გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.02.2019
საქმის ნომერი
330310019002848279
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1030-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2- თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე- ივ-----------–---–ი

წარმომადგენლები -გი------------–--ლი; ს-----------------–---–ი

 

მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენლები - თ--------–------ა; ლ------------–---–-

 

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ივ-----------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მან მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N 320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესების სრული დაცვით, ასევე მოპასუხემ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებულ ივ-----------–---–ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N 320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით, ივ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), 164' მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით, ივ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2----–-–-------------- დააკმაყოფილა წარდგენილი შუამდგომლობა და რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულს სასჯელი განუსაზღვრა აღნიშნული განაჩენების მიხედვით, კერძოდ: 2----–-–---------------–-- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2----–-–---------------–-- თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2----–-–------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები, რომლის საფუძველზეც, ივ-----------–---–ისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------------------–-–----------------- ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-,1-7-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ექვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2----–-–------------------- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ივ-----------–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით გაერთიანდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქა 2----–-–-------------- განჩინებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ივ-----------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–---------------------–-–------------------- ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 1 ივლისისათვის მოქმედი რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით გაერთიანდა მსჯავრდებულ ივ-----------–---–ის მიმართ არსებულ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2----–-–----------------- სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2----–-–---------------------–-–------------- ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 4 იანვრის დახასიათება (ს.ფ. 1-0-123)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22- 35)

 

3.1.2. მოსარჩელეს, მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის მიერ, დანაშაულთან მიმართებით, განესაზღვრა მომეტებული საშიშროების რისკი.

 

2----–-–----------- მსჯავრდებული ივ-----------–---–ი განთავსდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ამჟამად მოქმედი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N 9 დაწესებულება).

 

2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის N---- ბრძანებით ივ-----------–---–ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

2017 წლის 28 ივლისს ივ-----------–---–ს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკისა და შეფასების გუნდის მიერ განესაზღვრა მომეტებული საშიშროების რისკი, რის საფუძველზეც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 4 აგვისტოს N----- ბრძანებით, სასჯელის მოხდა განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასჯელის დასაწყისი: 2-.0--2---–-

სასჯელის დასასრული: 2-.0-.2---–-

სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლებით 2/3 მოიხადა: 2-.1-.2---–-

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22- 35)

- N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 4 იანვრის დახასიათება (ს.ფ. 1-0-123)

 

3.1.3. მოსარჩელე წარსულში ნასამართლობის არმქონეა.

 

დადგენილია ასევე, რომ მსჯავრდებული ივ-----------–---–ი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ორჯერ, წახალისებულია ერთხელ.

 

სადამსჯელო ღონისძიებები:

 

2014 წლის 9 ივლისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N----- განკარგულებით აეკრძალა ნებადართული ნივთებით სარგებლობა, რადგან მსჯავრდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2015 წლის 9 მარტს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 დაწესებულების დირექტორის N------ განკარგულებით შეეზღუდა ნებადართული ნივთებით სარგებლობა, რადგან მსჯავრდებული საკანში ხმამაღლა იგინებოდა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ. მიუხედავად დაწესებულების მოსამსახურეების გაფრთხილებისა, იგი კვლავ განაგრძობდა მოსამსახურეთა შეურაცყოფას.

 

წამახალისებელი ღონისძიება:

 

2014 წლის 1- აპრილს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N-- ბრძანების საფუძველზე მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

 

მსჯავრდებული ივ-----------–---–ი არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. მსჯავრდებულის განმარტებით, გათავისუფლების შემდგომ აპირებს დაუბრუნდეს ოჯახს და მათთან ერთად გაატაროს დრო. მსჯავრდებული იცავს დღის განრიგს, სამართლებრივ რეჟიმსა და ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ არის თავაზიანი. მსჯავრდებულის განმარტებით ის გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულის მიმართ. მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებაშია, არ არის კონფლიქტური და აგრესიული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22- 35)

- N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 4 იანვრის დახასიათება (ს.ფ.1-0-123)

 

3.1.4. დადგენილია, რომ მსჯავრდებულის კოგნიცია მოწესრიგებულია. მარტივად შედის კონტაქტში. გარეგნულად მოწესრიგებულია, შეძლებისდაგვარად მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, კითხულობს ლიტერატურას. არ აქვს კონკრეტული სამომავლო გეგმები, თუმცა პოზიტიურად უყურებს მომავალს და სურს ოჯახთან ერთად დროის გატარება.

მსჯავრდებულს აქვს უმაღლესი განათლება. დაამთავრა თ---–--------------------------------------------------------–-------

 

მსჯავრდებული არის დაოჯახებული, ჰ------------–----------------––-–----------------------------––-–-------–---–------------------- ოჯახის წევრებთან აქვს კონტაქტი, ხანმოკლე პაემნისა და სატელეფონო კომუნიკაციის სახით. მსჯავრდებულის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ს-–----–---- გათავისუფლების შემდეგ იცხოვრებს იმავე მისამართზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 22- 35)

- N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 4 იანვრის დახასიათება (ს.ფ.1-0-123)

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილებით, საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ივ-----------–---–ის ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და საკითხის განხილვისას გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან; ივ-----------–---–ი, ამჟამად, N9 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ არ ავლენს აგრესიულ ქცევას და ემორჩილება ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. საბჭომ დადებითად შეაფასა მისი წახალისების ფაქტი; გაეცნო წარმოდგენილ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ ადგილობრივ საბჭოში დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას. მეორე მხრივ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ: სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა. მსჯავრდებული გასამართლებულია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულისთვის, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მის მიერ განხორციელდა არაერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და უფლებამოსილების გადამეტებით, ამასთან, მსჯავრდებული თანამონაწილე იყო ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულში, რომელმაც 200-ზე მეტი პირის ჯანმრთელობის, მათ შორის განზრახ მძიმე დაზიანება გამოიწვია ჯგუფურად. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ წახალისების შემდეგ, მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ გამოიწვია დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის ძალადობრივი ქმედებისათვის. საბჭომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტორიც, რომ საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ, მსჯავრდებულს განესაზღვრა მომეტებული საშიშროების რისკი.

 

ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას, განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმემ და დანაშაულის ხასიათმა, ასევე იმას, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი. ამავდროულად, მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში - მის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური ღონისძიება იქნა გამოყენებული. შესაბამისად, საბჭომ, ამ ეტაპზე, მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 64- 70)

- N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის დახასიათება (ს.ფ. 56-63)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; პატიმრობის კოდექსით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N 320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

პატიმრობის კოდექსის 40-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

აღნიშნულ საკითხზე საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო, მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი, გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N 320 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახით აქვს შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე წესის მესამე მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიულ განსჯადობას, რომლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო განიხილავს საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას განმარტოს თუ რას გულისხმობს თავად დისკრეციული უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან „უფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, „უფლება არა აქვს“, „უნდა აიკრძალოს“ და ა.შ. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი მას აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

 

დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო თვლის, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიზანშეწონილი არ არის მისი პირობით ვადამდე გათავისუფლება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სასჯელის მოხდის პერიოდში არის წახალისებული, მოხდილი აქვს სასჯელის 3/4-ზე მეტი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ აპელირება მასზედ, რომ კვლავ არსებობს დანაშაულის ჩადენის საფრთხე, დაუსაბუთებელია, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სასჯელს იხდის თანამდებობრივი დანაშაულების ჩადენის გამო, ამ ეტაპზე იგი აღარ იკავებს ს----–-–----------–--------- თანამდებობასა და მასვე, დაკისრებული სასჯელით 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული მასალებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სახეზეა ყველა წინაპირობა მოსარჩელის რესოციალიზაციისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების მზაობასთან დაკავშირებით და დაუსაბუთებელია საბჭოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასების საფუძველზე საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რესოციალიზაციის მიზანზე და განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.

 

სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ ივ-----------–---–ი წარსულში არ არის ნასამართლევი, საქმეში წარმოდგენილია მის მიმართ წამახალისებელი ღონისძიების მიღება პენიტენციური დაწესებულების მხრიდან, იგი გრძნობს ჩადენილი დანაშაულის მიმართა პასუხისმგებლობას. საქმეში ასევე წარმოდგენილია ივ-----------–---–ის მიმართ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის დახასიათება, რომლის თანახმად ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ იგი არა არის კონფლიქტური და აგრესიული. ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებული არ ავლენს ემოციურ აგრესიასა და არ შეინიშნება ანტისოციალური ქცევის ტენდენცია. მართალია მოსარჩელე მხარის მიმართ, სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებულ იქნა 2 დისციპლინური სახდელი, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2014-2015 წლებში და მას შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევა შეიცვალა უკეთესობისკენ, რაზეც მიუთითებს როგორც, უშუალოდ ფსიქოლოგის დასკვნა, ასევე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი N9 დაწესებულის დირექტორის მიერ ხელმოწერილი მსჯავრდებულის დახასიათება, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულის ყოფაქცევა რადიკალურ შეცვალა, რაც პირდაპირ მიუთითებს სასჯელის მიზნების მიღწევაზე და დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესზე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად არსებულ ერთ-ერთი მოტივზე, რომლის მიხედვითაც საბჭომ მხედველობაში მიიღო საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ, მსჯავრდებულისათვის მომეტებული საშიშროების რისკის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ არაერთხელ იქნა აპელირება იმ გარემოებებზე, რომ აღნიშნული რისკის განსაზღვრა, მოხდა მარტოოდენ მსჯავრდებულის სუბიექტური საშიშროებიდან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების საშუალებად, არამედ აღნიშნული უფრო მეტად ემსახურებოდა მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით დამატებით უნდა იქნეს შესწავლი და შეფასებული, ვინაიდან მსჯავრდებული ივ-----------–---–ი იკავებდა არაერთ მაღალი რანგის ს----–-–----------–--------- თანამდებობას, შესაბამისად შესაძლოა სწორად იქნა შეფასებული შესაძლო საფრთხეები, რაც დაემუქრებოდა მსჯავრდებულ ივ-----------–---–ს, მისი ნაკლებ მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებით. სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეულ უნდა იქნეს მოსარჩელე მხარის აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მსჯავრდებულისათვის მაღალი საშიშროების რისკის განსაზღვრის მოტივები რამდენად შეიძლება ერთმნიშვნელოვნად დაედოს საფუძვლად უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით შეფასებული არ არის ივ-----------–---–თან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.

 

6.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება და მოპასუხე აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივ საბჭოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ივ-----------–---–თან მიმართებაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს უნდა დაეკისროს ივ-----------–---–ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-13, 271-ე, 32.4-ე 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ივ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №----------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ივ-----------–---–თან მიმართებაში.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა დაეკისროს მოპასუხეს ივ-----------–---–ის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი