განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1487-18
საქმე № 330310017001974168
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი - შპს ,-----’;
წარმომადგენელი - ნ------------–-;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ნ-------------------;
დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,------’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შედგენილი დოკუმენტური შემოწმების N------ აქტის თანახმად, 2016 წლის 24 თებერვალს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დოკუმენტური შემოწმება ჩატარდა ბიზნესოპერატორი-შპს ,------’ ხორცის სარეალიზაციო ობიქტში, მდებარე თ---–----------------------------------------. შემოწმების დროს გამოვლინდა ხბოს ხორცის რეალიზაციის ფაქტი, რომელზეც არ აღინიშნებოდა ჯანმრთელობის ნიშანდება, ასევე ვერ იქნა წარდგენილი ვეტერინარული მოწმობა ფორმაN2. შემოწმებისას დაფიქსირდა ცხოველის ეტიკეტირებისადმი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობა, კერძოდ, ვერ იქნა წარდგენილი ეტიკეტი. (სფ.24-25)
2.2. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 24 თებერვალს შპს ,------’ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №------, რადგან მის სარეალიზაციო ობიექტში ხდებოდა ხბოს ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა N2-ის, ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ეტიკეტის გარეშე. შპს ,-----’ დაჯარიმდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად 1000 ლარით. (ს.ფ. 83)
2.3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანებით განადგურდა შპს ,------ (ს/კ 4--------, მდებარე დ--------------------------------------) კუთვნილი მსხ. რქ. პირუტყვის (ხბოს) ხორცი 3 კგ; სურსათი განადგურდა მექანიკური და ფიზიკო-ქიმიური მეთოდით.ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა შპს ,------’ დირექტორს ა-----–--–-------–---–-.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათი/ცხოველის საკვების განადგურების 2017 წლის 28 თებერვლის N----- აქტის მიხედვით ამოღებულ მსხ. რქ. პირუტყვის (ხბოს) ხორცი განადგურდა 2017 წლის 28 თებერვალს. (სფ. 84)
2.4. 2016 წლის 13 მარტს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა შპს ,------’ დირექტორმა ა-----– ლ-------–---–მა და მოითხოვა მის მიმართ შედგენილი 24 თებერვლის N------ საჯარიმო ქვითრის, 2017 წლის 24 თებერვლის N------ დოკუმენტური შემოწმების აქტის, ,,სურსათის განადგურების თაობაზე’’ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს 2017 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანებისა და 2017 წლის 28 თებერვლის N----- სურსათის განადგურების აქტის გაუქმება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის №---- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.5. ხორცზე მიკრული ეტიკეტის დასველებისა და ტრანსპორტირებისას მისი განადგურების ფაქტი საქმეში დაცული მასალით ვერ იქნა დადგენილი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე არ ადასტურებს ხორცზე გატარების საათის მითითების ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებთა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები,მოსაზრებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მავალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვვას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდა.
3.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე,რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 07.04.2017 წლის №---- ბრძანებით) არ დაკმაყოფილდა შპს ,------’ საჩივარი და შესაბამისად უცვლელი დარჩა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის დოკუმენტური შემოწმების აქტი N------, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 თებერვლის სურსათის განადგურების აქტი N-----. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა თუ არა 2017 წლის 24 თებერვალს შპს ,------’ დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით სამართალდარღვევის გამოვლენა, არის თუ არა სახეზე სამართალდარღვევა, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიმართ სანქციის დაკისრება.
3.2. სასამართლომ მიუთითა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსზე,რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს; გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს; ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს; ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს; თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს; ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,-----’ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ შპს ,-----’ არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი და ეწევა ხორცის რეალიზაციას.
სასამართლომ მიუთითა, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-182 -ე მუხლზე,რომლიც ადგენს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს ვეტერინარიის სფეროში. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები; ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით; შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას; უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უზრუნველყოს ცხოველური ნარჩენების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.
ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს; ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტის თანხლებით.
ამდენად, ბიზნესოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენს ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით. თუ რა არის ზედამხედველობა, აღნიშნულს განმარტავს, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილი, კერძოდ, ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე. როგორც საქმის მასალებით დადგენილია, შპს ,------’ სარეალიზაციო ობიექტში ხდებოდა ხბოს ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ზედამხედველობისგანხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა N2-ის, ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ეტიკეტის გარეშე, რაზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 24 თებერვალს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №------. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით, ჯანმრთელობის ნიშანდება გულისხმობს აღნიშვნას, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა, ამ წესის შესაბამისად, გაიარა დაკვლისწინა შემოწმება, ხოლო დაკლულმა ცხოველის ტანხორცმა და შიგნეულმა - დაკვლისშემდგომი შემოწმება.
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შინაური ჩლიქოსანი და მოშენებული გარეული ძუძუმწოვარი ცხოველის ტან–ხორცზე (გარდა ბოცვრისნაირებისა და დიდი ზომის გარეული ცხოველისა), რომელსაც ჩაუტარდა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება და შედეგად დადასტურდა, რომ ხორცი არ შეიცავს საფრთხეს (მათ შორის ტრიქინელას) და ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’ მე-11 მუხლის მე-3 ნაწილზე,რომლის თანახმად სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
აღნიშნული კოდექსის მ-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სასამართლომ ასევე მიუთითა, ,,ტექნიკური რეგლამენტის -საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი-საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის’’ მე-5 მუხლის პურველი პუნქტზე,რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნები ხორცის ეტიკეტირებისათვის, რომლის შესაბამისად არ იყო ეტიკეტირებული შპს ,,---- სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქტი. ზემნოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალ, რომ სარეალიზაციო ობიექტში ხორცი იყიდებოდა ჯანმრთელობის ნიშანდების, ვეტერინარული ზადამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ეტიკეტის გარეშე, შესაბამისად, 2017 წლის 26 სექტემბრის №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა, ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’66-ე მუხლის მე-3 ნაწილზე,რომლის თანახმად, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას.
3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე,რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,------’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
4.1.აპელანტი ითხოვს,გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე #3/4341-17 და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით დააკმაყოფილოთ სარჩელი სრულად.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება რომ მოპასუხეს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას და რომ ის მოქმედებდა კანონიერ ფარგლებში.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მიკერძოებულია, რადგან 3 კგ ხბოს ხორცი შევიძინეთ კერძო პირისგან, ისევე როგორც სხვა ძროხის ხორცი და მოვახდინეთ მათი ერთობლივად ჯანმრთელობის ნიშნებისა და ვეტმოწმობის მისაღებად წარდგენა შესაბამის დაწესებულებაში, სადაც მათი მხრიდან გაცემული იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია ფორმა #2 და ხორცზე მიკრული იქნა ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდის ფურცლები, რომლებიც ტრანსპორტირებისას დაიხა და დასველდა, რის გამოც აღნიშნული სველი ფურცლები, რომლებზეც აღარაფერი არ იკითხებოდა და დაშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა სისველისგან გადავყარეთ ნაგვის ურნაში. შემმოწმებელი პირების შემოსვლისას ჩვენს კუთვნილ სავაჭრო ობიექტზე ჩვენს მიერ განმარტებული იქნა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია გაგვაჩნდა ერთობლიობაში სადაც მითითებული იყო ხორცის სახეობა, რაოდენობა და წონა ერთობლივად, მაგრამ მათ მიერ მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ ის ფაქტი თუ რატომ არ მივაკარით მაცივარზე ოთხკუთხედი ფურცლები რომლებიც ხორცზე არ მაგრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვუმარტეთ და ვაჩვენეთ აღნიშნული დოკუმენტაცია, რომ ხორცი ნამდვილად იყო შემოწმებული და ყველა აუცილებელი ფორმა დაცული, მათ მაინც დაგვიწერეს 1000 (ათასი) ლარი ჯარიმა, შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დოკუმენტალური შემოწმების აქტი და ამოიღეს ბრუნვიდან მხოლოდ 3 კგ ხბოს ხორცი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ეტყობოდა ბეჭდის მელანი. ხოლო რამდენიმე დღეში კვლავ მოვიდნენ ჩვენს სავაჭრო ობიექტზე და აღნიშნული ხბოს ხორცი ჩააგდეს ნაგვის ბუნკერში. არაერთხელ ვთხოვეთ, რომ ხორცი გადაგდების ნაცლად გადაეცათ გაჭირვებული ადამიანებისთვის რომლებიც იქვე ბუნკერში ნაგავს ქექდნენ, მაგრამ მათ არ მოგვისმინეს და აბსოლუტურად უვნებელი ახალი ხორცი გადააგდეს ნაგვის ბუნკერში.
4.2.აპელანტი აღნიშნავს, რომ წარმოგიდგენთ ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას, რომლებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ჩვენს ფირმას არ დაურღვევია საქართველოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის არც ერთი პუნქტი და მითუმეტეს ამ კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვახდენთ ხორცის რეალიზაციას ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებით და შესაბამისად არ ჩაგვიდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია.
აპელანტი აღნიშნავს , საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სრულიად უსაფუძვლოდ, უკანონოდ და მიკერძოებულად მოახდინეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შედგენა, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არ გაითვალისწინეს ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და განმარტებები და გამოგვაცხადეს სამართალდამრღვევებად. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები გავასაჩივრეთ, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 აპრილის #---- ბრძანებით უარი გვეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე სრულიად უსაფუძვლოდ ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არსებითად დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, 47-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 58-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იწვევს მათ ბათილად ცნობას ამავე კოდექსის მე-5 მუხლის III ნაწილისა და 60-ე მუხლების თანახმად.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
7. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
7.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არტგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 07.04.2017 წლის №---- ბრძანებით) არ დაკმაყოფილდა შპს ,------’ საჩივარი და შესაბამისად უცვლელი დარჩა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის საჯარიმო ქვითარი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის დოკუმენტური შემოწმების აქტი N------, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 თებერვლის სურსათის განადგურების აქტი N-----. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა თუ არა 2017 წლის 24 თებერვალს შპს ,------’ დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით სამართალდარღვევის გამოვლენა, არის თუ არა სახეზე სამართალდარღვევა, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიმართ სანქციის დაკისრება.
7.2. პალატა მიუთითებს ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის რეალიზაციის მიზნით მისი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკვლა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ამდენად, ბიზნესოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენს ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით. თუ რა არის ზედამხედველობა, აღნიშნულს განმარტავს, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილი,კერძოდ, ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე,ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე. როგორც საქმის მასალებით დადგენილია, შპს ,------’ სარეალიზაციო ობიექტში ხდებოდა ხბოს ხორცის რეალიზაცია ვეტერინარულიზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის, ფორმა N2-ის, ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ეტიკეტის გარეშე, რაზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 24 თებერვალს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №------. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით, ჯანმრთელობის ნიშანდება გულისხმობს აღნიშვნას, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა, ამ წესის შესაბამისად, გაიარა დაკვლისწინა შემოწმება, ხოლო დაკლულმა ცხოველის ტანხორცმა და შიგნეულმა - დაკვლისშემდგომი შემოწმება.
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შინაური ჩლიქოსანი და მოშენებული გარეული ძუძუმწოვარი ცხოველის ტან–ხორცზე (გარდა ბოცვრისნაირებისა და დიდი ზომის გარეული ცხოველისა), რომელსაც ჩაუტარდა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება და შედეგად დადასტურდა, რომ ხორცი არ შეიცავს საფრთხეს (მათ შორის ტრიქინელას) და ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’ მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.
აღნიშნული კოდექსის მ-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
,,ტექნიკური რეგლამენტის -საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტი-საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის’’ მე-5 მუხლის პურველი პუნქტით განისაზღვრება მოთხოვნები ხორცის ეტიკეტირებისათვის, რომლის შესაბამისად არ იყო ეტიკეტირებული შპს ,,---- სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქტი. ზემნოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ სარეალიზაციო ობიექტში ხორცი იყიდებოდა ჯანმრთელობის ნიშანდების, ვეტერინარული ზადამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ეტიკეტის გარეშე, შესაბამისად, 2017 წლის 26 სექტემბრის №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 24 თებერვლის შედგენილი დოკუმენტური შემოწმების N------; აქტის თანახმად, შემოწმდა ბიზნესოპერატორის - შპს ,,---. შემოწმების დროს გამოვლინდა ხბოს ხორცის რეალიზაციის ფაქტი, რომელზეც არ აღინიშნებოდა ჯანმრთელობის ნიშანდება, ასევე ვერ იქნა წარდგენილი ვეტერინარული მოწმობა ფორმაN2. შემოწმებისას დაფიქსირდა ცხოველის ეტიკეტირებისადმი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობა, კერძოდ, ვერ იქნა წარდგენილი ეტიკეტი.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა რომ შპს ,------’-თვის სახდელის დაკისრება მოხდა ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რა ნორმაც ითვალისწინებდა სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის დაჯარიმებას.სადავო შემთხვევაში, ინდივიდუალური მეწარმის მიერ არ იქნა დაცული საკანონმდებლო მოთხოვნები ხორცის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რის გამოც მას დაეკისრა სახდელი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის ღირებულების პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, 150 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუკეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,------’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: მირანდა ერემაძე