ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლი · სზაკ 40
თავი III — ინფორმაციის თავისუფლება
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(52)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 52-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-159(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის…
საქმე №ბს-15(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
რაც შეეხება დასახელებული კოდექსის მე-40 მუხლს, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს…
საქმე №ბს-1359(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 37-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-40 მუხლის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემა: 1. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, თვეების მიხედვით, მთვარობის დადგენილებით (ტექნიკური…
საქმე №ბს-717(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
დ-მა 2017 წლის 24 თებერვალს №03-3799 განცხადებით მიმართა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ვ. მ-ის დირექტორად არჩევის შემდეგ თუ რამდენი კონსულტანტი, ექსპერტი და მრჩეველი ჰყავს (ჰყოლია) საზოგადოებრივ მაუწყებელს.
საქმე №ბს-748(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
რაც შეეხება დასახელებული კოდექსის მე-40 მუხლს, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს…
საქმე №ბს-776(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
საქმე №ბს-620(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
საქმე №ბს-183(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
საქმე №ბს-420(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
საქმე №ბს-1020(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 41-ე მუხლის შესაბამისად, ზემოთ მითითებულ საბაჟო დეკლარაციებზე დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №----------).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 40. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-40/