვლავ არაერთგზის, ძარცვის გზით, წაართვეს ფირმის კუთვნილი საქონელი, ხოლო მძღოლ გ------ ვ---–-----ს დაუბრუნეს ამ უკანასკნელზე ძარცვის გზით მართლსაწინააღმდეგოდ წართმეული ავტომანქანა, 2691 ლარის ღირებულების საქონელი კი მიისაკუთრეს, რითაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2003 წლის 8 დეკემბერს, ზემოთხსენებული, ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელმა წევრებმა კვლავ უთვალთვალეს და შენიშნეს შპს „ა-----ს“ სავაჭრო წარმომადგენლები - მ------ ბ-–----- და ვ------- ჩ-----, რომლებსაც ამჯერადაც ნაქირავები ავტომანქანით ფირმის კუთვნილი საქონელი მიტანილი ჰქონდათ ქ. ბ------ში, კ--–----ს ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ჯიხურთან. მათთან მივიდა დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი წევრი, რომელმაც მ------ ბ-–-----სა და ვ------- ჩ-----ს უთხრა, რომ მიუხედავად დ----- ხ--–--–-ს მხრიდან მათი არაერთი გაფრთხილებისა, ისინი მაინც ბედავდნენ და საქონელს უკეთებდნენ რეალიზაციას, რის შემდეგ ამავე ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელ სხვა წევრებთან ერთად, მ------ ბ-–-----, ვ------- ჩ----- და დაქირავებული ავტომანქანის მძღოლი ძალის გამოყენების მუქარით, იძულებით მიიყვანეს დ----- ხ--–--–-ს სახლთან არსებულ ე.წ. „ოფისთან“, სადაც დ----- ხ--–--–მა, ორგანიზებული ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელ წევრებთან ერთად, მუქარის გამოყენებით მათ წაართვა შპს „ა-----ს“ კუთვნილი 2163 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც მიისაკუთრეს, ხოლო მძღოლს დაუბრუნეს ამ უკანასკნელზე ძარცვის გზით მართლსაწინააღმდეგოდ წართმეული ავტომანქანა, რითაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2003 წლის 13 დეკემბერს, შპს „ა-----ს“ სავაჭრო აგენტის ასისტენტებს - რ-------- ბ--------ს, რ---- ჩ---–--სა და ვ------- ჩ-----ს ფირმის საქონელი შეჰქონდათ ქ. ბ------ში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. საქონლის ნაწილის მაღაზიაში გადატვირთვის შემდეგ, აღნიშნული სავაჭრო ობიექტიდან გამოსულებს დახვდა მათთვის უცნობი პირი, რომელმაც მათ მუქარით უთხრა, რომ მიუხედავად დ----- ხ--–--–-ს არაერთი გაფრთხილებისა, ისინი მაინც ბედავდნენ და საქონელს უკეთებდნენ რეალიზაციას, რის გამოც დაემუქრა, რომ მივიდოდა თვითონ დ----- ხ--–--–- თავისი ხალხით და მათ პასუხს აგებინებდა. რ-------- ბ--------, რ---- ჩ---–-- და ვ------- ჩ----- შეეცადნენ გაცლოდნენ იქაურობას, მაგრამ ორგანიზებული ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელმა, ზემოთხსენებულმა წევრმა, ძალის გამოყენების მუქარით არ მისცა მათ გაქცევის საშუალება. ამ დროს, აღნიშნულ ადგილზე, ავტომანქანით მივიდა ამავე ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი მეორე წევრი, ვინმე „ზ----“, რომელიც ძალის გამოყენების მუქარით დაჯდა შპს „ა-----ს“ კუთვნილ, „გაზელის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, გვერდზე დაისვა რ-------- ბ--------, ხოლო რ---- ჩ---–-- აიძულეს, დამჯდარიყო „ბმვს“ მარკის ავტომანქანაში და ისინი მიიყვანეს დ----- ხ--–--–-ს ე.წ. „ოფისთან“, სადაც იმყოფებოდა დ----- ხ--–--–- და მათთვის უცნობი, დაახლოებით 5-6 პირი, რომლებმაც მათ მუქარის გამოყენებით წაართვეს „გაზელის“ მარკის 1668 ლარის ღირებულების ავტომანქანა, სახ.#-–---- და მასზე მოთავსებული ფირმის კუთვნილი, 783 ლარის ღირებულების საქონელი მიისაკუთრეს, რითაც უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2003 წლის 23 დეკემბერს, შპს „ა-----ს“ ბ-------- ფილიალის წარმომადგენლებს - ზ----- ს----------ს, ა------- ბ------ს, შ----- კ--------ს, ასევე ფირმის დაქირავებულ მძღოლებს, ა------- ბ--–-------სა და ვ-–-------- მ-----------ს იმავე დღეს თურქეთიდან შემოყვანილი და ქ. რ----ში შეძენილი, სარფის საბაჟოზე განბაჟებული „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ხუთი ავტომანქანა უნდა გადაეყვანათ ქ. თ---–--ში. აღნიშნული ავტომანქანებიდან სამი ეკუთვნოდა ამერიკული კომპანიის აზერბაიჯანის ფილიალს, შპს „ე------–----ს“, ხოლო ორი ავტომანქანა - თ---–--ის სათავო ოფისს.
