1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე http://shuakhevi.gov.ge/ პროაქტიულად გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები – შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;
დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
მ) მერის, მერიის სამსახურის უფროსების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
პ) პეტიცია – საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
2. საკრებულოს აპარატი უფლებამოსილია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან გააგზავნოს ინფორმაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და/ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკრებულოს, საკრებულოს კომისიის სხდომამდე 2 დღით ადრე.