1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი – ბრძანება საკრებულოს წევრის (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრა ანგარიშის მოსმენის თაობაზე, შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან სხვა საჯარო სივრცეში, რასაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

4. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის ჩაბარებას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.

5. საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრის ანგარიშის სრული ტექსტი, ასევე ინფორმაცია ანგარიშის წარდგენის დღის, ადგილისა და დროის შესახებ გამოაქვეყნოს ამ რეგლამენტის 138-ე მუხლით დადგენილი წესით, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

6. საკრებულოს წევრის ანგარიში უნდა მოიცავდეს, მინიმუმ, შემდეგ ინფორმაციას:

ა) თვითმმართველი ერთეულის ორგანოს დასახელებას, რომლის წევრიც არის ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი;

ბ) საკრებულოს წევრის ვინაობას (საკრებულოს წევრის სახელი, გვარი);

გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს ფარგლებში დაკავებულ თანამდებობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) საკრებულოს ფრაქციის დასახელებას, რომელშიც გაერთიანებულია ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი;

ე) საკრებულოს კომისიის (კომისიების) დასახელებას, რომლის (რომლების) შემადგენლობაშია გაერთიანებული ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი;

ვ) ინფორმაციას საკრებულოს სხდომების (როგორც მორიგის, ისე რიგგარეშეს) რაოდენობის შესახებ, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი;

ზ) საკრებულოს ამ სხდომებზე განხილულ ძირითად საკითხებს;

თ) საკითხებს, რომლებსაც საკრებულოს სხდომებზე განხილვისას მხარი დაუჭირა/არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა საკრებულოს წევრმა;

ი) საკრებულოს კომისიის (კომისიების) სხდომების რაოდენობას, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრი;

კ) საკრებულოს კომისიის (კომისიების) ამ სხდომებზე განხილულ ძირითად საკითხებს;

ლ) საკითხებს, რომლებსაც საკრებულოს კომისიის (კომისიების) სხდომებზე განხილვისას მხარი დაუჭირა/არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა საკრებულოს წევრმა;

მ) ინფორმაციას ანგარიშის წარმდგენი საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოში ინიცირებული საკითხების შესახებ;

ნ) ინფორმაციას მოქალაქეებთან (ამომრჩევლებთან) ოფიციალური შეხვედრებისა და ამომრჩეველთა მიღების რაოდენობის შესახებ;

ო) ინფორმაციას ამ შეხვედრებზე დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობის თაობაზე;

პ) მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოკვეთილ ძირითად საკითხებს;

ჟ) საანგარიშგებო პერიოდში განხორციელებული საქმიანობებით მიღებულ შედეგებს;

რ) ინფორმაციას შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ.

7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას ესწრებიან შუახევის მუნიციპალიტეტში ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ასევე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირები.

9. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავიანთი შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.

10. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

11. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში.

12. საკრებულოს აპარატი საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების თაობაზე ინფორმაციას აწვდის საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, კენჭისყრის გარეშე, ცნობად იღებს აღნიშნულ ინფორმაცია