საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;“.
2. 189-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.“.
3. 191-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.“.
4. 205-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მსჯავრდებული შეიძლება პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანონ საგამოძიებო იზოლატორში ან დატოვონ საგამოძიებო იზოლატორში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ის არის მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული სხვა საქმეში.
6. თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა გართულებულია, სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია საქმის განხილვისას ბრალდებული დროებით მოთავსდეს უახლოეს პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მასზე ზედამხედველობას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განახორციელებს.“.
5. 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობით.“.
6. 286-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
თუ მსჯავრდებულის მიმართ არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის შუამდგომლობით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3528-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 57. დაზარალებულის უფლებები
- მუხლი 189. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა
- მუხლი 191. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქმის არსებითი განხილვის დროს. შეურაცხაობის საკითხის განხილვა
- მუხლი 205. პატიმრობა
- მუხლი 283. განაჩენის აღსრულების გადავადება
- მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3528-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 090000000.05.001.017731.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3528-IIს, 01.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017731 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2834207/