გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-III თავის მოთხოვნების შესასრულებლად, კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

      

2016 წლის განმავლობაში გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა ხუთი განცხადება:

1. ,,თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” დოქტორანტი იოსებ წერეთელი;

2. ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წარმომადგენელი ანა გუნია;

3. ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე;

4. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი შოთა როსტომაშვილი;

5. ზაზა როგავა

შემოსული განცხადებებიდან ერთი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (ზაზა როგავას განცხადება გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მოთხოვნაზე, რომელიც მას გაეგზავნა დაშტრიხული სახით).

პირველი ადრესატის განცხადება (2006-2015 წლებში საქართველოს სსკ-ის 2231--ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით განხილულ საქმეებზე განაჩენის ასლის მოთხოვნა დაშტრიხული სახით) არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ 2008 წელს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის შესაბამისად გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მიერ განხილულია ორი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში, 2009-2010 წლებში კი აღნიშნული მუხლით სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოში არ არის რეგისტრირებული, ხოლო 2011 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების გამო სისხლის სამართლის საქმეები გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის სასამართლოში არ შემოდის (გარდა ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებისა);

მეორე ადრესატის განცხადება (სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31-ე ნაწილის და ამავე კოდექსის 142-ე მუხლის გამოყენებით რამდენი საქმეა განხილული 2012 წლის 27 მარტიდან 2016 წლის 15 მარტამდე) არ დაკამაყოფილდა იმ მოტივით, რომ 2011 წლიდან (როგორც მოგახსენეთ გარდა ძველი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებისა) სისხლის სამართლის საქმეები გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში არ შემოდის, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 31-ე ნაწილისა და 142-ე მუხლის გამოყენებით საქმეები არ განხილულა;

მესამე ადრესატის განცხადება (,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად რამდენი სარჩელი შემოვიდა, რამდენი საქმეა სასამართლოს წარმოებაში, რა შედეგით დასრულდა თითოეული საქმე, რა ნიშნით დისკრიმინაციას ეხებოდა თითოეული საქმე, აღნიშულ საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების და საქმის მასალების, მათ შორის იმ საქმის მასალების ასლის მოთხოვნაზე, რომლებიც სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო) არ დაკმაყოფლდა იმ მოტივით, რომ ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში საქმეები არ შემოსულა.

მეოთხე ადრესატის განცხადება (2003 წლიდან განცხადების შემოსვლის დროისათვის გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეებზე რამდენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იყო წარმოდგენილი და გაუთვალისწინებია თუ არა მის წარმოებაში არსებულ საქმეზე) არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ 2003 წლიდან 2008 წლის ჩათვლით განხილული სისხლის სამართლის საქმეები ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში, ხოლო 2009-2010 წლებში განხილული საქმეები ინახება სასამართლოს არქივში, მაგრამ აღნიშნულ საქმეებში არ არის წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები.