განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310117002232105
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310117002232105 (№3ბ/1524-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ი;

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თ----- გ-–-----–-ა;

 

მესამე პირები (ა.ს.კ. 16.2) - მ-----–- გ------–-–---–ი, ი---------–-–---–ი;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

1.1 ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 50 ლარის (ორმოცდაათი) ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს დაუბრუნდა 2018 წლის 09 თებერვალს მის მიერ, მისივე სარჩელზე სს „ბაზისბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 76.65 (სამოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარი. (საგადასახადო დავალება N1, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: მიმღები ბანკი - ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150). მოსარჩელის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან, 98.50 (ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1.5 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ. დაეკისრა მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2015 წლის 11 სექტემბერი) დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. რეგისტრირებული იყო კ-------- გ------–-–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 1, ს/ფ 135-136.

 

2015 წლის 22 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–ის წარმომადგენელმა - ქ------- ც-----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ-------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0--------------- იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2015 წლის 22 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და კ-------- გ------–-–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0--------------- დარეგისტრირდა ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის იპოთეკა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–---- ც--–------–-–---–ის წარმომადგენლის 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადება თანდართული მასალებით - ტომი 1, ს/ფ 139-145.

- 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ - ტომი 1, ს/ფ 149.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 1, ს/ფ 150 151.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური მეწარმე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები - მ-----–- გ------–-–---–ი ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი კ-------- გ------–-–---–ის კანონიერ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების (თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ; ი---------–-–---–ი ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი კ-------- გ------–-–---–ის კანონიერ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების (თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------) 1/4 ნაწილის მესაკუთრედ. კ------- გ------–-–---–ი ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი კ-------- გ------–-–---–ის კანონიერ მემკვიდრედ და დანაშთი ქონების (თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------) 2/4 ნაწილის მესაკუთრედ.

 

მოპასუხეებს - მ-----–- გ------–-–---–ს, ი---------–-–---–ს და კ------- გ------–-–---–ს მიღებული სამკვიდროს წილის პროპორციულად დაეკისრათ 2015 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა - 17 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 5100 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. ნ-----–---- ც--–------–-–---–ს უარი ეთქვა მოპასუხეებისთვის 2017 წლის 24 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 425 აშშ დოლარი გადახდის დაკისრებაზე მიუღებელი შემოსავლის შედეგად გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად. ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 2017 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 3.4 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 1147,8 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 155-167.

 

2017 წლის 06 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - განცხადების წარდგენის დღე, გადახდილი საფასური - 200 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2017 წლის 06 დეკემბრის განცხადება თანდართული მასალებით - ტომი 1, ს/ფ 153-168.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა მომსახურების საფასურის გადახდის მხოლოდ ერთი ქვითარი. მესაკუთრეთა საკუთრებაში გადასაცემი წილები მოცემული იყო წილობრივი მონაცემების სახით, თითოეული წილის რეგისტრაციისათვის საჭირო იყო თითო ქვითარი. შესაბამისად, ყველა მესაკუთრის წილის რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო დამატებით ორი ქვითარი ან დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, თუ რომელი წილის რეგისტრაციას ითხოვდა განმცხადებელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 171-172.

 

2017 წლის 07 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა საფასურის - 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2017 წლის 06 დეკემბრის განცხადება - ტომი 1, ს/ფ 173-174.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან წარდგენილი გადაწყვეტილებით ვერ ხერხდებოდა მემკვიდრეების - კ------- გ------–-–---–ის, ი---------–-–---–ის და მ-----–- გ------–-–---–ის იდენტიფიცირება. არ იყო წარდგენილი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 175.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 176.

 

2017 წლის 08 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა კ------- გ------–-–---–ის, ი---------–-–---–ის და მ-----–- გ------–-–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2017 წლის 08 დეკემბრის განცხადება - ტომი 1, ს/ფ 181-182.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8--------------- გადაწყვეტილებით, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრაცია.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2017 წლის 08 დეკემბერი) დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. დარეგისტრირდა მ-----–- გ------–-–---–ის - ¼ წილზე, ი---------–-–---–ის ¼ წილზე და კ------- გ------–-–---–ის 2/4 წილზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 183.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 184.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 1, ს/ფ 185-186.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს მიღებული იქნა პირობითი განცხადება და მოთხოვნილი იქნა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის მომართვის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან, იმ საფუძვლით, რომ 2017 წლის 08 დეკემბრისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის პირობითი განცხადება - ტომი 1, ს/ფ 187.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის N N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 190.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის მომართვა - ტომი 1, ს/ფ 195.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 197.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 198-199.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 204-205.

 

ნ-----–---- ც--–------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე რეგისტრაციის დავალება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის N4---- გადაწყვეტილებით, ნ-----–---- ც--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 26 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილება. დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს N8----------- განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების განახლება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის N4---- გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 321-327.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N8------------07 გადაწყვეტილებით, განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N8------------08 გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრაცია.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2018 წლის 30 იანვარი) დასტურდება, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. დარეგისტრირდა მ-----–- გ------–-–---–ის - ¼ წილზე, ი---------–-–---–ის ¼ წილზე და კ------- გ------–-–---–ის 2/4 წილზე საკუთრების უფლება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N8------------07 გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 183.

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N8------------08 გადაწყვეტილება - ტომი 1, ს/ფ 184.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 1, ს/ფ 185-186.

 

2017 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–მა, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ამავე სარჩელით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის, ასევე 198-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–მა იშუამდგომლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

2018 წლის 03 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ნ-----–---- ც--–------–-–---–მა და იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტისა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ზ------------ას ქ. N11დ (საკადასტრო კოდით 0---------------), რაიმე ახალი უფლების რეგისტრაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის განჩინებით, ნ-----–---- ც--–------–-–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ზ-------------ას ქუჩა N11დ (საკადასტრო კოდით 0---------------), რაიმე ახალი უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2017 წლის 25 დეკემბრის სარჩელი - ტომი 1, ს/ფ 1-13.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება - ტომი 1, ს/ფ 53-59.

- ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2018 წლის 03 იანვრის განცხადება - ტომი 1, ს/ფ 65-66.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 იანვრის განჩინება - ტომი 1, ს/ფ 77-82.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 03 იანვარს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, თითოეულზე 50 ლარის გადახდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 03 იანვარს წარმოდგენილ განცხადებებზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50-50 ლარის ოდენობით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადება არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, როგორც მატერიალური ზიანის, მოპასუხისათვის დაკისრება უსაფუძვლოა, თუმცა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2018 წლის 03 იანვარის განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა სარჩელის უზრუნველყოფა, ხოლო 2017 წლის 25 დეკემბერს წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და შესაბამისად სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დააკისრა ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 50 ლარის (ორმოცდაათი) ანაზღაურება.

 

ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნებს დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 600 ლარის გადახდა, ასევე დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, ორი თვის მიუღებელი შემოსავლის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად - 532.8 აშშ დოლარის და 43.16 ლარის გადახდა და დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 25 დეკემბრის N8----------6 გადაწყვეტილების შედეგად არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნით მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად - 500 ლარის გადახდა, სასამართლომ მიუთითა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებულია ვადები და განსაზღვრულია საფასურის განაკვეთები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 06 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - განცხადების წარდგენის დღე, გადახდილი საფასური - 200 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა მომსახურების საფასურის გადახდის მხოლოდ ერთი ქვითარი. მესაკუთრეთა საკუთრებაში გადასაცემი წილები მოცემული იყო წილობრივი მონაცემების სახით, თითოეული წილის რეგისტრაციისათვის საჭირო იყო თითო ქვითარი. შესაბამისად, ყველა მესაკუთრის წილის რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო დამატებით ორი ქვითარი ან დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, თუ რომელი წილის რეგისტრაციას ითხოვდა განმცხადებელი. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა საფასურის - 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სრულად გადაიხადა დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოების საფასური, დაუყოვნებლივ განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და იმის გათვალისწინებით, რომ მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციაში გატარების წინაპირობაა რეგისტრაციის საფასურის გადახდა, დაიწყო განაცხადზე არსებითი მსჯელობა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან წარდგენილი გადაწყვეტილებით ვერ ხერხდებოდა მემკვიდრეების - კ------- გ------–-–---–ის, ი---------–-–---–ის და მ-----–- გ------–-–---–ის იდენტიფიცირება. არ იყო წარდგენილი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა კ------- გ------–-–---–ის, ი---------–-–---–ის და მ-----–- გ------–-–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულყოფილი განცხადების წარდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრაცია.

 

ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ დაჩქარებულ ვადაში მიიღო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდა და დაჩქარებული მომსახურების გაწევა რა თქმა უნდა არ ზღუდავს მოპასუხეს იმსჯელოს თუნდაც დაჩქარებულად განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე, საამისო საფუძვლების არსებობის პირობებში. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 600 ლარის გადახდა არ მიიჩნია საფუძვლიანად სასამართლომ და არ დააკმაყოფილა.

 

რაც შეეხება მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციის შეფერხებამ გამოიწვია სააღსრულებო პროცედურების შეჩერება ორი თვით და ამით ზიანი მიადგა მოსარჩელეს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობის ძირითადი არსი და მიზანია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მცირე სესხების გაცემა და ამით გარკვეული შემოსავლის მიღება. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ - ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი იყო პირდაპირი (და არა ირიბი) და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის ქმედებისა თუ უმოქმედობისა. ამასთან, საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად ვერ მიიჩნია რა ფასად გაიყიდებოდა იპოთეკის საგანი აუქციონზე და როდის. მოსარჩელის მითითება, რომ თუ იპოთეკის საგანს აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდებოდა თავად შეიძენდა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რა ფასად იყო შეფასებული იპოთეკის საგანი, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელს ჰქონდა იპოთეკის საგნის შეძენისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები, თუმცა იპოთეკით დატვირთული ქონების მოსარჩელის მიერ შეძენის შემთხვევაში, რომ სწორედ ამ ოდენობის სარგებელს მიიღებდა მოსარჩელე, დაუსაბუთებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფილა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. სასამართლომ მიუთითა, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, რომელიც არ არის დაკავშირებული საკუთრების უფლების ხელყოფასთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოშობს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე აპელირებს მისი ქონებრივი უფლებების ხელყოფაზე, აღნიშნული არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზღაურების შესაძლებლობას არ ჰქმნის.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1 ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს, "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა საჭიროდ მიიჩნია იმ მიზნით, რომ დროულად დაერეგისტრირებინა რა მოვალე კ-------, ი----- მ-----–- გ------–-–---–ების საკუთრების უფლებები უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 0---------------, ასევე დროულად დაიწყებოდა შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებები აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზების გზით მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მიუთითებს, რომ მართალია 2017 წლის 8 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მიიღო №8----------- გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, რომლის საფუძველზეც მომზადდა განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 0--------------- და შედეგად, კერძო აღმასრულებელმა დაიწყო მისი უფლება - მოვალეობის ფარგლებში რიგი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება საქმეზე № A1-------, რის საფუძველზეც 2017 წლის 12 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო №------------ გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო 2017 წლის 11 დეკემბერს № A1--------005/001 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოსათხოვად, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის № 8----------6 გადაწყვეტილების შედეგად ქონება კვლავ გარდაცვლილი კ-------- გ------–-–---–ის სახელზე აღირიცხა და ცხადია, გაუქმდა მოცემულ ქონებაზე 2017 წლის 12 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------------ გადაწყვეტილებით რეგისტრირებული ყადაღაც. აპელანტის განმარტებით აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ზემოხსენებული სააღსრულებო მოქმედებების შეჩერება და მასსა და კერძო აღმასრულებელ ზ---– ფ---–---–-–---–ს შორის 2017 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების შეფერხება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №8----------6 გადაწყვეტილების შედეგად ვერ ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც რეალურად გულისხმობს ზემოხსენებული დაჩქარებული მომსახურება, რაშიც მის მიერ გადახდილი იქნა 600 ლარი. მიუთითებს, რომ დაჩქარებული მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდის მიუხედავად, არამც თუ დაჩქარებული, არამედ ჩვეულებრივი, ოთხდღიანი მომსახურებაც ვერ მიიღო და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული რეგისტრაცია თითქმის ორი თვით იყო გაუქმებული. განმარტავს, რომ ერთის მხრივ, მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო სრულფასოვანი განცხადება და გადახდილი იყო დაჩქარებული მომსახურების სრული ღირებულება, ხოლო მეორეს მხრივ, რეალურად შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა ორი თვის დაგვიანებით, რადგან, ჯერ დარეგისტრირებული და შემდეგ (რამოდენიმე დღეში) უსაფუძვლოდ, გაუქმებული რეგისტრაცია, რომლის შედეგად ქონება კვლავ გარდაცვლილის სახელზე აღირიცხა, სინამდვილეში არ ნიშნავს დაჩქარებული მომსახურების გაწევას, არ ნიშნავს დაინტერესებული პირისთვის იმ სიკეთის მინიჭებას, რასაც ფაქტობრივად გულისხმობს დაჩქარებული მომსახურება. ასევე განმარტავს, რომ რეალურად მომსახურება მიიღო განცხადების წარდგენიდან ორი თვის დაგვიანებით, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დარწმუნდა იმაში, რომ სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაუუქმდა რეგისტრაცი----- შედეგად, ისევ აღუდგინა 2017 წლის 8 დეკემბრის №8----------- გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული მონაცემები. რეალურად სწორედ ამის შემდეგ შეძლო ესარგებლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით და სწორედაც ამის შემდეგ განახლდა შეჩერებული სააღსრულებო მოქმედებები.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ზიანის არსებობის ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულების ისეთი მაღალი სტანდარტის მოთხოვნას არ ითვალისწინებს არამც თუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არამედ სამოქალაქო კოდექსიც კი.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ზარალის ანაზღაურების უფლება და ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება). აპელანტის განმარტებით, საჯარო დაწესებულებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ არასწორი ინფორმაციის შექმნით და დამუშავებით არანაირი ზიანი არ მიადგა. მოცემულ შემთხვევაში სწორედაც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს მიღებული №8----------6 გადაწყვეტილების შედეგად (რომლითაც გაუქმებულია 2017 წლის 8 დეკემბერს მის მიერვე მიღებული №8----------- გადაწყვეტილება, რის შედეგადაც უძრავი ქონება სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ კვლავ გარდაცვლილის სახელზე აღირიცხა) არანაირი ზიანი არ მიადგა არც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის სახით და არც მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი, როდესაც მთლიანად მას დააკისრა მიყენებული ზიანის არსებობის მტკიცების ტვირთი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საუბარია არ ფაქტობრივად დამდგარ ქონებრივ დანაკლისზე, არამედ მიუღებელ შემოსავალზე. აპელანტისათვის გაურკვეველია, თუ რა სახის მტკიცებულების წარდგენას ითხოვს სასამართლო მიუღებელი შემოსავლის შესახებ, მისი მოსაზრებების, არგუმენტები და წარდგენილი მტკიცებულებების გარდა. განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ითხოვს იმ გარემოების უტყუარ დადასტურებას, თუ რა ფასად გაიყიდებოდა იპოთეკის საგანი და როდის და გადაწყვეტილებაში სასამართლო აკონკრეტებს, რომ არ იყო წარდგენილი მტკიცებულება იმისა, თუ რა ფასად იყო შეფასებული იპოთეკის საგანი.

 

თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დოკუმენტს, სადაც ზუსტად იქნებოდა ქონება შეფასებული, აპელანტის განმარტებით, სასამართლოს შეეძლო გადაედო საქმის განხილვა და მხარეთათვის დაევალებინა ასეთი შეფასების წარმოდგენა.

 

რაც შეეხება ქონების შესაძენად საკმარის სახსრებს, აპელანტის განმარტებით, პირველ იძულებით აუქციონზე ქონება იყიდება შეფასებული ღირებულების 75%-ად, მეორე იძულებით აუქციონზე - 50%-ად, ხოლო თუ ამჯერადაც არ გაიყიდა, მესამე აუქციონი ნულოვანი----- ფაქტიურად ნებისმიერ თანხად შეიძლება მისი შეძენა. სწორედაც ამიტომ, კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებით აუქციონებზე გატანილი ქონების თითქმის 100% მთავრდება ქონების რეალიზაციით და ამ სტატისტიკის მიხედვითაც სასამართლოს შეეძლო ევარაუდა სასამართლოს, რომ ქონება აუცილებლად გაიყიდებოდა, ხოლო თუ ამ სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, შეეძლო აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოეთხოვა იგი.

 

აღნიშნულის მიუხედავად, თუ სასამართლოს გაუჩნდებოდა ვარაუდი, რომ საკმარისი სახსრები არ გააჩნდა აღნიშნული ქონების შესაძენად და თუკი მის მიერ მიუღებელი შემოსავლით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად და მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განსახილველად აუცილებელი იყო სახსრების დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, სასამართლოს, ზემოთმოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, შეეძლო და ვალდებულიც იყო, მოეთხოვა ასეთი დოკუმენტის წარდგენა.

 

აპელანტი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯეროვნად რომ შეესრულებინა ვალდებულება, რაც საჯარო რეესტრს დაეკისრა 2017 წლის 6 დეკემბერს მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო განცხადებით და 2017 წლის 25 დეკემბერს არ გაეუქმებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციის შესახებ №8----------- გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში მიიღებდა ორი თვის მიუღებელ შემოსავალს. ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან, მისი როგორც ინდ. მეწარმის საქმიანობის ძირითადი არსი და მიზანი იყო სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მცირე სესხების გაცემა და ამით გარკვეული შემოსავლის მიღება, შესაბამისად, მისი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მის მიერ მიუღებელი შემოსავლით განცდილი ზიანი სწორედაც რომ ნორმალური და ჩვეულებრივი ხასიათის იქნებოდა. განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსთვის, გადაწყვეტილების მიღებისას, ე.წ. ამოსავალი წერტილი ის კი არ უნდა ყოფილიყო, თუ კონკრეტულად როდის გაიყიდებოდა აღნიშნული ქონება, ან რა ფასად გაიყიდებოდა, ან ვინ შეიძენდა მას (კრედიტორი თუ გარეშე პირი), ან კონკრეტულად რა სარგებელს ნახავდა ამ ქონების შეძენით არამედ ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილება რომ არ მიეღო (რამაც რეალურად ორი თვით შეაფერხა სააღსრულებო მოქმედებები, რომლებიც მისი თანხის ამოსაღებად მიმდინარეობდა), რამდენად გონივრული იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ამ ორი თვის განმავლობაში აღსასრულებელი თანხა გარკვეულ ყოველთვიურ შემოსავალს მოუტანდა სარგებლის სახით და მის მიერ მიუღებელი შემოსავლით განცდილი ზარალი რამდენადაა ამ უკანონო ქმედების ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი და რამდენად მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილი), რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის სასარგებლოდ 1.5 ლარი დააკისრა 100 ლარის ნაცვლად.

 

3.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. წარმომადგენლისთვის ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.

 

წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 992-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არსებობს ოთხი პირობა: 1. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 2. მიყენებული ზიანი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის 4. ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღოდეს ზიანის მიყენებაში.

 

წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში არ დასტურდება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ასევე არ დასტურდება მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რაიმე ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა და ამდენად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც თავისთავად გამოირიცხავს მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა და მოპასუხის ინტერესს შორის. სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შესაბამისად, შეარჩიოს უზრუნველყოფის ღონისძიების ესა თუ ის სახე, თუ სასამართლო მიხედულობით სარჩელს სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების პრეტენზია გააჩნია. მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიზანს წარმოადგენდა უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა, რაც შეუძლებელი იყო იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მესაკუთრედ მითითებული იყო გარდაცვლილი პირი - კ-------- გ------–-–---–ი. ამდენად, იპოთეკარს ჰქონდა უძრავ ნივთზე მემკვიდრეების რეგისტრაციის ინტერესი, თუმცა დაუსაბუთებელია მისი ინტერესი მემკვიდრეთა შორის წილობრივი მონაცემების გადანაწილების თაობაზე. ამასთან, უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში იპოთეკა უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე. ამდენად, კ-------- გ------–-–---–ის მემკვიდრეების მიერ უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაშიც კი, იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უძრავი ნივთის რეალიზაციის დაბრკოლების თაობაზე მოსარჩელეს და სასამართლოს ეჭვი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მსჯელობა კეთილსინდისიერ შემძენთან დაკავშირებით, რადგან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება ასახულია ამონაწერში საჯარო რეესტრიდან.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ მსჯელობას, რომ სასამართლომ მატერიალური ზიანის სახით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დააკისრა, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად სცნო ბათილად 2017 წლის 25 დეკემბრის სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი. აღნიშნულზე აპელანტი განმარტავს, რომ 2017 წლის 25 დეკემბრის სარჩელით ნ-----–---- ც--–------–-–---–ი ითხოვდა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის N8-------------- (25.12.2017) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 4---- (29.01.2018) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის N8-------------- (25.12.2017) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ამავე სამსახურის N8-------------- (26.01.2018) გადაწყვეტილებები.

 

აპელანტის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებით მიადგა რაიმე სახის ზიანი, ვინაიდან სასამართლომ საპირისპირო მიიჩნი-----დასტურებულად (50 ლარის ანაზღაურების ნაწილში), სასამართლოს უნდა დაედგინა არსებობდა თუ არა ნ-----–---- ც--–------–-–---–ის ბრალი ზიანის დადგომაში.

 

წარმომადგენელი აპელირებს "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "თ" ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, პირობითი განცხადებით საჯარო რეესტრმა თავისი ინიციატივით დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება და თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია, ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის მომართვის თანახმად, გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული. ამდენად, 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. ამდენად, N8-------------- (25.12.2017) გადაწყვეტილება თავისი შინაარსის გათვალისწინებით არ უნდა იქნეს აღქმული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებად, რადგან იგი წარმოადგენს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არა სასამართლოში. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დავის სწორად წარმართვის შემთხვევაში არ იქნებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაც.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ისათვის სრულად უნდა ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე მიაჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხესათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1.5 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მოსარჩელეს სასარგებლოდ დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ პირველ ინსტანციის სასამართლოში განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენდა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 03 იანვარს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, თითოეულზე 50 ლარის გადახდა.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 600 ლარის გადახდა.

 

1.3. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, ორი თვის მიუღებელი შემოსავლის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად - 532.8 აშშ დოლარის და 43.16 ლარის გადახდა.

 

1.4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 25 დეკემბრის N8----------6 გადაწყვეტილების შედეგად არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნით მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად - 500 ლარის გადახდა.

 

1.5. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯების გადახდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა ნ-----–---- ც--–------–-–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მოითხოვა:

1.1. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველსაყოფად 2017 წლის 28 დეკემბერს და 2018 წლის 03 იანვარს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, თითოეულზე 50 ლარის გადახდა.

1.2. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 600 ლარის გადახდა.

1.3. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, ორი თვის მიუღებელი შემოსავლის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად - 532.8 აშშ დოლარის და 43.16 ლარის გადახდა.

1.4. დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯების გადახდა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება არ ნიშნავს სარჩელის შეცვლას და შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვებოდა მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. იმავდროულად, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 381-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. აღნიშნული ჩანაწერი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.

 

პალატა განმარტავს, რომ მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პალატა აქვე მიუთითებს, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს, პირობითი განცხადებით საჯარო რეესტრმა თავისი ინიციატივით დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება და თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია, ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის N2/2097 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის მიმართვის თანახმად, გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული. 2017 წლის 25 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. ამდენად, N8-------------- (25.12.2017) გადაწყვეტილება თავისი შინაარსის გათვალისწინებით არ უნდა იქნეს აღქმული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებად, რადგან იგი წარმოადგენს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არა სასამართლოში.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის იმ მოსაზრებას, რომ დავის სწორად წარმართვის შემთხვევაში არ იქნებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაც. პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს აპელანტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის იმ განმატებას, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა დაედგინა არსებობდა თუ არა ნ-----–---- ც--–------–-–---–ის ბრალი ზიანის დადგომაში.

 

ამდენად პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და იმ მსჯელობას, რომ ვინაიდან ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის 2018 წლის 03 იანვრის განცხადება დაკმაყოფილდა და განხორციელდა სარჩელის უზრუნველყოფა, ხოლო 2017 წლის 25 დეკემბერს წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტი ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით - 50 ლარის (ორმოცდაათი) ანაზღაურება.

 

რაც შეეხება მოთხოვნებს დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 600 ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, ორი თვის მიუღებელი შემოსავლის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად - 532.8 აშშ დოლარის და 43.16 ლარის გადახდა, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და მსჯელობას და დამატებით განმარტვას შემდეგს:

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები: - უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ერთეული ნივთისა და ერთეული უფლების (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის) მიხედვით, ხოლო ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით - უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 06 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ზ------------ას ქუჩა N11დ, საკადასტრო კოდი 0---------------. სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - განცხადების წარდგენის დღე, გადახდილი საფასური - 200 ლარი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა მომსახურების საფასურის გადახდის მხოლოდ ერთი ქვითარი. მესაკუთრეთა საკუთრებაში გადასაცემი წილები მოცემული იყო წილობრივი მონაცემების სახით, თითოეული წილის რეგისტრაციისათვის საჭირო იყო თითო ქვითარი. შესაბამისად, ყველა მესაკუთრის წილის რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო დამატებით ორი ქვითარი ან დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა თუ რომელი წილის რეგისტრაციას ითხოვდა განმცხადებელი. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა საფასურის - 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდზე შესრულებული ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციაში გატარების წინაპირობაა რეგისტრაციის საფასურის გადახდა.

 

დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც მხარემ სრულად გადაიხადა დაჩქარებული სარეგისტრაციო წარმოების საფასური, დაუყოვნებლივ განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და იმის გათვალისწინებით, რომ მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციაში გატარების წინაპირობაა რეგისტრაციის საფასურის გადახდა, დაიწყო განაცხადზე არსებითი მსჯელობა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან წარდგენილი გადაწყვეტილებით ვერ ხერხდებოდა მემკვიდრეების - კ------- გ------–-–---–ის, ი---------–-–---–ის და მ-----–- გ------–-–---–ის იდენტიფიცირება, კერძოდ არ იყო წარდგენილი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

 

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს ნ-----–---- ც--–------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა კ------- გ------–-–---–ის, ი---------–-–---–ის და მ-----–- გ------–-–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულყოფილი განცხადების წარდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 08 დეკემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრაცია.

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოსარჩელემ დაჩქარებულ ვადაში მიიღო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდა და დაჩქარებული მომსახურების გაწევა რა თქმა უნდა არ ზღუდავს მოპასუხეს იმსჯელოს თუნდაც დაჩქარებულად განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე, საამისო საფუძვლების არსებობის პირობებში. ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაეკისროს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სასარგებლოდ, 2017 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 600 ლარის გადახდა არის უსაფუძვლო.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციის შეფერხებამ გამოიწვია სააღსრულებო პროცედურების შეჩერება ორი თვით და ამით ზიანი მიადგა მხარეს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობის ძირითადი არსი და მიზანია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მცირე სესხების გაცემა და ამით გარკვეული შემოსავლის მიღება. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

 

პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა- ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, სადაც კანონმდებელი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ არის ინდივიდუალური მეწარმე, რომლის საქმიანობის ძირითადი არსი და მიზანია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე მცირე სესხების გაცემა და ამით გარკვეული შემოსავლის მიღება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის დროულად განუხორციელებლობით, თითქმის ორი თვით შეჩერდა სააღსრულებო პროცედურები, ვერ განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ქონების დროული რეალიზაცია, შესაბამისად, მოსარჩელემ დროულად ვერ მიიღო მისი კუთვნილი თანხა, რომელსაც ან გაასესხებდა, ან რომელიმე კომერციულ ბანკში განათავსებდა ანაბარზე და პერიოდულ შემოსავალს მიიღებდა დარიცხული პროცენტის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

პალატა განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ - ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი იყო პირდაპირი (და არა ირიბი) და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის ქმედებისა თუ უმოქმედობისა. ამასთან, საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“

 

მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეში წარდეგნილი მტკიცებულებებით, ისე სააპელაციო სასამართლოში ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და თანდართული მასალებით ვერ დადასტურდა თუ რა ფასად გაიყიდებოდა იპოთეკის საგანი აუქციონზე და როდის. მითითება, რომ თუ იპოთეკის საგანს აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდებოდა თავად შეიძენდა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რა ფასად იყო შეფასებული იპოთეკის საგანი, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელს ჰქონდა იპოთეკის საგნის შეძენისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები, თუმცა იპოთეკით დატვირთული ქონების მოსარჩელის მიერ შეძენის შემთხვევაში, რომ სწორედ ამ ოდენობის სარგებელს მიიღებდა მოსარჩელე ასევე დაუსაბუთებელია. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული-----ასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა- განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს და პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, რომლითაც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

 

ვინაიდან, ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად, პალატა მიიჩნევს, რომ შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელე მხარისათვის წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

ვინაიდან, პალატა არ იზიარებს ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია აპელანტის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის - ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასრგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება;

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. ი/მ ნ-----–---- ც--–------–-–---–ს დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი