საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/229 |
|
2020 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი განსაზღვრავს სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე info@msa.gov.ge. 3. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციის მომთხოვნი პირის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს; ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს; ბ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ – ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა 1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ელექტრონული მისამართის (info@msa.gov.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სააგენტოში და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. 2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მომდევნო სამუშაო დღეს. 3. თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.06.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/229. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016649.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ“, №1-1/229, 24.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016649 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4902236/