გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-254-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნა--- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო-----
მოსარჩელე: თ------ გა--–---–ი, ი-----–--ა გა--–---–ი, დ---- გა--–---–ი,წარმომადგენელი: ნ----- ო----–---–ი,მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი,წარმომადგენელი: შ------- ბ----–-–---–ი,მესამე პირი- დ-------- ბ--–-------ე,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04, №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ, 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის №3-----15 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი-----–--ა, თ------ და დ---- გა--–---–ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 7 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ხოლო ნაწილობრივ განხილვაზე უარი ეთქვა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №88201------- სარეგისტრაციო განცხადების განხილვის განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე დაევალა 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მოსარჩელისთვის გაგზავნა. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა №88201------- სარეგისტრაციო წარმოება განაახლა, თუმცა 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 გადაწყვეტილება არ ჩააბარა, არამედ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ახალი, 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება. დასახელებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში რაც კანონსაწინააღმდეგოა. წარმოება დაიწყო დ-------- ბ--–-------ის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. რუსთავი, კ--------ს ქ. №1----ში, რომელზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მქონებაზე შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა პირობითი განცხადება №88201-------, რომელიც შეჩერებულია გარემოებების გამოკვლევამდე. ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით, №88201------- სარეგისტრაციო წარმოება განახლდა და მიმდინარეობს, შესაბამისად, დ-------- ბ--–-------ის განცხადების საფუძველზე დაწყებული №88201------- სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული უნდა იყოს მოსარჩელის განაცხადის №88201------- დასრულებამდე, როგორც ეს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 გადაწყვეტილებაშია მითითებული. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 22 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ბათილად ცნო, ანუ ეს გადაწყვეტილება ბათილია მისი გამოცემის მომენტიდან, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ დ-------- ბ--–-------ის №88201------- სარეგისტრაციო წარმოების განახლების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილებით ბათილად უნდა ეცნო რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.ადმინისტრაციულ ორგანოს აქტების კანონიერება უნდა გამოეკვლია და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ №88201------- წარმოებაზე წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება უკანონოა თავისთავად გულისხმობს, რომ ამ წარმოების დასრულება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ასევე კანონსაწინააღმდეგოა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 22 ოქტომბერს შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოება განაახლა თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჩადენილია სამსახურებრივი სიყალბე, ტექსტობრივად შეცვალა 2014 წლის 22 სექტემბრის განცხადება არსებული საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, რომელიც დადებულია მის მიერ 2014 წლის 22 სექტემბერს და წარდგენილია სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. ცალსახაა, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა ტექსტობრივად შეცვალა ძველი განცხადებები. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა ტექსტობრივად შეცვალა აგრეთვე ამ წარმოებათან დაკავშირებული უძრავ ნივთზე წარმოების შეჩერების შესახებ 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 გადაწყვეტილება. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს. კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მარეგისტრირებელი ორგანო უთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისათვის წარდგენილი უნდა იქნეს რ--------- მ------–---–ის და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების ან აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმოების შეჩერების საფუძვლად უთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტს. იმ შემთხვევაში თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამ საფუძვლით აჩერებს წარმოებას, უნდა მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით დადასტურებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–-------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მოცემული წარმოების ფარგლებში მას არ მოუთხოვია რ--------- მ------–---–ის და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. შესაბამისად, არ ევალება მათი უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. მოპასუხეს მიმართა განცხადებით და წარადგინა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით კანონიერ ძალაში შესული განჩინება, თუმცა ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს 2017 წლის 05 ოქტომბრის №88201--------08 წერილით აცნობა, რომ შეჩერების საფუძველი არ აღმოფხვრილა. 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ხოლო 2017 წლის 25 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №4----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა 2017 წლის 26 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარემ თავისივე ინიციატივით იმსჯელა 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე,რისი უფლებაც არ ჰქონდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აგვისტოს №1-----/17 განცხადებით მიმართა დ----, თ------ და ი-----–--ა გა--–---–ების წარმომადგენელმა და მოითხოვა 2012 წლის 08 ნოემბრის №89201--------03 რეგსიტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც განხორციელდა დ----, თ------ და ი-----–--ა გა--–---–ებზე ქ. რუსთავში, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 02.05.07.----01.