გადაწყვეტილება №27257/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.07.2026
№ დოკუმენტი 27257/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27257/2/2026

01 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 27.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27257/2/2026).

 

დავის საგანი:

1. რეალიზებული ბინებზე საბაზრო ფასის დადგენა და მისი გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №081-355 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7802 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 331 449.28 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 458 864.76

დღგ - 589 622.83

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – (-4 421.88)

მოგების გადასახადი - 6 540.45

საშემოსავლო გადასახადი - 866 550

ქონების გადასახადი - 573.36

ჯარიმა - 734 935.5

საურავი - 137 649.02

 

პროცედურული გარემოებები

საწარმო ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს -------, -------. კომპანიას აშენებული აქვს ერთი ექვს სართულიანი კორპუსი და 12 ცალი კოტეჯი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.12.2025 წლის №28265 ბრძანება და №081-355 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

ემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7802 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებული ბინებზე საბაზრო ფასის დადგენა და მისი გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, კოტეჯები და სარდაფები როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე. შპს „-------“ რეალიზებულია კომერციული ფართები 440-650 დოლარში, 17 ცალი საცხოვრებელი სახლი 1 კვ.მ 250 დოლარად. ორი ბინა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ რეალიზებულია შპს „-------“, რომელზეც გაფორმებულია ხელშეკრულებები და ერთ ბინაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც 1 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის საბაზრო ფასი განისაზღვრა 878 და 906 დოლარი. დანარჩენი ბინები რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე 1 კვ.მ 275-600 დოლარამდე.

საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციის და დოკუმენტაციის, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების და სხვა გარემოებების ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის შესწავლის, ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%- ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. საგადასახადო კანონმდებლობის განმარტებების შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნა შპს „-------" მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიწოდებული ბინების ღირებულება (880 დოლარი), რომელიც გავრცელდა ფიზიკურ პირებზე რეალიზებულ ბინებზე. საგადასახადო კოდექსის მე-18, 49-ე, 73-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-11 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების მიერ გაანალიზებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო დამახინჯებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული ჰქონდა ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნულ შემთხვევაში საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „-------" მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიწოდებული ბინების ღირებულება, 880 დოლარი, რომელიც გავრცელებულ იქნა ფიზიკურ პირებზე რეალიზებულ ბინებზე, რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი, შემოწმების მიერ დამატებით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, შესაბამისად, მიღებული შემოსავლის, დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯისა და საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების ნაშთი, რაც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრების ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ფიზიკური პირებზე უძრავი ქონება ძირითადად რეალიზებული იყო 2025 წელს, რაზეც გავრცელებულ იქნა შემოწმებით დადგენილი საბაზრო ფასი 880 აშშ დოლარი, ხოლო 2023 და 2024 წლების საბაზრო ფასი შემოწმების მიერ განისაზღვრა საქსტატის საიტზე არსებული უძრავი ქონების საბაზრო ფასების ცვლილების შესაბამისად, რისი გათვალისწინებითაც განხორციელდა საბოლოოდ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, მომჩივნის მიერ საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტები დაუსაბუთებელია, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივრები სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ძირითადი პოზიცია ემყარება გადასახადის გადამხდელის (სუბიექტის) მიერ განხორცილებულ/დასაბეგრ ფინანსურ ოპერაციაში - დასაბეგრი ობიექტის ფასწარმოქმნის (ღირებულების/ფასის დადგენის) შესახებ მხარეთა შორის განსხვავებულ პოზიციებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სწორედ შემოსავლების სამსახურის აღნიშნული განსხვავებული (მცდარი) პოზიცია დაედო საფუძვლად, გადასახადის სახეების მიხედვით, დასაბეგრი ობიექტის მოცულობის/ფარგლების განსაზღვრას და ფასთასხვაობის შედეგად (გადასახადის სახეების მიხედვით) მოხდა დასაბეგრი ობიექტის მოცულობის/ფარგლების ხელახალი (არა _ ვალიდური - რელევანტური) განსაზღვრა, გადაანგარიშება და გადასახადის განაკვეთის შესაბამისად _ გადასახადის გადამხდელზე, ძირითადი გადასახადისა და ჯარიმების/საურავების დარიცხვა.

მისი მხრიდან შემოსავლების სამსახურში 2026 წლის 12 თებერვალს წარდგენილ დაზუსტებულ საჩივარში დეტალურად იქნა განმარტებული ფასწარმოქმნის/ფასის (მ/შორის: თავისუფალი საბაზრო ფასის) დეფინიცია და არსი _ ფასწარმოქმნის ძირითადი ასპექტები; ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ფასწარმოქმნაზე; მეთოდები, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ფასწარმოქმნა; ასევე მრავალი სხვა შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე.

ამასთან დეტალურად მიუთითა ყველა ზ/აღნიშნული ძირითადი ასპექტის, ფაქტორისა და მეთოდის გათვალისწინებით _ ყველა ის (სარწმუნო/სანდო - რელევანტური) ფაქტობრივი გარემოება, რამაც განაპირობა და იქონია გავლენა ფასწარმოქმნაზე, ასევე წარვადგინეთ, ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი (სათანადო) მტკიცებულებები, თუმცა აქვე ფაქტის კონსტატაციის მიზნით უნდა ითქვას, რომ მის მიერ დღემდე გრძელდება (მტკიცებითი სტანდარტიდან გამომდინარე) მტკიცებულებების შეგროვება (მოპოვება) და საქმეზე დამაგრება, რის თაობაზეც არაერთხელ მიუთითა წარდგენილ საჩივარში - მ/შორის: დაზუსტებულ საჩივარში და ითხოვა დამატებითი ვადა მტკიცებულებათა შეგროვებისა და წარმოდგენის თაობაზე - იხ. 2026 წლის 12 თებერვლის დაზუსტებული საჩივარი და მასზე თანდართული მტკიცებულებები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიურობის პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს (იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილი და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი). უფრო მეტიც, სზაკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ადმინისტრაციულ წარმოებაში - ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას (პროაქტიულად) განახორციელოს მტკიცებულებათა შეგროვება, მოპოვება და მათი გამოკვლევა, კერძოდ: საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, აგრეთვე მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას, ანუ ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმებით გათვალისიწინებული დანაწესის უხეშ დარღვევას და უგულვებელყოფას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილი წესით არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოებები და ფაქტები, რომლებიც სათანადო წესით არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

2026 წლის 12 თებერვლის დაზუსტებულ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, ასევე ბაზარზე არსებული _ მანკიერი/კვაზი პრაქტიკის გათვალისწინებითა და რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ პირობებში (მოცემულობაში), როდესაც სახეზეა:

 საწყის ეტაპზე მყოფი - მშენებარე დაუმთავრებელი ობიექტი;

 ფულადი რესურსების (როგორც საკუთარი, ისე კერძო და ფინანსური ინტიტუტებიდან მოზიდული სახსრების) დეფიციტი და მწირი შესაძლებლობები;

 აშენებული ან/და ასაშენებელი ფართ(ებ)ის რეალიზაციის - ასევე ამით მიღებული შემოსავლების არასათანადო/არაჯეროვანი (არა მდგრადი/სტაბილური) დინამიკა;

 კომპანიის მიერ აღიარებული საგადასახადო/საბიუჯეტო დავალიანება;

 კომპანიის საკუთრებაში არსებულ აქტივზე (უძრავ/მოძრავ ქონებაზე), გავრცელებული სანივთო უფლება - იპოთეკა/გირავნობა და საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა;

 მესამე პირების მიმართ აღებული ვალდებულებები _ მზარდი დებიტორული დავალიანება (რომელიც, ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად/ ყოველთვიურად იზრდება დამდგარი ზიანის ოდენობით, ასევე ხასიათდება მისი არასათანადო/არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს/საურავისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულების მზარდი ტენდენციით);

 ბაზარზე - სამშენებლო სექტორში არსებული არაჯანსაღი, არაკონკურენტული და არათავისუფალი გარემო (რომელიც გამოიხატება, მათ შორის: რიგი ბრენდირებული კომპანიის მიერ წარმოებული აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკით _ შეთავაზებული დემპინგური ფას(ებ)ით - და ა.შ.);

 მშენებარე ობიექტის მიმდებარედ (არეალში) საჯარო მუნიციპალური სერვისების (ხაზობრივი ნაგებობების) არ არსებობა, ან/და ამ სერვისებზე არაჯეროვანი/შეზღუდული წვდომა (იგულისხმება: წყლისა და წყალანირების სისტემები, ცენტრალური საკანალიზაციო და გაზმომარეგების ქსელი და მათთან დაერთება; მუნიციპალური ტრანსპორტითა და სხვა (საჯარო) სერვისებით სარგებლობა და ა.შ.);

