„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციაა:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
5. სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
6. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები დადგენილი წესის მიხედვით სამინისტროს გადასცემენ სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს.
8. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები თანამშრომლობენ სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების დროს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1794-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1794-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.017287.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1794-Iს, 13.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.017287 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2149645/