„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2619-IIს
სარეგისტრაციო კოდი
470000000.05.001.018910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სამინისტროს უფლებები და მოვალეობებია:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიითა და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია;

ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება;

გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა;

დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა;

ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლის და ამ კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლის და ამ კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;

თ) ნებისმიერი ტიპის ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების უზრუნველყოფა;

ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება;

კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა;

ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება;

მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება;

პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა;

ჟ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“.

2. 34-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სამინისტროსთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებასთან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივნისი 2018 წ.

N2619-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2018.
როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2619-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.018910.
რამდენი მუხლისგან შედგება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2619-IIს, 27.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.018910 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4236642/