სამინისტრო განსაზღვრავს ნარკომანიის, ტოქსიკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას.

[მუხლი 30
1
. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა

1. სამინისტრო ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირებას, რომელშიც შეიტანება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მონაცემები.

2. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1156 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

თავი IX. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6890 – ვებგვერდი, 28.07.2020