განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002193815
საქმე №3ბ/1007-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი ( მოსარჩელე ) - ი-----------ე;
წარმომადგენელი - პ------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს----------–------------------------------------------------------ი;
წარმომადგენლები - მ-–---------–--–ი, ა----–---------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრით გადაწყვეტილებით, ი-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. დადგენილია, რომ ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 18 ივლისის №-----– ბრძანებით, ი-----------ე დაინიშნა ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------------------–-------------------------------------------–ის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად, 2017 წლის 18 ივლისიდან (ს.ფ. 14).
2.2.2. 2017 წლის 1 ნოემბერს, ს----------–------------------------------------------------------ის უფროსს, შემდგომი რეაგირების მიზნით გაეგზავნა ამავე სამსახურის თ---–---------------------------–-------------ის - გ----------–------–---–ის მოხსენებითი ბარათი. მოხსენებითი ბარათით ეცნობა, რომ 2017 წლის 18 ივლისიდან ს-------------------------------------------–--–-------------------------------------–ის მოვალეობას ასრულებდა ი-----------ე, რომლის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა ს------------------------------------–-------–----–------------------–----------------------–----------------------–----–---–----------–----------------–------------------------------------–---------------------------------------------------------–----------–------–----–---------- და სხვა. მიუხედავად მასზე კანონით დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისა, იგი სისტემატიურად არღვევდა ს----------–-------------------------------------------------------ის შინაგანაწესს. არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თავის შეხედულებისამებრ ტოვებდა სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას სამუშაო საათებში, რის შესახებაც საქმის კურსში არ აყენებდა მის უშუალო ხელმძღვანელებს, რაზედაც არაერთგზის მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, მიუხედავად ამისა რაიმე შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულ იქნა, რომ ი-----------ე ავლენდა საჯარო მოსამსახურისათვის შეუფერებელ საქციელს, რაც საჭიროებდა სათანადო რეაგირებს (ს.ფ. 82).
2.2.3. 2017 წლის 1 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ი---- ა-----ის მიმართ ჩატარტდა სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში ახსნა - განმარტება ჩამოერთვა ს----------–------------------------------------------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–-------------ს - გ----------–------–---–ს. მისი ახსნა - განმარტების თანახმად, 2017 წლის ივლისის თვიდან უ---------------------------------–ის თანამდებობაზე მუშაობს ი-----------ე, რომელიც როგორც მისი უშუალო ხელმძღვანელობისგან არის ცნობილი სამსახურში მოსვლის შემდგომ, სისტემატიურად ტოვებდა სამუშაო ადგილს პირადი მიზნებისათვის, რის თაობაზედაც არაერთგზის მიეცა მას სიტყვიერი გაფრთხილება უშუალო ხელმძღვანელების მიერ და განემარტა რომ მსგავსი ქმედება მის მიმართ გახდებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა მსგავს ქმედებას. გ----------–------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ფ----------------------------------------------------------------–----–ი შენობის მე-4 სართულის დერეფანში, სადაც იდგა პიროვნება და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც მას მიუახლოვდა, აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა ს------------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–----------------------------------------–ი - ი---- ა-----ე. მისი ყურადღება მიიქცია საუბარმა, როდესაც იგი მოსაუბრეს ეუბნებოდა, რომ ე.