1. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
2. გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.
3. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაუდებელი აუცილებლობისას სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები 33-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
4. სარჩელი გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული სხდომის, ასევე სხდომის დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლოს უნდა წარედგინოს კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(249)
- საქმე №ბს-1118(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
…ჩატარების გამო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები აღწერილია სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა ისეთი დარღვევა რომლის…
- საქმე №ბს-66(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
…ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი). განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო მითითებულ კრიტერიუმში მოსარჩელეს დააკლდა 1.5 ქულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 32-ე, 34-ე, 53-ე მუხლებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული. მოსარჩელის ქულათა ოდენობამ 5.5 ქულა…
- საქმე №ბს-520(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…2021 წლის 27 ოქტომბერს. სადავო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტის - N84-842127228 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე, 34-ე, მე-601 მუხლები და განმარტა, რომ აქტების ბათილობის კონკრეტული საფუძველი არ არის მითითებული, ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაზედაც მხარე აპელირებს არის…
- საქმე №ბს-693(კ-კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
…ხელშეუვალობა); მე- 18 მუხლით (სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ); მე-19-ე მუხლით (საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება) და 34-ე მუხლით დაცული ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები. ა. გ-ას განმარტებით, სააპელაციო პალატამ მხარეს არ მოსთხოვა სააპელაციო საჩივარზე…
- საქმე №ბს-962(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
…ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს. ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ არის კოლეგიური ორგანო, ადგილი არ აქვს სზაკ-ის 32-ე და 34-ე მუხლების დარღვევას, რომლებიც წარმოადგენენ ადმინისტრაციული აქტის გაუქმების უპირობო საფუძველებს. კასატორი ვერ უთითებს, თუ რატომ დადგებოდა სხვა შედეგი მისი სხდომაზე…
- საქმე №ბს-861(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2019
- საქმე №ბს-564(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2019
- საქმე №ბს-589-589(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
- საქმე №ბს-43-42(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
- საქმე №ბს-92-91(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2017
- საქმე №ბს-855-847(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2017
- საქმე №ბს-806-798(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2016
- საქმე №ბს-312-308(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2014
- საქმე №ბს-110-103(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ბს-1445-1427(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2013
- საქმე №ბს-60-55(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2013
- საქმე №ბს-548-539(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.04.2013
- საქმე №ბს-785-769(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2013
- საქმე №ბს-391-386(3კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.11.2012
- საქმე №ბს-631-619(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2012
- საქმე №ბს-477-471(2კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2012
- საქმე №ბს-1546-1525(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2012
- საქმე №ბს-1251-1237(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2011
- საქმე №ბს-256-253(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2011
- საქმე №ბს-1668-1624(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2011
- საქმე №ბს-167-161(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2010
- საქმე №ბს-902-864(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2010
- საქმე №ბს-354-339(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.02.2010
- საქმე №ბს-1022-980(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2009
- საქმე №ბს-156-151(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2009
- საქმე №ბს-166-160(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2009
- საქმე №ბს-445-424(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2009
- საქმე №ბს-1170-1132(3კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2009
- საქმე №ბს-1520-1477(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2009
- საქმე №ბს-1471-1429(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.03.2009
- საქმე №ბს-1022-986(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
- საქმე №ბს-954-918(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2008
- საქმე №ბს-570-548(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2008
- საქმე №ბს-172-168(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2008
- საქმე №ბს-1030-984(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2008
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 249-დან.