ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) ნარკომანიით დაავადებულმა პირმა ჩაიდინა ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) ფიზიკურ პირს ამ კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაესვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №499
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება