განაჩენი

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
080100119002928804
დავის ტიპი
19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/267-19 (N041130219001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

22.04.2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ---------–-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული თ-------------ა

მამის სახელი: ღ--------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ----------------------------------

 

ადვოკატი - პ---–---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ-------------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, ქუთაისში, წ-------------------------–- განთავსებულ კაფე-რესტორან "ფლორ"-ში, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, თ-------------ა და გ---------------ე, კარის მინის ჩამსხვრევით, უკანონო შეღწევის გზით, შეეცადნენ კაფე-რესტორან "ფლორ"-ში არსებული ს-----------------ის კუთვნილი გამაგრილებელი სასმელების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.

 

- 2019 წლის 13 თებერვალს, ღამის საათებში, ქუთაისში, მ. ბუხაიძის ქუჩის მეორე მიკრორაიონის მარჯვენა დასახლებაში მდებარე შპს „მეგას“ მარკეტ "მეგამარკეტიდან" თ-------------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ბოთლ ლუდს სახელწოდებით "აისი", რის შედეგადაც შპს "მეგას" მიადგა 6 ლარისა და 70 თეთრის ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 11 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თ-------------ას მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს თ-------------ამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, თ-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმეთა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ ს-----------------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეთა დ------–--------–-------------------- გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი გ---------------ის მონაწილეობით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თ-------------ას მონაწილეობით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი ვ----------------ის მონაწილეობით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი გ---------------ის მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, კაფე-რესტორან "ფლორ"-იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გ---------------ის გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 07 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, თ-------------ას გამოკითხვის ოქმი, თ-------------ას პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმეთა ო----------–--------------------------------------–---–------------------------ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თ-------------ას მონაწილეობით, შპს "მეგას" კუთვნილი მაღაზია "მეგამარკეტის" ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი მ----------------ის მონაწილეობით, შპს "მეგას" კუთვნილი მაღაზია "მეგამარკეტის" ვიდეოჩანაწერები, თ-------------ას გამოკითხვის ოქმი, თ-------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ბოთლი 2,5 ლიტრი ტევადობის ლუდი სახელწოდებით "აისი" და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა თ-------------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: თ-------------ას, როგორც 21 წლამდე პირის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლითაც ირკვევა, რომ თ-------------ა ოჯახის წევრების მხრიდან ხასიათდება როგორც მეგობრების მიმართ კეთილ განწყობილი, მას უყვარს თანატოლებთან კომუნიკაცია. ის სიყვარულით საუბრობს კლასელებზე და გამოხატავს მათთან ყოფნის სურვილს. გული წყდება, რომ სკოლის დასრულების ღონისძიებაზე არ იქნება მათ გვერდით. ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, თუმცა შეფასებისას მისი მხრიდან არ იქნა გამოვლენილი პასუხისმგებლობა და ემპათიური დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ.. თ------ აღნიშნავს, რომ მას ძალიან უჭირს დაწესებულებაში ყოფნა და მიიჩნევს, რომ დაწესებულების დატოვების შემდეგ ის დანაშაულს არ ჩაიდენს, შეისწავლის პროფესიას და შეეცდება მიღებული ცოდნით რეალიზებას. ( ინდივიდუალური შეფასების ანგარიში)

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, რომელთაგან პირველი დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნების ასაკში; გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს ზიანი ანაზღაურებულია (ფარულად დაუფლებული ნივთები ამოღებულია), ასევე ბრალდებულის ასაკს ქმედების ჩადენის დროს (19 წლის), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება.

 

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

ჩადენილი დანაშაულის ხასიათის(გამაგრილებელი სასმელების ფარული დაუფლების მცდელობა) და იმის გათვალისწინებით, რომ ნასამართლობის არ მქონე თ-------------ამ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირობითი მსაჯვრის გამოყენებას სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხოლო 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1 ბოთლი ლუდის ფარულად დაუფლებისათვის უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარი.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამ წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 09 (ცხრა) თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი და 03 (სამი) თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით) უნდა შთანთქას მოცემული განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

1.2. 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-------------ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქას წინა - სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა და საბოლოოდ თ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 09 (ცხრა) თვე მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი და 03 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე თ-------------ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

4. თ-------------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 მარტიდან.

 

5. თ-------------ას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან, რა დროსაც სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

6.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (27.06.2018) ამოღებული ორი ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6.2 შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (27.06.2018) ამოღებული მინის ნამსხვრევები - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6.3 შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (27.06.2018) ამოღებული ხელის ოთხი კვალი - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6.4 გ---------------ის ნერწყვის ნიმუში, თ-------------ას ნერწყვის ნიმუში - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6.5 შემთხვევის ადგილის დათვალიერების (27.06.2018) დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორ მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.6 გ---------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორ მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.7 თ-------------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორ მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.8 კაფე - რესტორან ,,ფლორის’’ სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორ მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.9 თ-------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 ბოთლი, 2,5 ლიტრი ტევადობის ლუდი ,,აისი’’ - რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს დაზარალებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6.10 თ-------------ას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (13.02.2019) გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორ მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.11 შპს ,,მეგას’’ მარკეტის ვიდეოჩანაწერები დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორ მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე