თავი IX — სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
1. სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა საქართველოს თავდაცვის ძალებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
4.
პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა:
ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
5. სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
6.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს.
8.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1794 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3548 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3943 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3599 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №359 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3845 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 10-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3845
- 21.09.2023 კანონი №3532
- 16.03.2021 კანონი №359
- 31.10.2018 კანონი №3599
- 05.07.2018 კანონი №3115
- 07.12.2017 კანონი №1691
- 08.07.2015 კანონი №3943
- 01.05.2015 კანონი №3548
- 13.12.2013 კანონი №1794
- 25.03.2013 კანონი №492
წინა რედაქცია (12.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 2. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაა: ა) საქართველოს შეითარაღებულ ძალებსა ვდა საქართცველოს შინაგან ს ძაქმლეთა სამინისტროს სამხედრო ფორმირებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) ს დაქართველოს შეისარაღებულ ძალებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ფორმირებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებსთან ერთად საქართველოს შეითარაღებული ძალებისა ვდა საქართცველოს შინაგან ს ძაქმლეთა სამინისტროს სამხედრო ფორმირებებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 4. სასჯპელაღსრულნიტებნცისურ დაწესებულებებში საქართვპელოს ნიუსტიენციური ს სამინისტახუროის კომპეტენციაა: ა) სასჯპელაღსრულნიტებნცისურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) სასჯპელაღსრულნიტებნცისურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასჯპელაღსრულნიტებნცისური დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შიუნაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს შინაგან საქმხეთა სალმწინიფო უსტაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 7. საქართველოს იუსტიციის, საქართველოს თავდაცვის სა და მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პებნი დადგტენცილური წესამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოედვბით ს სამსახური დადგენილი წესტროსით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს მიუნისტიციირო, სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პები თანამშრომლობიტენციური სამინისტახუროსთი დან, საქართველოს სახელმწიფო უსაფლრთხოების სამესახური თანეამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დას. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65