დაახლოებით 13 საათზე, ზემოთხსენებულ პირებს, სარფის საბაჟოს საზღვრიდან 150-200 მეტრის მოშორებით დახვდა ორგანიზებული ჯგუფი დ----- ხ--–--–-ს, ე-–------ ბ-----------ის, თ----- ფ------სა და ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელი ორი წევრის შემადგენლობით, რომლებმაც მუქარის გამოყენებით აღნიშნული პირები ჩამოსვეს ავტომანქანებიდან, თვითონ მიუსხდნენ საჭეს, აშკარა დაუფლებით გაიტაცეს ისინი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც ამერიკული კომპანიის საქართველოს დისტრიბუტორ ფირმას - შპს „ა----ს“ ორი ავტომანქანის გატაცებით მიაყენეს 28700 ევროს შესაბამისი მატერიალური ზიანი, ხოლო ამერიკული კომპანიის აზერბაიჯანის ფილიალს - შპს „ე------–----ს“, 43050 ევროს მატერიალური ზიანი, რითაც ხსენებულ პირებს უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულებინეს ქმედება, რომლის განხორციელება მათ უფლებას წარმოადგენდა, საკუთარ თავზე განაცდევინეს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
ამრიგად, შპს „ა-----ს“ კუთვნილი საქონელის - „გაზელის“ მარკის ავტომანქანისა და „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ორი ავტომანქანის ძარცვის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ხუთი დანაშაულებრივი ეპიზოდით, აღნიშნულ ფირმას სულ მიადგა 8549 ლარისა და 28700 ევროს შესატყვისი თანხის მატერიალური ზარალი, ხოლო შპს „ე------–----სათვის“ სამი ერთეული „ოტოილ-ივეკოს“ მარკის ავტომანქანის ძარცვის შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით მიყენებულია 43050 ევროს მატერიალური ზიანი, რაც დ----- ხ--–--–მა, ე-–------ ბ-----------მა, თ----- ფ------მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
2004 წლის 20 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა „კ-----ს“ აქტივისტები - გ------- ჩ---------, ჯ---- რ-–----, ვ-–-------- მ------–---, მ------ ს--------–---, ა-----– ჩ------, მ--- ს-------, ლ----------, გ------ გ--–-ძე, მ--–---- ქ-------- და სხვები გაერთიანებული ოპოზიცია „ჩ------------“ წევრებთან ერთად, ქ. ბ------ში დ-------- თ------------–-სა და ე---ს ქუჩების გადაკვეთის ადგილთან მდებარე სკვერში მართავდნენ მშვიდობიან მანიფესტაციას ა-------------ს ხელმძღვანელობის გადადგომისა და ა--–-- ა--–---ს რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლის მოთხოვნით, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, მანიფესტაციის მონაწილენი ახორციელებდნენ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, სიტყვის, აზრის, მრწამსის, თავისუფალი შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის შესახებ, რა დროსაც იქ მივიდნენ ა-------------ს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები და მათი წარმომადგენელები - ი-----–- შ----–---, დ----- ბ-----------ი, ლ-–- ჩ------, ბ--- გ-------–---–-, უკანონო შეიარაღებული ფორმირების, ა-------------ს სახელმწიფო ორგანოების დაცვის სპეცრაზმელები და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, რომელთა ჯგუფური ქმედების ხელმძღვანელობასა და ორგანიზებას ახორციელებდნენ ა-------------ს ს----–-–----- ორგანოების დაცვის უფროსი დ----- ხ--–--–- და ა-------------ს ლტოლვილთა და განსახლების მ--------ი ტარიელ ხ--–--–-. ისინი დასახელებულ და სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ხელს უშლიდნენ მანიფესტანტებს მათთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებაში. დ----- ხ--–--–-ს უშუალო მითითებითა და მისივე უშუალო მონაწილეობით სპეცრაზმელებმა დაიწყეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა დარბევა, ფიზიკური ძალის, ხელკეტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც დაზიანდნენ აქციის მონაწილენი, ხოლო მათგან მ------ ს--------–---მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დ----- ხ--–--–-ს უკანონო ქმედებას შედეგად მოჰყვა ადამიანების დევნა სიტყვის, აზრის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, უკანონოდ ხელი შეეშალა შეკრებისა და მანიფესტაციის მოწყობას, მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებას, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა და გამოიწვია მნიშნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:
ა--–-- ა--–---ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 187-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ა--–-- ა--–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 107-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).
ა--–-- ა--–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 223-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,323-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და 25,323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) (ჩ---–----ს ხიდის, ქ-------ს ხიდისა და დაბა ჩ---ში ოაზისთან აფეთქების ეპიზოდები) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა--–-- ა--–--- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასანიშნი სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა--–-- ა--–---ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ს დაზარალებულ თ------ ა------ს სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარის გადახდა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ს დაზარალებულ ნ----- ი-----ს სასარგებლოდ დაეკისრა 100000 ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელი სხვა პირთა ნაწილში დარჩა განუხილველი.
ა------ კ----–---–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
ა------ კ----–---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2002 წელს მოქმედი რედაქცია).
ა------ კ----–---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2002 წელს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
დ----- ხ--–--–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 223-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (სამი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 156-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 161-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
დ----- ხ--–--–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 18 იანვრის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 226-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქ–მედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ----- ხ--–--–ს მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- ხ--–--–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ----- ხ--–--–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ----- ხ--–--–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 11 აგვისტომდე და მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 11 აგვისტოდან.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ ი----- გ---------ს, ჯ----– გ---------სა და ე-–------ ჯ---------ს.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა რამაზ შავაძემ, დაზარალებულმა ნ----- ი-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, მსჯავრდებულ ა------ კ----–---–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა: 1. ა--–-- ა--–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) და 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რომლის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განესაზღვრას, ხოლო დანარჩენ ნაწილში ა--–-- ა--–---ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას; 2. ა------ კ----–---–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელის ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ სასჯელის ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ა------ კ----–---–---სათვის 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
დაზარალებული ნ----- ი----- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ა--–-- ა--–---ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლიდან იმავე კოდექსის 104-ე მუხლის მესამე და მეექვსე პუნქტებზე (1960 წლის რედაქცია) და 15 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ასევე სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებას და ა--–-- ა--–---სათვის მორალური ზიანის სახით 2 000 000 აშშ დოლარის დაკისრებას.
მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ა--–-- ა--–---ს უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.
მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ბრალდების ყველა ეპიზოდში.
მსჯავრდებულ ა------ კ----–---–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ა------ კ----–---–---ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით ( 2002 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა--–-- ა--–---ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 187-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 143-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ა--–-- ა--–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 107-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია).
ა--–-- ა--–--- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
ა--–-- ა--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 223-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირველი ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მეორე ეპიზოდი; 1960 წლის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25,323-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 25,323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) (ჩ---–----ს ხიდის, ქ-------ს ხიდისა და დაბა ჩ---ში ოაზისთან აფეთქების ეპიზოდები) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა--–-- ა--–---, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასანიშნი სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა--–-- ა--–---ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყო დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებული იქნას პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ს დაზარალებულ თ------ ა------ს სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარის გადახდა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---ს დაზარალებულ ნ----- ი-----ს სასარგებლოდ დაეკისრა 100000 ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელი სხვა პირთა ნაწილში დარჩა განუხილველი.
ა------ კ----–---–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 341-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
ა------ კ----–---–---ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2002 წელს მოქმედი რედაქცია).
ა------ კ----–---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2002 წელს მოქმედი რედაქცია) და სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ა------ კ----–---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
დ----- ხ--–--–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლზე (1960 წლის რედაქცია), 223-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 181-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 178-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (სამი ეპიზოდი; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 156-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 161-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
დ----- ხ--–--–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 18 იანვრის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 226-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ----- ხ--–--–ს მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- ხ--–--–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ----- ხ--–--–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ----- ხ--–--–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის 22 აპრილიდან 2016 წლის 11 აგვისტომდე და მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 11 აგვისტოდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
· ნ------- ი-----ს ეპიზოდი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ა--–-- ა--–---ს ქმედებას მისცა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით.
წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მომხდარი ფაქტის სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
დაზარალებულ ნ----- ი-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1991 წლის 29 აპრილს მიემართებოდა ქუთაისში მამასთან - ნ------- ი-----სა და გ------ მ-------სთან ერთად. იგი გააკვირვა მამის საქციელმა, როდესაც მოულოდნელად გეზი შეიცვალა და შეუხვია უზენაესი საბჭოს შენობასთან.
როგორც დაზარალებულ ნ----- ი-----ს, აგრეთვე მოწმის სახით საქმეზე დაკითხული პირების - ა------- ჯ----ის, მ------- ო------ს, ა-–- ც--–---ს, მ---- დ--------ს, ბ--------- ბ------–---–-ს, ნ------- ბ-------–---–-სა და ვ-–-------- ი-–---–-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ------- ი-----ს თან ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ნ----- ი-----ს - ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღი. მოწმის სახით დაკითხული მ------- ო------ მიუთითებს აგრეთვე, რომ ავტომატის გარდა ნ------- ი-----ს ჰქონდა პატარა იარაღიც.
როგორც დაზარალებულ ნ----- ი-----ს ჩვენებით დასტურდება, ნ------- ი----- განაწყენებული იყო ა--–-- ა--–---ზე მისი პოლიტიკური კურსის გამო. ეს ფაქტობრივი გარემოება დასტურდება აგრეთვე მოწმეების - ა------- ჯ----ის, მ------- ო------ს, ა-–- ც--–---ს, ნ------- ბ-------–---–-სა და ვ-–-------- ი-–---–-ს ჩვენებებით, რომლებშიც ისინი აღწერენ, რომ ნ------- ი----- ამბობდა, საქართველოს ღალატს არავის შეარჩენდა და ა--–-- ა--–---ს სამუშაო ოთახში მყოფებს მიმართა სიტყვებით „თქვე მოღალატეებო“.
ა-------------ს უ---------------ს პ-------------ს შენობის დაცვის თანამშრომლების - მ---- დ--------სა და ა-–- ც--–---ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ნ------- ი-----მ იარაღის მუქარით აიძულა ისინი არ განძრეულიყვნენ და არ შეეფერხებინათ.
მოწმე ბ--------- ბ------–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბ------ ს----------სთან ერთად შეეცადა შეეჩერებინა კიბეებზე მიმავალი ნ------- ი-----, მაგრამ იარაღის მუქარით და რამდენიმე გასროლით აიძულა უკან დაბრუნებულიყო.
ნ------- ი-----მ რომ ჯერ კიდევ ა--–-- ა--–---ს სამუშაო ოთახში შესვლამდე რამდენჯერმე გაისროლა, დადასტურებულია ყველა მოწმის ჩვენებით. ამ ფაქტს არ უარყოფს არც დაზარალებული ნ----- ი-----, რომელიც თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ „ბ---- ბ------–---–მა ნ-------ს უთხრა, არ შეხვიდე ა--–--თანო. ნ-------მა კი უპასუხა არავინ გამომყვეს, მე და ნ----- შევალთო და ჰაერში გაისროლა“.
აღნიშნულით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ------- ი-----სა და ა--–-- ა--–---ს შორის იყო გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.
მოწმეების - ა------- ჯ----ის, მ------- ო------სა და დაზარალებულ ნ----- ი-----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ. ი----- ა--–-- ა--–---ს სამუშაო ოთახში შევიდა ავტომატმომარჯვებული და დაიძახა: „თქვე მოღალატეებო“, „საქართველოს ღალატს არავის შევარჩენო“ და ფაქტობრივად, ერთდროულად მოხდა გასროლები.
მოწმეების - ნ------- ბ-------–---–-სა და ვ-–-------- ი-–---–-ს ჩვენებებით დასტურდება აგრეთვე, რომ გაიგონეს გასროლის ხმა თავდაპირველად ოთახის გარეთ, შენობაში, ხოლო, როცა გააღეს მოსასვენებელი ოთახიდან კაბინეტში გასასვლელი კარი, დაინახეს ნ------- ი----- ავტომატით ხელში, რომელიც იძახდა „საქართველოს ღალატს არავის ვაპატიებო“ და ისროდა იარაღიდან იმ მიმართულებით, სადაც თვითონ იყვნენ და იძულებულნი გახდნენ გადამხტარიყვნენ ფანჯრიდან.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სამუშაო ოთახში სხვებთან ერთად მყოფ ა--–-- ა--–---ს თავდაპირველად ესმის დერეფნიდან გასროლის ხმები, შემდეგ კი კარებს ფეხით აღებს ნ------- ი----- და ავტომატმომარჯვებული, აგრეთვე შეიარაღებულ შვილთან ერთად, შედის შეძახილით: „თქვე მოღალატეებო, საქართველოს ღალატს არავის შევარჩენ“, ა--–-- ა--–---ს სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ ნ------- ი-----ს მხრიდან ადგილი ჰქონდა თავდასხმას, მისი და ოთახში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის იმგვარ ხელყოფას, რაც განაპირობებდა მის უფლებას დაეცვა საკუთარი თავი და მასთან ერთად მყოფები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ნ------- ი-----ზე ზიანის მიყენების გზით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ა--–-- ა--–--- შეიარაღებული იყო ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით, ხოლო ნ------- ი----- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითაც, რაც უფრო მეტი საფრთხის შემცველია.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ----- ი-----ს ჩვენება იმის თაობაზე, რომ ნ------- ი----- ისროდა მხოლოდ ჭერისა და იატაკის მიმართულებით, რადგან ა------- ჯ----ისა და მ------- ო------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ როდესაც ნ------- ი-----მ „წიხლით შემოანგრია“ ოთახის კარი, შეიგინა და ისროლა ოთახის კარის მიმართულებით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ დაზიანებულია ა--–-- ა--–---ს კაბინეტის ხის ფირფიტებით დაფარული კედელი სამუშაო მაგიდის უკან, ასევე იატაკი. ხოლო ოთახიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა (17 ც. მასრა) და პისტოლეტის მასრები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ არის აღწერილი კაბინეტის ჭერზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებების აღწერილობა.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ------- ი-----ს მოქმედება, კერძოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების განხორციელება ა--–-- ა--–---ს სამუშაო ოთახში შესვლისას, საფრთხეს უქმნიდა ა--–-- ა--–---სა და ოთახში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იყო საზოგადოებრივად საშიში, იმწუთიერი, რის გამოც შეიქმნა აუცილებელი მოგერიების ვითარება.
