1. მერია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია. მერია ასევე ვალდებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად გამოაქვეყნოს ან/ და საჯაროდ გამოაცხადოს:
ა) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმები, – შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
ბ) დასახლების საერთო კრების ოქმები, – მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;
გ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის, მისი გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, – ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;
დ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, – მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი,--მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
ვ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, – მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებდან 10 დღის ვადაში;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმა, – მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
თ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, – შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.
მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტე