საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №01/773 |
|
2013 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანხმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა |
1. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე publicinfo@msy.gov.ge, სამინისტროს ვებგვერდზე ან/და სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან (www.my.gov.ge). 3. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს; გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს მიერ არ განიხილება. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა |
1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული მისამართის (publicinfo@.msy.gov.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.
2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს. 3. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია, მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სამინისტრო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას, მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.10.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01/773. სარეგისტრაციო კოდი — 460080000.22.055.016033.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, №01/773, 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 460080000.22.055.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2037945/