განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2020
საქმის ნომერი
330310019003010771
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003010771

საქმე №3ბ/2855-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები ხატია არდაზიშვილი

 

ლეილა მამულაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენლები - მა---ა ჩუ-----ე, თი-----ნ შა-----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ივ--- მე-----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ივ--- მე-----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 აპრილის №01/19-0389 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ივ--- მე-----–---–თან მიმართ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ივ--- მე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი), 1641 მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით, ივ--- მე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ივ--- მე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2017 წლის 13 იანვარს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 16 იანვარს დააკმაყოფილა წარდგენილი შუამდგომლობა და რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულს სასჯელი განუსაზღვრა აღნიშნული განაჩენების მიხედვით, კერძოდ: 2014 წლის 17 თებერვლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის 27 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2014 წლის 20 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები, რომლის საფუძველზეც, ივ--- მე-----–---–ისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ს განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 16 იანვრამდე ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

2017 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, გაერთიანდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ივ--- მე-----–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, ივ--- მე-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 1 ივლისისათვის მოქმედი რედაქციით) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, გაერთიანდა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 25 ივნისიდან, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 21 მაისიდან 2018 წლის

25 ივნისის ჩათვლით.

 

მოსარჩელე ივ--- მე-----–---–ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. იგი არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, დედა, მამა და და. ოჯახთან აქვს კონტაქტი ხანმოკლე პაემნისა და სატელეფონო საუბრის მეშვეობით. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა არის საშუალო. ივ--- მე-----–---–ი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ორჯერ და წახალისებულია ერთხელ.

 

2014 წლის 11 აპრილს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N15 ბრძანების საფუძველზე მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

 

2014 წლის 9 ივლისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N19176 განკარგულებით, აეკრძალა ნებადართული ნივთებით სარგებლობა, რადგან მსჯავრდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2015 წლის 9 მარტს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N238249 განკარგულებით, შეეზღუდა ნებადართული ნივთებით სარგებლობა, რადგან მსჯავრდებული საკანში ხმამაღლა იგინებოდა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით. მიუხედავად დაწესებულების მოსამსახურეების გაფრთხილებისა, იგი კვლავ განაგრძობდა მოსამსახურეთა შეურაცხყოფას.

 

მსჯავრდებული ივ--- მე-----–---–ი იცავს დღის განრიგს, სამართლებრივ რეჟიმსა და ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულებასა და ადმინისტრაციასთან მიმართებაში არის თავაზიანი.

 

2019 წლის 24 იანვარს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე და მიიღო №01/19-0114 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და საკითხის განხილვისას გამოიკვლია მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან; ივ--- მე-----–---–ი, ამჟამად, N9 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ არ ავლენს აგრესიულ ქცევას და ემორჩილება ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. საბჭომ დადებითად შეაფასა მისი წახალისების ფაქტი; გაეცნო წარმოდგენილ ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ ადგილობრივ საბჭოში დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას. მეორე მხრივ, საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ: სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა. მსჯავრდებული გასამართლებულია სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულისთვის, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მის მიერ განხორციელდა არაერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და უფლებამოსილების გადამეტებით. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ წახალისების შემდეგ, მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ გამოიწვია დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის ძალადობრივი ქმედებისათვის.

 

გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას, განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის სიმძიმემ და დანაშაულის ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა ეს დანაშაული ჩადენილი. ამავდროულად, მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში - მის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური ღონისძიება იქნა გამოყენებული. შესაბამისად, საბჭომ, ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა (ტ.1, ს.ფ. 69-82);

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19-0114 გადაწყვეტილება ივ--- მე-----–---–მა გაასაჩივრა სარჩელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1030-19), ივ--- მე-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19/-0114 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ივ--- მე-----–---–თან მიმართებაში.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19/-0114 გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. კერძოდ, შეფასებული არ არის ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე N3/1030-19) შესულია კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ.194-211);

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/1030-19) საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ დაიწყო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის შუამდგომლობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ადმინისტრაციულიწარმოების ფარგლებში, 2019 წლის 10 აპრილის N01/109956 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს გადაეგზავნა N9 დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 10 აპრილს დამტკიცებული მსჯავრდებულ ივ--- სერგოს ძე მე-----–---–ის დახასიათება. დახასიათებაში სხვა გარემოებებთან ერთად მითითებული იქნა ივ--- მე-----–---–ის სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ. კერძოდ, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: -აღიარება, მონანიება კითხვაზე - ჰყავს თუ არა დაზარალებული, მსჯავრდებულმა უარყო ზარალის ვინმეზე მიყენება და დაზარალებულის ყოლა, შემდგომ აღნიშნა - ,,იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო საქმეების ამჟამინდელი განხილვის შემდგომ დაადგენს, რომ მე მტყუანი ვარ, მაშინ მე მეყოლება დაზარალებული“. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულის ჩადენის ფაქტსა და დაზარალებულების არსებობას, რასაც ადასტურებს მის მიმართ გამოტანილი განაჩენები.

 

კითხვაზე - თუ დაზარალებული ჰყავს, მაშინ გრძნობს თუ არა სინანულს, მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ ,,გრძნობს სინანულს“, თუმცა შებრუნებულ კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის ეს სიტყვები, პასუხი იყო შემდეგი: ,,რა უნდა იდგეს ამ სიტყვების უკან, როცა ნანობ, ამბობ და მორჩა, ვერ ვხვდები“.

 

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ დიდი სინანული აქვს ოჯახის მიმართ, უმცროს შვილს ფაქტიურად არ იცნობს და რომ გავა გაიცნობს, ახლო ურთიერთობა ექნება. ასევე მშობლების მიმართ აღნიშნა დიდი სინანული, რადგან ასაკოვნები არიან.

 

პოზიტიურად უნდა აღინიშნოს მისი ოჯახთან მჭიდრო შეჭიდულობა, სინანული მათ წინაშე ერთად არგატარებული და დაკარგული წლების გამო, თუმცა სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, სინანული და წუხილი, რომელიც ჩადენილი დანაშაულის გააზრებას და შემდგომი დანაშაულის პრევენციას ემსახურება დაზარალებულისკენ უნდა იყოს მიმართული და არა საკუთარი გარემოცვისკენ.

 

-დამოკიდებულება დანაშაულის მიმართ;

 

მსჯავრდებულის განმარტებით, ყველა შემთხვევა, რაზეც განაჩენია გამოტანილი გასაჩივრებული აქვს და ამჟამად წარმოებაშია უზენაეს სასამართლოში. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ დააფიქსირებს პოზიციას მის მიერ ჩადენილ/არჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, რადგან ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ. ის დაელოდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაემორჩილება მის შედეგებს, ამიტომ დანაშაულზე და საქმეებზე საუბარი არ სურს.

 

ბოლო პირობით ვადამდე გათავისუფლების დახასიათებაში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით: ,,ბენეფიციარი აცხადებს, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულის მიმართ“, კითხვაზე - რას ნიშნავს ეს ფრაზა, პასუხი იყო, რომ ზუსტად ასე უნდა დაფიქსირდეს ახალ დახასიათებაშიც. თუმცა, უარყოფის შემთხვევაში, რომ ეს განაცხადი თავისთავად არაფერს ნიშნავდა განმარტების გარეშე, პასუხი იყო შემდეგი: ,,პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, მისი ხალხის წინაშე“.

 

-რისკ-ფაქტორები

 

ფსიქოლოგიური ინტერვიუირების დროს, ბენეფიციარი სპონტანურ აგრესიას ან ანტისოციალური ქცევის ტენდენციას არ ავლენს. რამდენადაც ჩადენილი დანაშაულის/დანაშაულების შესახებ ინტერვიუს ფარგლებში არ საუბრობს, რისკ- ფაქტორების შეფასება გაძნელებულია.

 

-დამცავი ფაქტორები

 

ბენეფიციარი არის დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, მრავალმხრივი ინტერესებისა და შრომითი გამოცდილების მქონე პიროვნება. კომუნიკაბელურია, ავლენს კეთილგანწყობას გარშემომყოფთა მიმართ, დაწესებულებაში ყოფნისას ძირითადად კითხულობს და იცავს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ავლენს ემოციურ კავშირს და პასუხისმგებლობას გრძნობს ოჯახის წევრების მიმართ, აქვს სოციალური მხარდაჭერა მათი მხრიდან. გამოხატავს დადებით სოციალურ განწყობებსა და დამოკიდებულებებს. ამ ეტაპზე, სამომავლო გეგმებს არ აკონკრეტებს.

 

-დამატებითი ინფორმაცია/კომენტარი

 

ბენეფიციარი გარეგნულად მოვლილი და მოწესრიგებულია, კონტაქტში ერთვის ხალისით, საუბრობს ხმამაღლა, მეტყველების ტემპი - სწრაფი.

 

მის პიროვნულ მახასიათებლებთან დაკავშირებით საუბრობს ლაკონურად, აღნიშნავს მხოლოდ საკვანძო ბიოგრაფიულ ფაქტებს. რაც შეეხება ჩადენილ დანაშაულს/დანაშაულებს, რომელთა გამოც იხდის ამჟამად სასჯელს, საუბარს თავს არიდებს და აღნიშნავს მხოლოდ, რომ ,,ყველა ეგ საქმე სამოხელეოა და ამჟამად, სტრასბურგის გადაწყვეტილების თანახმად, საჩივრდება უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც დავემორჩილები, როგორიც არ უნდა იყოს.“(ტ.1, ს.ფ. 126-146);

 

2019 წლის 11 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე და მიიღო №01/19-0389 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 27-49, 147-169);

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლოს მითითებით, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს; მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები, ხოლო მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

 

აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭოს სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

ამავე წესის მე-13 მუხლი ადგენს იმ შეფასების კრიტერიუმებს, რომლითაც საბჭო ხელმძღვ---ლობს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. აღნიშნული მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას;გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვ---ლობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე და მიიღო №01/19-0389 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საბჭოში შესული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულოობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით 2019 წლის 11 აპრილის №01/19-0389 გადაწყვეტილება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/1030-19) საფუძველზე, რომლითაც ივ--- მე-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19/-0114 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ივ--- მე-----–---–თან მიმართებაში.

 

2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე N3/1030-19) სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19/-0114 გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. კერძოდ, შეფასებული არ არის ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი. გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას.

 

სასამართლოს მითითებით განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვისას შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნების კრიტერიუმი (მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვ---ლობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა) და მიიჩნია, რომ არ მომხდარა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი არცერთი სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულის მიმართ. საბჭომ აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას მიუთითა N9 დაწესებულების სპეციალისტების (სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი) დასკვნებში აღნიშნულ შემდეგ გარემოებებზე:-ივ--- მე-----–---–ის განმარტებით, მას დაზარალებული არ ჰყავს და შესაბამისად, არც დანაშაულს ინანიებს; -გრძნობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან მისი განმარტებით, პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, თუმცა არ გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულების გამო; -სოციალური მუშაკის განმარტებით, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს მისი ოჯახთან მჭიდრო შეჭიდულობა, სინანული მათ წინაშე ერთად არგატარებული და დაკარგული წლების გამო, თუმცა სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, სინანული და წუხილი, რომელიც ჩადენილი დანაშაულის გააზრებას და შემდგომი დანაშაულის პრევენციას ემსახურება, დაზარალებულისკენ უნდა იყოს მიმართული და არა საკუთარი გარემოცვისკენ; -N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის განმავლობაში, მსჯავრდებულს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა, თუმცა ყოველ ჯერზე იგი უარს აცხადებდა მასში მონაწილეობაზე; -მსჯავრდებული ვერ იხსენებს წახალისებასთან დაკავშირებულ ფაქტებსა და ემოციებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ წახალისებამ მასზე რაიმე განსაკუთრებული ეფექტი არ იქონია; -წახალისების შემდეგ, მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, რამაც სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ გამოიწვია დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის, ერთ-ერთი დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება; -მისი მხრიდან არ ვლინდება სინანულის განცდა ისეთ დისციპლინურ გადაცდომასთანაც კი, როგორიცაა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურისადმი; -მსჯავრდებული არ ფიქრობს, რომ მასში რამე შეიცვალა დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.

 

ასევე, გადაწყვეტილებაში აღინიშნა ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის განცხადებით, მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მიიჩნია, რომ არ მომხდარა ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულების მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელე მსჯავრდებულის პიროვნების კრიტერიუმით შეფასებული იქნა უარყოფითად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, დამნაშავის რესოციალიზაცია სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასთან ერთად, სასჯელის მიზანს წარმოადგენს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. ამდენად, აღნიშნული საკითხის სრულყოფილად გამოკვლევას, სხვა გარემოებებთან ერთად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში მითითებული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც საბჭომ მიიჩნია, რომ არ მომხდარა ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულების მიმართ, არ ქმნიდა ამგვარი დასკვნის გაკეთების საკმარის საფუძველს, რამეთუ მსჯავრდებულის მიერ სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან გასაუბრების შედეგად გაკეთებული განმარტებებით, ცალსახად არ დგინდებოდა ივ--- მე-----–---–ის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რაც ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული პიროვნების კრიტერიუმის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსჯავრდებულის ჩადენილ დანაშაულთან დამოკიდებულების განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი რესოციალიზაციის საკითხისა და სასჯელის მიზნის მიღწევის განსაზღვრისთვისაც, ვინაიდან სასჯელის მიზანს დამნაშავის რესოციალიზაციასთან ერთად, ასევე წარმოადგენს ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსაზღვრა კი უკვე ჩადენილი დანაშაულის მიმართ მსჯავრდებულის დამოკიდებულების დადგენის გარეშე შეუძლებელია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, არსებული წერილობითი მასალები (N9 დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 10 აპრილს დამტკიცებული მსჯავრდებულ ივ--- სერგოს ძე მე-----–---–ის დახასიათება) არ იძლეოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის - მსჯავრდებულის პიროვნების სრულყოფილად შეფასების საშუალებას. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1030-19), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19/-0114 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სწორედ იმ საფუძვლით, რომ საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა შეფასებული ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი, რაც მოიცავს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხის განსაზღვრას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს მიერ დავალებული ჰქონდა ხელახლა განეხილა შუამდგომლობა ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, შეეფასებინა ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი (დანაშაულის თავიდან აცილება და რესოციალიზაციის საკითხი), ამასთან, N9 დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 10 აპრილს დამტკიცებული მსჯავრდებულ ივ--- სერგოს ძე მე-----–---–ის დახასიათების თანახმად, მოსარჩელე სხვადასხვა განმარტებას აკეთებდა ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულების შესახებ კითხვების დასმისას და რიგ შემთხვევებში პოზიციას არ აფიქსირებდა, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, საბჭომ შუამდგომლობა კვლავ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და მიიჩნია, რომ ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია არ მომხდარა და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულების მიმართ, მაშინ როცა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს ჩადენილი დანაშაულების მიმართ, რის გამოც საბჭო ვერ ხვდება აღიარებს თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს საბჭოს მიერ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ზეპირი მოსმენის ჩატარების აუცილებლობაზე, მით უფრო, რომ ივ--- მე-----–---–თან მიმართებით სასჯელის მიზნის მიღწევის შეფასება და საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჰქონდა დავალებული.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, 2019 წლის 28 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვა მასალები მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და 2019 წლის 11 აპრილს განიხილა აღნიშნული საკითხი.

 

საკითხის განხილვის დროს საბჭომ იხელმძღვ---ლა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - წესი) მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, კერძოდ: 1. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები; 2. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; 3. ოჯახური პირობები - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; 4. დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; 5. მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. საბჭომ დეტალურად შეაფასა თითოეული კრიტერიუმი.

 

დანაშაულის ხასიათი:

 

სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, მსჯავრდებული გასამართლებულია არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულისთვის, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მის მიერ განხორციელდა არაერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და უფლებამოსილების გადამეტებით. ამასთან, მსჯავრდებული თანამონაწილე იყო ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულში, რომელმაც 2 პირის გარდაცვალება და 200-ზე მეტი პირის ჯანმრთელობის, მათ შორის, განზრახ მძიმე დაზიანება გამოიწვია ჯგუფურად.

 

მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში:

 

მსჯავრდებული ივ--- მე-----–---–ი, ამჟამად იცავს N9 პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს, სამართლებრივი რეჟიმისა და ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს მისი წახალისების ფაქტი. თუმცა, მეორე მხრივ, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ წახალისების შემდეგ, მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, რამაც სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ გამოიწვია დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ერთ-ერთი დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა:

 

დადებითად შეფასდა ფაქტი, რომ მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი.

 

ოჯახური პირობები:

მსჯავრდებული არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე: თამარ მე-----–---–ი (დაბადებული 1981 წლის 24 მაისს), შვილები - მიშო მე-----–---–ი (დაბადებული 2000 წლის 4 ივლისს), დათუნა მე-----–---–ი (დაბადებული 2009 წლის 8 თებერვალს), დედა - ჟენია თუმანიშვილი (დაბადებული 1944 წლის 3 ივლისს), მამა - სერგო მე-----–---–ი (დაბადებული 1940 წლის 17 აპრილს), და მარინა მე-----–---–ი (დაბადებული 1972 წლის 22 ივლისს). ოჯანთან აქვს კონტაქტი ხანმოკლე პაემნისა და სატელეფონო საუბრის მეშვეობით. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა არის საშუალო.

 

მსჯავრდებულის პიროვნება:

 

აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას საბჭომ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ივ--- მე-----–---–თან მიმართებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭოს მიერ შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლომ განმარტა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისთვის მომზადებას. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის N1/19/10114 გადაწყვეტილებაში საკმარისად დასაბუთებული არ იყო ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ საკითხის შესწავლის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხს. ამასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა N9 პენიტენციური დაწესებულების სპეციალისტების (სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი) დასკვნები, სადაც დეტალურადაა გაწერილი თუ რა დამოკიდებულება აქვს მსჯავრდებულს ჩადენილ დანაშაულთან და დაზარალებულებთან: ივ--- მე-----–---–ის განმარტებით, მას დაზარალებული არ ჰყავს და შესაბამისად, არც დანაშაულებს ინანიებს;

 

• გრძნობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან, მისი განმარტებით, პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, თუმცა არ გრძნობს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულების გამო;

• სოციალური მუშაკის განმარტებით, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს მისი ოჯახთან მჭიდრო შეჭიდულობა, სინანული მათ წინაშე ერთად არგატარებული და დაკარგული წლების გამო, თუმცა სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, სინანული და წუხილი, რომელიც ჩადენილი დანაშაულის გააზრებას და შემდგომი დანაშაულის პრევენციას ემსახურება დაზარალებულისკენ უნდა იყოს მიმართული და არა საკუთარი გარემოცვისკენ;

• N9 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის განმავლობაში, მსჯავრდებულს არაერთხელ შესთავაზეს სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა, თუმცა ყოველ ჯერზე იგი უარს აცხადებდა მასში მონაწილეობაზე;

• მსჯავრდებული ვერ იხსენებს წახალისებასთან დაკავშირებულ ფაქტებსა და ემოციებს, რაც

მიანიშნებს იმაზე, რომ წახალისებამ მასზე რაიმე განსაკუთრებული ეფექტი არ იქონია;

• წახალისების შემდეგ, მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, რამაც სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ გამოიწვია დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის, ერთ-ერთი დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება;

• მისი მხრიდან არ ვლინდება სინანულის განცდა ისეთ დისციპლინურ გადაცდომასთანაც კი, როგორიცაა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურისადმი;

• მსჯავრდებული არ ფიქრობს, რომ მასში რამე შეიცვალა დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივმა საბჭომ მიიჩნია, რომ არ მომხდარა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი არც ერთი სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულის მიმართ, რამაც გამოიწვია, სხვებს შორის, რამდენიმე პირის გარდაცვალება და 200-ზე მეტი პირის ჯანმრთელობის დაზიანება. შესაბამისად, ადგილობრივმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებების მიმართ მისი დამოკიდებულების სრულად შესწავლის შემდეგ, რითაც სრულყოფილად შეფასდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმი. ამასთან, - რადგან ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის N1/19/10114 გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილობრივმა საბჭომ დეტალურად შეაფასა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი (ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი), ამ გადაწყვეტილებით სრულად შესრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1030-19) ადგილობრივი საბჭოს მიმართ დაკისრებული ვალდებულება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/3915-19), რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 აპრილის N1/19-0389 გადაწყვეტილება და ამ უკანასკნელს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ივ--- მე-----–---–თან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. კერძოდ, 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ არ შესრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან ადგილობრივმა საბჭომ ივ--- მე-----–---–ის შუამდგომლობა არ განიხილა ზეპირი მოსმენით, რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, ვერ მოხერხდა საკითხების სრულყოფილად შესწავლა.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული შეფასება სამართლებრივად დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:

 

1) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მოხდა მითითება, იმის თაობაზე, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაში შეფასებული არ არის ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი. გადაწყვეტილებაში ასევე აღინიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო არათუ პირდაპირ, რეკომენდაციის დონეზეც კი არ საუბრობს საბჭოს მიერ მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–თან ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის საჭიროებაზე. მითუმეტეს, რომ არსებობს არაერთი პრეცედენტი, როცა სასამართლო რეკომენდაციით მიმართავს (თბილისის საქალაქო სასამართლოს N3/2662-18 და 3/4030-18 გადაწყვეტილებები) ან პირდაპირ ავალებს ადგილობრივ საჭოს ჩანიშნოს სხდომა ზეპირი მოსმენით კონკრეტულ მსჯავრდებულთან მიმართებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს N3/3105-19 და 3/6499-19 გადაწყვეტილებები). შესაბამისად, 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადგილობრივ საბჭოს მიუთითა თუ რა გარემოებების სრულყოფილად შესწავლა უნდა მომხდარიყო ახალი გადაწყვეტილების გამოცემის დროს, თუმცა ამ გარემოებების შესწავლის ფორმის (განხილვა მოხდებოდა ზეპირი მოსმენით თუ მის გარეშე) შერჩევის დისკრეცია ადგილობრივ საბჭოს დაუტოვა;

 

2) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭოს მინიჭებული აქვს დისკრეცია საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, ის საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენით;

 

3) მაქსიმალურად მკაფიო და ობიექტური დახასიათების დასაწერად, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან შუამდგომლობის მომზადებამდე, მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ს არაერთხელ შეხვდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის კვალიფიციური სპეციალისტები (ფსიქოლოგი და სოც.მუშაკი). შეფასების პროცესში შესწავლილი იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს მსჯავრდებულის დანაშაულის აღიარებასთან, მონანიებასთან, პოზიტიურ ცვლილებასთან და ახალი, კანონმორჩილი ცხოვრების დაწყების მზაობასთან;

 

4) 2019 წლის 11 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს წარედგინა N9 პენიტენციური დაწესებულების შუამდგომლობა მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. დახასიათებაში დეტალურად იყო გადმოცემული მსჯავრდებულის ქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ დაწერილი დასკვნა მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის დამოკიდებულებაზე ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით;

 

5) მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ს არ დაუფიქსირებია, რომ მას სურდა მისი საკითხი ზეპირი მოსმენით განხილულიყო და უშუალოდ საბჭოს წევრებისთვის მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია იმაზე დამატებით, რაც მან წერილობით დააფიქსირა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, აშკარაა რომ არც იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და არც სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე საბჭოს არ ევალებოდა საკითხის შესასწავლად ზეპირი მოსმენის გამართვა. შესაბამისად, საბჭოს მთავარი ამოცანა იყო სრულყოფილად შეესწავლა სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოხდა თუ არა ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს წინაშე წერილობით წარდგენილი ინფორმაცია საბჭოს წევრებისთვის საკმარისი გამოდგა სრულად შეეფასებინათ, როგორც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ისე მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი, საჭირო აღარ გახდა საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა. კერძოდ, საბჭოსთვის წარმოდგენილი ინფორმაციისა და მონაცემების გათვალისწინებით, ნათლად და გარკვევით ცხადი იყო, რომ არ მომხდარა ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი არც ერთი სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულის მიმართ. ამასთან, თუ საბჭოს წევრებს დამატებითი კითხვები გაუჩნდებოდათ, ისინი უფლებამოსილი იყვნენ მოეთხოვათ დამატებითი ინფორმაცია N9 პენიტენციური დაწესებულებიდან.

 

აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის სურვილი არც მსჯავრდებულს გამოუთქვამს. ივ--- მე-----–---–ის მიერ წერილობით დაფიქსირებული პოზიციიდან აშკარად ჩანდა, რომ საბჭოს მიერ საკითხის განხილვის დროისთვის მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულების მიმართ იყო უცვლელი და ის შეიძლება შეცვლილიყო მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კი ადგილობრივი საბჭოს მიერ საკითხის განხილვის დროს გამოტანილი არ ყოფილა. შესაბამისად, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, არ არსებობდა რაიმე დამატებითი გარემოება, რომლის დაზუსტებისთვისაც საბჭოს დასჭირდებოდა ზეპირი მოსმენის გამართვა და საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. (მათ შორის, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულებებთან და რესოციალიზაციის საკითხი) წერილობითი დოკუმენტაცია აბსოლუტურად საკმარისი იყო.

 

აპელანტის მითითებით საბჭოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც საკითხის განხილვის დროისთვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის იყო ცნობილი. საქმის მასალებიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინა ასევე ის ინფორმაცია, რაც მსჯავრდებულ ივ--- მე-----–---–ის პიროვნულ მახასიათებლებს ეხებოდა. მსჯავრდებულის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა კრიტერიუმებთან ერთად ყურადღება გამახვილდა: 1) ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და დანაშაულების ხასიათზე; 2) მსჯავრდებულის ქცევაზე (წახალისების შემდეგ 2-ჯერ იქნა დასჯილი, მათ შორის ძალადობრივი ქმედებისათვის - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა); 3) დანაშაულებებთან მიმართებით მის დამოკიდებულებასა და რესოციალიზაციის საკითხზე. საბოლოოდ, კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, საბჭომ შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთხმად გადაწყვიტა, რომ საკითხის განხილვის ეტაპზე, ხსენებული კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვ---ლობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლზე. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

ამავე წესის მე-13 მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ)მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვ---ლობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, არსებული წერილობითი მასალები (N9 დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 10 აპრილს დამტკიცებული მსჯავრდებულ ივ--- სერგოს ძე მე-----–---–ის დახასიათება) არ იძლეოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის - მსჯავრდებულის პიროვნების სრულყოფილად შეფასების საშუალებას. გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1030-19), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 24 იანვრის №01/19/-0114 გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სწორედ იმ საფუძვლით, რომ საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა შეფასებული ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი, რაც მოიცავს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხის განსაზღვრას.

 

პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომ იმ პირობებში, როცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს მიერ დავალებული ჰქონდა ხელახლა განეხილა შუამდგომლობა ივ--- მე-----–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე და გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, შეეფასებინა ივ--- მე-----–---–თან მიმართებით მიღწეული იყო თუ არა სასჯელის მიზანი (დანაშაულის თავიდან აცილება და რესოციალიზაციის საკითხი), ამასთან, N9 დაწესებულების დირექტორის მიერ 2019 წლის 10 აპრილს დამტკიცებული მსჯავრდებულ ივ--- სერგოს ძე მე-----–---–ის დახასიათების თანახმად, მოსარჩელე სხვადასხვა განმარტებას აკეთებდა ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულების შესახებ კითხვების დასმისას და რიგ შემთხვევებში პოზიციას არ აფიქსირებდა, მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, საბჭომ შუამდგომლობა კვლავ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და მიიჩნია, რომ ივ--- მე-----–---–ის რესოციალიზაცია არ მომხდარა და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულების მიმართ, მაშინ როცა როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე მოპასუხის წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს ჩადენილი დანაშაულების მიმართ, რის გამოც საბჭო ვერ ხვდება აღიარებს თუ არა იგი ჩადენილ დანაშაულს. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს საბჭოს მიერ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, ზეპირი მოსმენის ჩატარების აუცილებლობაზე, მით უფრო, რომ ივ--- მე-----–---–თან მიმართებით სასჯელის მიზნის მიღწევის შეფასება და საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ჰქონდა დავალებული.

 

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. ამდენად, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად სცნო ბათილად პეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 აპრილის №01/19-0389 გადაწყვეტილება და დაავალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ივ--- მე-----–---–ის მიმართ.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვ---ლა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს,მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

ლეილა მამულაშვილი