მუხლი 47. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლი · სზაკ 47
თავი III — ინფორმაციის თავისუფლება
1. პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას;
ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისას და დამუშავებისას;
გ) საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.
2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4355 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №159 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(46)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 46-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-103(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
…„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სზაკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან…
საქმე №ბს-1042(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უფულებელყოფილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა, საჩივარშიც და საქმის განხილვის ეტაპზეც არაერთგზის მიუთითა…
საქმე №ბს-499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
„ვირტუალური უარის“ ბათილად ცნობა, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების…
საქმე №ბს-133(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2022
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მარტის №57 დადგენილების 45-ე, 46-ე და 47 მუხლებზე, რომლითაც განსაზღვრული იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი და არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა, მათ შორის, ის სავალდებულო დოკუმენტები, რაც უნდა დართვოდა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას.
საქმე №ბს-1156(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2020
ამასთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა მიემართა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი რეგულაციებისათვის. საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების პასუხად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ.
ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას, ანუ ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს, რაც იმას ნიშნავს, რომ…
…აქტები ეყრდნობა იმ პირველად დოკუმენტებს, რომლებიც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში ანგარიშ-ფაქტურების სახით და საბანკო ამონაწერებით, რომელიც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტორს ევალებოდა შეესწავლა რა ღირებულების პროდუქცია იყო მიწოდებული მეორე მხარისათვის, რამდენი გადაიხადა პროდუქციის მიმღებმა და ნაშთი აუდიტის პერიოდისათვის იყო თუ არა დაფარული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არსებითად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, 47-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 58-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იწვევს მათ ბათილად ცნობას ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და 601 მუხლების თანახმად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 47. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-47/