1. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან აანაზღაურონ ამ კანონის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

2. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენები გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შედეგად შრომისუუნარობის განვითარების შემთხვევაში პირს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია კანონით დადგენილი წესი