განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100117001937154
საქმე №1ბ/240-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ-----------------ის
მსჯავრდებულის: ლ-----–-–--–--ის
მსჯავრდებულის ადვოკატის: ს------------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილე ს---------–-----–-–---–ის და მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №007220716007): ლ-----–-–--–--ის, დ----------–--------–-–------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #6----------), დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ქ---------–----------------------------–--------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------–---------------–-, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-----–-–--–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მანვე ჩაიდინა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 21 ნოემბერს, ლ-----–---–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.
2015 წლის 1 თებერვალს, ქ-------–--–-------------------------–-, ლ-----–-–--–--ემ მოატყუა მსჯავრდებულ ლ-----–---–------ის დედა - ბ--–------–---–ი, რომელსაც შეჰპირდა, რომ პატიმართა შეწყალების კომისიაში მყოფი მისი ნაცნობი, მთავრობის წევრებისათვის ფულის გადაცემის სანაცვლოდ, შეწყალების გზით, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადამდე ადრე, კერძოდ, თებერვლის თვეში, გაათავისუფლებდა ლ-----–---–------ს.
2015 წლის 2 და 7 თებერვალს, ეტაპობრივად, ლ-----–-–--–--ემ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მსჯავრდებულ ლ-----–---–------ის დედას - ბ--–------–---–ს მოტყუებით გამოართვა ჯამში 13 000 აშშ დოლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა 26 524,10 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ლ-----–-–--–--ემ არ შეასრულა 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს მიერ გამოტანილი განჩინება საპროცესო მოქმედების - ხმის ნიმუშის აღების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით:
ლ-----–-–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-----–-–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და იმავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-----–-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილე ს---------–-----–-–---–მა და მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს------------------ემ.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ლ-----–-–--–--ის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ლ-----–-–--–--ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდების ამ ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა წარმოადგინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ლ-----–-–--–--ის მიმართ გამოტანილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი და მოითხოვა მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დადგენა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილე ს---------–-----–-–---–ის და მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ლ-----–-–--–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების – ბ--–------–---–ის, დ--------------–---–---------------------–---–--, ლ-----–---–------ის, ლ------------–---–-----------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმების, პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში ლ-----–-–--–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აღიარების, შპს ,,ჯეოსელიდან“ და შპს ,,მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციების, ელექტრონული დისკის და მასზე არსებული ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმების, ბ--–------–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ელექტრონული დისკის და მასზე არსებული აუდიოჩანაწერების დათვალიერების ოქმის, ბ--–------–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ხელშეკრულებების დათვალიერების ოქმის და აღნიშნული დათვალიერების შედეგად ამოღებული 2015 წლის 2 თებერვლის და 7 თებერვლის სესხის ხელშეკრულებების, 2015 წლის 7 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი ელექტრონული დისკის, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს გამოტანილი განჩინების საპროცესო მოქმედება - ხმის ნიმუშის აღების თაობაზე, ხმის ნიმუშის აღებაზე უარის თქმის ოქმების, ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-----–-–--–--ემ ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ეს ჩადენილი დანაშაულებისათვის სასჯელის სახით განუსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ან სხვა რაიმე ფორმით გაუმკაცროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები. ლ-----–-–--–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრების განხილვისას აღიარა და გულწრფელად მოინანია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
ამას გარდა, მსჯავრდებულმა ლ-----–-–--–--ემ სადავოდ არ გახადა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აგრეთვე, ლ-----–-–--–--ეს ანაზღაურებული აქვს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ნაწილი - 4000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ნოტარიულად გაფორმებული შეთანხმების თანახმად კი, იღებს ვალდებულებას, რომ დარჩენილი თანხის ნაწილს - 1500 აშშ დოლარს, გადაუხდის 2018 წლის თებერვლის ბოლომდე, ხოლო 7500 აშშ დოლარს - დაუბრუნებს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში, რის გამოც დაზარალებულს ლ-----–-–--–--ის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები. ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებლად დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა დაზარალებულ ბ--–------–---–ისთვის ფულადი თანხების გზავნილის დამადასტურებელი ქვითრები. სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებაზე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას სამართლიანად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელების სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის მიმართ, არის დასაბუთებული კვალიფიკაციის ნაწილში და სამართლიანი მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის ნაწილში, რასაც პალატა ეთანხმება, რის გამოც არ არსებობს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
როგორც უკვე აღინიშნა, დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში ლ-----–-–--–--ის გამართლება იმ საფუძვლებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის განჩინების გამოტანის დროისათვის მოწმის სტატუსით მოსარგებლე ლ-----–-–--–--ეს, რომელიც ფაქტობრივად ბრალდებული უნდა გამხდარიყო, ჰქონდა უფლება, არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებული უფლებამოსილია, არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში (საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილი). ლ-----–-–--–--ეს განზრახ არ აურიდებია თავი 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს მიერ გამოტანილი განჩინების შესრულებაზე საპროცესო მოქმედების - ხმის ნიმუშის აღების თაობაზე, არამედ სურდა ადვოკატის მონაწილეობა ამ საპროცესო მოქმედებაში, ხოლო მისი ახალი ადვოკატი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, გამოძიებამ მაინც შეძლო ლ-----–-–--–--ის ხმის ნიმუშის მოპოვება-გამოთხოვა ამ უკანასკნელის მიმართ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ზემოხსენებული, მოსამართლის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ამ საპროცესო მოქმედების შესრულება დაევალა არა ლ-----–-–--–--ეს (განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ლ-----–-–--–--ის მიერ განჩინების შესრულების სავალდებულობაზე არაფერია ნახსენები), არამედ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებელ ბიძინა საბაძეს და შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტს, რომელთაც ამავე განჩინებით ასევე მიეცათ წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება, თუმცა არ გამოუყენებიათ.
სააპელაციო პალატა დაცვის მხარის ზემოხსენებულ მოსაზრებებს ვერ დაეთანხმება. პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად, ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა მოცემულ საქმეზე, 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინების გამოტანის დროისათვის ლ-----–-–--–--ე პროცესუალურად სარგებლობდა არა ბრალდებულის, არამედ მოწმის სტატუსით. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის ჰიპოტეტიურ მოსაზრებას, რომ განჩინების გამოტანის დროისათვის მოწმე ლ-----–-–--–--ე პოტენციური ბრალდებული იყო. საქართველოს სსსკ-ის 166-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განცხადებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი, რასაც იგი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასევე იცნობს განრიდების ინსტიტუტს (მუხლი 1681. განრიდება), რა დროსაც პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ პირი (განრიდების სუბიექტი) შეასრულებს გარკვეული პირობებიდან ერთს ან რამდენიმეს. აღნიშნული რეგულაციებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების გარკვეულ ეტაპზე სარგებლობს მოწმის სტატუსით, აპრიორი გახდება ბრალდებული, თუნდაც ამ პირის მიმართ არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმის უფლებას, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდება ლ-----–-–--–--ეს ედავება არა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, არამედ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, კერძოდ, საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-----–-–--–--ემ არ შეასრულა 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს მიერ გამოტანილი განჩინება საპროცესო მოქმედების - ხმის ნიმუშის აღების თაობაზე. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსხვავებით მოწმის ჩვენებისგან, პირისგან ხმის, ნერწყვის, სისხლის, სუნის და ა.შ. ნიმუშის აღება და აღებული ნიმუში თავისი არსით არ წარმოადგენს რაიმე ფაქტის დამადასტურებელ ან უარმყოფელ მტკიცებულებას, არამედ წარმოადგენს მასალას შემდგომში ამა თუ იმ საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად, რის შედეგადაც შესაძლოა მოპოვებულ იქნას დანაშაულის ჩადენაში როგორც პირის მამხილებელი, ისე გამამართლებელი მტკიცებულება. ამრიგად, აღნიშნული წარმოადგენს მტკიცების მეთოდს, რომელიც პირისათვის შეიძლება აღმოჩნდეს როგორც დადებითი შედეგის, ასევე უარყოფითი შედეგის მომტანი. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა-მიდგომას აღნიშნული საკითხისადმი, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პრივილეგია, პირველ ყოვლისა, უკავშირდება ბრალდებულის დუმილის უფლებას. ეს არ გამორიცხავს მტკიცებულებად იმ მასალის დაშვებას, რომელიც არსებობს ეჭვმიტანილის ნებისგან დამოუკიდებლად, როგორიცაა სუნთქვის, სისხლის ან შარდის ნიმუშები, სხეულის ქსოვილი დნმ-ის ანალიზისთვის, ან დაყადაღებული დოკუმენტები (იხ. საუნდერსი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saunders v. UK), No. 19187/91, 17.12.96, 69-ე პარაგრაფი). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის ხმის ნიმუშის ჩაბარების დავალდებულება ვერ მიიჩნევა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებაში ჩარევად.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებას, ლ-----–-–--–--ეს განზრახ არ აურიდებია თავი 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს მიერ გამოტანილი განჩინების შესრულებაზე საპროცესო მოქმედების - ხმის ნიმუშის აღების თაობაზე, არამედ სურდა ადვოკატის მონაწილეობა ამ საპროცესო მოქმედებაში, ხოლო მისი ახალი ადვოკატი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის რეგულაციაზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა, ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს მიერ გამოტანილი განჩინებით ნება დაერთო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებელ ბიძინა საბაძეს და შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტს - ლ-----–-–--–--ისაგან აიღონ ხმის ნიმუში. განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყება 30 დღის ვადაში. საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის 8 აგვისტოს, 11 აგვისტოს და 1 სექტემბერს ლ-----–-–--–--ემ უარი განუცხადა ხმის ნიმუშის მიცემაზე გამომძიებელ ბიძინა საბაძეს და ექსპერტ დავით გრატიაშვილს, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები. ამასთან, უარის თქმის მიზეზად ლ-----–-–--–--ემ მიუთითა, რომ მისი ადვოკატი არ იმყოფებოდა თბილისში და ადვოკატი გამომძიებელს დაუკავშირდებოდა 20 აგვისტოს, თუმცა ამის შემდეგაც, 2016 წლის 1 სექტემბერს, ადვოკატის გამოუცხადებლობის მიზეზით, კვლავ განაცხადა უარი ხმის ნიმუშის მიცემაზე, ხოლო სავალდებულო დაცვის შემთხვევა არ არსებობდა და იწურებოდა განჩინების მოქმედების ვადა. სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებას, რომ განჩინების მიხედვით, ამ საპროცესო მოქმედების შესრულება დაევალა არა ლ-----–-–--–--ეს, არამედ ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებელ ბიძინა საბაძეს და შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტს, რომელთაც ამავე განჩინებით ასევე მიეცათ წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება, თუმცა არ გამოუყენებიათ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გამომძიებელს და ექსპერტს მიიჩნევს ამ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პროცესუალურ პირებად, რომელთაც განჩინებით ნება დაერთოთ და არა დაევალათ (იხ. 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე გ----------------–---–-ს განჩინება), ლ-----–-–--–--ისაგან აიღონ ხმის ნიმუში, ხოლო ეს უკანასკნელია ვალდებული მისცეს ხმის ნიმუში, ვინაიდან ლ-----–-–--–--ემ აღნიშნული განჩინების გამოტანამდე უარი განაცხადა ნებაყოფლობით ხმის ნიმუშის აღებაზე, რაც გახდა, საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველი. რაც შეეხება ადვოკატის პრეტენზიას, გამომძიებლისა და ექსპერტის მიერ არ იქნა გამოყენებული წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომა, ხმის ნიმუშის აღების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, ამ შემთხვევაში როგორ უნდა აღებულიყო იძულებით ლ-----–-–--–--ისაგან ხმის ნიმუში.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნას - მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დადგენას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული წესით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი, რაც სასჯელთა შთანთქმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს მათ ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრებას. აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე, სასამართლო სამართლებრივად უფლებამოსილია, ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრიბოს მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები, რაც გააუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას მაშინ, როდესაც დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით, პირიქით, ითხოვს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ლ-----–-–--–--ის გამართლების გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის, ს---------–-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ლ-----–-–--–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი ლ-----–-–--–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ლ-----–-–--–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
ლ-----–-–--–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და ლ-----–-–--–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ერთი ცალი ელექტრონული დისკი, მასზე ასახული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, შპს ,,მობიტელიდან“ და შპს ,,ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციები ორ დისკზე, საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ელექტრონულ დისკზე, ბ--–------–---–ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ორი ელექტრონული დისკი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--–------–---–ისგან გამოთხოვილი ერთი ელექტრონული დისკი, მასზე არსებული აუდიოჩანაწერებით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ერთი ელექტრონული დისკი, მასზე არსებული აუდიოჩანაწერებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი ერთი ელექტრონული დისკი, გ----------------–---–---ან აღებული ხმის ნიმუში, გადატანილი ერთ ელექტრონულ დისკზე, ბ--–------–---–ის ხმის ნიმუში, გადატანილი ერთ ელექტრონულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე