ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

• 2015 წლის 9 დეკემბრიდან 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 90 განაცხადი. აქედან:

Ø  დაკმაყოფილდა − 86;

Ø  განხილვის პროცესშია − 4;

Ø  სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

• სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა საჯარო მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:

Ø  იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მონაცემთა ბაზას დაემატა

7 201 პირის მონაცემი;

Ø  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 1 დეკლარაცია, ხოლო უკვე შევსებული დეკლარაციებიდან 8-ს ჩაემატა დამატებითი მონაცემები;

Ø  ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 47 და ჰუმანიტარული სტატუსი − 202 პირს.

• იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ მონაცემები გადაეცა:

Ø  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ხუთჯერ);

Ø  სოციალური მომსახურების სააგენტოს (ეგზავნება ყოველთვიურად,

დევნილთა მიერ შემწეობის მისაღებად).

 

სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში“?
„ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3454893/