თუმცა, ამავე დროს, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებებს:
როგორც თვითმხილველი მოწმეების, აგრეთვე დაზარალებულ ნ----- ი-----ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ა--–-- ა--–--- უკან გაჰყვა კაბინეტიდან უკუსვლით მიმავალ, დაჭრილ ნ------- ი-----ს და მას შემდეგ, რაც ისინი გავიდნენ სამუშაო კაბინეტიდან, აღარ იმყოფებოდნენ კაბინეტში მყოფთა მხედველობის არეში.
ამავე პირთა ჩვენებებით დასტურდება აგრეთვე, რომ გასროლების ხმა ისმოდა დერეფნიდანაც, ა--–-- ა--–---სა და მ------- ო------ს კაბინეტიდან გასვლის შემდეგ.
მოწმეების - ვ-–-------- ი-–---–-სა და ნ------- ბ-------–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ გასროლები არ უწარმოებიათ, დაინახეს თუ არა ავტომატმომარჯვებული ნ------- ი-----, რომელიც ისროდა ავტომატიდან, გადახტნენ მეორე სართულის ფანჯრიდან, ხოლო კ--- ო---–---–-, რომელიც უიარაღო იყო, ჩაიკეტა ტუალეტში.
მ------- ო------ და ა------- ჯ----ი თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ, როდესაც ა--–--ი შემობრუნდა სამუშაო კაბინეტში, ყელის არეში იყო დაჭრილი და მოსდიოდა სისხლი.
ა--–-- ა--–---ს რომ ცეცხლნასროლი ჭრილობით ჰქონდა მიყენებული დაზიანება დასტურდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ნ------- ი----- უკვე დაჭრილი იყო, მისი თავდასხმა აღარ ატარებდა იმდენად საშიშ ხასიათს და ძალთა თანაფარდობა შეიცვალა ა--–-- ა--–---ს სასარგებლოდ, ა--–-- ა--–---ს მიერ გამოყენებული თავდ-–--- საშუალება აშკარად შეუსაბამო იყო ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაზარალებულ ნ----- ი-----ს სააპელაციო საჩივრების აპელირება იმის თაობაზე, რომ ნ------- ი----- იყო დაჭრილი, ამასთან ავტომატი დაუვარდა, განიარაღებული იყო და არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა ა--–-- ა--–---სათვის.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია, რომ გარდა ავტომატისა, ნ------- ი----- შეიარაღებული იყო პისტოლეტითაც, რაც დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელშიც აღწერილია (ნ------- ი-----ს გვამის დათვალიერებისას), რომ ნ------- ი-----ს ქამარზე ჩამოკიდებულ ჩალისფერ ქარქაშში უდევს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი გე№104/1954, 8 ცალი საბრძოლო ვაზნით ლულასა და მჭიდში. ხოლო პიჯაკის ჯიბეში უდევს ნაგანის სისტემის იარაღი №----, ბარაბანში მოთავსებული 7 საბრძოლო ვაზნით. ამდენად, ა--–-- ა--–---ს სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ ნ------- ი----- კვლავ შეეცდებოდა ესროლა თანნაქონი სხვა იარაღებიდანაც, თუმცა პალატამ აღნიშნა, რომ ნ------- ი----- ამ დროს იყო დაჭრილი და ა--–-- ა--–---ს შეეძლო იგი შეეჩერებინა თუნდაც ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით და არ მიეცა იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, ამ შემთხვევაში ა--–-- ა--–---ს მოქმედება გასცილდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასულია საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით ა--–-- ა--–---ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 1991 წლის 30 აპრილს და სისხლის სამართლის საქმე აღძრული იქნა 1991 წლის 30 აპრილს (ტ.23 ს/ფ2) გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, 1991 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის დადგენილებით, შეწყდა ნ------- ი-----ს სიკვდილის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება (ტ.23 ს/ფ 267-274). თბილისის კრწანისი - მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის 1991 წლის 7 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, საქმეზე გამოძიების განახლების მიზნით (ტ.23 ს/ფ 305-310). ეს დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით (ტ.23 ს/ფ/ 327-330). საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შემდეგ ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ა--–-- ა--–--- ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული 2006 წლის 2 მარტს. ხოლო 3 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება (ტ.23 ს/ფ 415-417). საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლი (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) სანქციის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - პირი თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან...
იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად - ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.
იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი - ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარების გამოცხადების მომენტიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად გასულია მისი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა - 6 წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად - სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად - ამ საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით.
ამდენად, იმის გამო, რომ გასულია ა--–-- ა--–---ს საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, ა--–-- ა--–--- უნდა გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
· თ------ ა------ს ეპიზოდი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულების - თ------ ა------ს, ა----- ზ-----------ს, დ----- ა------ს, დ----- ჯ-----ს, ჯ---- ხ----------სა და ე----- მ----–---ს ჩვენებები, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ----- ი---–---–-ს ჩვენება, მოწმეების - ა--–-- ფ------ს, გ------- კ-------–---–ის, ვ-–-------- მ----–---–ის, თ------ ა------ს, ა---------– ტ--------ს ჩვენებები, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულება, ა-------------ს უმაღლესი სასამართლოს 1999 წლის 6 ოქტომბრის განჩინება, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ა. ბ--–---–---–-ს 1999 წლის №----- წერილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 28 დეკემბრის განჩინება, საქართველოს სახალხო დამცველის ნ--- დ-----------ს 2001 წლის 31 იანვარს №------ წერილი, საქართველოს პრეზიდენტის ე--------- შ------------ს 2003 წლის 19 მარტის წერილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2004 წლის 8 აპრილის განაჩენი უდავოდ ადასტურებს, რომ ა--–-- ა--–---მ, პირადი მოტივით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, განზრახ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილებები, არ გააკონტროლა უშიშროების იზოლატორში მოთავსებული მსჯავრდებულების, სასჯელის მოსახდელად, განაჩენით განსაზღვრულ, შესაბამისი რეჟიმის კოლონიებში გადაყვანა. მიუხედავად თ------ ა------ს მიმართ არსებული შეწყალების განკარგულებისა, უკანონოდ დატოვა იგი პატიმრობაში და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. ასეთი განზრახი მოქმედებებით, რომელიც აშკარად გასცილდა ა--–-- ა--–---სათვის კანონით მინიჭებულ უფლებასა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო თ------ ა------სა და სხვა პირთა ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა როგორც მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე სახელმწიფო ინტერესებს.
· უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის, ხიდების დანაღმვისა და ტერაქტების ეპიზოდები.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: 1993 წლის 14 მარტის №---- დადგენილებით, ა-------------ს უ---------------ს თავმჯდომარის ა--–-- ა--–---ს 1999 წლის 6 თებერვლის №-- დადგენილებით, ა-------------ს მეთაურის, უ---------------ს თავმჯდომარის 2000 წლის 4 ივლისის №--- ბრძანებულებით, ა--–-- ა--–---ს განკარგულებებით, რომლითაც „მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების“ ფონდიდან ხდებოდა №---- სამხედრო ნაწილის დაფინანსება, საქართველოს იუსტიციის ს------------ს ა-------------ს იუსტიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის №------- წერილით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივნისის №----- წერილით, ა-------------ს მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდის საქმიანობის თემატური შემოწმების შესახებ 2005 წლის 16 სექტემბრის №------- აქტით, მოწმეების - დ----- ც-----ს, თ------ ქ-----ს, ლ----- დ-----ს, მ------ მ--------ს, ლ---- ს--–-------ს, თ---------- მ--–------–-ს, მ--–---- ც--–---ს, ბ---- ჩ-------ს, ა-------- კ------------ს, ბ------- შ---------, გ------ ლ---------ს, ი-----–- გ------–-–---–-ს, ვ-–- ა------–---ს, პ----- ხ--–--–---–-ს, გ------ შ-------ს, გ--–- უ-----–---–-ს, თ------ კ---–--–---ს, ს----–-- ჩ---–---ს, რ---–----- დ-----ს, გ------ ნ-----ს, მ------ თ-----------ს, რ----- რ--------ს, ლ---- ფ------ს, გ------- ა---------ს, პ----- ა------ს, ზ------ მ-----–---ს, უ–---- ქ--------ს, გ------ ბ---–-----ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2004 წლის 2 მაისის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის სახით დაკითხული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელ დ----- ლ--------ს, 2004 წლის 13 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გ. წ-------–-ს 2005 წლის 15 სექტემბრის №---------1 წერილით, 2004 წლის 19 ნოემბრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, 2005 წლის 29 სექტემბრის ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებით, 2005 წლის 3 ნოემბრის ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებით, დაზარალებულების - ნ-------- შ------–---–ის, ვ---------- ე----------ის, ა–---- ს-------–---ის, მ-------- შ------–---–ის, ვ------–-- ზ--------ს, ზ------ კ-–------ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, 2005 წლის 29 სექტემბრის ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, განაჩენებით სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა--–-- ა--–---მ ბოროტად გამოიყენა რა ხელისუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობა, სხავადსხვა დროს შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომლებსაც ხელმძღვანელობდა პირადად. აღნიშნული შეიარაღებული ფორმირებები არ შედიოდა საქართველოს არცერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და მისი შექმნა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დასტურდება, რომ 1993 წელს ა--–-- ა--–---მ, მის მიერ შექმნილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების გამოძიებით დაუდგენელი წევრების მეშვეობით, მოახდინა ა-------------ს ჩ---–----ს გამშვებ პუნქტზე არსებული სახიდე გადასასვლელის დანაღმვა, რის შემდგომაც ყოველწლიურად ახდენდა დანაღმული ტერიტორიის შემოწმებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განახლებას 2004 წლის 2 მაისამდე; ა------ ა--------------- რ-------–---- მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მოსახლეობის დაშინებისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით ორგანიზება გაუკეთა არაერთ ტერორისტულ აქტს.
· ა------ კ----–---–---ს ბრალდების ნაწილი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეში არსებული მტკიცებულებების - კერძოდ: დაზარალებულად ცნობილი ა-------------ს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის გ--–- ც--–---ს ჩვენების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ა-------------ს მთავარი სამმართველოს საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის 2004 წლის 15 დეკემბრის №---- აქტის, მოწმეების - ნ------- ჯ--------ს, მ-------- შ-----–---ს, ნ---- გ----–---ს, ი-----–- შ-----ს, მ------- ე-–----ს, დ----- მ--–------ს, დ----- ა--–---ს ჩვენებების, ა-------------ს უ–-–-------- ს------------ს შესყიდვის აქტების, 2015 წლის 11 დეკემბრის კალიგრაფიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის შეფასებისას, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ა------ კ----–---–---ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 341-ე და 182-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგან საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება ა------ კ----–---–---ს მიერ დანაშაულის განზრახ ჩადენა.
როგორც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი კალიგრაფიული ექსპერტიზით დასტურდება, ბრალდების მხარის მიერ ა------ კ----–---–---ს ბრალის დამადასტურებლად წარმოდგენილ ოთხ სადავო აქტზე ხელმოწერები შესრულებულია არა ა------ კ----–---–---ს, არამედ სხვა პირის მიერ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა------ კ----–---–--- ასრულებდა რა საჯარო მოსამსახურის ფუნქციას და იყო სახელმწიფო მოხელე, მისი დაუდევრობით, სათანადოდ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, არ განახორციელა კონტროლი მასზე დაქვემდებარებულ პირზე. ამ უკანასკნელმა კი ისარგებლა ა------ კ----–---–---ს მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით, სხვებთან ერთად ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რითაც შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ამდენად, ა------ კ----–---–---ს ქმედებაში არის საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ამასთან, განაჩენში ა------ კ----–---–---ს მიმართ შევიდა ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: იმ პერიოდში, რომელშიც ბრალდების მხარე ედავება ა------ კ----–---–---ს დანაშაულის ჩადენას (2000-2001 წლები), მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქმის მასალების მიხედვით ა------ კ----–---–--- ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 2006 წლის 16 ნოემბერს (ტ.26 ს/ფ/170).
საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა------ კ----–---–---ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დროისათვის გასული იყო მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
· დ----- ხ--–--–-ს ნაწილში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ა-------------ს უ---------------ს პ-------------ს 1996 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, ა-------------ს მეთაურის 2004 წლის 28 იანვრის №-- ბრძანებულებით, ა-------------ს მეთაურის 2001 წლის 1 ივლისის №-- ბრძანებულებით ,,ა-------------ს ტერიტორიაზე დისლოცირებული შეიარაღებული ფორმირებების დაქვემდებარების შესახებ”, ა-------------ს მეთაურის 2002 წლის 1 ივლისის №-- ბრძანებულებით ,,ა-------------ს ტერიტორიაზე დისლოცირებული შეიარაღებული ფორმირებების დაქვემდებარების შესახებ”, დაზარალებულების - ნ---- ხ--–--–-ს, ე-–------ ბ-----------ის, გ------- ს--------–---ს, მ------ ბ-–-----ს, ვ------- ჩ-----ს, რ---- ჩ---–--ს, ზ----- ს----------ს, ა------- ბ--–-------ის, ლ----------ს, ა-----– ჩ------ს, გ------- ჩ---------ს, ჯ---- რ-–----ს, ვ-–-------- მ------–---ს, მ------ ს--------–---ს, მ--–---- ქ--------ს, გ------ გ--–---ს ჩვენებებით, მოწმეების - გ------ ბ-----------ის, დ-------- მ----–---ს, მ--- ს-------ს, თ----------------ს, ნ------- დ-------ს ჩვენებებით, უდავოდ დასტურდება დ----- ხ--–--–-ს მიერ მისთვის მსჯავრად შე---ცხული დანაშაულების ჩადენა.
იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა-------------ს სახელმწიფო ორგანოების დ-–--- სამსახური უშუალოდ ემორჩილებოდა ა------ მეთაურს ა--–-- ა--–---ს და არ ექვემდებარებოდნენ საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურს, თავის ჩვენებაში ადასტურებს მსჯავრდებული დ----- ხ--–--–-ც.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული საქართველოს ცენტრალური ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შეიარაღებული ფორმირება - ა-------------ს უ---------------ს პ-------------ს დაცვის სამსახური, შემდგომში ა-------------ს სახელმწიფო ორგანოების დაცვის სამსახური, არ შედიოდა საქართველოს არცერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში, იგი ემორჩილებოდა უშუალოდ ა--–-- ა--–---ს და არ ექვემდებარებოდა საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურს.
დასტურდება, რომ დ----- ხ--–--–ს არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებდა შპს ,,ა-----თან“. არ ყოფილა აღნიშნული ფირმის დამფუძნებელი, არც მისი წილის მფლობელი და არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა შპს ,,ა-----ის“ ქონებაზე. ამდენად, დ----- ხ--–--–-ს მიერ განხორციელებული ქმედებები შპს ,,ა-----ის” მიმართ დაფუძნებული იყო მხოლოდ ანგარებაზე.
დ----- ხ--–--–-სა და მისი თანამონაწილეების მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად არსებითად დაირღვა შპს ,,ა-----ის“, მისი მფლობელებისა და თანამშრომლების უფლებები, შეფერხდა საწარმოს მუშაობა, რითაც მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2004 წლის 20 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,კ------ს“ აქტივისტების მიერ ტარდებოდა მშვიდობიანი აქცია, ა--–-- ა--–---ს გადადგომის მოტივით და ისინი მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, ხოლო დ----- ხ--–--–-ს უშუალო მითითებითა და მისივე უშუალო მონაწილეობით, სპეცრაზმელებმა დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაცია მათ მონაწილეებზე ფიზიკური ძალის, ხელკეტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც დაზიანდნენ აქციის მონაწილეები, ხოლო ერთ-ერთმა - მ------ ს--------–---მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
6. კასატორის მოთხოვნა:
აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორი - რამაზ შავაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმებას ა--–-- ა--–---სა და ა------ კ----–---–---ს მიმართ და საქმის გადაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის.
დაზარალებული ნ----- ი----- საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმებას ნ------- ი-----ს სიცოცხლის მოსპობის ეპიზოდში და საქმის გადაგზავნას ახალი სასამართლო განხილვისათვის.
მსჯავრდებული დ----- ხ--–--–- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ვ-–- ხ--------–---–- და მ-----– მ------- საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლით შერაცხულ დანაშაულის ეპიზოდში, ასევე სსკ-ის 226-ე, 156-ე და 161-ე მუხლებით შერაცხულ ეპიზოდებში, ხოლო სსკ-ის 150-ე, 178-ე და 181-ე მუხლებით შერაცხული ეპიზოდების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 184-ე მუხლზე და ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.
მსჯავრდებული ა--–-- ა--–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ--–- ნ-----–--–---–- და გ-- ტ---–--–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ა--–-- ა--–---ს უდანაშაულოდ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ: განაჩენის გაუქმებას ნ------- ი-----ს ეპიზოდში და დევნის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნაცვლად სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტისა; ხოლო ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; ასევე სამოქალაქო სარჩელს ეთქვას უარი სრულად.
მსჯავრდებულ ა------ კ----–---–---ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ----- ბ---–----- საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ა. კ----–---–---ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების: ა--–-- ა--–---ს, დ----- ხ--–--–-სა და ა------ კ----–---–---ს ქმედებები სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტი. ამდენად, არ არსებობს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის, დაზარალებულ ნ----- ი-----ს, მსჯავრდებულ დ----- ხ--–--–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ-–- ხ--------–---–-სა და მ-----– მ-------ს, მსჯავრდებულ ა--–-- ა--–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ--–- ნ-----–--–---–-სა და გ-- ტ---–--–---–-ს, მსჯავრდებულ ა------ კ----–---–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- ბ---–-----ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი