1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება.
2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. ბრალდებულის დასწრების უფლების შეზღუდვა 1. მოსამართლეს უფლება აქვს, მოწმის დაკითხვის დროს უარი თქვას ბრალდებულის დასწრებაზე, თუ გამოიყენება მოწმის დაცვის ერთ-ერთი სპეციალური ღონისძიება. 2. ბრალდებულს დროულად უნდა შეატყობინონ მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. ბრალდებულს არა აქვს მისი ჩატარების არასაპატიო მიზეზით გადადების მოთხოვნის უფლება. თუ ბრალდებული დაპატიმრებულია და ჰყავს ადვოკატი, ასეთ საგამოძიებო მოქმედებას ესწრება მისი ადვოკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებაში ბრალდებულის უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. თუ ბრალდებულს ან/და მის ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. 3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, პროკურორი ვალდებულია იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა, ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის გასვლისთანავე პროკურორი საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გადადებას.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №2კ-148აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
…და დაცვის მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვან ვ. დ-ს დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან მსჯავრდებულების თანდასწრებით სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი მოწმის არდაკითხვასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენით განიმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს ბრალდებულის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 24-ე…
საქმე №2კ-138-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2021
…ა. რ-ს მიმართ დიდი ოდენობით გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის თავის არიდების ფაქტზე გამოძიებული №.... სისხლის სამართლის საქმის აღსრულება შეწყდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39. 1.3 და 40.4 მუხლების საფუძველზე; ა. რ-ს მიმართ იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა, ხოლო გამოცხადებული ძებნა შეწყდა.…
…წარდგენის უფლების განმარტების შემდეგ, უარი განაცხადა სამოქალაქო სარჩელზე და, შესაბამისად, არც სამოქალაქო სარჩელი წარუდგენია, სამოქალაქო სარჩელი არ უნდა განხილულიყო თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 და 85-ე მუხლებისა (ძველი რედაქცია). განაჩენი, რომლითაც კასატორი _ ს. მ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ, მას გასაჩივრებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში…
საქმე №ას-70-61-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2011
…სააპელაციო სასამართლომ ხელწერილი მიიჩნია მოსარჩელის მიერ სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმად, იმისდა მიუხედავად, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი განჩინება, რომელიც უნდა გამოეტანა საქმის განმხილველ სისხლის სამართლოს სასამართლოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ, რომლის წარმობაშიცაა საქმე ვალდებულია,…
საქმე №2კ-451აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2010
…8 წლის ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-41-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით; მსჯავრდებულებს – ჯ. დ-ს, თ. თ-ს, ბ. დ-სა და გ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2009 წლის 30 იანვრიდან. საქართველოს სსსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სამოქალაქო მოსარჩელეების - თ. ხ-ს, ა. ხ-სა და გ. ს-ს მიერ სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის გამო შეწყდა წარმოება.…
საქმე №2კ-640აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2009
საქმე №2კ-438აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2005
…უნდა იქნეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებსაც უკუქცევითი ძალა არ ექნება.“. 11. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები“. 12. 39-ე და მე-40 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური…
…მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე. 7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 40, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-40/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია