საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის ანგარიში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2014წელს სულ შემოსულია 154 განცხადება, მათ შორის:
1. საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა145შემთხვევაში;
2. ერთ შემთხვევაში განმცხადებელს განუცხადდა უარი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნის გამო, განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მათი გაცემის არცერთი საფუძველი. გადაწყვეტილება უარის შესახებ მიიღო საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა გიორგი მიჩიტაშვილმა.
3.ოთხ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხი მომზადების პროცესშია.
4. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა 4 შემთხვევაზე. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და შესაბამისად ამ ეტაპზე არ დამდგარა პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხი.
მინიტრის მოადგილე: გიორგი ბაქრაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში“?
- „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის 2014 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2623735/