მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლი · სზაკ 36
თავი III — ინფორმაციის თავისუფლება
საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-1233(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გონივრული ვადით გამოაცხადოს ტერიტორიების განვითარების შეზღუდვა.
საქმე №ბს-776(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
განცხადებით მიმართა სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე, 37-ე, მე-40 და 42-ე მუხლების თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში, არაერთი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული სახით (ჩაწერილი CD და DVD დისკებზე) მიწოდება მოითხოვა.
საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს შპს „…ის“ მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) საჯარო დაწესებულებისათვის განსაზღვრულ ვალდებულებათა (მათ შორის, 35-ე, 36-ე და 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები) განუხორციელებლობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საჯარო დაწესებულებისათვის დადგენილი რომელიმე…
…ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის,…
სასამართლომ მიუთითა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული “სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად, ძალოვანი ხაზით ადრე დანიშნულ პენსიას ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია, იმ კომპენსაციის გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდა ამ კანონის ამოქმედებამდე, რაც არასწორია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 36. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-36/