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ივლისის განჩინების ასლი (საქმე №67). რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 22 აგვისტოს №1-----/17 განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 22 სექტემბერს მიიღო №88201------- პირობითი განცხადება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2014 წლის 22 სექტემბერს მიღებულ იქნა №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება უნდა შეჩერდეს და განმცხადებელს დამატებით უნდა მოეთხოვოს საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 20 მარტის №882013-------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრირებულია რ--------- მ------–---–ის საკუთრების უფლება. აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ (თარიღი: 19/03/2013). ამასთან, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის №89201--------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების საკუთრების უფლება. აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს №2-----12 დაუსწრებელი გადაწყვეტილება. №1-----/17 წერილს თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2012 წლის 13 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილება ი-----–--ა გა--–---–ის მიმართ უცვლელად დარჩა, ხოლო დ---- და თ------ გა--–---–ების მიმართ განახლდა საქმის წარმოება აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრეებად აღრიცხვის შესახებ. რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 22 სექტემბერს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №88201--------03 გადაწყვეტილება 2014 წლის 22 სექტემბრის №1----- წერილით გაუგზავნა დაინტერესებული პირების წარმომადგენელს - ნ----- ო----–---–ს. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ადრესატს გზავნილი არ ჩაბარებია სრულად, კერძოდ, მას ჩაბარდა მხოლოდ ნაწილი - ორი გვერდის ნაცვლად ერთი გვერდი. მოპასუხე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №88201--------04 გადაწყვეტილება. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს დ-------- ბ--–-------ემ (პირადი ნომერი 350--019---) №88201------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. რუსთავში, კ--------ს ქუჩა №1--–-, პირველ სართულზე, ბინა №1-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 15 ოქტომბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №88201--------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საქმის წარმოება შეჩერებული იყო №88201------- განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2017 წლის 23 ოქტომბერს რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ №88201--------05 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლება. 2014 წლის 17 ოქტომბერს სააგენტოს წარედგინა დ----, თ------ და ი-----–--ა გა--–---–ების №1-------- ადმინისტრაციული საჩივარი, 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2014 წლის 22 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების, აგრეთვე, 2014 წლის 15 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №88201--------03, 2014 წლის 23 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ №88201--------04 და 2014 წლის 23 ოქტომბრის რეგისტრაციის შესახებ №88201--------05 გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით. სააგენტოს მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა №2----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 2017 წლის 6 ივლისს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №3-----15); აღნიშნული გადაწყვეტილებით ი-----–--ა, თ------ და დ---- გა--–---–ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 დეკემბრის №2----- გადაწყვეტილება, რომლითაც დ----, თ------ და ი-----–--ა გა--–---–ების წარმომადგენლის ნ----- ო----–---–ის №1-------- (17.10.2014) ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით (საქმე №3-----15) სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო იმავე თარიღის №88201--------06 გადაწყვეტილებით - სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა რ--------- მ------–---–ის და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების ან აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე, სააგენტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2017 წლის 12 სექტემბრის №374881 წერილით 2014 წლის 22 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №88201--------03 გადაწყვეტილება დაინტერესებული პირების წარმომადგენელს ნ----- ო----–---–ს გაეგზავნა და ჩაბარდა სრული ფორმით. 2017 წლის 26 სექტემბერს სააგენტოს წარედგინა ი-----–--ა გა--–---–ის წარმომადგენლის ნ----- ო----–---–ის №525492/17 ადმინისტრაციული საჩივარი, 2017 წლის 12 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №88201--------06 გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სააგენტომ ასევე იმსჯელა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 25 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №88201--------09 გადაწყვეტილებაზეც და მიიჩნია, რომ რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №88201--------06 და 2017 წლის 25 ოქტომბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №88201--------09 გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირმა დ-------- ბ--–-------ემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ამასთან იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს №2-----12 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ები ცნობილი იქნენ შ--–--- გა--–---–ის სახელზე აღრიცხული ქ. რუსთავი, კ--------ს ქ. №1----ში მდებარე (02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდი) ბინის 1/4 წილის მესაკუთრეებად და მითითებული უძრავი ნივთის შ--–--- გა--–---–ის სახელზე რიცხული 1/4 წილის რეგისტრაცია მოხდა ი-----–--ა დ---- და თ------ გა--–---–ების სახელზე, საკუთრების უფლებით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–-------- განჩინებით, უარი ეთქვა ი-----–--ა გა--–---–ს განცხადების დაკმაყოფილებაზე, 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ დარჩა ძალაში, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ------ და დ---- გა--–---–ების ნაწილში გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება ვ---- მ------–---–ის სარჩელის გამო მოპასუხეების დ---- და თ------ გა--–---–ების მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს №2-----12 დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 331-335)
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–-------- განჩინება (ტომი I, ს.ფ. 326-330)
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 08 ნოემბრის №89201--------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ქ. რუსთავი, კ--------ს ქ. №1----ში მდებარე ბინა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა ვ---- მ------–---–ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 08 ნოემბრის №89201--------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 336)
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის პირობით განცხადებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა ქ. რუსთავი, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინაზე რეგისტრაციის გაუქმებას (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების 1.2.13 პუნქტი, მითითებული უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის გაუქმება და არა საკუტრების უფლების რეგისტრაცია) სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 20 მარტის №8820131------ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია რ--------- მ------–---–ის საკუთრების უფლება, რომლის საფუძველს წარმოადგენს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 18 მარტის №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულება და აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარდგენილა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 40,41, 279)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 120)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 27-34)
3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დ-------- ბ--–-------ის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილია ქ. რუსთავი, კ--------ს ქ. №1----ში მდებარე ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით არსებულ ქონებაზე შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა პირობითი განცხადება და რომელიც არის შეჩერებული გარემოებების გამოკვლევამდე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებით, დ-------- ბ--–-------ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შედეგად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავი, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინა, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა დ-------- ბ--–-------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 322, 323)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 108)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 109)
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის პირობით განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული მონაცემებით, 2013 წლის 26 მარტის №8820131-------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ქ. რუსთავში, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინის 1/4 ნაწილზე დარეგისტრირდა რ--------- მ------–---–ის საკუთრების უფლება, რომელსაც საფუძვლად დაედო ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 19 მარტის №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენის ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული ბოლო მონაცემების თანახმად, წარმოადგენს დ-------- ბ--–-------ე, საფუძველი: საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 08 ოქტომბრის №88201--------05 გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის №88201--------08 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს დამატებით მოეთხოვა საკითხის გადასაწყვეტად დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ რ--------- მ------–---–სა და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების ან აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის დასახელებულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 128)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის №88201--------08 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 287)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 288)
3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ი-----–--ა გა--–---–ის წარმომადგენელს ნ----- ო----–---–ს 2014 წლის 17 ოქტომბრის №1-------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჩივრდება სასამართლო წესით .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 27-34)
3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, ი-----–--ა გა--–---–ის და წარმომადგენლის ნ----- ო----–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა რ--------- მ------–---–ისა და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 345-351);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი რომლითაც ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიღებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩა---რების გარეშე, ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ იმსჯელა გასაჩივრებული რეგისტრაციის კანონიერებაზე;
4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩა---რება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი რომლითაც ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიღებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩა---რების გარეშე. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დ-------- ბ--–-------ეს ეცნობა, რომ ქონებაზე რომელსაც ის ყიდულობდა შეტანილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) და 2015 წლის 14 ივლისის №ბს 408-403 (2კ-14) გადაწყვეტილებით, დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა და დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა კონტროლის განხორციელების წესს მიანიჭა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას სასამართლო განმარტავს, რომ მისი რეგისტრაციის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის კანონიერება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი რომლითაც ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩა---რებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას მოსარჩელე მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დ-------- ბ--–-------ეს ეცნობა, რომ ქონებაზე რომელსაც ის ყიდულობდა შეტანილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებსშორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; ე); ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე აღნიშნული საჩივრდება სასამართლო წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი უნდა განეხილა, წარმოება ჩაეტარებინა სრულყოფილად, გამოეკვლია მასალები, შეემოწმებინა დოკუმენტები და რეგისტრაციის კანონიერება.
აღნიშნულს სასამართლო ადგენს და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
საკასაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ვერ გამორიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. ამასთან, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 14 ივლისის №ბს 408-403 (2კ-14) გადაწყვეტილებით, დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა და დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა კონტროლის განხორციელების წესს მიანიჭა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. შესაბამისად საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ იმსჯელა გასაჩივრებული რეგისტრაციის კანონიერებაზე, ერთობლიობაში არ შეამოწმა და შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. "
ამდენად, დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ნაწილობრივ განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,თ-ლ" პუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ი) სარეგისტრაციო წარმოება – სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით; კ) სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ლ) სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები;
„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დ-------- ბ--–-------ეს ეცნობა, რომ ქონებაზე რომელსაც ის ყიდულობდა შეტანილი იყო ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველია 2014 წლის 08 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დ--–- მ------მ და რ--------- მ------–---–მა გაყიდეს, ხოლო დ-------- ბ--–-------ემ იყიდა ქ. რუსთავი, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინა. აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერება მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ თავად უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე მარეგისტრირებელ ორგანოში დასახელებული რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვდა მისი მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იმ მოტივით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელეთა რეგისტრაციის საფუძველი გახდა გაუქმდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს №2-----12 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ები ცნობილი იქნენ შ--–--- გა--–---–ის სახელზე აღრიცხული ქ. რუსთავი, კ--------ს ქ. №1----ში მდებარე (02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდი) ბინის 1/4 წილის მესაკუთრეებად და მითითებული უძრავი ნივთის შ--–--- გა--–---–ის სახელზე რიცხული 1/4 წილის რეგისტრაცია მოხდა ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების სახელზე, საკუთრების უფლებით არ არის გაუქმებული ვინაიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–-------- განჩინებით, უარი ეთქვა ი-----–--ა გა--–---–ს განცხადების დაკმაყოფილებაზე, 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის მიმართ დარჩა ძალაში, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თ------ და დ---- გა--–---–ების ნაწილში გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება ვ---- მ------–---–ის სარჩელის გამო მოპასუხეების დ---- და თ------ გა--–---–ების მიმართ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–-------- განჩინების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ვინაიდან, ვ---- მ------–---–ის სარჩელზე საქმის წარმოების განახლება არ შეიძლება რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების, ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული მიიჩნიოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ მტკიცებულებად და იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს ვინაიდან, დ-------- ბ--–-------ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება განახლდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შედეგად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავი, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინა, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა დ-------- ბ--–-------ის სახელზე.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დ-------- ბ--–-------ის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილია ქ. რუსთავი, კ--------ს ქ. №1----ში მდებარე ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით არსებულ ქონებაზე შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა პირობითი განცხადება და რომელიც არის შეჩერებული გარემოებების გამოკვლევამდე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, (ნ----- ო----–---–ის პირობით განცხადებაზე) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საფუძველს მოკლებულია მოსარჩელეთა წარმომადგენლის მითითება წარმომადგენლის განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სიყალბესთან დაკავშირებით ვინაიდან, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-13 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება. ამასთან სიყალბის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21.1 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; თ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის პირობით განცხადებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა ქ. რუსთავი, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინაზე რეგისტრაციის გაუქმებას სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 20 მარტის №8820131------ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია რ--------- მ------–---–ის საკუთრების უფლება, რომლის საფუძველს წარმოადგენს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 18 მარტის №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულება და აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარდგენილა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის პირობით განცხადებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა რეგისტრაციის გაუქმებას სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული მონაცემებით, 2013 წლის 26 მარტის №8820131-------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ქ. რუსთავში, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინის 1/4 ნაწილზე დარეგისტრირდა რ--------- მ------–---–ის საკუთრების უფლება, რომელსაც საფუძვლად დაედო ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 19 მარტის №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენის ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული ბოლო მონაცემების თანახმად, წარმოადგენს დ-------- ბ--–-------ე, საფუძველი: საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 08 ოქტომბრის №88201--------05 გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის №88201--------08 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს დამატებით მოეთხოვა საკითხის გადასაწყვეტად დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ რ--------- მ------–---–სა და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების ან აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე ნორმისპირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად კი, წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქ. რუსთავი, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინა რეგისტრირებული იყო რ--------- მ------–---–ის სახელზე, რომლის საფუძველსაც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 18 მარტის №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულება წარმოადგენდა და რომლის გაუქმებასაც მოსარჩელე მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს სწორად მოეთხოვა უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არც მარეგისტრირებელ ორგანოში და არც სასამართლოში არ წარმოდგენილა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასახელებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ვ---- მ------–---–ის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სადავო არ არის, ხოლო მის შემდეგ არაერთი რეგისტრაცია განხორიციელდა.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, ნ----- ო----–---–ის პირობით განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული მონაცემებით, 2013 წლის 26 მარტის №8820131-------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ქ. რუსთავში, კ--------ს გამზირი №1----ში მდებარე ბინის 1/4 ნაწილზე დარეგისტრირდა რ--------- მ------–---–ის საკუთრების უფლება, რომელსაც საფუძვლად დაედო ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 19 მარტის №05/09-01-0-----022/0-- აუქციონზე შეძენის ქონებაზე უფლების მიღების შესახებ განკარგულება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აგრეთვე დადგინდა, რომ 02.05.07.----01.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული ბოლო მონაცემების თანახმად, წარმოადგენს დ-------- ბ--–-------ე, საფუძველი: საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 08 ოქტომბრის №88201--------05 გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ოქტომბრის №88201--------08 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, ნ----- ო----–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს დამატებით მოეთხოვა საკითხის გადასაწყვეტად დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ რ--------- მ------–---–სა და დ-------- ბ--–-------ის საკუთრების უფლების ან აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 22 ოქტომბრის №88201--------04, 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული გარემოების აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტაცია, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და 2018 წლის 25 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №4----- გადაწყვეტილებით სათანადოდ შეფასდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძველი ნასყიდობის ხელშეკრულებები სადავო არ არის და რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მესამე პირის დ-------- ბ--–-------ის მხრიდან უფლების რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ არსებობის ცნობას დაადასტურებდა სასამართლოში არ წარმოდგენილა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს მიერ დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დააკმაყოფილა, თუმცა სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლითაც ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში. ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა სასამართლო მიიჩნევს, რომ უსწოროა დასახელებული გადაწყვეტილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება. ამასთან შეცდომით იქნა გამოცხადებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თარიღი, ნაცვლად 25 რიცხვისა გამოცხადდა 23, რაც მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას. 8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილით, რომლის თანახად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნის იმ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც არ დაკმაყოფილდა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თ------, ი-----–--ა და დ---- გა--–---–ების წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 07 სექტემბრის №3----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლითაც ი-----–--ა, დ---- და თ------ გა--–---–ების წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 23 ოქტომბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, 2014 წლის 22 სექტემბრის №88201--------04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტების შესახებ, 2017 წლის 12 სექტემბრის №88201--------06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2017 წლის 25 ოქტომბრის №88201--------09 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №4----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალა---ში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნა--- თ----–---–ი