მუხლი 25. რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება
თავი V — რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გასაჩივრება
1. რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება ჩერდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებით, თუ:
ა) გასაჩივრებულია სარეგისტრაციო დოკუმენტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო დოკუმენტის მოქმედებას;
ბ) წარმოდგენილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების შესახებ;
გ) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დასტურდება, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შექმნილია პირის დანაშაულებრივი ქმედებით.
2. რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერების პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამონაწერის მომზადება, ასევე უფლების (გარდა საგადასახადო გირავნობისა/იპოთეკისა), უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.12.2008).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(54)
საქმე №ბს-1093(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2025
…საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-8, მე-9, მე-11, 21-ე, 26-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებზე, 25-ე მუხლზე (სადაო ურთიერთობის დროს მოქმედი) და განმარტა შემდეგი: იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა,,...ის“ წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ამხანაგობის…
საქმე №ბს-1237(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
…და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი…
საქმე №ბს-1291(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…რომლითაც დასტურდებოდა მის მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის,,კ” ქვეპუნქტი, 21-ე, 25-ე, 27-ე მუხლები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, დ.ქ-ას…
საქმე №ბს-509(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი…
საქმე №ბს-294(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
…როგორც, შესაბამისი უფლების მინიჭება, ხორციელდება ერთი ორგანოს - სასამართლოს მიერ. კასატორი - ნ. მ-ი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო რეესტრს უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 25-ე მუხლებით და არა „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. კასატორის შეფასებით, სასამართლომ უგულებელყო მისი საკუთრების კონსტიტუციური უფლება. სასამართლომ არ…
საქმე №ბს-1184(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2022
საქმე №ბს-977(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021