მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი , სარსჯებობს, სპეციალური პენიტენციური საღმსრახულებრის პენიტენციური დეპარტამენტის თდირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრომბაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობით ს საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გ. თ-ის სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით არ დაუნიშნავს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, დაცვის მხარის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მისი…
საქმე №2კ-780აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 81-ე, 274-ე, 286-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით…
საქმე №2კ-14-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
…მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებულია ორი აღუსრულებელი, კერძოდ – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, სახელდობრ: „თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე…
საქმე №2კ-295აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2024
…საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში გ. ა–ს მიმართ შეეტანა ცვლილება და მისთვის საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, შემდეგ გარემოებათა გამო: 14. საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, კერძოდ: თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი…
საქმე №2კ-1148აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2023
…სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა. 14. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრისა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლის დაკავების დღიდან დაწყების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, კერძოდ: თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი…
საქმე №2კ-1135აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2023
საქმე №2კ-889აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2022
საქმე №2კ-635აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2022
საქმე №2კ-133აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2022
საქმე №2კ-1014აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2021
საქმე №2კ-532აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.09.2021
საქმე №2კ-187-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2021
საქმე №2კ-71-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2021
საქმე №438აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2016
…ხოლო დაკისრებული ფულადი ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.“. 43. 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 286, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-286/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია