დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№88აგ-13 17 ოქტომბერი, 2013 წელი
ც-ე პ, 88აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - პ. ც-ა და ი. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 78–ე მუხლით (1997 წლის 27თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,104–ე მუხლის მე–9 პუნქტით (1997 წლის 27თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპით პ. ც-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 7 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებით პ. ც-ს განაჩენის აღსრულება გადაუვადდა 10 წლითა და 6 თვით ავადმყოფობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის პრინციპით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის პრინციპით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108–ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების შესაბამისად, გაუქმდა ი. გ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
პ. ც-ა და ი. გ-ს ბრალდებიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მას განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ პ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან.
ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108–ე მუხლით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლეიბს აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ ი. გ-ს განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის მე–60 მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს დაემატა საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვე და საბოლოოდ ი. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პ. ც-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი, მე–2 ნაწილებით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 2 თებერვლის განაჩენით სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი, მე–6, მე–7 ნაწილებით (1997 წლის 27 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი, რაც დამატებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ პ. ც-ს განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენში. ი. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), სსკ–ის 19,108–ე მუხლით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ–ის 19,108–ე მუხლით – 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) – 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ი. გ-ს განესაზღვრა 10 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 თვე და 15 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 4 თებერვლიდან.
2013 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულებმა - პ. ც-მ და ი. გ-ა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 14 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით (სასჯელის დანიშნვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულების - პ. ც-ა და ი. გ-ს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლისა და 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებები დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულები - პ. ც-ე და ი. გ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ შთანთქმის პრინციპის გამოყენებასა და მათთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების - პ. ც-ა და ი. გ-ს პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების - პ. ც-ა და ი. გ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი