საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №89/04 |
|
2013 წლის 25 სექტემბერი ქ.თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში ,,ბანკი“) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში „ნუსხა“).
2.ბანკი უზრუნველყოფს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე). 3. ბანკის ვებგვერდის მისამართია www.nbg.gov.ge 4. ბანკის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოდ ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1. ბანკის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება ,,საჯარო ინფორმაციის გვერდი“, რომელზეც განთავსდება ამ წესის დანართით №1–ით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
2.ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ინფორმაციის ბანკის ვებ–გვერდზე დროულად განთავსებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა) 3.ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღებას და ვებ–გვერდზე განთავსებას. 4. ბანკის სტრუქტურული ერთეულის უფროსი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის პერიოდულად და დროულად მიწოდებას. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1.ბანკი უზრუნველყოფს პროქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი.
2.ბანკის ვებგვერდიდან შესაძლებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი |
1.დაინტერესებულ პირს შეუძლია ბანკისაგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით.
2. ბანკის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე რეგისტრირდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან და ავტომატური დადასტურების შემდეგ გადაეგზავნება იმ სტრუქტურული ერთულის ხელძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება მოთხოვნლი ინფორმაცია. 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადები და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. 5. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს, რაც ელექტრონულად ეცნობება დაინტერესებულ პირს. 6. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით (ან მისი თხოვნით ან მასალის მოცულობის გათვალისწინებით ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით, მოსაკრებლის გადახდით). |
მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
1.ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში ,,ბანკი“) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში „ნუსხა“).
2.ბანკი უზრუნველყოფს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე).
3. ბანკის ვებგვერდის მისამართია www.nbg.gov.ge
4. ბანკის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უსასყიდლოდ ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1. ბანკის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება ,,საჯარო ინფორმაციის გვერდი“, რომელზეც განთავსდება ამ წესის დანართით №1–ით გათვალისწინებული ინფორმაცია. გარდა აღნიშნულისა, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
2.ინფორმაციის მოწოდების პერიოდულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ინფორმაციის ბანკის ვებ–გვერდზე დროულად განთავსებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. (საჭიროების შემთხვევაში განთავსება შეიძლება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა)
3.ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღებას და ვებ–გვერდზე განთავსებას.
4. ბანკის სტრუქტურული ერთეულის უფროსი განსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის პერიოდულად და დროულად მიწოდებას.
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1.ბანკი უზრუნველყოფს პროქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი.
2.ბანკის ვებგვერდიდან შესაძლებელია პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, კოპირება და ბეჭდვა.
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი |
1.დაინტერესებულ პირს შეუძლია ბანკისაგან მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით.
2. ბანკის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსული მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე რეგისტრირდება საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან და ავტომატური დადასტურების შემდეგ გადაეგზავნება იმ სტრუქტურული ერთულის ხელძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება მოთხოვნლი ინფორმაცია.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვადები და ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
5. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს, რაც ელექტრონულად ეცნობება დაინტერესებულ პირს.
6. საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით (ან მისი თხოვნით ან მასალის მოცულობის გათვალისწინებით ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერით, მოსაკრებლის გადახდით).
დანართი №1
მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია
1. ეროვნული ბანკის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა,საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ცვლილებისთანავე2. ინფორმაცია ეროვნული ბანკის თანამდებობის პირთა შესახებ ( სახელი, გვარი, ფოტოსურათი) ცვლილებისთანავე3. ეროვნული ბანკის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი ცვლილებისთანავე4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი – სახელი გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა ცვლილებისთანავე5. ბანკის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები , გეგმები ცვლილებისთანავე მუხლი 2. სამართლებრივი აქტები1 ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ძალაში შესვლიდან 10 დღეში2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ძალაში შესვლიდან 10 დღეში მუხლი 3.საჯარო ინფორმაცია1. მაკროეკონომიკა და სტატისტიკაა) საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში ყოველწლიურადბ) აუდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება ყოველწლიურადგ) ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ყოველწლიურადდ) საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ყოველწლიურადე) ინფლაციის მიმოხილვა ყოველკვარტალურივ) მონეტარული და საბანკო სტატისტიკის ბიულეტენი ყოველწლიურადზ) თვის მიმოხილვა ყოველთვიურადთ) სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა ცვლილებისთანავეი) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები ცვლილებისთანავეკ) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქცია ცვლილებისთანაველ) სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენის წესი ცვლილებისთანავემ) მონეტარული სტატისტიკა (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავენ) დეპოზიტები (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავეო) სესხები (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავეპ) საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავეჟ) გაცვლითი კურსი (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავერ) საგადახდო ბარათების ბაზარი (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავეს) ანალიზური მონაცემები (მეთოდოლოგია) ცვლილებისთანავეტ) ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ყოველთვიურადუ) მონეტარული აგრეგატები ყოველთვიურადფ) ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები ყოველთვიურადქ) საფინანსო ინსტიტუტები და მათი აქტივები და ვალდებულებები ყოველთვიურადღ) დეპოზიტების სტატისტიკა ყოველთვიურადყ) სესხების სტატისტიკა ყოველთვიურადშ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ყოველთვიურადჩ) რეფინანსირების სესხების სტატისტიკა ყოველთვიურადც) ფასიანი ქაღალდების სტატისტიკა ყოველთვიურადძ) სავალუტო ბაზარი და გაცვლითი კურსები ყოველთვიურადწ) საგარეო სექტორის სტატისტიკა ყოველთვიურადჭ) ფულადი გზავნილების სტატისტიკა ყოველთვიურადხ) ლარის ფულადი ბაზრის მაჩვენებლები ყოველდღიურადჯ) თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი ყოველდღიურადჰ) ფართო ფულადი აგრეგატები (ოპერატიული ინფორმაცია) ყოველდღიურადჰ1) სადისკუსიო და კვლევითი ნაშრომები მომზადებისთანავე 2. საგადახდო სიტემებია) საგადახდო სისტემების ოპერატორების ელექტრონული რეესტრი ცვლებებისთანავებ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ელექტრონული რეესტრი ცვლილებისთანავეგ) დროის რეალური რეჟიმის ანგარიშწორების სისტემის (RTGS) მონაწილეების ჩამონათვალი,(მათი საბანკო კოდები , IBAN ორნიშნა კოდი) ცვლილებისთანავედ) სტატისტიკური ინფორმაცია საგადახდო სისტემების და საგადახდო მომსახურების შესახებ ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად 3. ფინანსური ბაზრებია) სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების აუქციონების მიმდინარე კალენდარი ყოველკვარტალურად და ცვლილებისთანავებ) სებ-ის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების მიმდინარე კალენდარი ყოველკვარტალურად და ცვლილებისთანავეგ) სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების მიმდინარე აუქციონის შეტყობინებები აუქციონის გამოცხადებისთანავედ) სახაზინო ვალდებულებების, სახაზინო ობლიგაციების და სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონების შედეგები აუქციონის ჩატარების დღესე) სებ-ის სავალუტო აუქციონების შედეგები აუქციონის ჩატარების დღესვ) სებ-ის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონების შედეგები აუქციონის ჩატარების დღესზ) რეფინანსირების სესხის ოპერაციის შედეგები აუქციონის ჩატარების დღესთ) მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ცვლილებისთანავეი) ლარის ყოველდღიური ოფიციალური გაცვლითი კურსები ყოველდღიურადკ) სავალუტო ფორვარდის ინდექსები ყოველდღიურად 4. საფინანსო სექტორია) ლიცენზირებული კომერციული ბანკების ჩამონათვალი ცვლილებისთანავებ) კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები კვარტალურადგ) რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეესტრი ცვლილებისთანავედ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემები კვარტალურადე) რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ელექტრონული რეესტრი ყოველ ორშაბათსვ) საკრედიტო კავშირების ელექტრონული რეესტრი ცვლილებისთანავეზ) ლიცენზირებული საკრედიტო კავშირების კონსოლიდირებული მონაცემები კვარტალურადთ) რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ელექტრონული რეესტრი ყოველ ორშაბათსი) რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ელექტრონული რეესტრი ცვლილებისთანავეკ) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების კონსოლიდირებული მონაცემები ყოველთვიურადლ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიცენზირებული მონაწილეების ელექტრონული რეესტრი ცვლილებისთანავემ) საფონდო ბირჟის წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიში ყოველწლიურადნ) ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიში ყოველწლიურადო) ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიში ყოველწლიურადპ) საბროკერო კომპანიების წლიურო აუდირებული ფინანსურიანაგარიშგება ყოველწლიურადჟ) საბროკერო კომპანიების ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგება კვარტალურად 5. ქართული ფულია) ლარის ბანკნოტების/მონეტების გამოშვების წლები, განხორციელებული ცვლილებები, ემისიის წლების მიხედვით ცვლილებისთანავებ) ინფორმაცია ლარის დიზაინის ესკიზზე და თმატიკაზე გამოცხადებული კონკურსების შესახებ ცვლილებისთანავეგ) ვიდეორგოლები მიმოქცევის ლარის ბანკნოტების და მონეტების დამცავი ნიშნების, მახასიათებლების შესახებ (მაგ: დამცავ ნიშნებზე საინფორმაციო რგოლი) ცვლილებისთანავედ) ინფორმაცია,სებ–ის ფულის მუზეუმის შესახებ პროდუქციის სარეალიზაციო ფასები და რეალიზაციის პირობები ცვლილებისთანავე 6. შესყიდვებია) სატენდერო განცხადებები ცვლილებისთანავებ) ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ ცვლილებისთანავეგ) განცხადებები ჩამოწერილი ქონების აუქციონის გზით გასხვისების შესახებ ცვლილებისთანავე 7. საკადრო უზრუნველყოფაა) განცხადებები ეროვნულ ბანკში კონკურსის წესით შესავსები ვაკანსიების შესახებ ცვლილებისთანავებ) ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირთა ოდენობა, კატეგორიები, გენდერული შემადგენლობა კვარტალურად 8. სხვა საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ბრძანებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად განსაზღვრულ პირთა სიებში დამატებულ პირთა შესახებ, მათ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ეროვნულ ბანკში შემოსვლიდან მეორე სამუშაო დღეს |