შესაბამისად, ზ/აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციური ეფექტიდან გამომდინარე _ გონივრული განსჯის შედეგად, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ სახეზეა ბაზარზე - სამშენებლო სექტორში არსებული არაჯანსაღი _ არაკონკურენტული და არა სამართლიანი/თავისუფალი გარემო. სამშენებლო კომპანია იძულებულია მოცემულ პირობებში, ზ/აღნიშნული ვალდებულებების ვადაში შესრულების, ან/და არასათანადო/არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის და ამით გამოწვეული ხარჯების (იგულისხმება: ზიანი - პირგასამტეხლო/საურავი/ჯარიმა და ა.შ) შემცირების მიზნით, განახორციელოს „დაბალ ფასში“/“დაბალ საფასო სეგმენტში“ უძრავი ქონების სწრაფი რეალიზაცია, რათა გაზარდოს სარეალიზაციო ფართების ლიკვიდურობის ხარისხი/ლიკვიდობა და ამით მიღებული შემოსავლებით ზ/აღნიშნული ვალდებულებების - ხარჯების მაქსიმალურად მომსახურება, რაც გულისხმობს ასევე თვითღირებულებაზე დაბალ ფასში აქტივის (მათ შორის: უძრავი ქონების) რეალიზაციის შესაძლებლობას, თუ ეკონომიკური აქტივობის წარმოებისას გონივრულ ვადებში შეუძლებელია აქტივის/ქონების (ხარჯებზე დაფუძნებული - „cost-plus“ ფასწარმოქმნით, ან/და კონკურენტულ ან ღირებულებაზე დაფუძნებული - „value-based“ ფასწარმოქმნით) მინიმალური მოგების მარჟით მისი რეალიზაცია, რასაც სამართლებრივ/ეკონომიკურ დოქტრინებში ხარჯების/ზიანის მინიმიზაციით გამოწვეულ ფასწარმოქმნას უწოდებენ (რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 1. მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორით; 2. კონკურენტული ღირებულების ფაქტორით).

შესაბამისად, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ინდ/აქტები (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ასევე გადასახადებისა და ჯარიმების დარიცხვის შესახებ), როგორც ფაქტობრივი გარემოებების (აღწერილობის), ისე (მისადაგებული/შეფარდებული) სამართლებრივი საფუძვლების ნაწილში, არის დაუსაბუთებელი, კანონშეუსაბამო (ეწინააღმდეგება საქართველოში - ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეში, მოქმედ რეგულაციებს) და იგი უნდა გაუქმდეს.

მოხდეს შემოსავლების სამსახურის მიერ არასწრორი ფასწრამოქმნის საფუძველზე დადგენილი - მის მიერ ე.წ. არასწორი საბაზრო ღირებულების (ფასების) შედეგად დარიცხული თანხების ხელახალი გადაანგარიშება და დაანგარიშების დროს მისი მისადაგება და დაანგარიშება კომპანიის მიერ გაყიდული/რეალიზებული ქონების (დასაბეგრი ობიექტის) რეალურ ფასებთან მიმართებით (რეალურ (საბაზრო) ღირებულებასთან).

ვინაიდან საქმე მოცულობითია, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოითხოვს მის სრულ, ყოველმხრივ შესწავლასა და გამოკვლევას, ასევე საქმის მასალებიდან გამომდინარე, აპირებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას, შესაბამისად ითხოვს განესაზღვროს გონივრული ვადა დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად.

 

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, სადაც გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი. შესაბამისად, გაანგარიშების საფუძველზე დარჩენილი ფულის ნაშთი საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (ჩათვლის) კვალიფიკაციას არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს არასწორ სამართალშეფარდებას - მითითებული ნორმის არასწორ განმარტებას, რადგანაც სახეზე არ არის ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ: არ არსებობს გადახდის (უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების) ფაქტი (მ/შორის: საბანკო ტრანზაქცია, ან საკასო ოპერაცია - ფულის მიღების შესახებ), არ არსებობს ხელფასის დოკუმენტი და შრომითი ხელშეკრულება, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდ/აქტ(ებ)ი _ საშემოსავლო გადასახადის ფარგლებში - დარიცხული ძირითადი თანხისა და ჯარიმის ნაწილში, უნდა გაუქმდეს სრულად და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

11. ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ 13 შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ბული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზეა:

 საწყის ეტაპზე მყოფი - მშენებარე დაუმთავრებელი ობიექტი;

 ფულადი რესურსების (როგორც საკუთარი, ისე კერძო და ფინანსური ინტიტუტებიდან მოზიდული სახსრების) დეფიციტი და მწირი შესაძლებლობები;

 აშენებული ან/და ასაშენებელი ფართ(ებ)ის რეალიზაციის - ასევე ამით მიღებული შემოსავლების არასათანადო/არაჯეროვანი (არა მდგრადი/სტაბილური) დინამიკა;

 კომპანიის მიერ აღიარებული საგადასახადო/საბიუჯეტო დავალიანება;

 კომპანიის საკუთრებაში არსებულ აქტივზე (უძრავ/მოძრავ ქონებაზე), გავრცელებული სანივთო უფლება - იპოთეკა/გირავნობა და საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა;

 მესამე პირების მიმართ აღებული ვალდებულებები - მზარდი დებიტორული დავალიანება (რომელიც, ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად/ ყოველთვიურად იზრდება დამდგარი ზიანის ოდენობით, ასევე ხასიათდება მისი არასათანადო/არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს/საურავისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულების მზარდი ტენდენციით);

 ბაზარზე - სამშენებლო სექტორში არსებული არაჯანსაღი, არაკონკურენტული და არათავისუფალი გარემო (რომელიც გამოიხატება, მათ შორის: რიგი ბრენდირებული კომპანიის მიერ წარმოებული აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკით _ შეთავაზებული დემპინგური ფას(ებ)ით - და ა.შ.);

 მშენებარე ობიექტის მიმდებარედ (არეალში) საჯარო მუნიციპალური სერვისების (ხაზობრივი ნაგებობების) არ არსებობა, ან/და ამ სერვისებზე არაჯეროვანი/შეზღუდული წვდომა (იგულისხმება: წყლისა და წყალანირების სისტემები, ცენტრალური საკანალიზაციო და გაზმომარაგების ქსელი და მათთან დაერთება; მუნიციპალური ტრანსპორტითა და სხვა (საჯარო) სერვისებით სარგებლობა და ა.შ.);

მისი სამშენებლო მოედნიდან (ობიექტიდან) 500-1000 მეტრის რადიუსში მიმდინარეობს, მრავალი მშენებლობა, როგორც ბრენდირებული და პრემიუმ კლასის, ასევე არაბრენდირებული და დაბალ ბიუჯეტიანი მსყიდველობითი უნარის მქონე სეგმენტზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსებისა და სახლების მშენებლობა. მათ შორის: „-------“ და „-------“ პროექტები, სადაც გაცხადებული საცხოვრებელი ფართის სარეალიზაციო (საწყისი) ფასი მერყეობს და შეადგენს 17 500.00- დან - 18 500.00 აშშ დოლარამდე; თუ გავითვალისწინებთ, მინიმალური საცხოვრებელი ფართის კვადრატულ ოდენობას, რაც მერყეობს და შეადგენს 35.00-დან - 37.00 კვ.მ.-მდე ფართის ოდენობას, 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ფასი მერყეობს და შეადგენს 472.00-დან - 528.00 აშშ დოლარს (ხოლო საშუალო შეწონილი ფასი კი - 500.00 აშშ დოლარს). იმ პირობებში, როცა მისი სამშენებლო ობიექტი პერიფერიაშია და არა ზღვის პირზე, რომელსაც არ გააჩნია კანალიზაცია, მასზე 880 აშშ დოლარის გავრცელება არამართლზომიერი და საფუძველმოკლებულია. მოითხოვა არასწორი საბაზრო ღირებულების (ფასების) შედეგად დარიცხული თანხების ხელახალი გადაანგარიშება და გაანგარიშების დროს მისი მისადაგება და გაანგარიშება კომპანიის მიერ გაყიდული/რეალიზებული ქონების (დასაბეგრი ობიექტის) რეალურ ფასებთან მიმართებით (რეალურ (საბაზრო) ღირებულებასთან), მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნულის შესახებ წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები.

მომჩივნის არგუმენტებზე, საბჭოს სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, კოტეჯები და სარდაფები როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე. შპს „-------“ რეალიზებულია კომერციული ფართები 440-650 დოლარში, 17 ცალი საცხოვრებელი სახლი 1 კვ.მ. 250 დოლარად. ორი ბინა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ რეალიზებულია შპს „-------“, რომელზეც გაფორმებულია ხელშეკრულებები და ერთ ბინაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც 1 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის საბაზრო ფასი განისაზღვრა 878 და 906 დოლარი. დანარჩენი ბინები რეალიზებულია ფიზიკურ პირებზე 1 კვ.მ 275-600 დოლარამდე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. საგადასახადო კანონმდებლობის განმარტებების შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ, აღნიშნულ შემთხვევაში, საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნა შპს „-------" მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიწოდებული ბინების ღირებულება (880 დოლარი), რომელიც გავრცელდა ფიზიკურ პირებზე რეალიზებულ ბინებზე. შედეგად მომჩივანს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომ უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.

საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.

ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.

განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.

აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს რეალიზებული ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების (მათ შორის მომჩივნის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების) შესწავლის/ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7802 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი, შესაბამისი მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების, მომჩივნის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებული ბინებზე საბაზრო ფასის დადგენა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

2. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში ასახული ინფორმაციის და დოკუმენტაციის, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციების და სხვა გარემოებების ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის შესწავლის, ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%- ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიწოდებული ბინების ღირებულება, რომელიც გავრცელდა ფიზიკურ პირებზე რეალიზებულ ბინებზე. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა.

საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, სადაც გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი. შესაბამისად, გაანგარიშების საფუძველზე დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს რეალიზებული ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უძრავი ქონების რეალიზაციის საბაზრო ფასის ოდენობის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტში არსებული აუდირებული მონაცემების შესწავლის/ანალიზის საფუძველზე და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 19; 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164