წ. „-----–------“ სჭირდებოდა“, კონკრეტულად რაზე ესაუბრებოდა ვერ მიხვდა. დაინტერესდა თუ რასთან დაკავშირებით საუბრობდა იგი და რას სთხოვდა მოსაუბრეს ხელმძღვანელობის სახელით. ფაქტთან დაკავშირებით შეხვდა ი-----------ის უშუალო ხელმძღვანელებს - დ----- უ-----ესა და დ----- ს-------–---–ს, რომელთაც ჰკითხა იყვნენ თუ არა საქმის კურსში ზემოაღნიშნული საუბრის თაობაზე, რაზედაც ორივე მათგანმა უარი განაცხადა. ზემოაღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 1 ნოემბერს, გ----------–------–---–ი საკუთარ სამუშაო ოთახში, დ----- უ-----ესთან და დ----- ს-------–---–თან ერთად შეხვდა ი-----------ეს და ამ უკანასკნელს ეთხოვა განემარტა ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე. ი-----------ემ შეკითხვაზე თუ ვის ესაუბრებოდა ხელმძღვანელობის სახელით და რა უპარატესობის მიღება სურდა ამით, განმარტა, რომ ესაუბრებოდა მეწარმე - მ--–-----–--–--–---–ს, რომელსაც ჰქონდა ავტომანქანების ყიდვა - გაყიდვა გაქირავების კომპანია და ავტოსათადარიგო ნაწილებთანაც ჰქონდა შეხება და რომელსაც ხელმძღვანელობის სახელით სთხოვა კონკრეტული ავტონაწილი. აღნიშნული ფაქტის გამო მოიხადა ბოდიში და ითხოვა პატიება. ი---- ა-----ეს განემარტა, რომ მისი ქმედებებით ირღვეოდა ს----------–------------------------------------------------------ის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ს------------------------ის შინაგანაწესი და ილახებოდა ს-----------------------ის რეპუტაცია. მისთვის იქვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებოდა შ---------------------------------–ოს სათანადო რეაგირებისათვის (ს.ფ. 67-71; ს.ფ. 83-84);
2.2.4. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა - განმარტება ჩამოერთვა ს-----------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–-------------ს - დ----- უ-----ეს. ახსნა - განმარტების თანახმად, ი-----------ე სისტემატიურად გადიოდა სამსახურიდან და არარაციონალურად იყენებდა სამუშაო დროს, რის თაობაზე, როგორც პირადად მისი, ისე მისი მოადგილის - დ----- ს-------–---–ის მიერ არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, რომ მათთან შეთანხმების გარეშე არ დაეტოვებინა სამსახური, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნებოდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა ხსენებული გაფრთხილება არ იქნა გათვალისწინებული ი-----------ის მიერ და კვლავ გრძელდებოდა მის მიერ სამუშაო დროის პირადი მიზნებისათვის გამოყენება, რის თაობაზეც ეცნობა ს----------------------------ის თ---–---------------------------–-------------ს. იგი მის მოადგილე - დ----- ს-------–---–თან ერთად შეხვდა თ---–---------------------------–-------------ს - გ----------–------–---–ს ი-----------ის სატელფონო საუბართან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში არ იყვნენ. ამის შემდგომ, 2017 წლის 1 ნოემბერს, იგი დ----- ს-------–---–თან და ი-----------ესთან ერთად შეხვდა თ---–---------------------------–-------------ს - გ----------–------–---–ს. გ----------–------–---–მა ი-----------ეს შესთავაზა გაეკეთებინა განმარტება სატელეფონო საუბართან დაკავშირებით და ჰკითხა თუ რა სარგებლის მიღება სურდა ხელმძღვანელობის სახელით. ი-----------ემ განმარტა, რომ ესაუბრებოდა მის ნაცნობს, მეწარმე - მ--–-----–--–--–---–ს, რომელსაც ჰქონდა კომპანია და აღნიშნული კომპანია აწარმოებდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებას, მასვე შეხება ჰქონდა ავტომანქანის ნაწილებთან და რომელსაც სთხოვდა ავტომანქანის ნაწილზე გარკვეული შეღავათის გავრცელებას. მანვე მოიხადა ბოდიში ზემოაღნიშნული ფაქტის გამო და განმარტა, რომ ანალოგიური ფაქტი აღარ განმეორდებოდა და ითხოვა პატიება. გ----------–------–---–მა ი---- ა-----ეს განუმარტა, რომ მისი საქციელით ილახებოდა ფ----------------------ს ს-----------------------ის ღირსება, არღვევდა ს-----------------------ის უფროსის ბრძანებას და ამავე სამსახურის შინაგანაწესს და ზემოაღნიშნული ფაქტი არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. გ------------–------–---–ი საუბრობდა მშვიდად. არც მას, არც თვითონ და არც დ----- ს-------–---–ს ი-----------ისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და არც სხვაგვარად დაურღვევიათ მისი უფლებები. საუბრის დასრულებისთანავე სამივემ დატოვა სამუშაო ოთახი. მას შემდგომ ი-----------ესთან შეხება არ ჰქონია, რადგან იგი სამსახურში აღარ გამოცხადებულა. დ----- უ-----ის განმარტება სრულად დაადასტურა სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მისმა მოადგილემ - დ----- ს-------–---–მა (ს.ფ. 67-71; ს.ფ. 86-89).
2.2.5. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ახსნა - განმარტება ჩამოერთვა ასევე შ.პ.ს. „------------------------------------ის“ (ს/ნ:----------) დამფუძნებელს - მ--–-----–--–--–---–ს. ახსნა განმარტების თანახმად, იგი იცნობს ი-----------ეს, თუმცა მასთან ყოველდღიური ურთიერთობა და ხშირი სატელეფონო საუბრები არ აქვს. პერიოდულად ეხმიანებიან ერთმანეთს, კითხულობენ და საუბრობენ ზოგად თემებზე. ყოფილა შემთხვევა ი---- ა-----ეს მისთვის დაურეკავს, უთხოვია გარკვეული დახმარება და შეძლებისდაგვარად დახმარებია. ი-----------ისგან იცის, რომ ბოლო პერიოდში მუშაობა დაიწყო ს----------–------------------------------------------------------ში. 2017 წლის ოქტომბრის თვის ბოლო რიცხვებში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რა დროსაც კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ი-----------ე, რომელმაც დახმარება სთხოვა 2008 წლიანი „------------------- მარჯვენა წინა კარის შეღავათიანი ფასით შეძენაში. მან მეორე დღესვე თანამშრომლის - ი-----–---------–---–ის მობილური ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით გაუგზავნა და უთხრა, რომ დაერეკა მისთვის და დაეხმარებოდა (ს.ფ. 67-71; ს.ფ. 90-91).
2.2.6. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ახსნა - განმარტების ჩამორთმევის მიზნით, 2017 წლის 3 და 4 ნოემბერს ი-----------ე დაბარებული იქნა ს----------–---------------------------ოს ს------------------------ის შ----------------------------------–ოში, თუმცა მან ზემოაღნიშნულ ს-----------–ოში გამოცხადებასა და რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს, ს-----------------------ის თ---–---------------------------–-------------მა - გ----------–------–---–მა, მის სამუშაო ოთახში, მ----------------–-------------ის - დ----- უ-----ის და დ----- ს-------–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოცემულ ფაქტზე ს------------------------ის თ---–-----------------------------–-------------ს - გ----------–------–---–ს ჩამოერთვა დამატებით ახსნა-განმარტება. მისი განმარტებით 2017 წლის 1 ნოემბერს, როდესაც იგი, მის დაქვემდებარებაში მყოფ მ--- ს-----------–ოს ხელმძღვანელებთან - დ----- უ-----ესა და დ----- ს-------–---–თან ერთად შეხვდა ი-----------ეს, თხოვეს განმარტება მიეცა მათთვის როგორც სამუშაო ადგილის სისტემატიურად დატოვებაზე პირადი მიზნებისათვის, ასევე მეწარმე - მ--–-----–--–--–---–თან სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენების შესახებ, ხელმძღვანელობის სახელით სარგებლის მიღების მიზნით. ზემოხსენებული საუბრის დროს ი---- ა-----ემ ბოდიში მოიხადა და პატიება ითხოვა. მისთვის არც მას, არც დ----- უ-----ეს და არც დ----- ს-------–---–ს არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს დ----- უ-----ემ და დ----- ს-------–---–მაც თავიანთ ახსნა-განმარტებაში.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ს-----------------------ის თ---–---------------------------–-----------------------–--–-მ - ნ-------------–---–მა განმარტა, რომ შეხვედრისას რაიმე ხმამაღალი საუბარი, უცენზურო სიტყვები ან შეურაცხმყოფელი საუბარი არ გაუგია. მისი განმარტებით, შეხვედრის შემდეგ დ----- უ-----ემ, დ-----
2.2.7. სამსახურებრივი შემოწმებისას გადამოწმებული იქნა ასევე ს-----------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწყობილობის, ე.წ. „--------------“ ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები. შ---------------------------------–ომ დაადგინა, რომ ი-----------ე, ყოველგვარი სამსახურებრივი საჭიროების გარეშე, ხანგრძლივი დროით (რამდენიმე საათით) ტოვებდა სამუშაო ადგილს, საჭიროდაც არ თვლიდა საქმის კურსში ჩაეყენებინა უშაულო ხელმძღვანელი, რითაც სისტემატიურად უგულებელყოფდა ს-----------------------ის შინაგანაწესის მოთხოვნებს (ს.ფ. 67-81).
2.2.8. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, ს----------–------------------------------------------------------ის შ---------------------------------–ომ მიიჩნია, რომ ი-----------ის, როგორც ს-----------------------ის თანამშრომლისა და ზოგადად საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობებისადმი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ მან საერთოდ არაფრად ჩააგდო მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების პროცესი და მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა მიეცა ახნა-განმარტება საქმის გარემოებების შესახებ და განემარტა მისი ქმედებების მიზეზები, მან საერთოდ უარი განაცხადა შ---------------------ის ს-----------–ოში გამოცხადებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის სამსახურისადმი შეუფერებლობას.
ს-----------–ომ მიუთითა, რომ ს----------–------------------------------------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–-------------მა ი--------------------------–მა - ი-----------ემ არ შეასრულა ს-----------------------ის თანამშრომლის მოვალეობები და არაერთგზის დაარღვია ს----------–------------------------------------------------------ის შინაგანაწესი.
შ---------------------------------–ომ იხელმძღვანელა „ს----------–------------------------------------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტით და 21-ე მუხლის „თ“ პუნქტით; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტით, მე-132 მუხლის მ--- და მე-6 პუნქტებით, მე-135 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით; ს----------–------------------------ის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ის დებულების“ მე-42 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ პუნქტებით; ს----------–------------------------------------------------------ის უფროსის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების, მე-14 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ს----------–------------------------------------------------------ის თ---–-------------ი ს-----------–ოს მ--- ს-----------–ოს უ------------------------------------–ის - ი-----------ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“ (ს.ფ. 67-71).
2.2.9. 2017 წლის 6 ნოემბერს, ი-----------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ფ----------------------ს პ------–----------------------–-----------–------------ს (–-------------------------------------–---------–-), სადაც მიუთითა, რომ მისი უფროსის - გ----------–------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა იძულების ფაქტს, რომ დაეწერა პატაკი სამსახურიდან პირადი სურვილით გათავისუფლებაზე, რომლის სურვილიც თავად არ გააჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაწერდა პატაკს წასვლასთან დაკავშირებით, იგი „დასკვნის“ საფუძველზე გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. განმცხადებელმა მოითხოვა აღნიშნული გარემოებების შესწავლა (ს.ფ. 19-22).
2.2.10. ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანებით, „ს----------–------------------------------------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის, 21-ე მუხლის „თ“ პუნქტის, ს----------–------------------------ის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ში სამსახურის გავლის წესის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და „ს----------–------------------------------------------------------ის უფროსსა და უფროსის მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განსაზღვრისა და სამსახურის უფროსის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ს-----------------------ის უფროსის 2017 წლის 28 სექტემბრის №97 ბრძანების შესაბამისად, ფ----------------------ს ს-----------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–-------------ი ი-------------------------–ი, კ-------ი - ი---- ა-----ე (პ/ნ:-------------) დათხოვნილი იქნა ს-----------------------იდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან (ს.ფ. 15).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ს----------–------------------------------------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ს----------–------------------------------------------------------ის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ს----------–------------------------ის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაზე, „ს----------–------------------------------------------------------ში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–------------------------ის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაზე, ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ის შინაგანაწესზე”, დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა ფ----------------------ს ს-----------------------ის შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გამოიხატა მასში, რომ იგი ისე, რომ არ აყენებდა ხელმძღვანელობას საქმის კურსში, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სისტემატიურად ტოვებდა სამსახურის ტერიტორიას და შესაბამისად ხელმძღვანელობის დავალების და შეთანხმების გარეშე არ იმყოფებოდა სამუშაო საათებში სამუშაო ადგილას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიაჩნია, რომ მოსარჩელესა და მეწარმეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, რა დროსაც ი-----------ე სთხოვდა ამ უკანასკნელს ავტომანქანის ნაწილზე გარკვეული შეღავათის გაკეთებას და საუბრის დროს ახსენებდა ფრაზას - ,,-----–------ სჭირდება" ნამდვილად სცილდება მეგობრული საუბრის ფარგლებს და წარმოადგენს სხვისი სახელით გარკვეული შეღავათის, ან უპირატესობის მიღების მცდელობას და წარმოადგენს ისეთ ქმედებას, რაც ზიანს აყენებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლოს მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ ასევე ყურადღება გამაახვილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მ--- პუნქტზე და მიუთითა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ი-----------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა ს----------–------------------------------------------------------ისათვის მოსარჩელე - ი-----------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების თაობაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ი-----------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შედეგს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი იურიდიული ღირებულების მატარებელი დოკუმენტი არ არის და მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ და ფორმალურ სამართლებრივ დატვირთვას ასრულებს. წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ სამართლის ნორმათა ციტირებით შემოიფარგლება, ხოლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები მხოლოდ იმ ჭრილში იქნა წარმოდგენილი, რომ სასამართლომ პრაქტიკულად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა მიერ შედგენილი ახსნა - განმარტებების გაზიარება მოახდინა უაპელაციოდ.
წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ მოცემულობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის მიმართ მიღებული უმკაცრესი გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება შემდეგ ორ მიზეზს: 1. სამსახურებრივი მოვალეობის სისტემატური დარღვევა, რაც მოპასუხისა და სასამართლოს პოზიციით, სამუშაო საათების პერიოდში სამსახურებრივი შენობიდან გასვლა - გამოსვლის ფაქტებში გამოიხატებოდა; 2. მეწარმე სუბიექტზე ზეგავლენა და სიტყვა „-----–-----“-ს ხსენება.
წარმომადეგნელი პირველ შემთხვევასთან მიმართებით საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი-----------ე თანამდებობრივად (-------------------------–-) წარმოადგენდა ოპერატიულ მუშაკს, რაც ჩანასახშივე ცხადყოფს, რომ ეს სამსახურებრივი პოზიცია არ მოიცავს მხოლოდ კაბინეტური რეჟიმით შემოფარგლულ სამუშაოს და იმთავითვე დაკავშირებულია უშუალოდ სამსახურებრივი შენობის ფარგლებს გარეთ განსახორციელებელ ო-----------–-----------ო საქმიანობასთან.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული ნორმის მოხმობა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლის სამუშაო ადგილიდან პირადი საჭიროებისათვის გასვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, წარმომადგენლის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ ი-----------ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გამართლებაზე ორიენტირებულ ვარგის არგუმენტად.
აპელანტის განმარტებით, მეორე მხრივ, ნიშანდობლივია ის სამართლებრივი მომენტი, რომ ს-----------------------ის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა ზეპირ გაფრთხილებას არ ითვალისწინებს დისციპლინური ზემოქმედების ზომად, რაც ძირშივე სპობს ამ საკითხის ჭრილში მოპასუხის მიერ წარდგენილი პოზიციის სამართლებრივ საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობას.
აპელანტი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ კანონდარღვევად შერაცხულ ქმედებებს არანაირი საპასუხისმგებლო ზემოქმედება არ მოჰყოლია, რაც პირიქით, მოსარჩელის იმ პოზიციას წარმოაჩენს დამაჯერებლად, რომ სამსახურებრივი შენობიდან ნებისმიერი გასვლა ხელმძღვანელობასთან საქმიანად იყო შეთანხმებული, რასთან მიმართებითაც ნიშანდობლივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს-----------------------ის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა არ ითვალისწინებს ამგვარ საკითხზე წერილობითი თანხმობის აუცილებლობას.
შესაბამისად, წარმომადგენელი მიიჩნნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების კონტექსტში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არამხოლოდ სამართლებრივ უსწორობას შეიცავს, არამედ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უგულვებელყოფასა და სამართლებრივი საკითხებისადმი ორმაგი სტანდარტით მიდგომაზე მეტყველებს.
წარმომადგენლის განმარტებით, რაც შეეხება „-----–-----“-ს თემას, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა წრეს, რომელსაც მოპასუხის პოზიცია ეფუძნება, შეადგენს მისივე თანამშრომლების მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც რეალურად იგივე მხარის ახსნა-განმარტების ტოლფასი მტკიცებულებაა, რომელიც სადავოობის შემთხვევაში უმდაბლესი მტკიცებითი ხარისხით გამოირჩევა.
წარმომადგენლის განმარტებით, განმხილველი სასამართლო ენდო ამ ახსნა-განმარტებებს, თუმცა ყურადღების მიღმა დატოვა ამ მტკიცებულებების საპირწონედ თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით შექმნილი იმავე ხარისხის მტკიცებულება, რომელსაც თავად იმ ბიზნესმენის და, თავად მოსარჩელის მეგობრის, ასხნა-განმარტება წარმოადგენს, რომელშიც იგი არამთუ რაიმე ზეწოლას და „-----–-----“-ს ხსენების ფაქტს ადასტურებს, არამედ აფიქსირებს, რომ მოსარჩელე მის ახლობელს წარმოადგენს და ის სატელეფონო საუბარი, რომელიც იმ დღეს შედგა, წარმოადგენდა მათ შორის აპრობირებულ მორიგ კომუნიკაციას.
წარმომადგენლის განმარტებით, მსგავსი დავების გადაწყვეტის ჭრილში დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ფონზე მოცემული დავის ამგვარი შედეგით გადაწყვეტა შეუძლებელია და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ღონისძიების გამოყენებისთვის აუცილებელი ისეთი ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ამართლებს ასეთი ღონისძიების გამოყენებას. მათ შორის, სახეზე არ არის რაიმე ნეგატიური ან მავნე შედეგი, მოქმედი დისციპლინური ღონისძიება და სხვა. ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე წარდგენილ ახსნა - განმარტებებში მითითებულია, რომ ი-----------ის მხრიდან ჯეროვნად სრულდებოდა სამსახურებრივი მოვალეობები.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანება. ასევე მოთხონას წარმოადგენს ს----------–------------------------------------------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–-------------ი ი-------------------------–ის თანამდებობაზე აღდგენა და სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება, სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, ანუ 2017 წლის 7 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
პალატა მიუთითებს ასევე „ს----------–------------------------------------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ს----------–------------------------------------------------------ის (შემდგომში – სამსახური) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის პრინციპებსა და მიმართულებებს, უფლებამოსილებებს, აგრეთვე სამსახურში სამსახურის გავლის წესსა და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებს. ა---------------------------–-----------–---------------------------------------------------------–--------------------------------------–-------–-–-------------–---------–-------–------------------–------–-----–---–----------------–----–----------------------–-–------------–----------------–------–------------------–---–----------------------------------------–-------–----–---–-------------------–---------–------------–----------–-----------------–-------------------------------------------------–-------------------------------------–----------------–-----------------–------------–-----
ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, სამსახური არის საქართველოს ფ----------------------ს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და ს----------–------------------------ის წინაშე, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურის თანამშრომელი არის სახელმწიფო მოსამსახურე.
სასამართლო მიუთითებს „ს----------–------------------------------------------------------ის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ს----------–------------------------ის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მ--- მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუქტის თანახმად, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ს----------------------------ი, ხოლო ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ს----------------------------ის სტრუქტურული ქვედანაყოფებია - ტ--------------–---------------–----------------------ოები, მათ შორის „გ.ა“ ქვეპუნქტით - თ---–-------------ი ს-----------–ო.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----------ეს ს----------–------------------------------------------------------იდან გათავისუფლებამდე ეკავა ფ----------------------ს ს-----------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–-------------ი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას „ს----------–------------------------------------------------------ის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ს----------–------------------------ის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების მ--- მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს - შ---------------------------------–ო. ამავე დებულების მე-42 მუხლის თანახმად, შ---------------------------------–ოს ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა-----------------------–----------------------------------------------------------------------–---–-----------------------------------------–---------------------------------–-----------------------------–------------------------------------–--–------------------------------------–----------–----–--------------------–--------–-----–----------------------------–--–---–-----------------------------------------------------–-----------------------–---------–------------–----------–---------------------------–--–------------------–------------------------–------------------------------------–---–---------------------------------------------------------------------–-------------------------------------–----–------–----–------–----------–-----------------–-------------------------------------------–-----------------------------------–-----------–--------------------------–-------------------–------------------------------------------------–---–-----------–-------–-------–---.
პალატა მიუთითებს ასევე „ს----------–----------------------------ოს ს------------------------ში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–----------------------------ის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაზე, რომელიც ადგენს ს----------–------------------------------------------------------ში (შემდგომში - სამსახური) თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესს. აღნიშნული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაოს დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდგომ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და წესი; ე) შრომის დაცვის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები; ვ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურის დაწესებული შინაგანაწესი, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ის შინაგანაწესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ფ----------------------ს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ს----------–------------------------------------------------------ის (შემდგომში - სამსახური) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და სავალდებულოა შესასრულებლად სამსახურის თანამშრომელთათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, შინაგანაწესის მიზნებია: ა) თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების სრულად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება; დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.
ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეულის (გარდა იმ სტრუქტურული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია ცვლის განრიგი) თანამშრომლისათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დღის განმავლობაში სამუშაო დრო განისაზღვრება - 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო შესვენების დრო - 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, ხოლო ამავე მულის მე-9 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში თანამშრომლის სამუშაო ადგილიდან პირადი საჭიროებისათვის გასვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე.
რაც შეეხება „ს----------–------------------------------------------------------ში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ს----------–----------------------------ის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების 47-ე მუხლის პირველ პუნქტს, აღნიშნულით დადგენილია დისციპლინური გადაცდომის სახეები, კერძოდ - დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) სამსახურისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; დ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სამსახურის თანამშრომლის და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს მის დანიშვნაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს.
„ს----------–----------------------------ოს ს------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია - სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა. ამავე კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულია სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, „თ“ პუნქტით - სამსახურიდან დათხოვნა.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ისტანციის სასამართლოს აპელირებას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთვსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-132 მუხლის მ--- და მე-6 პუნქტებზე რომლის შესაბამისად - ,,საჯარო მოსამსახურემ უნდა იმოქმედოს კოლეგიურობის პრინციპის დაცვით, სამსახურებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას ამ კანონით დადგენილი საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, განსაკუთრებით იმ მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომელიც მისი სამსახურით სარგებლობს" და ,,საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის რეპუტაციას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
ამავე კანონის მე-135 მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტების თანახმად - ,,საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე", ასევე ,,თუ გაურკვეველია აქვს თუ არა საჯარო მოსამსახურეს შეთავაზებული საჩუქრის ან ნებისმიერი სარგებლის მიღების უფლება ან/და მომსახურებით სარგებლობის უფლება, იგი ვალდებულია ამის შესახებ განაცხადოს" და ,,საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი დანაშაულებრივი ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინებით ამხილოს იგი ამ კანონით დადგენილი წესით".
პალატა ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლზე სადაც ჩამოთვლილია დისციპლინური გადაცდომის სახეები, ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანებით, „ს----------–------------------------------------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტის, 21-ე მუხლის „თ“ პუნქტის, ს----------–------------------------ის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ში სამსახურის გავლის წესის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების და „ს----------–------------------------------------------------------ის უფროსსა და უფროსის მოადგილეებს შორის საკურატორო სფეროების განსაზღვრისა და სამსახურის უფროსის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ს-----------------------ის უფროსის 2017 წლის 28 სექტემბრის №97 ბრძანების შესაბამისად, ფ----------------------ს ს-----------------------ის ს----------------------------ის თ---–-------------ი ს-----------–ოს მ--- ს-----------–ოს უ-----------------------------------–ი, კ-------ი - ი---- ა-----ე (პ/ნ:------------) დათხოვნილი იქნა ს-----------------------იდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე სადაც განსაზღვრულია აქტის დასაბუთების წესი, რომელიც ერთიანია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის და რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ მასში მითითებული უნდა იქნას ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია მათ დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ს----------–------------------------------------------------------ის თ---–---------------------------–-------------ის - გ----------–------–---–ის 2017 წლის 1 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ს----------–------------------------------------------------------ის შ----------------–ის ს-----------–ოს მიერ, ი-----------ის მიმართ ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებში ახსნა - განმარტება ჩამოერთვა ს----------–------------------------------------------------------ის ს----------------------------ის თ---–---------------------------–-------------ს - გ----------–------–---–ს. ასევე, ამავე დეპარტამენტის თ---–---------------------------–---------------------–-------------ს - დ----- უ-----ეს, მის მოადგილეს - დ----- ს-------–---–ს. ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ასევე შპს „------------------------------------ის“ დამფუძნებელს - მ--–-----–--–--–---–ს. გამოკითხული იქნა ასევე ს-----------------------ის თ---–---------------------------–-------------ის თ---–--–- - ნ------------–---–ი.
პალატა ჩამორთმეული ახსნა - განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----------ე სისტემატიურად ტოვებდა სამუშაო ადგილს პირადი მიზნებისათვის, რის თაობაზედაც არაერთგზის მიეცა მას სიტყვიერი გაფრთხილება უშუალო ხელმძღვანელების მიერ და განემარტა რომ მსგავსი ქმედება მის მიმართ გახდებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა მსგავს ქმედებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამოწმებული იქნა ს-----------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოწყობილობის, ე.წ. „--------------“ ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები, რომლის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ი-----------ე ყოველგვარი სამსახურებრივი საჭიროების გარეშე, ხანგრძლივი დროით (რამდენიმე საათით) ტოვებდა სამუშაო ადგილს, რის თაობაზეც არ აყენებდა საქმის კურსში უშუალო ხელმძღვანელს, რითაც სისტემატიურად უგულებელყოფდა ს-----------------------ის შინაგანაწესის მოთხოვნებს.
პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებებზე, რომ ი-----------ე ტელეფონის მეშვეობით ესაუბრა მეწარმე - მ--–-----–--–--–---–ს, რომელსაც ჰქონდა ავტომანქანების ყიდვა - გაყიდვა გაქირავების კომპანია და ავტოსათადარიგო ნაწილებთანაც ჰქონდა შეხება და რომელსაც ხელმძღვანელობის სახელით სთხოვა კონკრეტული ავტონაწილი. აღნიშნული საუბრის ფაქტი დაადასტურა მ--–-----–--–--–---–მა. ამასთან, აღნიშნული ფაქტის გამო ი-----------ემ მოიხადა ბოდიში და ითხოვა პატიება. ი-----------ეს ხელმძღვანელობის მხრიდან განემარტა, რომ მისი ქმედებებით ირღვეოდა ს----------–------------------------------------------------------ის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ს-----------------------ის შინაგანაწესი და ილახებოდა ს-----------------------ის რეპუტაცია. მისთვის იქვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობებოდა შ---------------------------------–ოს სათანადო რეაგირებისათვის.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს აპელანტის მიერ დაფიქსირებულ იმ გარემოებაზე, რომ მ--–-----–--–--–---–თან სატელეფონო საუბრის გამო მას ბოდიში არ მოუხდია ასეთის საჭიროების არარსებობის გამო.
პალატას აქვე მიუთითებს ი-----------ის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, ს----------–------------------------------------------------------ის შ---------------------------------–ოს მიერ, 2017 წლის 6 ნოემბერს მიღებულ დასკვნაზე, რომელშიც მითითებული იქნა, რომ ი-----------ე სისტემატიურად უგულებელყოფდა ს-----------------------ის შინაგანაწესის მოთხოვნებს. ამასთან, მისი როგორც ს-----------------------ის თანამშრომლისა და ზოგადად საჯარო მოხელის სამსახურებრივი მოვალეობებისადმი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების დამადასტურებელად მიჩნეული იქნა ის ფაქტიც, რომ მან საერთოდ არაფრად ჩააგდო მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების პროცესი და მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა მიეცა ახნა-განმარტება საქმის გარემოებების შესახებ და განემარტა მისი ქმედებების მიზეზები, საერთოდ უარი განაცხადა შ----------------------------------–ოში გამოცხადებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის სამსახურისადმი შეუფერებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, შ---------------------------------–ომ იხელმძღვანელა „ს----------–------------------------------------------------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „ვ“ პუნქტით და 21-ე მუხლის „თ“ პუნქტით; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლის პირველი პუნქტით, მე-132 მუხლის მ--- და მე-6 პუნქტებით, მე-135 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–----------------------------ოს ს------------------------ის დებულების“ მე-42 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; ს----------–------------------------ის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ში სამსახურის გავლის წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ პუნქტებით; ს----------–------------------------------------------------------ის უფროსის 2017 წლის 31 აგვისტოს №91 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–------------------------------------------------------ის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების, მე-14 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ს----------–------------------------------------------------------ის თ---–---------------------------–---------------------–-------------ი ინსპექტორ-გამომძიებლის - ი-----------ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“. აღნიშნული დასკვნა კი ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანების მიღების საფუძველი გახდა.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა ფ----------------------ს ს-----------------------ის შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გამოიხატა მასში, რომ იგი ისე, რომ არ აყენებდა ხელმძღვანელობას საქმის კურსში, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სისტემატიურად ტოვებდა სამსახურის ტერიტორიას და შესაბამისად ხელმძღვანელობის დავალების და შეთანხმების გარეშე არ იმყოფებოდა სამუშაო საათებში სამუშაო ადგილას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის პოზიცია, რომ მოსარჩელესა და მეწარმეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, რა დროსაც ი-----------ე სთხოვდა ამ უკანასკნელს ავტომანქანის ნაწილზე გარკვეული შეღავათის გაკეთებას და საუბრის დროს ახსენებდა ფრაზას - ,,-----–------ სჭირდება" ნამდვილად სცილდება მეგობრული საუბრის ფარგლებს და წარმოადგენს სხვისი სახელით გარკვეული შეღავათის, ან უპირატესობის მიღების მცდელობას და წარმოადგენს ისეთ ქმედებას, რაც ზიანს აყენებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფო სამსახურის/საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობის შესახებ, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოთხოვნას სამსახურში აღდგენის თაობაზე, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს აღნიშნულ ნაწილშიც მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მ--- პუნქტზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობდა აპელანტის - ი-----------ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მხარის მოთხოვნაზე განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ს----------–------------------------------------------------------ის 2017 წლის 7 ნოემბრის №------– ბრძანება და უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ს----------–------------------------------------------------------ს დაევალოს მოსარჩელე - ი-----------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ი-----------ე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
5. პროცესის ხარჯები:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით - სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა