თავი IX — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებებია:
ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;
ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით;
[ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)
]
გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები;
დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება;
ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება;
ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება;
თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია;
კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა;
ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;
ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა;
პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში;
ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
რ) სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2619 – ვებგვერდი, 06.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 06.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3430 – ვებგვერდი, 20.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3430
- 16.06.2023 კანონი №3289
- 22.12.2018 კანონი №4091
- 27.06.2018 კანონი №2619
- 07.12.2017 კანონი №1691
- 25.03.2013 კანონი №492
წინა რედაქცია (12.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრსოფლივი რეს მეურსნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრსოფლივი რეს მეურსნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატანხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; [ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) წყალსარგებლობის ნებართვების სახელმწიფო სისტემის ორგანიზება; ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ვე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ზვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; თზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; ით) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა მა; იონე) ბეირთვული გდა რადიაციული საქმიანობისხ ავტორიზაცია; კ) სურსათის უვნებლობის გამპოლიტიკის შემყუშავება და განხორციელება; ლ) სურსათის უვნებლობიექს მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) განსაკუთრებით საში; კ) ში ინფექციებირთ მკვული დარი ცხოველისა დიაც ფრიუნველის საქმიანრხების მოწყობის ლნორმებიცს დადგენზა და მათი აღრებიცხვა; ლნ) პესტიციდებისა და აგროქიმინკატების რეგისტრაცია; ო) პესთტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენაქხვა-დასაწყობების პირთობების სახელმწიფო ზედამხედველობა; პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის სოაფლრთხის შემთხვევაში; ჟ) სასმელი წყლის ურვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს შიკანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაქბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროას.