საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს

2014 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

 

·         2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 216 განაცხადი და ყველას გაეცა პასუხი. აქედან:

Ø  სრულად დაკმაყოფილდა - 209;

Ø  განხილვის პროცესშია - 2;

Ø  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1;

Ø  უარი ეთქვა - 4 განმცხადებელს;

Ø  ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრო ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს;

Ø  ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები განმცხადებლების მიერ არ გასაჩივრებულა;

Ø  სამი ნისტროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

·          სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა საჯარო მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:

Ø იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მონაცემთა ბაზას დაემატა 7717 პირის მონაცემი;

Ø აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 26 დეკლარაცია, ხოლო უკვე შევსებული დეკლარაციებიდან 1160-ს ჩაემატა დამატებითი მონაცემები;

Ø ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 19 და ჰუმანიტარული სტატუსი - 46 პირს.

·         იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ მონაცემები გადაეცა:

Ø საქართველოს ც ენტრალურ საარჩევნო კომისიას (ექვსჯერ);

Ø სოციალური მომსახურების სააგენტოს (ეგზავნება ყოველთვიურად, დევნილთა მიერ შემწეობის მისაღებად).

·         საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის ოდენობამ შეადგინა 60,10 ლარი.

·         სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული.

მინისტრის პირველი მოადგილე: გრიგოლ რობაქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში“?
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2621067/