განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2019
საქმის ნომერი
330310018002322938
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/781-19

N330310018002322938

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - ქ---------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ--- ნ--------ე

წარმომადგენელი - შ-------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ--- ნ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №MES 8------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მ--- ნ--------ის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ--- ნ--------ისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 1991 წლის 1 თებერვლიდან, 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. მოსარჩელე მ--- ნ--------ემ, წარმომადგენლის მეშვეობით, 2017 წლის 28 სექტემბერს მიმართა განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და ითხოვა მისი საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურება. ამასთან, განცხადებას დაურთო შრომის წიგნაკის ასლი და ხელფასის უწყისები.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №MES 8------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მ--- ნ--------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არქივის არ არსებობის გამო.

 

მოსარჩელე მ--- ნ--------ე, 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე და 1996 წლის იანვარში და დეკემბერში, 1995 წლის იანვარში და დეკემბერში, 1994 წლის იანვარში და დეკემბერში მიღებული აქვს ხელფასი.

 

საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრი შეიქმნა 1990 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით (ს.ფ. 66, 56, 86-95, 58-63, 136).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №MES 8------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მ--- ნ--------ის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელე მ--- ნ--------ის მოთხოვნა მისი შრომითი საქმიანობის (სტაჟის) დადასტურების თაობაზე.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და პუნქტის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მითითებული ნორმით დაცული სფერო, ასევე მოიცავს პირის მუშაობის თაობაზე ინფორმაციის დამსაქმებლის მიერ გაცემის ვალდებულებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მ--- ნ--------ემ, წარმომადგენლის მეშვეობით, 2017 წლის 28 სექტემბერს მიმართა განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და ითხოვა მისი საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურება, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №MES 8------------ წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მ--- ნ--------ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არქივის არ არსებობის გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მ--- ნ--------ემ განცხადებას დაურთო შრომის წიგნაკის ასლი და ხელფასის უწყისები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელე მ--- ნ--------ე, 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე და 1996 წლის იანვარში და დეკემბერში, 1995 წლის იანვარში და დეკემბერში, 1994 წლის იანვარში და დეკემბერში მიღებული აქვს ხელფასი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).

 

ამრიგად, საქართველოს შრომის კოდექსით გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მთელი პერიოდის უწყვეტად განხორციელებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის შესრულებული სამუშაოს თაობაზე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის უწყვეტად არსებობის პრეზუმციას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პერიოდის დასაწყისში და დასასრულს ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მოსარჩელე მ--- ნ--------ე უწყვეტად ახორციელებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე და მუშაობდა 1996 წლის 31 დეკემბრამდე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრი შეიქმნა 1990 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით.

 

ამრიგად, სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისეთ პირობებში უთხრა უარი მოსარჩელე მ--- ნ--------ეს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ცნობის გაცემაზე, რომ სათანადო დოკუმენტებით არის დადასტურებული მისი, აღნიშნულ პერიოდში მუშაობის და გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში შექმნის ფაქტი.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მ--- ნ--------ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №MES 8------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მ--- ნ--------ის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ--- ნ--------ისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 1991 წლის 1 თებერვლიდან, 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში მითითებულია, რომ "საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრი შეიქმნა 1990 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით“, თუმცა სასამართლოს არ დაუდგენია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა და შესაბამისად, ვერ დგინდებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უფლებამონაცვლეობის საკითხი. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N1------ პასუხი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული პასუხი თავისი შინაარსით იყო საინფორმაციო ხასიათის წერილი, რომლითაც, ერთის მხრივ, განმცხადებელს მიეწოდა მის მიერვე მოთხოვნილი, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაცია, ხოლო მეორეს მხრივ, განემარტა, რომ შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის იმ გარემოების დასადასტურებლად (მუშაობის ფაქტის აღიარება), რასაც სამინისტრო არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ვერ დაადასტურებდა. სასამართლოს უნდა დაედგინა და არ დაუდგენია, რომ სამუშაო ადგილის შესახებ ცნობის გაცემაზე უარს წარმოადგენდა არა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N1------ პასუხი, არამედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 06 სექტემბრის N1------ აქტი, რომლითაც ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა და გაეცა ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო ჯამში ათჯერ, მათ შორის, უმეტეს შემთხვევაში, პროცესის გადადების მიზეზი იყო მოწმის - რ----- ს--------–--ის გამოუცხადებლობა, რომლის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა მოსარჩელე მხარემ და სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლოს უნდა უზრუნველეყო მოწმის მიყვანა, თუმცა მოწმე არ გამოცხადებულა, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მოსარჩელის მუშაობის ფაქტი, შესაბამისად, მხოლოდ საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს არ უნდა დაედგინა მოსარჩელის მუშაობის ფაქტი.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" მუხლების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ცალსახად არასაკმარისია, ბუნდოვანია სამინისტროს გასაჩივრებული პასუხის როგორც აქტად მიჩნევის, ისე მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის საკითხი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არანაირ დასაბუთებას არ შეიცავს სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილება ნაწილობრივ არასაკმარისად არის დასაბუთებული, ხოლო უფლებამონაცვლეობის ნაწილში, არანაირ დასაბუთებას არ შეიცავს, რის გამოც, არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნულთან წინააღმდეგობაშია გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტის - დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მითითებული "საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები", რაც სრულიად ბუნდოვანს ხდის, თუ რას გულისხმობს სასამართლო.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 06 სექტემბრის N1------ წერილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 27 ოქტომბრის N1------ წერილი, ამასთან, მოწმედ დასაკითხ პირს - რ----- ს--------–--ეს სასამართლოში ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად არც მისი ჩვენება ყოფილა გამოკვლეული. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 12 ივნისის N1------- კორესპონდენციით წარდგენილი სახალხო განათლების სამინისტროს 1990 წლის 29 ოქტომბრის N524 ბრძანება, რომლითაც გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის შექმნის ფაქტი დასტურდებოდა და არა სამინისტროს აღნიშნული ცენტრის სამართალმემკვიდრედ მიჩნევის საკითხი, რაც საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამინისტრომ წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, ხოლო მოსარჩელემ ვერ მიუთითა თავისი პოზიციის საფუძვლიანობაზე. სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასაბუთებს, რომ გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N1------ პასუხი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტი, აღნიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N1------ პასუხი მიჩნეული უნდა ყოფილიყო საინფორმაციო ხასიათის წერილად. აღნიშნული პასუხის ბათილად ცნობით ვერანაირ უფლებებში ვერ აღდგება მოსარჩელე, რაც ამყარებს სამინისტროს პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული პასუხი არ წარმოადგენდა მოსარჩელის უფლების შემზღუდველ ადმინსიტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასამართლო თავიდანვე არასწორად მსჯელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N1------ პასუხის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევასთან დაკავშირებით, ასევე არასწორია მსჯელობა აღნიშნული პასუხის კანოშესაბამისობასთან მიმართებით, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აღნიშნულ პასუხს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მივიჩნევთ, ბუნდოვანია საკითხი, თუ რომელ კანონთან არის წინააღმდეგობაში იგი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს დასაბუთებას აღნიშნულის თაობაზე. ასევე გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა სამართლის ანალოგიის გამოყენებასთან მიმართებით, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მუშაობის დაწყების თარიღთან (1991 წლის 01 თებერვალი) და შემდგომ 1994, 1995 და 1996 წლის იანვრისა და დეკემბრის თვეებში ხელფასის მიღების ფაქტებთან მიმართებით, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. სამინისტროს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართლის ანალოგია ვერ გამოდგება მოსარჩელის მუშაობის ფაქტის დასადასტურებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, საჭიროა სახეზე იყოს ნივთის ფლობის საწყისი და დასასრული პერიოდი, ხოლო ვარაუდი შეეხება იმას, რომ შუა პერიოდშიც ფლობდა პირი აღნიშნულ ნივთს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ვერ დასტურდება ყოველთვიურად მოსარჩელის მუშაობის ფაქტი, ასევე სადავოა საკითხი იმის თაობაზე, თუ როდემდე მუშაობდა მოსარჩელე გ------------- ფსიქოლოგიის რესპუბლიკურ სამეცნიერო ცენტრში. შესაბამისად, ანალოგიით რომ გვევარაუდა მოსარჩელის მუშაობის ფაქტის უწყვეტობა, უნდა გვქონოდა მოსარჩელის მიერ მუშაობის დასრულების პერიოდზეც ზუსტი მონაცემი, რაც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლს არასწორად იყენებს სასამართლო, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი დასაბუთების ნაწილშიც გაუმართავია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, აშკარაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის N3/1192-18 გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ--- ნ--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N1------ წერილი თავისი შინაარსით ინფორმაციული ხასიათის წერილია და საქალაქო სასამართლოს არ უნდა შეეფასებინა მისი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

 

დადგენილია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისი საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურება. ამ მიზნით, მ--- ნ--------ემ 28.09.2017წ. განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განმცხადებელმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41.1 მუხლის, საქართველოს შრომის კოდექსის 6.4 მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 124.3 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მისი მუშაობის ფაქტისა და ხანგრძლივობის დადგენა, შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. ასევე დადგენილია, რომ მითითებულ განცხადებას მ--- ნ--------ემ დაურთო შრომის წიგნაკის ასლი და ხელფასის უწყისები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელე მ--- ნ--------ე 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე და 1996 წლის იანვარში და დეკემბერში, ასევე 1995 წლის იანვარში და დეკემბერში, 1994 წლის იანვარში და დეკემბერში მიღებული აქვს ხელფასი. 28.09.2017წ. წარდგენილი განცხადების პასუხად, 09.10.2017წ. MES 8---1------ წერილით მ--- ნ--------ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ელ. ფოსტაზე დანართის სახით ეგზავნებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაცია, ზაკ-ის 44-ე მუხლით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით. ამასთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა მიემართა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი რეგულაციებისათვის.

 

პალატის მოსაზრებით, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ 28.09.2017წ. წარდგენილი განცხადების პასუხად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 9 ოქტომბერს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ--- ნ--------ის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული წერილის შინაარსი შეეხება სწორედ მოსარჩელის მიერ განცხადებაში მითითებული საკითხის უარყოფითად გადაწყვეტას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამდენად, სამინისტროს 09.10.2017წ. წერილი შეიცავს ზაკ-ის 2.1 მუხლის,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელემენტებს და საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი იყო, დავის განხილვისას შეემოწმებინა მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

3.2.2. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია). მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ საქართველოს შრომის კოდექსით გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მთელი პერიოდის უწყვეტად განხორციელებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობა არ შეიძლება გახდეს პირისათვის შესრულებული სამუშაოს თაობაზე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა სამართლებრივი ურთიერთობის უწყვეტად არსებობის პრეზუმციას ითვალისწინებს, თუ კონკრეტული პერიოდის დასაწყისში და დასასრულს ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, კერძოდ სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მოსარჩელე მ--- ნ--------ე უწყვეტად ახორციელებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას 1991 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე და მუშაობდა 1996 წლის 31 დეკემბრამდე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უფლებამონაცვლეობის საკითხი. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ "საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრი“ შეიქმნა აქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით, ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა, რომ რეალურად, სადავოდ ხდის არა სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის მუშაობის ფაქტის, არამედ მისი შრომის სტაჟის უწყვეტობის ფაქტის რეალურობას. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე მ--- ნ--------ეს შესრულებული სამუშაოს თაობაზე ცნობის გაცემაზე უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც სათანადო დოკუმენტებით არის დადასტურებული მისი აღნიშნულ პერიოდში მუშაობის და გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში შექმნის ფაქტი.

 

პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს არ უნდა დაედგინა მოსარჩელის მუშაობის ფაქტი და სადავო საკითხთან მიმართებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა მოწმის - რ----- ს--------–--ის ჩვენებას, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. 17.2 მუხლის თანახმად კი, თუ უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთანავე, კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას - როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, ამასთანავე, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მოწმის ჩვენების არარსებობის პირობებშიც ადასტურებს, რომ მოსარჩელე 1991 წლის 1 თებერვლიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მ--- ნ--------ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №MES 8------------ წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მ--- ნ--------ის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ--- ნ--------ისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს გ------------- ფ------–----------------–------------–------- ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე 1991 წლის 1 თებერვლიდან, 1996 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე