გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.01.2020
საქმის ნომერი
100310019003292724
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003292724

საქმე №3/54-2019წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27.01. 2020 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--

წარმომადგენელი- თე------ ლა-------ი

 

მოპასუხე - ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------

წარმომადგენელი - რუ------- ღა---–--ე

 

დავის საგანი - ქმედების განხორცილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2019 წლის 20 ნოემბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს მომართა ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--მ და მოპასუხედ დაასახელა ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“ (შემდგომში სერვისცენტრი) მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს საჯარო ინფორმაციის გაცემას.

 

1.2. მოსარჩელე ითხოვს:

1.2.1. დაევალოს ა.(ა).ი.პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--ს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“ -ს 2019 წლის 19 აპრილს ა (ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრსა და შპს ი----------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულება N 44 (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ) - ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დაცვაზე შემსყიდველის მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლის გადმოცემა, მათ შორის ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინალური პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების ოზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ. (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ ხორციელდება ასეთი სახის გადაღებები, მაშინ დაფიქსირებული იყოს აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განმარტოს შემსყიდველმა რა მექანიზმებით ახორციელებს შემსყიდველი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებს შემსყიდველი ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად მიმწოდებლის მიერ).

 

1.2.2. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს მოსარჩელეს ა.(ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრში 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) შესული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპოდენციის ასლები, რომელთა ადრესატი არის ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------, ასევე ფიზიკური(მხოლოდ სახელი და გვარის მითითებით) პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლთა მიერ ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“ -ში ჩაბარებული განცხადებების ასლები;

 

1.2.3. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს მოსარჩელეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის (მხოლოდ სახელი და გვარის მითითებით ) , ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპოდენციის ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, ნებისმიერი სახის აქტი რომელიც გამოიცა ა.(ა).ი.პ.,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ;

 

1.2.4. დაევალოს ა.(ა).ი.პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ აცნობოს მოსარჩელეს რამდენი ლარით მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე).

 

1.2.5. დაევალოს ა.(ა).ი.პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ აცნობოს მოსარჩელეს რამდენმა ლარმა შეადგინა ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“ - სათვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში, მათ შორის რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით);

 

1.2.6. ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ განემარტოს მოსარჩელეს დეტალურად ანუ თითოეულ შემთხვევაში კონკრეტული შემოსავლები ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვისა და წლის მითითებით);

 

1.2.7. ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ მიწოდებული იქნას მოსარჩელისათვის ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თავის საბანკო ანგარიშ (ებ) ზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლების მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) .

 

1.2.8. დაევალოს ა.(ა).ი.პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ მოსარჩელეს გადასცეს ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დირექტორის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე)

 

1.3. მოსარჩელე ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-- სარჩელში მიუთითებს, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს მიმართა მოპასუხე გამოიცა ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიღება. მოპასუხის 2019 წლის 31 ოქტომბრის წერილით დაფიქსირებული იქნა, რომ ინფორმაციას მიიღებდა მოსარჩელე, თუმცა ინფორმაცია ვერ მიიღო დღემდე. მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის შინაარსის კუთხით დაზუსტებული იქნა სასამართლოს სხდომაზე და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მითითებული სახით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 21 ოქტომბრის წერილით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხიდან მიეღო სრული ინფორმაცია 2017; 2018; 2019 წლებში სერვისცენტრის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის და ყველა დოკუმენტის თაობაზე. მას მიეწოდა ზოგადი პასუხი მითითებულ წერილზე, რაც განპირობებული იყო ობიექტური მიზეზით. მოპასუხე განმარტავს, რომ სერვისცენტრის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მერია სხვა შემოსავლები ორგანიზაციას არ გააჩნია. მოთხოვნა სერვისცენტრის გამოცემული აქტების გადაცემის თაობაზე მოპასუხის აზრით არასწორია და შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. მოპასუხე არ ცნობს გადაწყვეტილების 1.2.2., 1.2.3. და 1.2.8. პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნას. მოსამზადებელ ეტაპზე დანარჩენ ნაწილში მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია რეგისტრირებულია 2014 წლის 16 ოქტომბერს, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია 4--------. გამგეობის თავმჯდომარეა თე------ ლა-------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი (ს.ფ.17 ).

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილია რომ, ა(ა).ი.პ. ს----------–-----–------–--------–--------------–--- მიმართა 2019 წლის 21 ოქტომბერს N87H19 განცხადებით ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ განცხადება ჩამოყალიბებული იყო შემდეგი შინაარსით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე, 37-ე, 38-ე, მე-40 და 42-ე მუხლების თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ჩაწერილი CD და DVD დისკ (ებ) ზე :

1. ა.(ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“-სა და შპს ი----------------- შორის 2019 წლის 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება N 44 (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ) - ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინალური პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ. (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ ახორციელებთ ასეთი სახის გადაღებებს, მაშინ გთხოვთ დაგვიფიქსიროთ აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განგვიმარტოთ რა მექანიზმებით ახორციელებთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებთ ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად მიმწოდებლის მიერ);

2. ა.(ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“-ში 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე შესული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპოდენციის ასლები, რომელთა ადრესატი არის ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------, ასევე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ ა.(ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრში ჩაბარებული განცხადებების ასლები;

 

3. ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპოდენციის ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი რომელიც გამოიცა ა(ა) ი პ ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს - ს მიერ;

 

4. რამდენი ლარით მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე;

 

5. რამდენმა ლარმა შეადგინა ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“ -სათვის 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში, მათ შორის რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით);

 

6. გთხოვთ განგვიმარტოთ დეტალურად ანუ სათითაოდ კონკრეტული შემოსავლები კონკრეტულად ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვისა და წლის მითითებით);

 

7. გთხოვთ მოგვაწოდოთ ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თვისა და საბანკო ანგარიშ (ებ)ზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლების მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

 

8. ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დირექტორის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- წერილი (ს.ფ.13-14 ).

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

3.3. 2019 წლის 31 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“ განმარტავს, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოითხოვს მნიშვნელოვანი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას, შესაბამისად მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მუშავდება და მიეწოდებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.

 

აღნიშნული წერილის შემდგომ მოპასუხეს ინფორმაცია არ მიუწოდებია. დადგენილია, რომ მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოპასუხემ უარი თქვა გადაწყვეტილების 1.2.2., 1.2.3. და 1.2.8. პუნქტებში ჩამოყალიბებული ინფორმაციის გაცემაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში თანხმობა განაცხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი(ს.ფ.16)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაიცეს მოპასუხის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია ა.(ა).ი.პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-სათვის მოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება.

 

6.2.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს სხვათა იდეების მოპოვებას, დამუშავებასა და შემდგომ გადაცემას. ხსენებული მუხლის შესაბამისად, პიროვნებას აქვს იდეების და ცნობების მიღების უფლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებს, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

6.3.საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის შესაბამისად ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, თუმცა აღნიშნული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურად დაცულ სიკეთეს, ვინაიდან კონსტიტუციითვე განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფარგლები, კერძოდ, მე-18 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით.

 

6.5.პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია.

 

6.6.”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

6.7.სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის ”მ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის დეფინიციის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციის ღიაობა ორ შემთხვევაშია შეზღუდული - როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას.

 

6.8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ექცევა ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემის დეფინიციის სფეროში. მოსარჩელე თანახმაა მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია მათ შორის ფიზიკური პირების შესახებ სახელი გვარის მითითებით პირადი ნომრის გარეშე.

 

6.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--ს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“-ს 2019 წლის 19 აპრილს (ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრსა და შპს ი----------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულება N 44 (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ) - ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დაცვაზე შემსყიდველის მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლის გადმოცემა, მათ შორის ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინალური პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების ოზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ. (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ ხორციელდება ასეთი სახის გადაღებები, მაშინ დაფიქსირებული იყოს აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განმარტოს შემსყიდველმა რა მექანიზმებით ახორციელებს შემსყიდველი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებს შემსყიდველი ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად მიმწოდებლის მიერ). უნდა დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს მოსარჩელეს ა.(ა).ი.პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრში 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) შესული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპოდენციის ასლები, რომელთა ადრესატი არის ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------, ასევე ფიზიკური(მხოლოდ სახელი და გვარის მითითებით) პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლთა მიერ ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“-ში ჩაბარებული განცხადებების ასლები; უნდა დაევალოს ა.(ა).ი. პ. „ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს მოსარჩელეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის (მხოლოდ სახელი და გვარის მითითებით ), ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპოდენციის ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, ნებისმიერი სახის აქტი რომელიც გამოიცა ა.(ა).ი. პ. ,, ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ; უნდა დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ აცნობოს მოსარჩელეს რამდენი ლარით მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე).უნდა დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ აცნობოს მოსარჩელეს რამდენმა ლარმა შეადგინა ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“ - სათვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში, მათ შორის რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ უნდა განემარტოს მოსარჩელეს დეტალურად ანუ თითოეულ შემთხვევაში კონკრეტული შემოსავლები, ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვისა და წლის მითითებით); ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ მიწოდებული უნდა იქნას მოსარჩელისათვის ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თავის საბანკო ანგარიშ (ებ)ზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლების მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე). უნდა დაევალოს ა.(ა).ი.პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ მოსარჩელეს გადასცეს ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დირექტორის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე)

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) - 27ლარის და 50 თეთრის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - ა.(ა).ი. პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--ს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟიდან 62 ლარი და 50 თეთრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1.1. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--ს საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, დაევალოს ა.(ა).ი.პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“-ს 2019 წლის 19 აპრილს ა.(ა).ი.პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრსა და შპს ი----------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულება N 44 (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ) - ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დაცვაზე შემსყიდველის მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლის გადმოცემა, მათ შორის ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინალური პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ. (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ ხორციელდება ასეთი სახის გადაღებები, მაშინ დაფიქსირებული იყოს აღნიშნული გარემოება წერილობით და ასევე, განმარტოს შემსყიდველმა რა მექანიზმებით ახორციელებს შემსყიდველი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების კონტროლსა და ზედამხედველობას, ანუ რა მექანიზმებით ამოწმებს შემსყიდველი ნამდვილად იქნა თუ არა მიწოდებული მომსახურება სრულყოფილად მიმწოდებლის მიერ).

 

1.2. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს მოსარჩელეს ა.(ა).ი.პ. ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრში 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) შესული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპოდენციის ასლები, რომელთა ადრესატი არის ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------, ასევე ფიზიკური (მხოლოდ სახელი და გვარის მითითებით) პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლთა მიერ ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრ“ -ში ჩაბარებული განცხადებების ასლები;

 

1.3. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ გადასცეს მოსარჩელეს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის (მხოლოდ სახელი და გვარის მითითებით ), ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპოდენციის ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპოდენციის ასლი, ნებისმიერი სახის აქტი რომელიც გამოიცა ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ;

 

1.4. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ აცნობოს მოსარჩელეს რამდენი ლარით მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე).

 

1.5. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ აცნობოს მოსარჩელეს რამდენმა ლარმა შეადგინა ა.(ა).ი. პ. ,,ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“ - სათვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში, მათ შორის რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით);

 

1.6. ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ განემარტოს მოსარჩელეს დეტალურად ანუ თითოეულ შემთხვევაში კონკრეტული შემოსავლები, ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვისა და წლის მითითებით);

 

1.7. ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს მიერ მიწოდებული იქნას მოსარჩელისათვის ა.(ა).ი.პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თავის საბანკო ანგარიშ (ებ)ზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლების მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე) .

 

1.8. დაევალოს ა.(ა).ი. პ. ,,ჭ---------------------------------------–---–--------------–--ტრს“ მოსარჩელეს გადასცეს ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა ა.(ა).ი. პ. ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“-ს დირექტორის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 21 ოქტომბრამდე (განცხადების შეტანის დღე)

 

2. ა.(ა).ი. პ. ,, ჭი--------------------------------------–---–--------------–-------“- ს ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–-ის სასარგებლოდ დაეკისროს 37ლარი და 50 თეთრი ლარის გადახდა.

ა.(ა).ი.პ. ს----------–----–------–-------–-------------–--ს დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან (საგადახდო დავალება N8700129404, გადამხდელის დასახელება: ააიპ ,,ს----------–----–------–-------–-------------–--“ გადამხდელის ბანკი: სს „ს----------–---------“; გადასახადის გადამხდელის დასახელება: ა(ა)ი.პ.,,ს----------–----–------–-------–-------------–--“ ს/კ 4--------, გადახდის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველს საქმეებზე; გადახდის თარიღი - 19.11.2019 წელი; თანხა - 100 ლარი) მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟიდან 62 ლარი და 50 თეთრი .

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი