საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის პირობების, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №104– №01-56/ნ |
|
2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და უფლებამოსილება
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნის წესს, მის უფლებამოსილებას და საქმიანობის პირობებს, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას.
2. კომისია წარმოადგენს პირთა ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
3. კომისიას გააჩნია შესაბამისი ბეჭედი და შტამპი (საჭიროების შემთხვევაში).
4. კომისიის მისამართია: ქ. თბილისი 0186, სანდრო ეულის ქ. №3.
კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს სათანადო გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მყოფი მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ, თუ მსჯავრდებულს აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალობის პროგნოზი მაღალია.
1. კომისია შედგება 4 წევრისაგან: 2 წევრი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და 2 წევრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით;
გ) კომისიის მდივანი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეარჩევს და კომისიის წევრებად ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია დააფიქსიროს განსხვავებული აზრი.
5. კომისიის გადაწყვეტილება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიცემა დასკვნის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები. დასკვნას დაესმება კომისიის ბეჭედი, შტამპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ენიჭება ნომერი.
6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო კომისიის მდივნის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
7. სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ყველა წევრისათვის სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდებას.
8. კომისია საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ, რომელიც უნდა მოიცავდეს კომისიის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს. ანგარიშები პერიოდულად გამოქვეყნდება შესაბამისი სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
1. კომისია განიხილავს ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის/კანონიერი წარმომადგენლის ან დაწესებულების დირექტორის განცხადების დაშვების საკითხს, რის შედეგსაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
2. კომისიის მიერ განცხადება არ დაიშვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებულ მსჯავრდებულთა შემთხვევაში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. განცხადების დაშვებისათვის აუცილებელია მას თან ერთოდეს ცნობა მსჯავრდებულის პირადი საქმიდან, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ბარათის ასლი (უახლესი ინფორმაციით და შესაბამისი გამოკვლევებით), ექიმთა კონსილიუმის დასკვნა და სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის/კლინიკური ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ზოგად ინფორმაციას მსჯავრდებულისათვის ჩატარებული გამოკვლევების, დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ, ასევე რეკომენდაციას განცხადების განხილვის შემჭიდროებულ ვადებზე.
1. იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულისთვის სახეზეა დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების (პულსი, წნევა, სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, სისხლში ჟანგბადის სატურაცია, სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია) შენარჩუნება გართულებულია, ექიმთა კონსილიუმის მიერ ხდება გადარჩენის კლინიკური ვარაუდის შეფასება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და გადარჩენის კლინიკური ვარაუდის შეფასების მიზნით, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება უზრუნველყოფს ექიმთა კონსილიუმის შეკრებას.
3. გადარჩენის კლინიკური ვარაუდი ფასდება ექიმთა კონსილიუმის მიერ, კლინიკო-ლაბორატორიული და სხვა სადიაგნოსტიკო გამოკვლევის შედეგების და ობიექტური მონაცემების საფუძველზე.
4. ექიმთა კონსილიუმის მიერ გადარჩენის კლინიკური ვარაუდის განსაზღვრა ხდება კონსენსუსის საფუძველზე.
5. ექიმთა კონსილიუმის მიერ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის და მსჯავრდებულის დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ აზრის წერილობით წარდგენის შემდეგ, კომისია იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
1. განცხადების დასაშვებობის საკითხს წყვეტს კომისია არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
2. განცხადების დაშვების შემთხვევაში მისი არსებითი განხილვა უნდა მოხდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
3. კომისიის დადებითი გადაწყვეტილება (დასკვნა) სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიცემა არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება – სხდომის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. კომისიას აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადები გაზარდოს გონივრულ ფარგლებში, რა დროსაც სამდივნო ვალდებულია განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ.
1. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) უნდა იყოს დასაბუთებული.
3. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) წერილობით ეცნობება განმცხადებელს/დაინტერესებულ მხარეს.
4. კომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება (დასკვნა) მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შესახებ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) ადმინისტრაციული წესით შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ერთი თვის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების (დასკვნის) მხარისათვის გადაცემის დღიდან.