1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა ხორციელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.
2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება დაიწყება, თუ პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება შეწყვიტოს სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციამ ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. პირს, რომელსაც დაენიშნა ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, დანიშნული მკურნალობის დაწყების მომენტიდან ყოველ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს ექიმ-ნარკოლოგთა კომისია, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა აღნიშნული ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. თუ არსებობს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი, გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.
5. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საჭირო აღარ არის.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №499 - ვებგვერდი, 17.04.2025წ.
კარი მეხუთე
(ამოღებულია)
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№
3714
- ვებგვერდი, 24.06.2015წ.
თავი XVI. (ამოღებულია)
საქართველოს 2015 წლის 12
ივნისის
კანონი
№
3714
- ვებგვერდი, 24.06.2015წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 12.06.2015 კანონი №3714
- 12.06.2015 კანონი №3714
- 16.04.2025 კანონი №499
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 795. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება 1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობა ხორციელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად. 2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება დაიწყება, თუ პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება შეწყვიტოს სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციამ ექიმ-ნარკოლოგთა კომისიის დასკვნის საფუძველზე. 4. პირს, რომელსაც დაენიშნა ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, დანიშნული მკურნალობის დაწყების მომენტიდან ყოველ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს ექიმ-ნარკოლოგთა კომისია, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა აღნიშნული ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. თუ არსებობს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი, გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. 5. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საჭირო აღარ არის. კარი მეხუთე (ამოღებულია) თავი XVI. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3714 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. .
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება