საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.06.2010
საქმის ნომერი
2კ-450აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

450აპ-10 24 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების – ზ. ს-ს, პ. ს-ს, ი. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-სა და მსჯავრდებულ ი. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჰ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით:

ი. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატრებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით;

ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით;

ი. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით;

პ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის ტანახმად დანიშნულ სასჯელს დაემატა 2005 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 5 თვის, 1 დღის ვადით და საბოლოოდ პ. ს-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 5 თვისა და 1 დღის ვადით, ასევე ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით;

იმავე განაჩენით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ლ. დ-ს შორის.

ლ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულებს – ზ. ს-ს, ი. ყ-სა და პ. ს.ს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2009 წლის 8 აპრილიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი ი. თ-ს მიმართ, კერძოდ, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლისა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების – ზ. ს-ს, პ. ს-ს, ი. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-სა და მსჯავრდებულ ი. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჰ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.