ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლი · სზაკ 29
თავი III — ინფორმაციის თავისუფლება
თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-41(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
კასატორები მიუთითებენ “საჯარო რეესტრის” შესახებ საქართველოს კანონის 29-ე, 27-ე მუხლებზე და განმარტავენ, რომ მოცემული ნორმებით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების და შესაბამისად, ძალაში შესვლის სპეციალური წესი, რომელსაც უპირატესობა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ზოგად წესთან მიმართებაში.
ბ-ის სახელზე ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების საკითხზე, როგორც საჩივარში დასმულ საკითხთან კავშირში მყოფ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას, კანონის 29-ე მუხლის დანაწესი არ გამორიცხავს სააგენტოს უფლებას გადაამოწმოს სარეგისტრაციო ორგანოების მიერ რეგისტრაციის შესახებ კანონიერების საკითხი.
აღნიშნული კი გულისხმობს სზაკ-ის 29.9 მუხლით გათვალისწინებული განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
საქმე №ბს-30-30(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2008
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები მითითებული დებულების 27-ე, 28-ე და 29-ე მუხლების თანახმად წარმოადგენს ტყეკაფის გამოყოფისა და ტაქსაციის სამუშაოების არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის საფუძველს.
დარღვეულია ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, შრომის უფლება თავისუფალია და საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, ეკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქმე №3გ-ად-45-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2002
საქმე №3გ-ად-19-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2002
შემოსავლების სამსახური სსკ-ის მე-8 მუხლის მე-18 ნაწილზე, სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნტქტსა და 29-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის უსფ(წ) ------ წარმოადგენს პირს - საწარმოს, რომლის მიერ გაწეული ხარჯები (შეძენილი სმფ-ების ღირებულება) ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 29. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-29/