1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  www.ozurgeti.mun.gov.ge  პროაქტიულად   გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში- საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები - შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი - საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში -საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

მ) მერის, მერიის სამსახურების უფროსების, კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წლიურ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

პ) პეტიცია-საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2.  საკრებულოს აპარატი უფლებამოსილია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან გააგზავნოს ინფორმაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და/ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკრებულოს, საკრებულოს კომისიის სხდომამდე 2 დღით ადრე.

თავი XVIIსაკრებულოს აპარა