გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-III თავის მოთხოვნების შესასრულებლად, კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

2017 წლის განმავლობაში გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა ორი განცხადება:

1. საქართველოს სახალხო დამაცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი;

2. ანა დოლიძე

შემოსული განცხადებები არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს სახალხო დამაცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის განცხადება (2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ რამდენი სარჩელი დარეგისტრირდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში, რამდენს ეთქვა უარი მიღებაზე, აღნიშნულ პერიოდში უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ წარდგენილი სარჩელებიდან რამდენზეა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენზე შეწყდა საქმის წარმოება, რამდენი დარჩა განუხილველი და რამდენია განხილვის პროცესში) არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ 2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელები სასამართლოში არ შემოსულა.

ანა დოლიძის განცხადება (განუხილავს თუ არა სასამართლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სარჩელები ქონების ჩამორთმევასთან ან/და უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით) არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქონების ჩამორთმევასთან ან/და უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.